განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-85-2018 წელი
№0600100117002203249
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
11 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-----–- შ---------ის,ადვოკატის – ნ-----–-- ქ-----–-ას,მსჯავრდებულის – ზ----- ნ-----–--–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ზ----- ნ-----–--–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ზ----- ნ-----–--–---–ი, დაბადებული 1----–-–----- თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, მცხოვრები ს------------------------------–--------ში, მსჯავრდებუ-ლია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ზ----- ნ-----–--–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივი-ლი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, მთვრალმა ზ----- ნ-----–--–---–მა, ს------------------------------–--------ში, თავისივე საცხოვრებელ სახლში ეჭვიანობის ნია-დაგზე, მეუღლეს მ--- ზ----–---–ს სახის არეში დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი. ზ----- ნ-----–--–---–ის დარტყმის შედეგად მ--- ზ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ი-----–- შ---------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ზ----- ნ-----–--–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაც-რებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ზ----- ნ-----–--–---–ს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეეფარდა თავისუფლების აღკვე-თა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენო-ბით. ზ. ნ-----–--–---–ს დანიშნული ჯარიმიდან გადახდილი აქვს მხოლოდ 2000 ლარი, ხოლო 1000 ლარი ერიცხება დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე იგი ნასამართლე-ვია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელი უნდა დანიშვნოდა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული წესით, რომლის მიხედვითაც: დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფ-ლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ი-----–- შ---------ეს, რომელიც ითხოვს ზ----- ნ-----–--–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, სასჯელის დანიშვნას საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული წესით და იმავე კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად.
– მსჯავრდებულ ზ----- ნ-----–--–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნატა-ლია ქ-----–-ას, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებუ-ლად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივ-რის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ზ----- ნ-----–--–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ----- ნ-----–--–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპე-ლაციო საჩივარი ზ----- ნ-----–--–---–ის მიმართ სასჯელის გამკაცრების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
ზ----- ნ-----–--–---–ს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექტსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
საქმეში არსებული, აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის დ----- ყ------ის 2017 წლის 5 დეკემბრის №----- წერილით ირკვევა, რომ ზ----- ნ-----–--–---–ს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ჯარიმიდან – 3000 ლარიდან გადახდილი აქვს მხოლოდ 2000 ლარი, ხოლო 1000 ლარი ერიცხება დავა-ლიანებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზ----- ნ-----–--–---–ს დანაშაულის ჩადენის დროს ნასამარლობა გაქარწყლებული არ ჰქონდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდე-ლი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაუ-ლისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ზ----- ნ-----–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკევეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვა-ლოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
სახელმწიფო ბრალმდებლის მხარდამჭერმა პროკურორმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოითხოვა, რომ ზ----- ნ-----–--–---–ის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული პირობითი მსჯავრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
იმავე კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი ამ მოთხოვნით (ნ-----–--–---–ისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმების მოთხოვნით) არ შემოუტანია, რის გამოც ამ ნაწილში მის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყო-ფილდეს და ზ----- ნ-----–--–---–ს დანიშნული სასჯელი უნდა გაუმკაცრდეს 01 (ერთი) წლამდე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძ-ველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ზ----- ნ-----–--–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიო-ნული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
ზ----- ნ-----–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრ-დებულ ზ----- ნ-----–--–---–ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეი-ცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძ-ლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონ-ტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინის-ტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს – პრობა-ციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ზ----- ნ-----–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ს------------------–----–----------------–-----ში მდებარე, ზ----ა ნ-----–--–---–ის (პ/ნ. 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების – მიწის ნაკვეთის (ზონა-სამტრედია 3---------------------------------–------------------------------–-----------–--------------------------------–-----------------------------------------------------------------.) 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
მსჯავრდებულ ზ----- ნ-----–--–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმ-რობაში ყოფნის დრო 2017 წლის 04 ნოემბრიდან 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით.
სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili