განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
110100118002740950
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002740950

საქმე №1/ბ-48-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ----- ფ----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 1----------), დაუოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------------–--------–-------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ზესტაფონოს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით:

 

დ----- ფ----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 აგვისტოს და 2018 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, დ----- ფ----------ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა 3310 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დ----- ფ----------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა 3310 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.

 

დ----- ფ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დ----- ფ----------ეს დაეკისრა მოვალეობა პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს _ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო ,--------------’-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით S--------, რომელიც განთავსებულია ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ფ----------ემ ჩაიდინა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლეების _ ე-–--- ო----- და მ-----– ბ----–---–ის 2018 წლის 28 მაისის დადგენილებებით, წიაღით უკანონო მოპოვებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა დ----- ფ----------ემ 2018 წლის 24 აგვისტოს, ქ-------------–-----–------–---------------------- ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიპოვა 20 კგ. სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 200.03 ლარი.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლეების _ ე-–--- ო----- და მ-----– ბ----–---–ის 2018 წლის 28 მაისის დადგენილებებით, წიაღით უკანონო მოპოვებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა დ----- ფ----------ემ 2018 წლის 8 სექტემბერს, ქ-------------–-----–------–---------------------- ტერიტორიაზე, განმეორებით, უკანონოდ მოიპოვა 3290 კგ. სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რაც გადაჰქონდა „ფორდ ტრანზიტის” მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით S--------. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 203.09 ლარი.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ---–- ტ-------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ დ----- ფ----------ისათვის ძირითად სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად „------------”-ის მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით „S--------”) ჩამორთმევის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანამხად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან „ფორდ ტრანზიტის” მარკის ავტომანქანა წარმოადგენდა დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს, დ----- ფ----------ეს დამატებით სასჯელად უნდა განსაზღვროდა აღნიშნული ნივთის ჩამორთმევა.

 

აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ მსჯავრდებულ დ----- ფ----------ისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და უსამართლო, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის: მოწმეების _ გ--- ყ---------ის, ი-–-- ხ-------ის, ზ------ მ---------–--ის, თ------- ც------ის, დ--–- კ------–---–ის და გ------- გ-------ს გამოკითხვის ოქმებით; ამოღების ოქმებით; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის, 1 ნოემბრის, 7 დეკემბრის, 2018 წლის 31 იანვრის, 26 თებერვლის, 20 მარტის, 4 აპრილის და 28 მაისის დადგენილებებით; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მიმართვებით და თანდართული მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- ფ----------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ ,--------------’-ის მარკის ავტომობილის კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნების ნაწილში და ითხოვს დ----- ფ----------ისათვის ძირითად სასჯელთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად აღნიშნული ავტომობილის ჩამორთმევის განსაზღვრას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ნივთის ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული არცერთი პირობა არ არის სახეზე, კერძოდ: საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების თანახმად, „------------”-ის მარკის ავტომანქანა, რომლის ჩამორთმევასაც ითხოვს სახელმწიფო ბრალმდებელი, წარმოადგენს არა დ----- ფ----------ის, არამედ ზ------ მ---------–--ის საკუთრებას, რომელიც რეგისტრირებულია მისი მეუღლის, მ------ თ-------ის სახელზე. ზ------ მ---------–--ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენი-–--, რომ მან არ იცოდა, სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რომელიც ხსენებული „------------”-ის მარკის ავტომანქანით გადაატანინა თავის მეგობარს _ დ----- ფ----------ეს, ამ უკანასკნელს უკანონოდ თუ ჰქონდა მოპოვებული. აღნიშნული გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული ავტომანქანის ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოყენების საფრთხე. ასევე არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლში მითითებული არც სხვა რომელიმე გარემოება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ავტომობილის ჩამორთმევის საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ დ----- ფ----------ისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და უსამართლო, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ დ----- ფ----------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნდა, არ იყო წარსულში ნასამართლევი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დ----- ფ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დ----- ფ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.დ----- ფ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (ორი ეპიზოდი) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, დ----- ფ----------ეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას 3310 (სამი ათას სამას ათი) კილოგრამი სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რომელიც ინახება შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, თანაბარი ძირითადი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- ფ----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას 3310 (სამი ათას სამას ათი) კილოგრამი სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი.

 

6.პირობით მსჯავრდებულ დ----- ფ----------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ დ----- ფ----------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს _ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო ,--------------’-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით S--------, რომელიც განთავსებულია ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

8.ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----- ფ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/