განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
060100118002349954
ინსტანცია
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100118002349954

საქმე №1/ბ-351-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - ი-----–- შ---------ის

გამართლებული - ნ------- ფ--–---–---ს

ადვოკატის - ლ---------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) ნ------- რ-----ის ძე ფ--–---–---ს მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, მცხ. სამტრედიის რაიონი, სოფელი მ-–--------ა;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ------- ფ--–---–---ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ მ-–--------აში მცხოვრებმა ნ------- ფ--–---–---მ, განაწყენების ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლე ნ---- ნ--------ეს, იმავდროულად, ხელის ყელში მოჭერით მის მიმართ ძალადობა განახორციელა, ხოლო მისგან გაქცეულ ნ---- ნ--------ეს წყლით სავსე ქვაბი ესროლა, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა მარჯვენა ფეხის არეში. მის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ------- ფ--–---–---ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ემ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით ნ------- ფ--–---–--- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის გამამართლებელი განაჩენი ნ------- ფ--–---–---ს მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი ნ------- ფ--–---–---ს მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, წარდგენილ ბრალდებას საფუძვლად ედო მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოიულუსტრაციით, დაზარალებულ ნ---- ნ--------ის, მოწმეების - დ-------- ბ------–---–ის, ც---–- ფ--–---–---ს, ნ---- ფ--------ის და თვით ნ------- ფ--–---–---ს გამოკითხვის ოქმები. მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა და კონფლიქტის თვითმხილველმა მოწმეებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ ნ------- ფ--–---–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გამართლებული ნ------- ფ--–---–--- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ--------------- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენი.

 

სააპელაციომ პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორს ი-----–- შ---------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ ნ------- ფ--–---–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ლ---------------ს, რომლებიც არ დაეთანხმნენ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ნ------- ფანცუალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა ნ---- ნ--------ემ, ასევე მოწმე ც---–- ფ--–---–---მ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ნ------- ფ--–---–---ს წინააღმდეგ.

 

მოწმის სახით დაკითხულ დ-------- ბ------–---–ის განმარტებით ირკვევა, რომ თარიღი ზუსტად არ ახსოვს, მისმა რძალმა უთხრა, რომ ეძახდა მეზობლის, ნ------- ფ--–---–---ს მეუღლე ნ----, რომლის გვარიც არ იცის. როდესც ჭიშკართნ მივიდა, ქუჩაში დახვდა ნ----, რომელმაც უთხრა, რომ კვამლი გამოუვიდა ღუმელიდან, ამაზე მეუღლესთან იკამათა და წამოვიდა. სთხოვა მიეცა მისთვის წამალი. მან გამოუტანა ,,კატოპრილი’’ და წყალი. ნ----მ დალია წამალი და წავიდა. მისთვის რაიმე დაზიანება არ შეუნიშნავს და არც ნ----ს უთქვამს ცემაზე რაიმე.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ---- ფ--------ის განმარტებით, იგი მუშაობს სამტრედიის რაიონულ საავდმყოფოში ექიმად. როგორც ახსოვს, საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მიერ მიყვანილი იყო ნ---- ნ--------ე, რომელსაც ყელზე ეტყობოდა ზედაპირული დაზიანებები სილურჯეები, წნევა ჰქონდა მაღალი, აღნიშნავდა ტკივილს ქვედა კიდურში, წვივის არეში, თუმცა დაზიანება არ ეტყობოდა. თავიდან ამბობდა, რომ ცემა მეუღლემ, შემდეგ კი უარყო და თქვა, რომ რაც თქვა არ იყო სწორი. სტაციონალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა და გაეწერა სახლში.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 28 თებერვლის N--------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქალაქე ნ---- ნ--------ემ შპს „----------------–ს“ სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრს მიმართა 15.02.18წ. 21:08სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 16.02.18წ. 10:30სთ-ზე დიაგნოზით ,,ჰიპერტონიული კრიზი’’. პირადი გასინჯვით კისრის წინა და მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედებში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის თითქმის დონეზე მდებარე ზედაპირით წყვეტილი ნაჭდევი ზომით: 3,2X2,1 სმ. მარცხენა წინამხარის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა გასწვრივ ირიბად მდებარე ზოლისებრი ფორმის ნაჭდევი ზომით 5.8X0,3 სმ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტმა შ----- თ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ პირადად დაათვალიერა ნ. ნ--------ის სხეული, ასევე შეისწავლა პაციენტ ნ---- ნ--------ის სამედიცინო დოკუმენტაცია. მისივე განმარტებით, ნ. ნ--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და თუ რა ვითარებაში განვითარდა დაზიანება, მოქაჩვის, დაცემის თუ სხვა, ამის დადგენა მის კომპეტენციაში არ შედის.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამტრედიის რაიონის სოფელ მ-–--------აზე და წარმოადგენს ნ------- ფ--–---–---ს სახლს და საკარმიდამო ეზოს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნ------- ფ--–---–---ს სახლის შესასვლელი კარების წინ ამოღებული იქნა ალუმინის ქვაბი.

 

2018 წლის 17 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის იმ ოთახში, სადაც დგას ღუმელი ნ------- ფ--–---–---მ ხელით მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ხელი დაარტყა მის მეუღლეს და მოქაჩა თმაში, ასევე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც გაისროლა ღუმელზე დადებული ალუმინის ქვაბი.

 

საქმეში არსებული დაკავების ოქმის მიხედვით, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორ გამომძიებელის პოლიციის მაიორის კ------------- ნ--------ს მიერ 2018 წლის 15 თებერვალს 23 საათსა და 50 წუთზე სამტრედიის რაიონის სოფელ მ-–--------აში მცხოვრებ ნ------- ფ--–---–---ს საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ------- ფ--–---–---.

 

ნ------- ფ--–---–---მ უარყო გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ნ. ნ--------ე არის მისი მეუღლე. ერთდ იცხოვრეს 10 წელი. 2018 წლის მარტის თვეში, თარიღი ზუსტად არ ახსოვს, ნ. ნ--------ემ ღუმელში შეყარა ისეთი ნივთები, რომ ოთახი კვამლით გაივსო და გაიჭვარტლა, ამაზე გაბრაზებულმა მკლავში მოკიდა ხელი, ძალით გაიყვანა ოთახიდან. მისთვის არ დაურტყამს, კისერში ხელი არ მოუჭერია და არც ქვაბი უსვრია.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ნ------- ფ--–---–---ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით) დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ნ---- ნ--------ემ, ასევე მოწმე ც---–- ფ--–---–---მ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ნ------- ფ--–---–---ს წინააღმდეგ. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული პირები არიან ის მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ნ------- ფ--–---–---ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.

 

რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეებს, ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან და მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქარათველოს საკონტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ. თ------ემ, მართალია დგინდება, რომ ნ---- ნ--------ეს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ნ. ფ--–---–---ს ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ნ. ნ--------ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას შორის, ვინაიდან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დაზარალებულ ნ---- ნ--------ემ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ------- ფ--–---–---ს ბრალდების დადასტურება. შესაბამისად, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ნ------- ფ--–---–---ს მხრიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მის მიმართ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენი ნ------- ფ--–---–---ს მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ნ------- ფ--–---–--- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ნ------- ფ--–---–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შ----- ფ--–---–---ს (პ/ნ. 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებას - მდებარე სამტრედიის რაიონი სოფელი მ--–-----ში, (ზ-------------------------------------------------–-------------------------–-----------------------------------------------------------------.) - 2.000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა.

 

გამართლებულ ნ------- ფ--–---–---ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

ალუმინის ქვაბი, რაც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე