განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002581308
საქმე №1/ბ-814-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
მსჯავრდებულ ნ-----–--------------ის და მისი ადვოკატის ი----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე: ნ-----–--------------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------–ს ბორჯომში, პირადი N1---------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------–-------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენით, ნ-----–--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის N1------8წ. განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თის ვადით და საბოლოოდ, ნ-----–--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით.
ნ-----–--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
ნ-----–--------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 17 ივნისს, ბორჯომის რაიონის დაბა ა---–-----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ სათავსო ოთახში ნ-----–--------------ემ, რეგისტრაციის წესების დაუცველად, უკანონოდ დაამონტაჟა ე.წ ლენტური ხერხი, რომლითაც ახდენდა უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის მრგვალი მორის გადამუშავებას.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ-----–--------------ემ და მისმა ადვოკატმა ი----------------ემ, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ-----–--------------ის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სასჯელის სახედ და ზომად 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე ნაწილობრივ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დამატება და საბოლოოდ ნ-----–--------------ისათვის სასჯელის სახედ და ზომად 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
აპელანტები მიიჩნევენ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი, უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ჰყავს ფეხმძიმე, ავადმყოფი, სმენადაქვეითებული მეუღლე, ასევე მცირეწლოვანი სმენადაქვეითებული შვილი და ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით, აპელანტის განმარტებით, უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ-----–--------------ის და მისი ადვოკატის ი----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მის მიმართ დადგენილი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ-----–--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: შეტყობინებას დანაშულის შესახებ (პატაკი), ფორმა N--------–----------------------------------------------–---------------------------–----------------------------–-–----------------------------–--------------------------- გამოკითვის ოქმებს; დადგენილებას გადაუდებელი აუცილებლობის გამო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩხრეკის ჩატარების შესახებ; საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩხრეკის ოქმს; შუამდგომლობას საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ და სასამართლოს განჩინებას; მიმართვას და პასუხს გარემოს დაცვის სამსახურიდან რეგისტრაციის შესახებ; ნ-----–--------------ის ნასამართლეობის ცნობას და ნ-----–--------------ის ადმინისტრაციული შემოწმების ცნობას; მიმართვას და პასუხს პრობაციის ბიუროდან თანდართული მასალებით; ნივთმტკიცების მიღების მიმართვას; ნივთმტკიცება ლენტურ ხერხს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები თანხვედრაშია ერთმანეთთან და აშკარად უთითებენ ნ-----–--------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ამასთან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს. სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ნ-----–--------------ის ბრალეულობა საქართველოს 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-----–--------------ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–--------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი (წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის) გარემოებები და დანიშნა სამართლიანი სასჯელი. პალატა მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი ნ-----–--------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ-----–--------------ის და მისი ადვოკატის ი----------------ის საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ნ-----–--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის N1------8წ. განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა,, პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და საბოლოოდ, ნ-----–--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით.
ნ-----–--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო (რომელიც არ არის უზრუნველყოფილი) გაუქმებულია.
მსჯავრდებულს ნ-----–--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 მარტიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
ლენტური ხერხის ლიანდაგები, რომელიც ინახება ლ-–-------------თან, ასევე ლენტური ხერხის დანადგარი, განთავსებული სამცხე-ჯავახეთის საფინანსო სააგენტოს დაცულ ტერიტორიაზე, კონფისკაციის გამო გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. კაპანაძე