განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
820100119002831305
ინსტანცია
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119002831305

საქმე №1/ბ-234-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) გ---- ხ--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ------–--–---------------------–-------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით:

 

გ---- ხ--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადება, ტარება და გამოყენება 01 (ერთი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ძირითადი სასჯელები, ხოლო დამატებითი სასჯელი შეჯამდა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ---- ხ--–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადება, ტარება და გამოყენება 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ---- ხ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ---- ხ--–--ეს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 დეკემბრიდან 2019 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, დანა, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- ხ--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ---- ხ--–--ემ 2018 წლის 30 დეკემბერს, ქ--------–---------–---------------–-, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას ხელისა და ფეხის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის, მ------ ხ--–--–-ს მიმართ, რომელმაც ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გ---- ხ--–--ე, 2018 წლის 30 დეკემბერს, ქ--------–---------–---------------–-, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს _ მეუღლეს, მ------ ხ--–--–ს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გ---- ხ--–--ე, 2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ--------–---------–-------------–- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს _ მეუღლის მამას, ს---–---- ხ--–--–ს, რა დროსაც მას გუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ გ---- ხ--–--ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ გ---- ხ--–--ისთვის დანიშნული სასჯელი _ 1 წელი პირობითი მსჯავრი, არ არის მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი, რის გამოც ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულების - მ------ ხ--–--–-ს და ს---–---- ხ--–--–-ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ი--- ფ----------ის და თ----–- წ-–---ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ---- ხ--–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ---- ხ--–--ისათვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია სასჯელის სამართლიანობაზე საუბარი, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ---- ხ--–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა რაიმე გარემოება გააჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია გ---- ხ--–--ისთვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრა და თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი გ---- ხ--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი გ---- ხ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ---- ხ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 01 (ერთი) წლით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადება, ტარება და გამოყენება.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ------ ხ--–--–-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს---–---- ხ--–--–-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ---- ხ--–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 01 (ერთი) წლით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადება, ტარება და გამოყენება.

 

5.მსჯავრდებულ გ---- ხ--–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 დეკემბრიდან 2019 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

 

6.პირობით მსჯავრდებულ გ---- ხ--–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ---- ხ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

8.ნივთიერი მტკიცებულება - დანა, რომელიც ინახება შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/