განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
080100118002469794
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-149-2019წ.

(080100118002469794)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2019წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–-------- ვ--–------ეს ძე ი-----ის მიმართ დაბადებული: 1----–-–----- იანვარს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ.ქუთაისი, ც------–-- ქუჩა, მ----–--------, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ვ-–-------- ი-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 5 მაისს, ქუთაისი, ც------–-- ქუჩა მე-3-–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-–-------- ი-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ლ-- ი-----ეს. კერძოდ ხელი კრა ბეჭის არეში, რის შედეგადაც ლ-- ი-----ე დაეჯახა კედელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განაჩენით ვ-–-------- ი-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

ვ-–-------- ი-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულ--.

 

გამართლებულ ვ-–-------- ი-----ეს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ----------ია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ვ-–-------- ი-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეფასა ერთობლიობაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ ვ-–-------- ი-----ის ბრალეულობას. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ-–-------- ი-----ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. კერძოდ: მოწმე შ----–- გ------ის და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მ--------------–---- თანამშრომლების ჩვენებებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. სასამართლომ ვ-–-------- ი-----ის მიმართ განაჩენის გამოტანისას, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, არ შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც გამოკვლეულ იქნა არსებით სხდომაზე და შესაბამისად არასწორად მოხდა ვ-–-------- ი-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა ლ-- ი-----ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.

 

მოწმე ს--- ი-----ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მშობელი.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ------ ო-------–--ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--აში უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 5 მაისს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, მის მეწყვილე ზ------ ჟ----–---–---თან ერთად მიიღო შეტყობინება, რომ ქუთაისში, ც------–-- ქუჩაზე მე-3 შესახვევში, ქალბატონი ითხოვდა დახმარებას, რომელიც შვილმა წააქცია და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ დაზარალებული შუა ხნის ქალბატონი - ლ-- ი-----ე, რომელმაც განმარტა, რომ შვილმა - ვ-–-------- ი-----ემ მიაყენა შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა და წააქცია. მოწმის განმარტებით ადგილზე იმყოფებოდა ვ-–-------- ი-----ეც, რომელიც იყო ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, თუმცა იყო მშვიდად და რაიმე აგრესიას არ გამოხატავდა, არც მათ მიმართ და არც ოჯახის წევრების მიმართ. მათ ადგილზე დააკავეს ვ-–-------- ი-----ე და შეადგინეს დაკავების ოქმი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ზ------ ჟ----–---–---ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--აში. მომხდარი ფაქტის დღეს 2018 წლის 5 მაისს მეწყვილესთან გ------ ო-------–--ესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ქუთაისში ც------–-- მე-3 შესახვევში ადგილი ქონდა ოჯახური კონფლიქტის ფაქტს და ქალბატონი ითხოვდა პოლიის დახმარებას. ადგილზე მისვლისას დაზარალებულმა ლ-- ი-----ემ მათ განუმარტა, რომ შვილმა - ვ-–-------- ი-----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ზურგის არეში და წააქცია. მოწმის განმარტებით ვ-–-------- ი-----ე იმყოფებოდა ადგილზე, ის არ გამოხატავდა აგრესიას, იყო მშვიდად, თუმცა აშკარად ეტყობოდა ალკოჰოლური თრობა. დაზარალებული იყო ძალიან აღელვებული. ვ-–-------- ი-----ე დაკავებულ იქნა მათ მიერ და შედგენილ იქნა დაკავების ოქმი.

 

მოწმის სახით დაკითხულ შ----–- გ------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს საპატრულო პოლიციაში მ----------------------–------------–----–----––- პატრულ-ინსპექტორად, მომხდარის დღეს 2018 წლის 5 მაისს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მეწყვილესთან ერთად მოძრაობდა ს----------–--------–--------, საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, რა დროსაც მიიღო შეტყობინება ც------–-- ქუჩაზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ადგილზე მისვლისას, დაზარალებულმა ქალბატომა - ლ-- ი-----ემ განაცხადა, რომ მისმა შვილმა ვ-–-------- ი-----ემ, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, იძალადა მასზე დაარტყა ზურგის არეში. ქალბატონის განცხადების საფუძველზე მათ გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია, აგრეთვე შეადგინეს შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც ათი დღის მანძილზე მათ ეკრძალებოდათ ერთმანეთთან მიახლოება, აღნიშნული ორდერი გააცნეს როგორც დაზარალებულს, ისე მოძალადეს. მოძალადეს - ვ-–-------- ი-----ეს აღენიშნებოდა ალკოჰოლური ზემოქმედება. მოწმის განმარტებით ისინი რაიმე ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან, ადგილზე მისულებს დახვდათ მხოლოდ დაზარალებული ქალბატონი, რომელიც ღელავდა და იძახდა, რომ შაქარი ქონდა აწეული, თავად ვ-–-------- ი-----ე აგრესიას არავის მიმართ არ გამოხატავდა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა დ----- დ-----ემ და განმარტა, რომ 2018 წლის 5 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღეს შეტყობინება ქუთისში, ც------–-- ქუჩაზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ადგილზე მისვლისას, დაზარალებულმა ლ-- ი-----ემ განმარტა, რომ მისმა შვილმა ვ-–-------- ი-----ემ, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, იძალადა მასზე მოუქნია ხელი და კედელს მიაჯახა. ვ-–-------- ი-----ე იყო ნასვამ მდგომარეობაში. მათ მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუხატავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილეზე გამოცხადდნენ შეტყობინებიდან დაახლოებით ხუთ წუთში და მათი მისვლისას ადგილზე კონფლიქტური სიტუაცია არ იყო.

 

მოწმის სახით დაკითხულ დ--- ფ--------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--აში დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 5 მაისს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ც------–-- ქ. N3-ში იყო ოჯახური კონფლიქტი, რის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება. რამდენიმე ხნის შემდეგ მ--------------–---- თანამშრომლების მიერ განყოფილებაში მიყვანილი იქნა ბრალდებული ვ-–-------- ი-----ე, რომელიც დაკავებული იყო ბრალდებულის სახით თანამშრომლების მიერ. მის მიერ მოხდა დაზარალებულ ლ-- ი-----ის გამოკითხვა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გამოიკითხა ვ-–-------- ი-----ე და გადაყვანილი იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში, მოხდა შემთვევის ადგილის დათვალიერება და დასურათება, მოწმის სახით ასევე გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, საპატრულო პოლიციისაგან ამოიღეს ვიდეო ჩანაწერი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაზარალებულს გააცნო დადგენილება, ასევე ვ-–-------- ი-----ეს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 5 მაისს, ქ. ქუთაისში, ც------–-- ქუჩა მე-3-–-----------/3-ში მცხოვრებ 1--- წელს დაბადებულ ვ-–-------- ი-----ის მიერ დედის 1--- წელს დაბადებულ ლ-- ი-----ეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 5------------ საათზე ელ-სმენის საშუალებით, ქუთაისის ს-------------------------------–----------------------------- პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს რეგისტრატორს დაუკავშირდა საპატრულო პოლიციის საპატრულო ეკიპაჟის (ქუთაისი) ,,------------------–-- ეკიპაჟიდან დ.დ-----ე და აცნობა, ქ. ქუთაისში, ც------–-- ქუჩა მე-3-–-----------/3-ში მცხოვრებ 1--- წელს დაბადებულმა ვ-–-------- ი-----ემ, 1--- წელს დაბადებულ დედას ლ-- ი-----ეს მიაყენა ფიზიკურიო შეურაცხყოფა.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ქ. ქუთაისში, ც------–-- ქუჩა მე-3-–-----------/3- ში 2018 წლის 5------------- საათზე ვ-–-------- ი-----ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

2018 წლის 5------- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისი, ც------–-- ქუჩა მე-3-–------------ში. დათვალიერებაში მონაწილე ლ-- ი-----ის განმარტებით მისი საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კართან, სადარბაზოში შვილმა ვ-–-------- ი-----ემ ,,უჯიკა’’ ხელი, რის შედეგად ბინის კედელს მიარტყა მარჯვენა ბეჭი.

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის № 0-------- დასკვნით დადგენილ--, რომ 05.05.18 წ. 2---------- საათზე, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ლ-- ი-----ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა პატრულ ინსპექტორ დ----- დ-----ის 2018 წლის 5------- ვიდეოჩანაწერი, რაც განხორციელდა ქ. ქუთაისში ც------–-- ქ. მე-3-–------------ში ლ-- ი-----ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძახებაზე ყოფნის დროს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ვ-–-------- ი-----ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვ-–-------- ი-----ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

შეს---მისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელ-- წარდგენილი ბრალდებით ვ-–-------- ი-----ის მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ----------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ვ-–-------- ი-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ვ-–-------- ი-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, გირაოს თანხა დაუბრუნდეს განაჩნის აღსრულებიდან ერთი თვიის ვადაში მის შემტან პირს.

 

გამართლებულ ვ-–-------- ი-----ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: პატრულ ინსპეტორებისაგან ამოღებული დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე