განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
240100118002644190
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 240100118002644190

საქმე №1/ბ-42-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ს---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ვ----–-- ხ-–-----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 2----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მარტვილში, მ–--------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ----–-- ხ-–-----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ--------––-----–----------------–- მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ვ----–-- ხ-–-----მ მეუღლეს _ თ------ ჩ-----–--ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგინა და ზურგის არეში დაარტყა ფეხი, რის შედეგადაც თ------ ჩ-----–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო ვ----–-- ხ-–-----ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:

 

ვ----–-- ხ-–----- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ვ----–-- ხ-–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გირაოს თანხის - 8000 ლარის სანაცვლოდ ვ----–-- ხ-–-----ს (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ, ქ----------––-, მ–--------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით №------------) 8 000 (რვა ათასი) ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და აღნიშნული უძრავი ქონება უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

გამართლებულ ვ----–-- ხ-–-----ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ------- ს---------მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ----–-- ხ-–-----ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგი საფუძვლით:

 

გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულმა თ------ ჩ-----–--მ, ბრალდებულ ვ----–-- ხ-–-----ს დედამ დ--–- ხ-–-----მ და შვილმა ს--–---- ხ-–-----მ აჩვენეს, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ----------––-, მ–----------------–- მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ვ----–-- ხ-–-----მ მეუღლეს _ თ------ ჩ-----–--ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგინა და ზურგის არეში დაარტყა ფეხი, რის შედეგადაც თ------ ჩ-----–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ჩადენილი ქმედება ასევე დაადასტურა თვით ბრალდებულმა ვ----–-- ხ-–-----მ. აღნიშნულმა პირებმა სასამართლოში გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ვ----–-- ხ-–-----ს საწინააღმდეგო ჩვენება, მაგრამ მათ არ უთქვამთ, რომ ვ----–-- ხ-–-----ს მხრიდან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ძალადობა არ მომხდარა. მითითებული პირების მხრიდან არ დაფიქსირებულა, რომ ვ----–-- ხ-–-----ს ძალადობა არ ჩაუდენია, ამიტომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები სხვა ჩვენებებთან და მტკიცებულებებთან ერთად.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: ი-----–- შ--------, დ----- ო---–-----, გ------- ს---------, თ-------- შ---–---, ი---- თ---------- და ე----- ტ-------ე, რომელთა ჩვენებები და სასამართლოში გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებები _ თ------ ჩ----–-ას და ე----- ტ-------ის მიერ საინფორმაციო ცენტრ 112-ის სამსახურში გაკეთებული შეტყობინებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თ------ ჩ----–-ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ურთიერთთანხვედრაშია თ------ ჩ-----–--ს, ვ----–-- ხ-–-----ს, დ--–- ხ-–-----ს და ს--–---- ხ-–-----ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებთან და უტყუარად ადასტურებენ ვ----–-- ხ-–-----ს მიერ ჩადენილ დანაშაულს. დასახელებული პირების ჩვენებები არის თანმიმდევრული, სწორი, ფაქტებიდან გამომდინარე და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ ჰქონდა.

 

აპელანტის მოსაზრებით, საქმეში არსებობს როგორც პირდაპირ, ისე ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია ვ----–-- ხ-–-----ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, რელევანტური, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და არ არსებობს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი, დადასტურებულია, რომ ვ----–-- ხ-–-----მ ჩაიდინა არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლის _ თ------ ჩ-----–--ს მიმართ ძალადობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ს---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ვ----–-- ხ-–-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ვ----–-- ხ-–-----ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ----–-- ხ-–-----ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ:

 

საქართველოს შსს მარტვილის რაიონულის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, ი-----–- შ--------ს მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ვ----–-- ხ-–-----ს მიმართ, რომელზეც გამოძიება დაიწყო თ------ ჩ-----–--ს მიერ საინფორმაციო ცენტრ 112-ის სამსახურში გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმად, 2018 წლის 26 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მასზე იძალადა მეუღლემ _ ვ----–-- ხ-–-----მ. იგივე დაადასტურა თ------ ჩ-----–--მ მისი დაკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.

 

საქართველოს შსს მარტვილის რაიონულის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, დ----- ო---–-----ს მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ დაიკითხა მოწმე ე----- ტ-------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს დაურეკა მეგობარმა თ------ ჩ-----–--მ და უთხრა, რომ მეუღლემ _ ვ----–-- ხ-–-----მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი დაარტყა სკამის საზურგეს, რომელიც მოხვდა ზურგის არეში და განიცადა ტკივილი, რის გამოც მან დარეკა 112-ში და გადასცა თ------ ჩ-----–--ს ნათქვამი.

 

შსს მარტვილის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ------- ს---------ს მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რასაც ესწრებოდა ვ----–-- ხ-–-----ს დედა, დ--–- ხ-–-----, რომელმაც აჩვენა ადგილი, სადაც სკამზე იჯდა თ------ ჩ-----–-- მცირეწლოვანი ბავშვით ხელში, როდესაც ვ----–-- ხ-–-----მ ფეხი დაარტყა სკამის საზურგეს.

 

იგივე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ-------- შ---–---მ. მანვე დამატებით აჩვენა, რომ იგი ასევე მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც დაზარალებულმა თ------ ჩ-----–--მ უჩვენა ადგილი, სადაც იჯდა სკამზე და განაცხადა, რომ აღნიშნული სკამის საზურგეს ფეხი დაარტყა მისმა მეუღლემ ვ----–-- ხ-–-----მ, რომელიც მას მოხვდა ზურგის არეში, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი.

 

შსს მარტვილის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ი---- თ----------ს მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მან სოციალური მუშაკის თანდასწრებით ჩაატარა არასრულწლოვანი მოწმის _ ს--–---- ხ-–-----ს გამოკითხვა, რა დროსაც მან განმარტა, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს დედამისს, თ------ ჩ-----–--ს, რომელიც სკამზე იჯდა, მამამისმა ვ----–-- ხ-–-----მ ჯერ შეაგინა, შემდეგ კი ფეხი დაარტყა სკამის საზურგეს, რომელიც დედამისს ზურგზე მოხვდა.

 

მოწმე ე----- ტ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას თავის მეგობარ თ------ ჩ-----–--სთან ჰქონდა მოკლე სატელეფონო საუბარი, რა დროსაც თ------ იყო აღელვებული და უთხრა, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, მაგრამ რაში გამოიხატა ეს კონფლიქტი, არ უთქვამს. საუბრის დროს ესმოდა კამათის ხმა და თ------ იმდენად აღელვებული ესაუბრებოდა, მოესმა, რომ, თითქოს, მან თხოვა პოლიციაში დაერეკა. ამის გამო დარეკა პოლიციაში და უთხრა, რომ მოეკითხათ მათი ოჯახი.

 

დაზარალებულმა თ------ ჩ-----–--მ, ასევე მოწმეებმა დ--–- ხ-–-----მ (ვ----–-- ხ-–-----ს დედამ) და ს--–---- ხ-–-----მ (ვ----–-- ხ-–-----ს შვილმა) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს ვ----–-- ხ-–-----ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

№2------ შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს თ------ ჩ-----–--მ დარეკა 112-ში და განცხადა, რომ მისმა მეუღლემ დაარტყა, რა დროსაც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იყო.

 

№2------ შეტყობინებიდან კი ირკვევა, რომ იმავე დღეს თ------ ჩ-----–-- დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და ითხოვა მის მიერ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გაკეთებული წინა შეტყობინების გაუქმება. ასევე განაცხადა, რომ მეუღლეს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მათ შორის იყო მხოლოდ შელაპარაკება, იგი იყო აღელვებული და იჩქარა დარეკვა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ----–-- ხ-–-----ს მიერ დანაშაულის ჩადენას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა ვ----–-- ხ-–-----მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა თ------ ჩ-----–--მ და მოწმეებმა დ--–- ხ-–-----მ და ს--–---- ხ-–-----მ, რომლებიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდნენ მეუღლის მიმართ ძალადობის ჩადენაში, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მათში ასახულია ვ----–-- ხ-–-----ს მიერ ძალადობის ჩადენის თაობაზე დაზარალებულ თ------ ჩ-----–--ს და მოწმე დ--–- ხ-–-----ს განმარტებები, რომლებსაც სასამართლოში ჩვენება არ მიუციათ, რის გამოც აღნიშნული ოქმები მიჩნეული ვერ იქნება ფაქტის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებებად და მტკიცებულებათა ერთობლიობად.

 

სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვ----–-- ხ-–-----ს მიერ 2018 წლის 26 აგვისტოს თავისი მეუღლის _ თ------ ჩ-----–--ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მოწმეების _ ი-----–- შ--------ს, დ----- ო---–-----ს, გ------- ს---------ს, თ-------- შ---–---ს, ი---- თ----------ს და ე----- ტ-------ის ჩვენებებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და გადმოსცემენ მათთვის თ------ ჩ-----–--ს, დ--–- ხ-–-----ს და ს--–---- ხ-–-----ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ, ვინაიდან, ისინი არ დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ ვ----–-- ხ-–-----ს მიმართ 2018 წლის 29 ოქტომბერს დადგენილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც აღნიშნული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ს---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ს---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ვ----–-- ხ-–-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ვ----–-- ხ-–----- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.გამართლებულ ვ----–-- ხ-–-----ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ----–-- ხ-–-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, გირაოს თანხის - 8000 ლარის სანაცვლოდ ვ----–-- ხ-–-----ს (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ, ქ----------––-, მ–--------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით №------------) 8 000 (რვა ათასი) ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა გაუქმდეს და აღნიშნული უძრავი ქონება დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/