განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
820100119002837853
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-229-2019წ.

(8201001190028378536)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა----- ს-----ს ძე ა--–--ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–----- მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხულოს რაიონი, სოფელი ხ---------

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა----- ა--–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ და ჩადენილი ორი პირის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 07 სექტემბრამდე ჩათვლით პერიოდში, ხ---–---------–----–-------ს სოფელ ხ-------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ა----- ა--–--ე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, აშანტაჟებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრებს მეუღლეს მ-----–ა შ-----ეს და არასრულწლოვან შვილს დ------ ა--–--ეს, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით ა----- ა--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 01 (ერთი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

მსჯავრდებულ ა----- ა--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა----- ა--–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ, ის გარემოება, რომ ა----- ა--–--ის მხრიდან არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ოჯახის შექმნიდან მსჯავრდებულმა მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განახორციელა სისტემატიურ შეურაცხყოფა, ა. ა--–--ე არის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პირი, ამდენად, არსებობს საფრთხე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების. ამ შემთხვევაში საფრთხე ემუქრება, როგორც მეუღლეს, ასევე არასრულწლოვან შვილებს და სხვა ოჯახის წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა----- ა--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა----- ა--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების მ-----–ა შ-----ის და დ------ ა--–--ის ჩვენებებით, მოწმეების - ი--- ფ----------ის, თ----–ა წ-–---ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, სასამართლო-სამედიციონო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ა----- ა--–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა----- ა--–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ა----- ა--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 01 (ერთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

მსჯავრდებულ ა----- ა--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებული ა----- ა--–--ე განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ა----- ა--–--ეს სასჯელის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 24 დეკემბრიდან 2019 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე