განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
820100119002881000
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100119002881000

საქმე №1/ბ-317-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 მაისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- ა---------–-ს ძე მ--–--ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: ხულოს რაიონის სოფელი დ--------ა;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ----- მ--–--ემ ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე ,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ;

 

1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. მ----- მ--–--ემ 2019 წლის 31 იანვარს, დააახლოებით 16:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------აში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს მ-----ე მ--–--ეს ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, თმებში ხელის ჩავლებითა და თრევით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

 

1.2. მ----- მ--–--ემ 2019 წლის 6 თებერვალს, დააახლოებით 14:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------აში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს მ-----ე მ--–--ეს ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხის ხელკეტის მარცხენა ბარძაყისა და ზურგის არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით მ----- მ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 06 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ, მ----- მ--–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 06 თებერვლიდან 2019 წლის 08 თებერვლის ჩათვლით.

 

2. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

2.1. აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ მ----- მ--–--ეს დაუმძიმდეს სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, აქედან გამომდინარე, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

მსჯავრდებული მ----- მ--–--ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ----- მ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ----- მ--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2 ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ მ-----ე მ--–--ის ჩვენებით; მოწმეების - გ. მ--–--ის, ვ. შ----ის, კ. ა----–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევისა ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა მ----- მ--–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ მ----- მ--–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ამასთან სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ დაზარალებული მეუღლესთან შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულათა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელი, მუხლის სანქციის ფარგლებში, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.

 

სააპელაციო პალატას მ----- მ--–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის ნაწილში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენი მ----- მ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

მ----- მ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 06 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი )- თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 06 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ----- მ--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მ----- მ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის - 06 თებერვლიდან 2019 წლის 08 თებერვლის ჩათვლით.

 

მ----- მ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი, განაჩენის აღსრულებიდან 01 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს, ე------ მ--–--ეს (პირადი N6----------).

 

პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მ----- მ--–--ის ყოფაქცევაზე კოტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ხის ხელკეტი, რომელიც ინახება ხულოს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე