განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100117002207550
საქმე №1/ბ-784-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) გ------- დ-----ის ძე ჭ----------ის მიმართ, დაბადებული 3---------წ. პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ.ზესტაფონი, თ-----------ს ქ. N30;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ჭ----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლის დეკემბრის თვიდან, ნ--- მ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ჭ----------ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, თ-----------ს ქუჩა N30-ში. თანაცხოვრების პერიოდში, მათ შეეძინათ შვილები - ი-–-- ჭ----------ე (ხუთი წლის) და ნ-- ჭ----------ე (ორი წლის). დაქორწინების შემდეგ, გ------- ჭ----------ესა და ნ--- მ----ეს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის მოტივიც გახდა გენდერული შეუწყნარებლობა, რაც გამოიხატებოდა გ------- ჭ----------ის მიერ მეუღლის ნ--- მ----ის გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევაში, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობის აკრძალვაში, მეუღლის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლის და ქცევის კონტროლში. 2017 წლის აგვისტოს თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), გ------- ჭ----------ემ, მეუღლეს, ნ--- მ----ეს, ზესტაფონში, თ-----------ს ქუჩა N30-ში, მათ საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ, სამჯერ გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, ნ--- მ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), გ------- ჭ----------ემ, მეუღლეს, ნ--- მ----ეს, ზესტაფონში, თ-----------ს ქუჩა N30-ში, მათ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებთან არასათანადო დამოკიდებულების გამო მომხდარი შელაპარაკებისას, ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში. მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, ნ--- მ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------- ჭ----------ემ, მძინარე მეუღლეს - ნ--- მ----ეს, ფეხი დაარტყა საჯდომზე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მეუღლის მოწოდებაზე დაწყნარებულიყო, გახდა უფრო აგრესიული და მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა მარცხენა თვალბუდის და ცხვირის არეში, კისერში მოუჭირა ორივე ხელი და განაგრძობდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. აღნიშნულზე გაიღვიძა არასრულწლოვანმა შვილმა - ნ-- ჭ----------ემ, რომელმაც მომხდარის გამო დაიწყო ტირილი. მიუხედავად ამისა, გ------- ჭ----------ე განაგრძობდა მეუღლის მიმართ ძალადობას, რა დროსაც ნ--- მ----ემ კბენის შედეგად გ------- ჭ----------ეს გააშვებინა ხელი და თავი დააღწია მოძალადეს. აღნიშნულზე, გ.ჭ----------ე გახდა მეტად აგრესიული და სხეულის სხვადასხვა ადგილზე რამდენჯერმე დაარტყა ნ--- მ----ეს, თმებში მოჰკიდა ხელი, გადმოაგდო საწოლიდან და ერთხელ დაარტყა ფეხი თავში. ოჯახის წევრების აქტიური ჩარევის შედეგად, მოძალადე განარიდეს ნ--- მ----ეს. გ------- ჭ----------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნ--- მ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. მომხდარის გამო ნ--- მ----ე შვილებთან ერთად დასაძინებლად გავიდა სხვა ოთახში და მოძალადისაგან თავდაცვის მიზნით ჩაკეტა ოთახის კარები. დაახლოებით 24:00 საათზე, გ------- ჭ----------ე მეუღლესთან - ნ--- მ----ესთან ოთახში შევიდა ფანჯრიდან, გააღვიძა მძინარე მეუღლე და სთხოვდა გარეთ გაყოლას, უარის მიღების შემდეგ, განაწყენებულმა გ------- ჭ----------ემ, მარჯვენა ფეხის მუხლი ჩაარტყა ცხვირში, ამავდროულად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ხმაურზე გაიღვიძა არასრულწლოვანმა შვილმა ნ-- ჭ----------ემ, რომელმაც მომხდარი ფაქტის გამო დაიწყო ტირილი, რის გამოც გ------- ჭ----------ემ თავი დაანება მეუღლის მიმართ ძალადობას და გავიდა ოთახიდან. გ------- ჭ----------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ--- მ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. რამოდენიმე ხანში მეუღლეებს შორის სიტყვიერი კამათი კვლავ გაგრძელდა, რა დროსაც გ------- ჭ----------ე სთხოვდა მეუღლეს ხელზე კბენის მიზეზის განმარტებას კამათისას გ------- ჭ----------ე განაწყენდა და მეუღლეს, ნ--- მ----ეს, თავში ჩაარტყა ჯოხი. გ------- ჭ----------ის მხრიდან განხორცილებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ--- მ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით გ------- ჭ----------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი გ------- ჭ----------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ დაენიშნოს მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი გ------- ჭ----------ის მიმართ მიაჩნ-- უკანონოდ და დაუსაბუთებლად, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა შესაბამისი ანალიზით აშკარად და უტყუარად დასტურდება გ------- ჭ----------ის მიერ გამოძიებისას ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
გამართლებულ გ------- ჭ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ---- ვაჩეიშვილი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ------- ჭ----------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- ჭ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ--- მ----ემ და მოწმეებმა: თ----- ჭ----------ემ და დ----- ჭ----------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის (გ------- ჭ----------ის) წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხულ ფ-------ი გ-----–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს, იმყოფებოდა სამსახურში გ---–- ნ------ესთან ერთად და საღამოს, დაღლილები მივიდნენ ქ.ზესტაფონში, თ-----------ს ქუჩაზე, დ----- ჭ----------ის სახლში, სადაც ცხოვრობდა გ.ნ------ესთან ერთად. სახლში სტუმრები იყვნენ, გ-------ს სიდედრი და სიმამრი. მათი მისვლის დროს, სტუმრები იშლებოდნენ, თუმცა დ-----მ მიიპატიჟა სუფრასთან და ისინიც დასხდნენ. დაახლოებით 3-4 ჭიქა დალიეს. შემდეგ ადგნენ და წავიდნენ დასაწოლად, სახლის პირველ სართულზე. დაძინებიდან რამდენიმე ხანში, გააღვიძა ხმაურმა და როდესაც ადგნენ, ნახეს, რომ ნ--- და გ------- კამათობდნენ. დააწყნარეს ისინი და დაწვნენ. ღამე, დაახლოებით 02:00 საათზე, ისევ გააღვიძა ხმაურმა და როდესაც ადგნენ, ნახეს, რომ გ------ ჭ----------ე დაკავებული ჰყავდა პოლიციას. იქვე იყო ნ--- მ----ე, რომელიც იძახდა, რომ სცემა გ-------მ. მოწმის განმარტებით, ის იდგა ნ--- მ----ისგან დაახლოებით სამ მეტრში და მასზე დაზიანება არ შეუნიშნავს. არც მომავალში დაინტერესებულა ცოლ-ქმარს შორის მომხდარი ამბით. ასევე, სხვა დროს, არასდროს შესწრებია მეუღლეებს - ნ--- მ----ესა და გ------- ჭ----------ეს შორის კამათს.
მოწმის სახით დაკითხულ ნ---- დ---–--ის განმარტებით ირკვევა, რომ ის არის ნ--- მ----ის დედა და გ------- ჭ----------ის სიდედრი. 2017 წლის 23 ოქტომბერს, სტუმრად იმყოფებოდა სიძის, გ------- ჭ----------ის ოჯახში, მეუღლესთან, ედიშერ მ----ესთან ერთად, სადაც გაიშალა სუფრა. საღამოს, როდესაც დაიშალნენ, ის და მისი მეუღლე წავიდნენ სახლში. ღამე, დაახლოებით 03:00 საათზე, მას დაურეკა გ-------ს დედამ და უთხრა, რომ ნ---მ გ-------ს უჩივლა, დააჭერინა, მისულიყო, მიშველებოდა. ვინაიდან მეუღლე გულით ავადმყოფი ჰყავს, იმ დღეს არაფერი უთხრა, ხოლო მეორე დღეს უთხრა და წავიდნენ გ-------სთან და ნ---სთან. როდესაც მივიდა სახლში, ნახა ნ--- მ----ე, რომელსაც დაზიანებები, სილურჯეები ემჩნეოდა სახეზე და მის კითხვაზე უპასუხა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ, გ------- ჭ----------ემ სცემა. დეტალებით არ დაინტერესებულა, მოჰკიდა შვილს ხელი და წაიყვანა სახლში. მოწმის განმარტებით ნ---ს მისთვის არ უთქვამს სტკიოდა თუ არა დაზიანებული ადგილები. ასევე, მისივე განმარტებით, გაიგო, რომ მეუღლეებს შორის მომხდარ კონფლიქტს შეესწრო მისი შვილიშვილები, რომლებიც იწვნენ საძინებელში.
მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–ის განმარტებით ირკვევა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ-სამსახურში, კერძოდ, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 23 ოქტომბერს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ კ-------–- ბ--------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა ფოტო გადაღება. ასევე, ამოღებული იქნა იატაკის ჯოხი, დაზიანებულ მდგომარეობაში. საგამოძიებო მოქმედების შესახებ შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
მოწმის სახით დაკითხულ გ--- ც---–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 24 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათთან გამოცხადდა მოქალაქე ნ--- მ----ე, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ ცემა. აღნიშნულის შესახებ, თავის მხრივ მოახსენა ხელმძღვანელობას. მეწყვილე ი.თ----ესთან ერთად, გავიდა ნ.მ----ის მიერ მითითებულ მისამართზე და მოახდინეს გ------- ჭ----------ის დაკავება და გადაყვანა სამმართველოში.
მოწმის სახით დაკითხულ ი-----–- თ----ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ- გამომძიებლად. 2017 წლის 24 ოქტომბერს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც სამმართველოში გამოცხადდა მოქალაქე ნ--- მ----ე, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ, გ------- ჭ----------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულზე, სამმართველოში დაიწყო გამოძიება და ხელმძღვანელობისგან, გ--- ც---–---ესთან ერთად დაევალა გ------- ჭ----------ის დაკავება. გ.ც---–---ესთან ერთად, გამოცხადდა გ.ჭ----------ის საცხოვრებელ სახლში და მოახდინეს მისი დაკავება. დაკავებულ გ.ჭ----------ეს განუმარტა მისი უფლებები და გადაყვანილი იქნა სამმართველოში.
მოწმის სახით დაკითხულ ე-–--- გ--–--ის განმარტებით ირკვევა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულ ნ--- მ----ის თანხმობით ჩატარებული აქვს ამ უკანასკნელის გარეგნული დათვალიერების ოქმი, რა დროსაც, ასევე, მოახდინა ფოტო-გადაღება. აღნიშნულის თაობაზე შეადგინა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
მოწმის სახით დაკითხულ კ-------–- ბ--------–---–ის განმარტებით ირკვევა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ- გამომძიებლად. იყო გ------- ჭ----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, წარუდგინა ბრალი გ.ჭ----------ეს და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 24.10.2017წ. 05:29-05:40სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ--- მ----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (უჩივის ტკივილს სახისა და მარჯვენა მტევნის მიდამოში. მარცხენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე გარდამავალი მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 5.3X1.4სმ. მარჯვენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2.3X0.4სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში ცენტრალურად ხერხემლის ხაზზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 4.2X2.3 სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.
2017 წლის 24 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონი, თ-----------ს ქუჩა N30-ში, გ------- ჭ----------ის საცხოვრებელ სახლში..... იატაკზე დაგდებული არის იატაკის საწმენდი ხის ჯოხი, რომელსაც აღენიშნება გატეხვის კვალი. ამოღებული იქნა აღნიშნული ჯოხი და დაილუქა ერთ პაკეტად ორ შებრუნებულ პოლიეთილენის პარკში, რომლის ნომრებია F--------- და F---------. სახლის მეორე სართულის აივანზე ავდივართ ბეტონის საფეხურეებიანი კიბით, კიბეებზე გდია მოჩუქურთმებული ჯოხი, რომელიც არის გატეხილ მდგომარეობაში. ამოღებული იქნა ორივე ნატეხი და დაილუქა ერთ პაკეტად პოლიეთილენის პარკში F-------------. პირველი საძინებელი ოთახი თ----- ჭ----------ის განმარტებით არის გ------- ჭ----------ისა და ნ--- მ----ის. ოთახში დევს ტახტი, ტანსაცმლის კარადა და კომოდი.
გამართლებულმა გ------- ჭ----------ემ უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, გ------- ჭ----------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმლდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კანონის გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ნ--- მ----ემ, ასევე მოწმებმა თ----- ჭ----------ემ და დ----- ჭ----------ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - გ------- ჭ----------ის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია გ------- ჭ----------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2017 წლის 23 ოქტომბრის ბრალდების ეპიზოდთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი მხოლოდ ირიბი მოწმეების - ნ. დ---–--ის, ფ. გ-----–-–---–ის და გ. ნ------ის ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის თვითმხილველები არ არიან, ასევე საქმეზე დაკითხულ მოწმე პოლიციის თანამშრომლები არ შესწრებიან მომხდარ ფაქტს, რის გამოც მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
რაც შეეხება 2017 წლის აგვისტოს თვის და 2017 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდებს, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ გ------- ჭ----------ემ იძალადა მეუღლეზე ნ--- მ----ეზე.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ მართალია აღნიშნული დასკვნით დგინდება, ნ--- მ----ის სხეულზე არსებული დაზიანებები, თუმცა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდება, თუ ვის მიერ იქნა მიყენებული და რა გარემოებებში მიიღო ეს დაზიანებები ნ. მ----ემ. საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანება ნ--- მ----ემ მიიღო გ------- ჭ----------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, მით უფრო, რომ, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- ჭ----------ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ჭ----------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ------- ჭ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი გ------- ჭ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
გ------- ჭ----------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გ------- ჭ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ გ------- ჭ----------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იატაკის საწმენდი ხის ჯოხი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოჩუქურთმებული ჯოხის ორი ნატეხი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ,,CD-R’’ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე