განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
080100117002213884
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0801001-700221388-

საქმე №1/ბ-1-2-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–- თ-----ის ძე ე-----–--ის მიმართ დაბადებული: 198- წლის 09 ა-----–ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. თბილისი, თ----, მე-1- მიკრორაიონი, მე-2 კვარტალი, N-----, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ლ-–- ე-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე ქ. ქუთაისში წ-------–-- ქ. N----ში ლ-–- ე-----–--ემ დააზიანა დ-------ი გ----–--ის კუთვნილი ,--------------------------”-ს სახელწიფო ნომერი G--------, მარკის ავტომანქანა. ლ-–- ე-----–--ის ქმედებით დ-------ი გ----–--ეს მიადგა 400 (ოთხასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ლ-–- ე-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ-–- ე-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ლ-–- ე-----–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ლ-–- ე-----–--ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ: დაზარალებულ დ-------ი გ----–--ის ჩვენებით, ასევე მოწმეების დ----- ქ------ის, ა---–- ბ-----ას, ექსპერტების დ----- დ----------ს და გ------- ჯ--------ას, ნ-----–---- ს-------იას ჩვენებებით. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეების ბ---- და თ----- ე-----–--იის ჩვენებებს, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოწმეები არიან მიკერძოებულები და დაინტერესებული პირები, მათი ნათესაური კავშირიდან გამომდინარე ცდილობენ ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, რის გამოც სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს მათ მიერ მიცემული ჩვენებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დ-------ი გ----–--ის ჩვენების თანახმად, მას ლ-–- ე-----–--ის მამასთან თ----- ე-----–--ესთან და მის შვილებთან თავიდან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ისინი ოფიციალურად იყვნენ შ---ს 50% წილის მფლობელები, სინამდვილეში კი თ-----ის 10% წილი ეკუთვნოდა. თ----- ე-----–--ემ დაგროვილი დავალიანების გამო გადაწყვიტა შ---დან გასვლა და მოითხოვა მისი წილის სახით 50 000 დოლარი. როდესაც პროცენტებს ინაწილებდნენ, წარმოიშვა დავა, მოწმის განმარტებით 3 თვის განმავლობაში ცდილობდა მოლაპარაკებას ე-----–--ესთან. ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მოლაპარაკება დაასრულეს და მიხვდნენ, რომ ვერ შეთანხმდებოდნენ. 2017 წლის 27 აპრილს თ----- ე-----–--ის შვილები ლ-–- ე-----–--ე, ბ----- ე-----–--ე და მათი ნათესავი ი-----–- ყ------ი შევიდნენ შ---ს ოფისში, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი დ----- ქ--------ძე. ძმები თხოვდნენ მამის კუთვნილ წილს. მოწმის განმარტებით მან უთხრა, რომ არაფერ შუაში იყო და თანხა მოეთხოვა მამამისისთვის. ამ დროს ლ-–- ე-----–--ე ახტა მაგიდაზე, აიღო „ნაჩნიკი“ და გადაამტვრია ხელზე, ბ---- ე-----–--ეც წამოვიდა მისკენ, მაგრამ შუაში ჩადგა მისი მეგობარი დ----- ქ--------ძე, რომ არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება. ლ-–- ე-----–--ემ და მისმა ძმამ დივანზე წააქციეს დ----- ქ--------ძე და წიხლებით დაუწყეს ცემა. როდესაც გამოვიდა გარეთ, ლ-–- ე-----–--ე იყო შემდგარი მოწმის დ.გ----–--ის მანქანაზე „----------------------- და ფეხით გადაიარა მანქანაზე, შემდეგ ისინი ჩასხდნენ მანქანაში და გაიქცნენ. მოწმის განმარტებით, ზიანი დაახლოებით არის 3000 ლარი. მას არ შეუკეთებია მანქანა ამ ზიანის შემდეგ. მანქანა გაფორმებულია მისი ძმის სახელზე, მაგრამ სარგებლობს თავად. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს ბნელოდა და ეზოში განათებაც საშუალო იყო. მანქანა იდგა გამოსასვლელთან ახლოს. პოლიციას თავად მან შეატყობინა მას შემდეგ, რაც მომხდარის გამო მიღებული შოკიდან გამოვიდა. მოწმის დ.გ----–--ის განმარტებით ვიდრე ოფისში მოვიდოდნენ ძმები, დ----- ქ--------ძეს დაურეკა ლ-–- ე-----–--ის ძმამ და უთხრა, რომ მოსვლას აპირებდნენ დასალაპარაკებლად, მაგრამ ქ--------ძე თავს არიდებდა მათ; მოწმის განმარტებით, როდესაც ლ-–- მანქანაზე იყო ასული, ი-----–- ყ------ი მას უყვიროდა თუ რას აკეთებდა, რა უნდოდა მანქანაზე. ამ დროს მოწმე გამოსასვლელ კარში, მანქანასთან ახლოს იდგა, მაგრამ ი-----–- ყ------ი არ უშვებდა, რომ ლ-–-ს არ დაწეოდა; ლ-–- ე-----–--ე მის მანქანაზე იყო ასული და ფეხს ურტყამდა, მისი ძმა ბ----- ხელით აზიანებდა მანქანას, თუმცა, მან ზუსტად არ იცის კონკრეტულად რა დაზიანებები მიაყენა; თავდაპირველად ეგონა, რომ მხოლოდ კაპოტი იყო გაფუჭებული, თუმცა, შემდეგ ექსპერტებმა ცაზეც აღმოაჩინეს დაზიანება; სულ იყო სამი დაზიანება. მოწმის განმარტებით, ლ-–- ე-----–--ე თავისი სამსახურეობრივი პოზიციით (შემოსავლების სამსახურში მუშაობდა) ხელს უშლიდა და მას დამატებით პრობლემებს უქმნიდა . ის გამომძიებელმა დაკითხა იმ საღამოსვე და სწორი ჩვენება მისცა, თუმცა, უშვებს იმის შესაძლებლობასაც, რომ რამე გამორჩა.

 

მოწმის სახით დაკითხული დ----- ქ--------ძის ჩვენების თანახმად, ის და დ-------ი გ----–--ე შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ სამსახურში, რა დროსაც დაღამებული იყო. მათან ოფისში მივიდნენე ლ-–- ე-----–--ე, ბ---- ე-----–--ე და მათი ნათესავი. მათ დაიწყეს ფულის მოთხოვნა გ----–--ისთვის, რომელმაც მათ უთხრა, რომ თ----- ე-----–--ეს წაღებული ჰქონდა ფული და მათ არ იცოდნენ ამის შესახებ. შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, თავად გადაეფარა დ-------ი გ----–--ეს, რადროსაც მოწმის განმარტებით ბ---- ე-----–--ემ დააგდო დივანზე და სცემა, მაგრამ დაზიანებები გარეგნულად არ ეტყობოდა. ამ დროს დ-------ი გ----–--ის „---------- მარკის მანქანა იდგა ეზოში, ლ-–- ე-----–--ე ავიდა ამ მანქანაზე გადაიარა ფეხით და შემდეგ გაიქცა. ამ ფაქტის შემდეგ დაათვალიერა მანქანა, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ე.წ. კაპოტი. შემდეგ დ-------ი გ----–--ემ დაურეკა პოლიციას, რომელიც დაახლოებით 15-20 წუთში მოვიდა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს მან თვალზე და სხვა ადგილებზე მიიღო სერიოზული დაზიანებები, მაგრამ არ იცოდა ექსპერტიზა თუ უნდა ჩაეტარებინა. მოწმის განმარტებით, ინციდენტი დაახლოებით გაგრძელდა 10 წუთი; დაცვის მუშაკი იყო იქვე, შემთხვევის ადგილიდან 3-4 მეტრში, მაგრამ არაფერი გაუგია, რომ გაიქცნენ, მერე გაიგეს. პოლიცია რომ მივიდა, მოწმის დ. ქ--------ძის განმარტებით ისიც იქ იყო პოლიციის წასვლის შემდეგ წავიდა. პოლიცია დაახლოებით ნახევარი საათი იყო შემთხვევის ადგილზე. მოწმის განმარტებით საზოგადოების ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე ვინ დანიშნა არ ახსოვს. მას დ-------ი გ----–--ესთან რაიმე ფინანსური ვალდებულება არ ჰქონია. მან იცოდა, რომ ლ-–- ე-----–--ე მუშაობდა საგადასახადოში თბილისში.

 

მოწმის სახით დაკითხული ბ---- ე-----–--ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს ბ---- ე-----–--ე, ლ-–- ე-----–--ე და მათი მამა თ----- ე-----–--ე წავიდნენ საწარმოში, მისი მანქანით. გზაში ბენზინგასამართ სადგურზე შეხვდა მისი ბიძაშვილი, რომელიც სოფელში მიდიოდა, ჩაუჯდა მათ და საწარმოში ყოფნის დროს უცდიდა მანქანაში. საწარმოში მისულებმა დაიწყეს საუბარი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გ----–--ეს ანგარიში წარმოედგინა, მათ უთხრა, რომ ის არ იყო ვალდებული მათთვის ანგარიში ჩაებარებინა. დაძაბული საუბარი ჰქონდათ. გამოსვლისას კი დაუბარეს, რომ ამ დავას გადაწყვეტდნენ კანონიერი გზით. მან მოგვიანებით გაიგო, რომ დ-------ი გ----–--ემ მიმართა პოლიციას და ექსპერტიზას მანქანის დაზიანების გამო. მოწმის განმარტებით, როდესაც დაასრულეს საუბარი, დ----- ქ--------ძე და დ-------ი გ----–--ე ოთახში დარჩნენ, ისინი კი გამოვიდნენ. რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ჩასხდნენ მის მანქანაში და წავიდნენ. არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, ეს ავტომობილი შეძენილია შ---ს ხარჯებით. ის ადასტურებს, რომ დ----- ქ--------ძესთან აგრესიული საუბარი ჰქონდა თავდაპირველად, რადგან ტელეფონს არ იღებდა გ----–--ე, შემდეგ წავიდნენ მის სახლში, სადაც დ-------ის შვილმა უთხრა, რომ მამამისი სახლში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ ისინი გაემართნენ საწარმოსკენ. გზაში უპასუხა ტელეფონს გ----–--ემ და უთხრა, რომ ელოდებოდა. მათ ჩაისვეს მამამისი მანქანაში და წავიდნენ საწარმოს ოფისში. ოთახში შევიდნენ სამივე. ხმამაღალ აგრესიულ საუბარს ადგილი ჰქონდა გ----–--ის მხრიდან. თავად კი მოუწოდებდა მას სიმშვიდისკენ. შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გამოსვლისას ეზო განათებული იყო და მას მანქანისთვის დაზიანება არ შეუნიშნავს. ეზოში ბევრი მანქანა იდგა, თუმცა სხვა პირი არ შეუმჩნევია.

 

მოწმის სახით დაკითხული თ----- ე-----–--ის ჩვენების თანახმად, ის შეხვედრაზე იმყოფებოდა მის შვილებთან ერთად. ის დაბარებული იყო, რადგან უნდა შეთანხმებულიყვნენ ანგარიშზე. დ-------ი გ----–--ეს სურს, რომ მის ოჯახს წაართვას ბიზნესი. დავა მათ შორის გამოიწვია საერთო ბიზნეს ინტერესებმა. 27 ა-----–ს დაახლოებით 21 საათზე შეიკრიბნენ ისინი: დ-------ი გ----–--ე, დ----- ქ--------ძე და თავად, მის შვილებთან - ბ---- და ლ-–- ე-----–--ეებთან ერთად იმ მიზნით, რომ დ-------ი გ----–--ეს უნდა გაესწორებინა ანგარიში. როდესაც საუბარი დაასრულეს, ისინი გამოვიდნენ, ჩასხდნენ მანქანაში, სადაც მათ უცდიდა მისი ცოლის ძმის შვილი და წამოვიდნენ. მეორე დღეს კი გაიგო, რომ ვითომ მათ დ-------ი გ----–--ეს დაუმტვრიეს მანქანა. ეს საუბარი შედგა შ-- „ტ-----------“ ოფისში, ქუთაისში, წ-------–-- 2---ში, რათა გაერკვიათ თანხები სად მიდიოდა. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ შეთანხმების გარეშე. მოწმის განმარტებით, მანქანა შეძენილი არის სამსახურის მიერ; საწარმოს ტერიტორიაზე არის 2 პ-------ს კარები, ასევე სათადარიგო საბურავები; დ-------ის მხრიდან მუქარას აღნიშნულ ფაქტამდეც ჰქონდა ადგილი. მოწმის განმარტებით, ხმამაღალ საუბარს ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი, თუმცა, ფიზიკური შეურაცხყოფა არცერთი მხრიდან არ ყოფილა. ხმამაღალი საუბარი დაიწყო გ----–--ემ, როდესაც საწარმოდან გამოვიდნენ, გ----–--ის „პ-------“ ეყენა ეზოში. ეზო განათებული იყო და კარგად ჩანდა ყველაფერი, მანაქანას დაზიანებები არ ჰქონია.

 

ბრალდებულ ლ-–- ე-----–--ის მიცემული ჩვენების თანახმად 27 აპრილი, დაუკავშირდნენ დ-------ის მისი ძმის ტელეფონით, მან არ უპასუხა, რის შემდეგაც ააკითხეს სახლში მან და მისმა ძმამ და ბავშვს ჰკითხეს მამამისის ადგილსამყოფელი. ბავშვმა უპასუხა, რომ ის არ იყო სახლში. ამის შემდეგ მათ გაუარეს მამას თ----- ე-----–--ეს პარალელურად დაუკავშირდნენ გ----–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ ელოდებოდა სამსახურში. გზაში მათ შეხვდათ ბიძაშვილი ი-----–- გ-----ია, რომელიც მანქანაში ჩაისვეს. ისინი მალევე მივიდნენ ფირმაში. ოთახში შევიდნენ ლ-–- ე-----–--ე, ბ----- ე-----–--ე და თ----- ე-----–--ე. ოთახში შესვლისას დაიწყო საუბარი იმის შესახებ სად იყო თანხები წასული და გაეგოთ მოგებისა და ზარალის შესახებ, რაზეც დ-------ი გ----–--ემ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი, მისი თქმით, ის არ იყო ვალდებული მისი პარტნიორების წინაშე და დაემუქრა, თუ ისინი არ მიიტანდნენ დათქმულ თანხას, მაშინ მამამისის წინააღმდეგ აღძრავდა საქმეებს და წილიდანაც გააგდებდა, რადგან ეს თანხები იყო მის მიერ მითვისებული, ხოლო ლ-–-ს გაათავისუფლებდა სამსახურიდან და ყველაფერს დაკარგავდნენ. თავის მხრივ, მათ უთხრეს, რომ ეს იყო სიცრუე და საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისინი მიმართავდნენ კანონიერ გზებს დავის გადასაწყვეტად, რის შემდეგაც ისინი გამოვიდნენ ოთახიდან, ჩასხდნენ მისი ძმის მანქანაში და წავიდნენ. მეორე დღეს გაიგეს იმის შესახებ, რომ დ-------იმ წარადგინა სასამართლოში ცნობები, თითქოს თ----- ე-----–--ეს მითვისებული ჰქონდა 120 000 ლარი და რომ მათ დააზიანეს მისი ავტომანქანა. დ-------ი გ----–--ემ არაერთხელ შეუთვალა მათ, რომ თუ აღნიშნულ საქმეს თავს არ დაანებებდნენ, გაუსწორდებოდა მათ ფიზიკურად და დააკარგვინებდა მას სამსახურს. მოწმის განმარტებით, გ----–--ეს განსაკუთრებული შიში ჰქონდა მისი სამსახურის, მიაჩნდა, რომ ის შეუფერხებდა მას მუშაობას და ცდილობდა დაეკარგა მას ეს სამსახური, გაეყიდა მისი ქონება და დაეტოვებინა უმუშევარი, სახლ-კარის გარეშე. ეს მუქარა იყო არაერთხელ, მათ შორის, ამ ინციდენტის შემდგომაც. მოწმის განმარტებით 2017 წლის 27 აპრილს ფირმის ოფისში იმყოფებოდნენ დ-------ი გ----–--ე, დ----- ქ--------ძე, თ----- ე-----–--ე, ბ---- ე-----–--ე და თავად ლ-–- ე-----–--ე. სიტყვიერ შეურაცხყოფას მხოლოდ დ-------ის მხრიდან ჰქონდა ადგილი; მისი ავტომანქანა იდგა შემოსასვლელში, სხვა მანქანებიც იდგნენ ეზოში, მისი ძმის მანქანა კი იდგა ჭიშკართან; დაზიანებები ჰქონდა თუ არა „----------, თავად არ დაკვირვებია; მის წინააღმდეგ იძლევიან ჩვენებას იმიტომ რომ, მისი სამსახურიდან გამომდინარე რაღაც პრობლემები შეექმნათ მისთვის და ამით აშანტაჟებენ მამამისს.

 

სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული მოწმე ი-----–- გ-----იას გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 27 აპრილს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისი მამიდაშვილი ბ---- ე-----–--ე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ ქუთაისში, წ-------–-- ქ. N----ში მდებარე ბიძამისის თ----- ე-----–--ის კუთვნილ გაზ-გასამართი სადგურის ჩასასვლელთან. შეხვედრა შედგა იმავე საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე. როგორც ნათესავებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ჩაჯდა ბ---- ე-----–--ის კუთვნილ ,,სუბარუს” მარკის მანქანაში. ბ---- ე-----–--ემ დაძრა მანქანა და იქვე 50 მეტრში გააჩერა მისივე გაზ-გასამართი სადგურის ეზოს შესასვლელთან. ბიძამისმა - თ----- ე-----–--ემ უთხრა, რომ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით იქვე უნდა შეხვედროდა მის პარტნიორს დ-------ი გ----–--ეს და სთხოვა, რომ დალოდებოდა მანქანაში, ხოლო თავად გადავიდა მანქანიდან და საუბარზე დასასწრებად ასევე გაყვნენ მისი შვილები ბ---- და ლ-–- ე-----–--ეები. მათ მანქანაში ელოდებოდა დაახლოებით 20 წუთი. ამ დროის მონაკვეთში მანქანიდან ჩამოვიდა სიგარეტის მოსაწევად და ასევე ისარგებლა გაზ-გასამართი სადგურის ეზოში განთავსებული ადმინისტრაციული შენობის საპირფარეშოთი. ვინაიდან საპირფარეშო მდებარეობს იმ ოთახის გასწვრივ, სადაც საუბრობდნენ ბიძამისი და მისი მამიდაშვილები თავის საქმიან პარტნიორთან, იგი ფაქტიურად მისდა უნებურად შეესწრო მათ საუბარს, რა დროსაც რაიმე უჩვეულო არ შეუნიშნავს და საუბარში არ ჩარეულა. საპირფარეშოდან დაბრუნების შემდგომ ლოდინი განაგრძო ავტომანქანაში. ამ პერიოდში გაზ-გასამართი სადგურის ეზოში არავინ შეუნიშნავს, მართალია, უკვე დაღამებული იყო, მაგრამ ელექტროგანათებით კარგად იყო განათებული მთლიანი ეზო და მიმდებარე ტერიტორია. გაზ-გასამართი სადგურის ეზოში ეყენა მხოლოდ ერთი მსუბუქი ავტომობილი ვერცხლისფერი, „პ-------“. დაახლოებით 20 წუთიანი ლოდინის შემდეგ, გაზ-გასამართი სადგურის ეზოში განთავსებული შენობიდან გამოვიდნენ თ----- ე-----–--ე, ლ-–- ე-----–--ე და ბ---- ე-----–--ე, მათ უკან არავინ მოჰყვებოდა. ისინი ჩასხდნენ ავტომანქანაში და ყველანი წავიდნენ ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში. ამ პერიოდში რაიმე ინცინდენტი არ მომხდარა. იგი კატეგორიულად გამორიცხავს ლ-–- ე-----–--ის მიერ გაზ-გასამართი სადგურის ეზოში მდგომი ავტომანქანის - ვერცხლისფერი „---------- რაიმე სახით დაზიანებას, მით უფრო, მასზე ფეხების და ხელების რტყმევას და ფეხებით ძრავის სახურავის და ჭერის დაზიანებას.

 

საქმეში წარმოდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, 2017 წლის 28 ა-----–ს 00:36:39 საათზე ინიციატორმა დ-------ი გ----–--ემ ტელეფონის ნომრიდან 5-------- შეატყობინა, რომ ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენეს მისი მეწილის შვილებმა ბ---- და ლ-–- ე-----–--ეებმა, სთხოვდნენ ფულს. ისინი შესაძლოა ნასვამებიც იყვნენ. დაუზიანეს ავტომანქანა, ოფისში დაამტვრიეს ნივთები.

 

მოწმის სახით დაკითხული ა---– ბ-----ას, ექსპერტების დ----- დ--------ის და გ------- ჯ--------ას ჩვენებებით და მათ მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 28 ა-----–ს დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის ა---– ბ-----ას მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში წ-------–-- ქ. N----ში და წარმოადგენს თ-------------- გაზგასამართ სადგურს, რომელიც არის დ-------ი გ----–--ის კუთვნილება, შემთხვევის ადგილზე მისასვლელია ა---–----------ბის გამზირით, სადაც ჭ-------ის გამზირზე გასვლამდე გასასვლელია დ----- ქუჩაზე არსებული სარკინიგზო ხიდის ქვეშ, ჭ-------ის გამზირის და წ-------–-- კვეთის მიმართულებით, სადაც აღმოსავლეთით განთავსებულია ბენზინ გასამართი სადგური ,,ტ------–-“, რომლის უკანა მხარეს ასფალტის ზედაპირიანი ჩამავალი გზით ჩასასვლელია შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისი, წ-------–-- ქუჩა N----ბ-ში. შემთხვევის ადგილზე შესასვლელია რკინის ჭიშკარის საშუალებით თ-------------- გაზგასამართ სადგურზე, რომელიც არის დ-------ი გ----–--ის საკუთრება. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე თანხმობა განაცხადა დ-------ი გ----–--ემ და მანვე მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები გ------- ჯ--------ა და დ----- დ--------ი. თ-------------- გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე არის განთავსებული ერთ სართულიანი შენობა, რომელზედაც დ-------ი გ----–--ემ განაცხადა, რომ მათი სამუშაო კაბინეტი არის შენობაში განთავსებული და აღნიშნა, რომ სწორედ მითითებულ კაბინეტში მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და გადმოყარა ნივთები და დოკუმენტაციები მისი ბიზნეს პარტნიორის თ----- ე-----–--ის შვილმა ლ-–- ე-----–--ემ. ამის შემდგომ დ-------ი გ----–--ემ მიუთითა შენობის წინ მდგაr ვერცხლისფერ ,----------- პ-------ზე“, რომლის სახელმწიფო ნომერია G-------- და განმარტა, რომ ავტომანქანა არის მისი საკუთრება და მიუთითა წინა მხარეს მოტორის სახურავზე ე.წ. ,,კაპოტზე“ და განაცხადა, რომ აღნიშნული დეტალი ფეხების რტყმევით ჩაღუნა და დააზიანა ლ-–- ე-----–--ემ, რომელიც გინებით გამოვიდა კაბინეტიდან, ასევე დ-------ი გ----–--ემ მიუთითა ავტომანქანის ჭერზე და განაცხადა, რომ დაზიანებები მიაყენა ლ-–- ე-----–--ემ. შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ასევე ავტომანქანის დათვალიერება და დასურათება მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, რა დროსაც რაიმე კვალი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. ამით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ლ-–- ე-----–--ის დამნაშავედ ცნობისათვის. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება პირდაპირი წესით არ ამტკიცებს ლ-–- ე-----–--ის მიერ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუა რობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ ლ-–- ე-----–--ემ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ლ-–- ე-----–--ე უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ლ-–- ე-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-–- ე-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულ ლ-–- ე-----–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ CD დისკი, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე