განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002638888
საქმე №1/ბ-788-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ---–--- ზ------ის ძე დ----ის მიმართ, დ---დებული: 1--- წლის 03 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ქობულეთი, დ---------, თ------------ ქN5-.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ---–--- დ----ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ -ის 117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 აგვისტოს, დღის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დ--- ჩ---–ი, თ------------ ქN5-, ბინა N3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლში ბ---–--- დ----ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ ხელის სახის არეში დარტყმით, ასევე ხელის კისერში მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დედას ა----- დ------ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა
ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით ბ---–--- დ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ასოცდათხუთმეტი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 61-62-ე მუხლების შესაბამისად ბ---–--- დ----ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 2------------ ჩათვლით - გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
მსჯავრდებულ ბ---–--- დ----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქლაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ბ---–--- დ----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, ის რომ ბ---–--- დ----ეს მსჯავრი ედება დედის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენაში. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულ ბ---–--- დ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------–- ზ----ემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ---–--- დ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ---–--- დ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ა----- დ------ის, ე-- თ---------–---–ის, ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ბ---–--- დ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ბ---–--- დ----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ბ---–--- დ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ასოცდათხუთმეტი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 61-62-ე მუხლების შესაბამისად ბ---–--- დ----ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 2------------ ჩათვლით- გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
მსჯავრდებულ ბ---–--- დ----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------------ განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - რ------ შ------ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N--------- დასტურის №--------).
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე