განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
060100118002269718
ინსტანცია
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100118002269718

საქმე №1/ბ-397-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - ი-----–- შ---------ის

გამართლებულის - ჭ-----ი ნ-----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) ჭ-----ი ა---------–ის ძე ნ-----ს მიმართ, დაბადებული 09.04.1983წ. პირადი №3----------- მცხ. სამტრედია, თ------------ის ქ. 31

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჭ-----ი ნ-----ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. სამტრედიაში, თ----ის ქ.31-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ ჭ-----ი ნ-----ს, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან, ფ------ ა----------ასთან და დედასთან, ქ------- ნ-----სთან. მომხდარით განაწყენებულმა ჭ-----ი ნ-----მ მარჯვენა მხრის არეში სკამის დარტყმის გზით ძალადობა განახორციელა ქ------- ნ-----ზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ჭ-----ი ნ-----ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ემ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენით ჭ-----ი ნ----- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-----–- შ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის გამამართლებელი განაჩენი ჭ-----ი ნ-----ს მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი ჭ-----ი ნ-----ს მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა და კონფლიქტის თვითმხილველმა მოწმეებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ ჭ-----ი ნ-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა. წარდგენილ ბრალდებას საფუძვლას უდევს მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოიულუსტრაციით, დაზარალებულ ქ------- ნ-----ს გამოკითხვის ოქმები, ა---------– ნ-----ს დაკითხვის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

გამართლებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სააპელაციომ პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორს ი-----–- შ---------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ ჭ-----ი ნ-----ს, რომელიც არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულებმა, ჭ-----ი ნ-----ს მეუღლემ - ფ------ ა----------ამ, დედამ - ქ------- ნ-----მ, და მამამ - მოწმე ა---------– ნ-----მ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ჭ-----ი ნ-----ს წინააღმდეგ.

 

მოწმე მ------ დ---–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის თანამდებობაზე, 2017 წლის 29 ივნისს მას დაეწერა შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მის მიერ დაკითხულ იქნა მოწმე ფ------ ა----------ა, რომელმაც განმარტა, რომ მას მეუღლესთან ჭ-----ი ნ-----სთან, ეჭვიანობის ნიადაგზე, მოუვიდა შელაპარაკება, მან აღელვების ნიადაგზე ხელი მოუჭირა კისერში მის მეუღლეს, ხოლო როდესაც მისმა მეუღლემ ხელი გააშვებინა, შემთხვევით მოქნეული ხელი მოხვდა სახის არეში, მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, რის გამოც ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

 

მოწმის მიერ ექსპერტ გ------ ჟ-------თან ერთად მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დათვალიერებას ასევე ესწრებოდა ფ------ ა----------ა. დათვალიერების დროს ოთახში არსებული სკამები იყო არეულად განლაგებული, სხვა რაიმე გარემოება შემთხვევის ადგილას არ დაფიქსირებულა. შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიკითხა ჭ-----ი ნ----- და დაზარალებული ქ------- ნ-----, რომელმაც დაკითხვისას განმარტა, რომ იგი მის მეუღლესთან, ა---------– ნ-----სთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა მის შვილთან, ჭ-----ი ნ-----სთან. რა დროსაც გაბრაზებულმა ჭ-----ი ნ-----მ მას ესროლა სკამი, რომელიც მოხვდა მარჯვენა მხრის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე მის მიერ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქ------- ნ-----ს მარჯვენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომელიც მისი განმარტებით მიაყენა ჭ-----ი ნ-----მ. მის მიერ ასევე ბრალი წარედგინა ჭ-----ი ნ-----ს, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

მოწმე გ--- მ------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ საქმეზე მის მიერ დაკითხულ იქნენ მოწმეები ქ------- ნ-----, ა---------– ნ-----, ხ----- ნ-----–--–---–ი ასევე დანიშნულ იქნა სამედიცინო ექსპერტიზა. დაზარალებულ ქ------- ნ-----მ განმარტა, რომ 2017 წლის 29 ივნისს საღამოს საათებში სტუმრად იმყოფებოდა მის შვილთან ჭ-----ი ნ-----სთან, რა დროსაც მან სკამი ესროლა ბეჭის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კონფლიქტის მიზეზი კი გახდა ის ფაქტი, რომ უცნობი ქალბატონი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის’’საშუალებით მას წერდა, რომ იგი იყო მისი შვილის ჭ-----ი ნ-----ს კანონიერი მეუღლე.

 

მოწმე გ--- ბ---------ემ განმარტა, რომ მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, იგი 2017 წლის 29 ივნისს საღამოს საათებში შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ჭ-----ი ნ-----ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ჭ-----ი ნ-----ს მიერ მისი დედის ქ------- ნ-----ს მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, კერძოდ, მისივე განმარტებით მისმა შვილმა ჭ-----ი ნ-----მ მოარტყა სკამი ბეჭის არეში, აღნიშნულთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომელსაც თავად ჭ-----ი ნ-----მ ხელი არ მოაწერა.

 

მოწმე ხ------ა ნ-----–--–---–მა განმარტა, რომ იგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. სამტრედიაში თ------------ის ქუჩის 33-ში. მის მეზობლად 3 წელია ცხოვრობენ ჭ-----ი ნ----- და ფ------ ა----------ა. 2017 წლის 29 ივნისს, საღამოს საათებში, იგი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მეზობლად მცხოვრები ჭ-----ი ნ-----ს სახლიდან შემოესმა ყვირილის ხმა, სადაც მისულს დახვდა ფ------ ა----------ა, რომელიც ტიროდა და ეუბნებოდა ჭ-----ი ნ-----ს რატომ წამოეგე ამ ანკესზეო, შემდგომი კონფლიქტის თავის არიდების მიზნით მან მის საცხოვრებელ სახლში გადაიყვანა ფ------ ა----------ა, დაახლოებით 10-15 წუთის გასვლის შემდგომ ჭ-----ი ნ-----ს სახლში მოვიდა 7 პოლიციელი და იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მას თან გაჰყვა მისი მეუღლე ფ------ ა----------ა და რადგან, არ სურდა მარტო მისი გაშვება თვითონაც გაჰყვა პოლიციაში.

 

მოწმე გ------ ჟ-------მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მას მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. კერძოდ, იგი გამომძიებელ მ------ დ---–-–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მის მიერ სხვადასხვა რაკურსით ფოტოგრაფირებულ იქნა შემთხვევის ადგილი, კერძოდ, სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახი, ხოლო რაიმე საგანი ან ნივთი დათვალიერების დროს ამოღებული არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი.

 

2017 წლის 04 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ქ------- ნ-----ს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, კერძოდ, უჩიოდა სუსტი ინტენსივობის ტკივილს და წვის შეგრძნებას მარჯვენა მხრის მიდამოში. მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედების დონეზე აღენიშნებოდა უსწორო- ოვალური ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნასჟღენთი ზომით 9,5 X 8,2 სმ. იმ მოტივით რომ, სხეულზე სხვა დაზიანება არ ჰქონდა, ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა. სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ზემოაღნიშნულ დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

ჭ-----ი ნ-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 მარტის განაჩენით დადგენილია, რომ ჭ-----ი ნ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათალისწინებული დანაშაულისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ჭ-----ი ნ-----ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულებმა ქ------- ნ-----მ და ფ------ ა----------ამ, ასევე მოწმე ა---------– ნ-----მ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ჭ-----ი ნ-----ს წინააღმდეგ. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული პირები არიან ის მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ჭ-----ი ნ-----ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, მართალია დგინდება, ქ------- ნ-----ს სხეულზე არსებული დაზიანებები, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჭ. ნ-----ს ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ქ. ნ-----ს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას შორის.

 

რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეებს, პალატა აღნიშნავს, რომ ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან და მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჭ-----ი ნ-----ს ბრალდების დადასტურება. შესაბამისად, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ჭ-----ი ნ-----ს მხრიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მის მიმართ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენი ჭ-----ი ნ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ჭ-----ი ნ----- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ჭ-----ი ნ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ა---------– ნ-----ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ, სამტრედიის მუნიციპალიტეტი სოფელ ღ-----ში, მდებარე უძრავ ქონებას (ზ---------------------------------–------------------------------------ )– 1 000 ( ერთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა;

 

გამართლებულ ჭ-----ი ნ-----ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე