განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
050100117002197566
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100117002197566

საქმე №1/ბ-159-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ--- გ-------ის ძე ო------–---–ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ჩოხატაური, სოფელი კ-------ი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ--- ო------–---–მა ჩაიდინა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თნდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

1.2 ოჯახური დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

კ--- ო------–---–ი, თავისი მეუღლის, მ------ ზ-------–---–ის მიმართ, ყოველგვარი ს---ბის გარეშე, სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ ეჭვიანობის საფუძველზე, სისტემატურად ახდენდა მისი პატივის და ღირსების დამცირებას, კერძოდ, თავისი არასრულწლოვანი შვილის, 2006 წლის 15 ივნისს დაბადებული, 11 წლის ს--- ო------–---–ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა შურაცხყოფას, ამცირებდა, აგინებდა და მიმართავდა პატივისა და ღირსების დამამცირებელი სიტყვებით, რაც მ------ ზ-------–---–ის მორალურ ტანჯვას იწვევდა.

 

მთვრალი კ--- ო------–---–ი, ყoველგვარი საბაბის გარეშე, სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ ეჭვიანობის საფუძველზე, თავისი მეუღლის მ------ ზ-------–---–ის მიმართ სისტემატურად ახდენდა მისი პატივის და ღირსების სისტემატურ დამცირებას, კერძოდ, თავისი არასრულწლოვანი შვილის, ს--- ო------–---–ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, აგინებდა და მიმართავდა პატივისა და ღირსების შემლახველი სიტყვებით, რაც მ------ ზ-------–---–ის მორალურ ტანჯვას იწვევდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კ--- ო------–---–ი გახშირებული, პატივისა და ღირსების სისტემატური დამამცირებელი მოპყრობით შეურაცხყოფილმა მ------ ზ-------–---–მა დიდი დოზით მედიკამენტების მიღებით ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. კერძოდ, მ------ ზ-------–---–მა 2017 წლის 19 ოქტომბერს თვითმკვლელობის მიზნით დალია 10 აბი ანალგინი, ხოლო 2017 წლის 22 ოქტომბერს, ასევე თავის მოკვლის მიზნით, მ------ ზ-------–---–მა დალია 20 აბი პარაცეტამოლი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენით კ--- ო------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახით, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრამდე.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ------ ს--–------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ცვლილება იქნეს შეტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენში და მსჯავრდებულ კ--- ო------–---–ს პირობითი მსჯავრის ნაცვლად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუს---მოა მის მიმართ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, მის პიროვნებასთან, ზედმეტად ლმობიერია და არ არის სამართლიანი, ვინაიდან ვერ გამორიცხავს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, ასევე ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, შეს---მისად ვერ შუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ--- ო------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ--- ო------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111, 115-ე მუხლით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ო-–-- ზ-------–---–ისგან მიღებული შეტყობინებით, დაზარალებულ მ------ ზ-------–---–ის ჩვენებით, დაზარალებულ მ------ ზ-------–---–ის ჩვენების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმით, კ--- ო------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით,არასრულწლოვანი მოწმის ს--- ო------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეეების: ო-–-- ზ-------–---–ის, ნ-----–- ზ-------–---–ის, მ--- ო------–---–ის, მ------ უ–------ის, ა----- თ-------ს, ო---- უ–------ის, გ--------ი რ---–---–ის, ქ------- კ--------ისა და გ------- ც--–--ის ჩვენებებით.

 

შესაბამისად, მსჯავრდებულ კ--- ო------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 115-ე მუხლით.

 

მსჯავრდებულ კ--- ო------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, იმ გარემოებებს, რომ კ--- ო------–---–ს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, რომ მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და შერიგებული არიან, ყოველივეს მხედველობაში მიღებით, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ კ--- ო------–---–ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ------ ს--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

კ--- ო------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს :

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 111, 115-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ კ--- ო------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თვისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ კ--- ო------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 23 ოქტომბრიდან, 2017 წლის 27 ოქტომბრამდე.

 

მსჯავრდებულ კ--- ო------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით) გაუქმებულია. კ--- ო------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების- გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული კ-–---- გ-------–--ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 54.00 კვ.მ. მდებარე მუნიციპალიტეტი ჩოხატაური, ბ----------------------–---------------------------------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

მსჯავრდებულ კ--- ო------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლის და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერიმტკიცებულება: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ,,----------’’ მოდელის თოფი, ნომრით K------- რომელიც ინახება ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, კ--- ო------–---–ს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე