განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 050100118002257625
საქმე №1/ბ-307-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
პროკურორის - შ----- ჩ----ის
ადვოკატის - ზ----- მ--------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------– ო------ს ძე ბ-----ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხ. ჩოხატაური, სოფელი კ-------ი.
აღწერილობითი ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა---------– ბ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2017 წლის 03 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ჩოხატაურის რაიონის კ-------ის თემის სოფელ წიფნარში მდებარე საკუთარ სახლში, თავისი არასრულწლოვანი შვილების დ-----, მ------ და დ---- ბ-----ეების თანდასწრებით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა---------– ბ-----ემ, თავის მეუღლეს, მ---- ბ-----ეს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კამათის დროს შეაგინა დედისა და ახლობლების მისამართით, რის შემდეგაც ჯერ ხელი გაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ შეშის ნაპობი მოარტყა სახეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია.
1.2. 2017 წლის 04 დეკემბერს, ჩოხატაურის რაიონის კ-------ის თემის სოფელ წიფნარში მდებარე საკუთარ სახლში ყოფნის დროს, ა---------– ბ-----ემ თავის მეუღლეს, მ---- ბ-----ეს, მოსთხოვა მისთვის შეუსაბამოდ მძიმე სამუშაოს შესრულება, კერძოდ ტყიდან შეშის მოტანაში დახმარება, რაზეც უარი მიიღო მ---- ბ-----ისაგან. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ა---------– ბ-----ემ, 2017 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, თავისი არასრულწლოვანი შვილების, მ------ და დ---- ბ-----ეების თანდასწრებით შეაგინა მ---- ბ-----ეს, მიმართა მას დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შეაგინა დედისა და ახლობლების მისამართით და სცემა სახის და მხრის მიდამოში ხელის რამდენიმე დარტყმით, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით ა---------– ბ-----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გამამართლებელი განაჩენი ა---------– ბ-----ის მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი ა---------– ბ-----ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, მართალია სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---- ბ-----ემ, ასევე მოწმეებმა ჟ--–---ა ბ------------ემ, დ----- ბ-----ემ და ო----- ბ-----ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ახლოს ნათესავის, ა---------– ბ-----ის მიმართ ჩვენება, მაგრამ საქმეში არის ეჭვის გამომრიცხავ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ა---------– ბ-----ის ბრალეულობას ადასტურებას მისთვის წარდგენილ ბრალდებებში, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფატქობრივი გარემოებების არასათანადო შეფასებით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
გამართლებულ ა---------– ბ-----ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციომ პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს შ----- ჩ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ ა---------– ბ-----ის ინტერესების დამცველ ადვოკატ ზ----- მ--------ეს, რომელიც არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ა---------– ბ-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2017 წლის 05 დეკემბრის N-------- შეტყობინებით ირკვევა, რომ მ---- ბ-----ემ სამართალდამცავ ორგანოს აცნობა, რომ მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს.
2017 წლის 6 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ მოწმე მ---- ბ-----ეს საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა თანდასწრებით ხმამაღლა წაეკითხა მის მიერ, მოწმის სახით მიცემული ჩვენება და მიეცა წინადადება, რომ ჩვენებაში მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილა მ---- ბ-----ის და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების მიერ. ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა.
მოწმის სახით დაკითხვის დროს, ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა თ---------- უ------------ემ განმარტა, რომ საქმეზე ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაადასტურა ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ 05.12.2017წ. 21:34-21:45სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ---- ბ-----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (03.12.2017წ.)).
მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა გ-- გ----------ემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ---- ბ-----ემ, ასევე მოწმეებმა ჟ--–---ა ბ------------ემ, დ----- ბ-----ემ და ო----- ბ-----ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ა---------– ბ-----ის მიმართ.
გამართლებულმა ა---------– ბ-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განიხლვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ შეურაცხყოფა მეუღლისა და შვილებისთვის არ მიუყენებია და მისი მხრიდან მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. მისივე ჩვენებით, არასდროს დაურტყამს მ---- ბ-----ისათვის.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ა---------– ბ-----ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, შეტყობინებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურება მხოლოდ მ---- ბ-----ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დაზარალებულმა მ---- ბ-----ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, აღნიშნულის გამო ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიიღო ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული ა---------– ბ-----ის მიმართ ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ასევე, სასამართლო დაზარალებულისგან მის მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს. პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული. გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ა---------– ბ-----ის ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა---------– ბ-----ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ა---------– ბ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება მირიან ბოლქვაძის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენის ფატი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლბით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზუჯრგეთის რაიონული პროკუარტურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი ა---------– ბ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ა---------– ბ-----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.
ა---------– ბ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ა---------– ბ-----ეს განემარტოს, რომ როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე