განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
820100118002732737
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-93-2019წ.

(820100118002732737)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–----- ი-–--ს ძე ც--–--ის მიმართ, დაბადებული: 19-- წლის 25 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი სო----–------------- ქუჩა #2-.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე-–----- ც--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხელვაჩაურის მ----–----–-------- სოფელ მ----–ი, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე-–----- ც--–--ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილების ნ-----–---- ც--–--ისა და ნ---- ც--–--ის თანდასწრებით, მეუღლეს ქ------- გ-------ეს ზურგისა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხელვაჩაურის მ----–----–-------- სოფელ მ----–ი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე-–----- ც--–--ე, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს მეუღლეს ქ------- გ-------ეს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ე-–----- ც--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ე-–----- ც--–--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ე-–----- ც--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა---- მ-------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ე-–----- ც--–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ქმედების ხასიათი და მსჯავრდებულის პიროვნება, ის რომ ე-–----- ც--–--ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის ქ------- გ-------ის მიმართ. საქმის მასალებით დასტურდება რომ მსჯავრდებული არის აგრესიული პიროვნება, ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული, რომელსაც ხშირად უჭირს საკუთარი თავის და ემოიციების გაკონტროლება, შესაბამისად ეს გარემოება შეიცავს რისკს იმისა, რომ განაგრძოს დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. ამდენად, დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე-–----- ც--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე-–----- ც--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ქ------- გ-------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ე-–----- ც--–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ე-–----- ც--–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---- მ-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ე-–----- ც--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით -საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ე-–----- ც--–--ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ე-–----- ც--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ე-–----- ც--–--ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 2018 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე