განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100118002671142
საქმე №1/ბ-58-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ვ----– კ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), მცხოვრების ს------------------------------–-------------––----------–-------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ----– კ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 სექტემბერს, ვ----– კ------ე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარე თავისი მშობლების სახლში, რა დროსაც, დაახლოებით 00:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, საცხოვრებელი სახლის წინ ქუჩაში, უმოტივოდ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე _ ლ--- ზ-----–---ზე. კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების, 2009 წლის 30 აპრილს დაბადებული მ------ კ------ისა და 2011 წლის 15 აპრილს დაბადებული ა--------- კ------ის თანდასწრებით, თავის არეში ორჯერ დაარტყა მას ხელი, რის შედეგადაც ლ--- ზ-----–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზემოაღნიშნულის გამო ვ----– კ------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:
ვ----– კ------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ვ----– კ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, სა-----------------------------–-------------––---------------------------------------------------------–---------------–---------------------------------------------------------.) მდებარე ა-------------------–---------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
გამართლებულ ვ----– კ------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ მ--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ვ----– კ------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა და საქმეში არსებულმა მოწმეებმა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ვ----– კ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ვ----– კ------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ----– კ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ:
პირველი ისნტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დიდი ჯიხაიშის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, გ------- ც--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1 სექტემბერს, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა ლ--- ზ-----–---ი, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, ვ----– კ------ემ იძალადა მასზე. აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და მან მოწმის სახით დაკითხა ლ--- ზ-----–---ი, რომელმაც განმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ----– კ------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა წასულიყო ქ.ქუთაისში. როდესაც ჭიშკათან მივიდა, ვ----– კ------ე დაეწია მას და ორჯერ დაატყა ხელი თავში. მის მიერ ასევე დაიკითხნენ ვ----– კ------ე და მისი ოჯახის წევრები, ექსპერტის და დაზარალებულის მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.
პირველი ისნტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, ზ----- თ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან მოცემულ საქმეზე დაკითხა არასრულწლოვანი მოწმეები _ მ------ და ა--------- კ------ეები, რომლებმაც განუცხადეს, რომ დაინახეს როგორ მოუქნია მამამ ხელი დედას, თუმცა დაარტყა თუ არა, არ დაუნახავთ.
პირველი ისნტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ-კრიმინალისტის, გ------ ჟ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი აღნიშნულ საქმეზე მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც აწარმოა ფოტოგადაღება და გადაიღო იმ ადგილების ფოტოები, რომლებზეც დაზარალებული მიუთითებდა.
დაზარალებულმა ლ--- ზ-----–---მა და მოწმეებმა: მ------ ვ-–----ემ (ბრალდებულის დედამ), ვ----– კ------ემ (ბრალდებულის მამამ), მ------ კ------ემ და ა--------- კ------ემ (ბრალდებულის შვილებმა) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს ვ----– კ------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ს------------------------------–-------------–----------–---------–- და წარმოადგენს ვ----– კ------ის ორ სართულიან საცხოვრებელ სახლს. დათვალიერებისას ლ--- ზ-----–---მა ხელით მიუთითა სახლის მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახზე და პირველ სართულზე არსებულ სასტუმრო ოთახზე, სადაც მისი განმარტებით, 2018 წლის 01 სექტემბერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ, ვ----– კ------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ მან მიუთითა სახლის წინ მდებარე იმ ადგილზე, სადაც მეუღლემ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ორჯერ დაარტყა ხელი თავის არეში.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ჩატარებული პირადი გასინჯვისას მოქ. ლ--- ზ-----–---ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ----– კ------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ლ--- ზ-----–---მა, რომელიც ვ----– კ------ეს გამოძიების ეტაპზე ამხელდა მის მიმართ ძალადობის ჩადენაში, ასევე მოწმეებმა: მ------ ვ-–----ემ, ვ----– კ------ემ, მ------ კ------ემ და ა--------- კ------ემ, რომლებიც გამოძიების ეტაპზე ადასტურებდნენ შემთხვევის დღეს ვ----– კ------ესა და ლ--- ზ-----–---ს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტს, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მასში ასახულია ვ----– კ------ის მიერ ძალადობის ჩადენის თაობაზე დაზარალებულ ლ--- ზ-----–---ის განმარტებები, რომელსაც სასამართლოში ჩვენება არ მიუცია, რის გამოც აღნიშნული ოქმი მიჩნეული ვერ იქნება ფაქტის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებად.
სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვ----– კ------ის მიერ 2018 წლის 01 სექტემბერს თავისი მეუღლის _ ლ--- ზ-----–---ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება მოწმეების _ გ------- ც--------–---–ის და ზ----- თ------ის ჩვენებებს, ისინი გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ ლ--- ზ-----–---ის და მოწმეების: მ------ ვ-–----ის, ვ----– კ------ის, მ------ კ------ის და ა--------- კ------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ, ვინაიდან, ისინი არ დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ ვ----– კ------ის მიმართ 2018 წლის 18 დეკემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი ვ----– კ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ვ----– კ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.ვ----– კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, სა-----------------------------–-------------––---------------------------------------------------------–---------------–---------------------------------------------------------.) მდებარე ა-------------------–---------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
5.გამართლებულ ვ----– კ------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/