განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002602512
საქმე №1/ბ-307-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ა-–----------- ძე შ------–--ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქუთაისი, ე-----–---–-ს ქ. N25, ფაქტობრივად მცხოვრები: წყალტუბო, დ. გ-------–---–ის ქ. N1/59;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- შ------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 09 ივლისს, საღამოს საათებში, წყალტუბოში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან გ------- შ------–--ემ შელაპარაკების გამო იძალადა დედაზე - ი----- შ------–--ეზე (ხელი ჰკრა, ასევე ხელი მოუჭირა წელის არეში). ძალადობის შედეგად ი----- შ------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი .
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- შ------–--ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენით გ------- შ------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- გ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ------- შ------–--ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი გ------- შ------–--ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმეში არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც ობიექტურ პირს დაარწმუნებს იმაში, რომ გ. შავგულძემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
გამართლებულ გ. შ------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ----- ჩ-------ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ. შ------–--ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- შ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ი----- შ------–--ემ, მოწმეებმა ა-–---------- შ------–--ემ და ა--- დანგაძემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (გ. შ------–--ის) წინააღმდეგ.
მოწმეების: თ----- ქ---–-----ას და ნ---- ფ--–---ას მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ისინი არია------ დანგაძის მეგობრები. შემთხვევის დღეს 2018 წლის 09 ივლისს საღამოს საათებში ისინი მოძრაობდნენ წყალტუბოში პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ---- ფ--–---ას ავტომანქანით, რა დროსაც შეამჩნიეს უცნობი ქალბატონი (მოგვიანებით გაიგეს, რომ იყო ა--- მეუღლის დედა) ა--- ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, რაზეც ა--- არ პასუხობდა, ხოლო ა--- მეუღლე გ------- ამის გამო ეკამათებოდა მის დედას. მათ საკუთარ მანქანაში ჩაისვეს ანა და სიტუაციას განარიდეს. მათ არ დაუნახავთ, რომ კონფლიქტის დროს გ-------ს დაერტყა დედამისისთვის და არც პირიქით - დედამისს დაერტყა გ-------სთვის.
მოწმე ე------ ჯ----ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, იგი არის ტაქსის მძღოლი, თავისუფალ დროს დგებოდა წყალტუბოში პარკის ცენტრალური შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს. 2018 წლის 09 ივლისს საღამოს პარკის შესასვლელთან გაჩერდა ჯიპი, მალევე იქ შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, შუა ხნის ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაცი კამათობდნენ სიტყვიერად, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი მას არ დაუფიქსირებია არცერთი მხრიდან.
მოწმე ბ------ ნ--–-----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად იგი არის ტაქსის მძღოლი, იგი დგებოდა წყალტუბოში პარკის ცენტრალური შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს. 2018 წლის 09 ივლისს საღამოს პარკის შესასვლელთან იყო ჩოჩქოლი და მანქანის მინების გატეხვის ხმა. ის ამ ფაქტს უყურებდა შორიდან, დაახლოებით 70 მეტრი მანძილიდან და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დაუფიქსირებია ქალბატონის მიმართ.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- 10/07/2018 11:08 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ,,112“-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ გ-------– კ------–---–მა შეატყობინა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელს ვ------- ჩ---------–--ეს მასზე, რომ წყალტუბოს ცენტრში, პარკის წინ მოქალაქე ი----- შ------–--ე ითხოვდა პოლიციის დახმარებას ტელეფონის ნომრიდან 5--------, ვინაიდან სხვა ქალბატონის გამო სცემა შვილმა, ხოლო სასწრაფოს გამოძახებაზე უარს აცხადებდა.
მოწმე ვ------- ჩ---------–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ის შემთხვევის დროს მუშაობდა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ წყალტუბოს ცენტრში, პარკის წინ მოქალაქე ი----- შ------–--ე ითხოვდა პოლიციის დახმარებას, ვინაიდან სხვა ქალბატონის გამო სცემა შვილმა, მან გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც მოუყვა მისი შვილის გ------- შ------–--ის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე წყალტუბოს ცენტრში, რომლის მიზეზიც იყო მისი უხეში საქციელი გ-------ს მიმართ. თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა. მოწმემ დაზარალებულს გულმკერდისა და კისრის არეში ნაკაწრები შეამჩნია.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 09 ივლისს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა-–---------- ქ------მ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ. წყალტუბოში, რ---------–ის ქუჩა, ცენტრალური პარკის შესასვლელის მიმდებარედ ჩრდილო-დასავლეთის მხარეს და წარმოადგენს გზის სავალ ნაწილს, სადაც გზის კიდეზე წინა ნაწილით აღმოსავლეთისკენ დგას რუხი ფერის ,,Nissan x-terra“-ს მარკის, ჯიპის მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით D--------, ავტომანქა--- აღენიშნება შემდეგი დაზიანებები: მარცხენა ნაწილში ჩამსხვრეულ აქვს წინა საქარე მინა, დეფორმირებული აქვს წინა მარჯვენა ფრთა, სადაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა, რაც ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ და დაილუქა საექსპერტო ლუქის ბეჭდით N---------- (პაკეტი N1). ავტომანქა--- ასევე დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა მაშუქი ფარის მინა, ჩამსხვრეული აქვს უკანა მარჯვენა კარის ფანჯრის მინა, რომლის ნამსხვრევებიც მობნეულია უკანა სავარძელზე. მცირე ზომის დეფორმაციები აღენიშნება წინა და უკანა მარჯვენა კარს. ავტომანქანის უკანა მარჯვენა საბურავთან გზაზე დევს ავტომანქანის პლასტმასის დეტალი, რაც ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ და დაილუქა საექსპერტო ლუქის ბეჭდით N F-------- (პაკეტი N2). დათვალიერების შემდეგ ამოღებული იქნა თავად ავტომანქანა ,,Nissan x-terra“-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით D--------, რომელიც დაილუქა N---- ლუქის ბეჭდით და გადაყვანილი იქნა წყალტუბოს საჯარიმო სპეცავტოსადგომზე. შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტების მიერ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი გარემოებები სრულად დაადასტურა გამომძიებელმა ა-–---------- ქ------მ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 13 ივლისს გაცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გ------- შ------–--ემ დედას ი----- შ------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემაკავებელი ორდერის თანახმად გ------- შ------–--ეს აეკრძალა ი----- შ------–--ესთან მიახლოვება.
გ------- შ------–--ემ გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, გ------- შ------–--ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ი----- შ------–--ემ, ასევე მოწმეებმა - ა-–---------- შ------–--ემ და ა--- დანგაძემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - გ------- შ------–--ის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია გ------- შ------–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 09 ივლისს გ------- შ------–--ემ იძალადა დედაზე - ი----- შ------–--ეზე. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული თ. ქ---–-----ას და ნ. ფ--–---ას ჩვენებებით ირკვევა, რომ ისინი შემთხვევით შეესწრნენ კამათს გ. შ------–--ესა და ი. შ------–--ეს შორის, თუმცა მათ არ დაუნახავთ, რომ კონფლიქტის დროს გ-------მ დედას დაარტყა. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დაუნახავთ მოწმეებს - ე. ჯ----ს და ბ. ნ--–-----ეს, ისინი ადასტურებენ მხოლოდ ჩოჩქოლს და მანქანის მინების მტვრევის ფაქტს. რაც შეეხება მოწმე პოლიციის თანამშრომლის ვ. ჩ---------–--ის ჩვენებას, მან სასამართლოს მოუთხრო ი----- შ------–--ისაგან მიღებული ინფორმაცია, ამ უკა---კნელს კი სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, შესაბამისად, მოწმე ვ. ჩ---------–--ის ჩვენება წარმოადგენს ირიბს ჩვენებას, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულზე ძალადობის კვალის დამადასტურებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- შ------–--ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- შ------–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ------- შ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენი გ------- შ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
გ------- შ------–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გ------- შ------–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია; გირაოს შემტანს (ა----------------------------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ავტომანქანის პლასტმასის დეტალი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ხოლო მოწითალო ლაქა, რაც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.
გამართლებულ გ------- შ------–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე