განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.02.2019
საქმის ნომერი
120310015821123
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახელმწიფო ქონება , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1367-15

საქმე №120310015821123

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გიორგი ტყავაძე

მოსამართლეები - თამარ ონიანი

მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ბ-----ი“

წარმომადგენლები - დ---------------–---–ი, დ-------------–---–ი, ზ---–---------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი - თ---------–---–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი - ე-------–-–---–ი

 

დავის საგანი - აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ბ-----ის“ (ს/ნ2--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. 2011 წლის 8------------ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №-- განკარგულებით შევიდა ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1--------–------ განკარგულებაში და ობიექტების ნუსხას დაემატა ქ. ახალციხის რაიონის სოფელ ჭ------ში არსებული კ-–--------–-------ის შენობა 9------., მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი 1-- კვ.მ. ფართობით. ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2011 წლის 8 დეკემბრის №-- განკარგულებით ობიექტის ფასი განისაზღვრა 8--- ლარით.

 

2.2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2----–-–-- 1--------–------ ბრძანებით შეიქმნა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების კომისია. 2----–-–-- 4------- ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №-- ბრძანებით შეიქმნა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სააუქციონო კომისია. ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადდა ღია აუქციონი, რომელიც დაინიშნა 2----–-–-- 1-----–---------- საათზე. აუქციონზე გასაყიდად გატანილ იქნა ქ. ახალციხის რაიონის სოფელ ჭ------ში არსებული კ-–--------–-------ის შენობა.

 

2.3. 2----–-–-- 1-----–--- შპს ,,ბ-----ის" დირექტორის დ-------------–---–ის მიერ გაიცა რწმუნებულება, რომლის თანახმადაც, მ---------------–---–ს მიეცა უფლებამოსილება წარმოადგინოს და დაიცვას მარწმუნებლის ინტერესები სახელმწიფოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოსა და დაწესებულებაში, ქალაქების მერიაში თუ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე მიიღოს მონაწილეობა უძრავი ქონების შეძენის მიზნით, მარწმუნებლის სახელით სახელმწიფოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ დაწესებულების მიერ გამოცხადებულ აუქციონში.

 

2.4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სააუქციონო კომისიის 2----–-–-- 1-----–-------- სხდომის ოქმის თანახმად, აუქციონზე გატანილი, სოფელ ჭ------ში არსებული კ-–--------–-------ის შენობის შეძენაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდა შპს ,,ბ-----ის" წარმომადგენელი მ---------------–---–ი, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის, საზოგადოების წესდება, რწმუნებულება და ქონების შესაძენად „ბეს“ სახით 1-------- ლარის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები. უძრავი ქონების შესაძენად მის მიერ შეთავაზებულ იქნა 1------ ლარი, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ბ-----ი". ამავე დღეს სააუქციონო კომისიის მიერ გაიცა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი - ს------------------, ხოლო 2----–-–-- 1------------ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №--.

 

2.5. შპს ,,ბ-----ი“ რეგიტრირებულია 1----–-–-------------, ს/ნ 2--------, იურიდიული მისამართია თბილისი ს----------–--- რაიონი, მ-–----------------. წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირები არიან დ-------------–---–ი და ზ---–---------ე, 2015 წლის მდგომარეობით პარტნიორები - ზ---–---------ე - წილი 3%, დ-------------–---–ი - წილი 3%, შპს ,,გ----------------" - წილი 94%.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

2.7. ადმინისტრაციული ხელშეკრულების, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო-სამართლებრივი ფორმის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნების ლეგალური დეფინიციიდან ირკვევა, მისი ერთ-ერთი სავალდებულო მხარეა ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული ორგანო ხელშეკრულების დადებისას ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას და მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ისევე როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აწესებს, ცვლის ან წყვეტს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. მათი საერთო მახასიათებელია ის, რომ ორივე ადმინისტრაციული წარმოების პროდუქტს წარმოადგენს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოხატვის შედეგია, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულება კი ორმხრივი ნების გამოვლენის აქტია. ამ განსხვავებას უკავშირდება ის თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს ამ ორ ინსტიტუტს, მათ ამოქმედებასთან, კანონიერებასთან, ცვლილებების შეტანასთან, ბათილობასთან თუ აღსრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ის ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება; როდესაც ის ადმინისტრაციული აქტის გამოცემას ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას შეიცავს; როდესაც ის მოქალაქის საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს ან ვალდებულებას ადგენს.

 

2.8. სასამართლომ განმარტა, რომ შპს ,,ბ-----ის" სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2----–-–-- 1-----–--- ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა. თავისი შინაარსით აღნიშნული უკავშირდება ადმინისტრაციულ ორგანოსა და იურიდიულ პირს შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობას. ამდენად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან, რომლებიც ადგენენ აუქციონის ფორმით უძრავი ქონების პრივატიზების წესებს.

 

2.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

2.10. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ოქტომბრის №34 და 2011 წლის 9 ნოემბრის №30 დადგენილებები ადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესებს, ამავე დადგენილებებით დამტკიცებულია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპური ფორმები. კონკრეტულ შემთხვევაში 2----–-–-- 1-----–--- ჩატარებული აუქციონის კანონიერების შესახებ სასამართლომ იმსჯელა ადმინისტრაციულ მასალებში წარმოდგენილი სააუქციონო კომისიის 2----–-–-- 1-----–---- სხდომის №-- ოქმი , აუქიონში გამარჯვების დამადასტურებელი №-- ოქმის და ადმინისტრაციულ მასალებში მოთავსებული სხვა დოკუმენტების შეფასების საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად არის დაცული აუქციონის ჩატარების წესები და რაიმე არსებითი ხასიათის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაიმე არსებითი დარღვევის არარსებობაზე მიუთითებს მოსარჩელეც, თუმცა იგი ითხოვს 2----–-–-- 1-----–--- აუქციონის მომწყობი კომისიის ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის №-- და ამ ოქმის საფუძველზე 2----–-–-- 1------------ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის №-- ბათილად ცნობას იმის გამო, რომ კონკრეტული პირების მიერ შპს „ბ-----ის“ მიმართ წარსულში ჩადენილ იქნა დანაშაული, რის გამოც შპს „ბ-----ი“ აიძულეს მონაწილეობა მიეღო ჩატარებულ აუქციონში და შეეძინა უძრავი ქონება, შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მასა და ახალციხის მუნიციპალიტეტს შორის დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

 

2.11. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის ინტერესზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილია დანაშაული, რა დროსაც კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა აიძულეს იგი შეეძინა უძრავი ქონება. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული პირების მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ არ დამდგარა გამამტყუნებელი განაჩენი. უდავოა, რომ კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დგინდება კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ პირობებში წარდგენილი სარჩელით ვერ მიიღწევა მოსარჩელის მიზანი. თუ მოსარჩელე საუბრობს მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე და შედეგად დამდგარ ზიანზე, მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ ადგილი აქვს დანაშაულით მიყენებული ზიანის ფაქტს და მისი ანაზღაურება უნდა მოხდეს კონკრეტული პირების მიერ დანაშაულის ჩადენის, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურების შემთხვევაში. ამასთან, თუ დანაშაულის ჩამდენი პირები დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდნენ სახელმწიფოს სახელით, მაშინ შესაბამისად უნდა განისაზღვროს მოპასუხეთა წრე და საქმის განმხილველი სასამართლო.

 

2.12. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აუქციონში მონაწილე პირი, შპს ,,ბ-----ის“ წესდების თანახმად, არ იყო უფლებამოსილი წარმოედგინა შპს „ბ-----ი“ უძრავი ქონების შეძენის დროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერ დაადგენდა წარმომადგენლად გამოცხადებული პირის შესაძლო არაუფლებამოსილების ფაქტს, რადგან წესდების 5.2.4. პუნქტისა და მე-6 თავის ანალიზი ცხადყოფს, რომ დირექტორს დ-------------–---–ს ჰქონდა შესაძლებლობა წესდებაში მითითებული პირობების დაცვით გაეცა მინდობილობა უძრავი ქონების შესაძენად სხვა პირზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა. სასამართლომ განმარტა, რომ სხვისი სახელით დადებული გარიგება არ წარმოშობს უფლებებსა და მოვალეობებს წარმოდგენილი პირისათვის, მაგრამ თუ გარიგება დაიდო ისეთ პირობებში, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების რეალურად არსებობის შესახებ, ასეთი გარიგების ბათილობა დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მითითება საფუძვლიანიც რომ იყოს, გარიგების დადებისას მოსარჩელემ შექმნა გარემოება იმგვარად, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერ დაადგენდა და ვერც ივარაუდებდა წარმოდგენილი პირის შესაძლო არაუფლებამოსილების ფაქტის შესახებ.

 

2.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს მოთხოვნებს, რომელთა დაუცველობაც შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას ასევე აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების მატერიალური კანონიერება გულისხმობს მის შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებთან. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება ასევე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს, როცა მისი დადებით ირღვევა საჯარო წესრიგი ან მხარეები ითვალისწინებენ ზნეობრივი ნორმებით აკრძალული მოქმედებების შესრულებას. ზნეობის ნორმა თავისი მნიშვნელობით შეფასებითი ხასიათისაა და ზნეობის ნორმის დარღვევას ადგილი უნდა ჰქონდეს თვით გარიგების დადების ფაქტით. იმ გარემოებას, რომ შპს ,,ბ-----მა" ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე თავისი ნება-სურვილით (საპირისპირო გარემოება შესაძლებელია დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენით) 1------ ლარად შეიძინა 8--- ლარად შეფასებული უძრავი ქონება, სასამართლო ვერ მიიჩნევს ზნეობის ნორმების დარღვევად, რადგან თვითონ ეს ფაქტი არ ეწინააღმდეგება საზოგადოდ აღიარებულ ზნეობრივ პრინციპებს ან საჯარო წესრიგს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად 2----–-–-- 1-----–---- ოქმში მითითებული ფაქტები და არ დაადგინა, რომ 2----–-–-- 1-----–--- ახალციხის მუნიციპალიტეტში ნამდვილად გამოცხადდა შპს „ბ-----ის" წარმომადგენელი მ---------------–---–ი, მაგრამ მის მიერ არ იქნა შეთავაზებული ქონების შესაძენად 1-------- ლარი. ეს თანხა წინასწარ, სამ ნაწილად, აუქციონის ჩატარებამდე იყო გადარიცხული და აუქციონის მომწყობმა საჯარო მოხელემ წინასწარ იცოდა, თუ რა თანხაში უნდა გაყიდულიყო 8--- ლარად შეფასებული ქონება.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ შპს „ს---------------–----ი" და შპს „ბ-----ი" წარმოადგენდა ერთ ბიზნესჯგუფში გაერთიანებულ კომპანიებს, რომელთა თანამფლობელები იყვნენ ზ---–--------ე და დ-------------–---–ი, შპს „ბ-----ი" დაფუძნდა 1--- წელს, ხოლო შპს „ს---------------–----ი" - 2--- წელს. საქმიანობის საგანი იყო ნ----------------------- იმპორტი და საცალო და საბითუმო რეალიზაცია. შპს „ბ-----ის“ საკუთრებაში იყო ა------------------------------ ქსელი, ნ----------------------- საბითუმო ბაზები, ა-----–----------- და სხვა აქტივები, ხოლო შპს „ს---------------–----ი" ახორციელებდა ამ ბიზნესის ოპერირებას და თვითონაც ფლობდა ნ----------------------- რეალიზაციასთან დაკავშირებულ აქტივებს. მთლიანად ბიზნესჯგუფი წარმატებულად მუშაობდა, არაერთხელ დაჯილდოვდა, საქართველოს მასშტაბით ფლობდა 5-----------------------------, ს---------------------–-- და 1----–-- ნაკვეთს ა------------------------------ მშენებლობითვის.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ 2----–-–------------–- თბილიში, ვ---–-, „პ-----–ის" შენობაში დ-------------–---–ი და და ზ---–---------ე დაიბარა საქართველოს თ-----–-----------–-------------- - დ----- კ-------–---–მა და განუმარტა, რომ მათი ბიზნესჯგუფის აქტივების „გაყიდვის" საკითხი და ფასი გადაწყვეტილი, შეთანხმებული იყო იმ დროინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ხოლო წინაღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დაემუქრა დაჭერით, განადგურებით და შემდგომში ციხიდან მათი ბიზნესის უფასოდ გადაფორმებით. შედეგად, ზ---–---------ე და დ----- მ-------–---–ი იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ ამ მითითებას - 6--------- აშშ დოლარად შეფასებული აქტივები 2--------- დოლარად გადაფორმდა დ----- კ-------–---–თან აფილირებულ კომპანიებზე, თანხის გადახდა, შეთანხმებული ერთი თვის ნაცვლად, გრძელდებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში. აპელანტის მითითებით, დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს სამოქალაქოსამართლებრივი დავები ამ გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოდ მოხდა მისი დირექტორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. მათ თავისუფლების მოპოვების სანაცვლოდ წაეყენათ კონკრეტული მოთხოვნები, რომლებსაც საბოლოო ჯამში იძულების წესით დათანხმდნენ. კერძოდ, გამომძიებლის მოთხოვნების კონკრეტული პირობები მდგომარეობდა შემდეგში: ზ---–---------ეს და დ-------------–---–ს უნდა „ეღიარებინათ” (ფაქტობრივად - დაებრალებინათ) დანაშაული; სს „ლ-------------ში” გახსნილ სააღსრულებო ბიუროს უზრუნველყოფის ანგარიშზე შეეტანათ 6-------- ლარი; მითითებული თანხიდან 1-------- ლარი გადაერიცხათ ა---––------------------------------–--- მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტში; განეხორციელებინათ 4-------- ლარის ინვესტიცია პ------------------------------------–----------–-------------------–-ში; დარჩენილი 1------ ლარი მოხმარდებოდა სავარაუდო ჯარიმასა და საგადასახადო შთანხმებას; შესაბამისი თანხის სააღსრულებო ბიუროს უზრუნველყოფის ანგარიშზე შეტანისთანავე გათავისუფლდებოდნენ გირაოთი; უზრუნველყოფის ანგარიშიდან ფულის გახარჯვას გააკონტროლებდა პროკურატურა. ვინაიდან ფიზიკური პირები არ ფლობდნენ ასეთ თანხას, შეთანხმდენენ, რომ პირველ ეტაპზე სააღსრულებო ბიუროს უზრუნველყოფის ანგარიშზე შეიტანდნენ, დაახლოებით, 1-------- ლარს, რის შემდეგაც გირაოთი გათავისუფლდებოდა ერთ-ერთი მათგანი. მას უნდა მოეხდინა დარჩენილი 5------ ლარის მობილიზება და იმავე ანგარიშზე შეტანა, რის შემდეგაც გათავისუფლდებოდნენ სხვა პატიმრებიც. 2----–-–-- 2-------- შპს „ს---------------–----ის” დირექტორის კ-------------–--ის მეშვეობით სააღსრულებო ბიუროს უზრუნველყოფის ანგარიშზე მოხდა 9------ ლარის შეტანა. მეორე დღესვე 2----–-–-- 2--------- განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დ-------------–---–ს პატიმრობა შეუცვალა გირაოთი. მოგვიანებით, დ-------------–---–მა უზრუნველყო 4-------- ლარის ოდენობით კრედიტის აღება, შესაბამისი თანხის მობილიზების, გირაოს სახით შეტანის შემდეგ, ასევე გირაოს ქვეშ გაათავისუფლეს დანარჩენი ორი პატიმარიც.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, ზ---–---------ის, დ-------------–---–ისა და ლ-–-----–--ის პატიმრობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი პირობა იყო ა---––------------ის მშენებლობისათვის 2-------- ლარის გადახდა. პროკურატურის მოთხოვნით, აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ------ში მდებარე 1-- კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების გზით. მთავარი პროკურატურის გამომძიებელმა ა-–------–--ემ ჯერ კიდევ ზ---–---------ის და დ-------------–---–ის პატიმრობის პერიოდში გადასცა მათ სავარაუდოდ მისი ხელნაწერი ტექსტი, საპრივატიზებო ობიექტის მონაცემებისა და იმ საბანკო რეკვიზიტების მითითებით, სადაც უნდა მომხდარიყო გადახდა. ჯერ გადახდილ იქნა 1-------- ლარი, სამ ეტაპად, ხოლო აუქციონი გამოცხადებულ იქნა შემდეგ. 2----–-–-- 2-------- საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის სტაჟიორის მ-----–----------–--ს 2----–-–-- 2------------------- წერილის საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უზრუნველყოფის ანგარშიზე, დ-------------–---–ის სახელზე შეტანილი 9------ ლარიდან 9------ ლარი ბე-ს სახით გადაირიცხა ახალციხის ადგილობრივ ბიუჯეტში, 2----–-–-- 4----–---- საგადახდო დავალებით დ-------------–---–მა ახალციხის მუნიციპალიტეტს გადაურიცხა 7------ ლარი, ხოლო 2----–-–-- 5----–---- საგადახდო დავალებით - 2------. აუქციონი გაიმართა 2----–-–-- 1-----–---, აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ შპს „ბ-----ი’’, რომელიც წარმოდგენილი იყო მისი იურისტის - მ---------------–---–ის სახით. აუქციონში სხვა მონაწილე არ ყოფილა. მ---------------–---–ის მიერ წარდგენილ იქნა აუქციონში მონაწილეობისთვის დოკუმენტები, აუქციონის ჩატარებისას არ იქნა მოთხოვნილი შპს „ბ-----ის" პარტნიორთა გადაწყვეტილება (კრების ოქმი) აუქციონში მონაწილეობისა და უძრავი ქონების შეძენის შესახებ. შპს „ბ-----ის" წესდების შესაბამისად, პარტნიორთა კრების გადასაწყვეტია უძრავი ქონების შეძენა გასხვისება და ექსპლოატაცია. უძრავი ქონების შეძენისთვის საჭირო იყო შპს „ბ-----ის" პარტნიორთა ერთხმა გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა და არც აუქციონის ჩატარების მომენტში მოუთხოვიათ. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთის შეძენის არანაირი ინტერესი არ გააჩნდა შპს „ბ-----ს" და ასეთი ინტერესის შემთხვევაშიც, მისი შეძენა შეიძლებოდა 8--- ლარად, მთავარი პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ობიექტში იძულებით გადახდილ იქნა 1-------- ლარი.

 

აპელანტი აღნიშნავს, აუქციონზე გამოტანილი ქონება შეფასებული იყო 8--- ლარად, აუდიტორის 20.12.2----–-–-- დასკვნით ამ ქონების ღირებულება შეფასდა 5--- ლარით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ობიექტი წარმოადგენს ძველ შენობას, რომელიც მთლიანად ამორტიზებულია. იგი დგას ხ------------. საძირკველი ამოყვანილია ნათალი ქვით, რომელზეც დაშენებულია ხის ნაგებობა. გარემო პირობების ზემოქმედებიდან და ხადაზმულობიდან გამომდინარე შენობა დანგრევის პირზეა მიყვანილი, არ არის კომუნიკაციები. შენობის მოშენების ფართია 9------.“

 

აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ არ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნაზე ზიანის ანაზღაურების შესახებ. სასამართლო ძირითადად მიუთითებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობაზე, მაგრამ აღნიშნული დავის სამართლებრივი შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნას და აუქციონის შედეგები ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 54-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 65-ე, 66-ე 70-ე მუხლების შესაბამისად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და დაბრუნების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.5. შპს ,,ბ-----ი“ მეწარმე სუბიექტად რეგიტრირებულია 1----–-–-------------. 2----–-–-- 5----–---- მდგომარეობით, საწარმოს დირექტორებს წარმოადგენენ დ-------------–---–ი და ზ---–---------ე, ხოლო პარტნიორები არიან: ზ---–---------ე (წილი 2%), დ-------------–---–ი (წილი 2%), ზ---------------ი (წილი 2%) და შპს ,,გ----------------“ (წილი 94%).

 

2015 წლის მდგომარეობით, საწარმოს დირექტორებს წარმოადგენენ დ-------------–---–ი და ზ---–---------ე, ხოლო პარტნიორები არიან: ზ---–---------ე (წილი 3%), დ-------------–---–ი (წილი 3%) და შპს ,,გ----------------“ (წილი 94%). (ტ. 1, ს.ფ. 71-72; 257).

 

4.6. 2011 წლის 8------------ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №-- განკარგულებით შევიდა ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1--------–------ განკარგულებაში და ობიექტების ნუსხას დაემატა ქ. ახალციხის რაიონის სოფელ ჭ------ში არსებული კ-–--------–-------ის შენობა 9------., მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი 1-- კვ.მ. ფართობით. ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2011 წლის 8 დეკემბრის №-- განკარგულებით ობიექტის ფასი განისაზღვრა 8--- ლარით. (ტ. 1, ს.ფ. 218-219).

 

4.7. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2----–-–-- 1--------–------ ბრძანებით შეიქმნა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების კომისია. (ტ. 1, ს.ფ. 215-216).

 

4.8. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2----–-–-- 4------- №-- ბრძანებით შეიქმნა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სააუქციონო კომისია. (ტ. 1, ს.ფ. 217-218).

 

4.9. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების კომისიის 2----–-–-- 30 მაისის სხდომის N- ოქმის თანახმად, სოფელ ჭ------ში მდებარე მიწის ნაკვეთი (1-- კვ.მ.) და მასზე დამაგრებული კ-–--------–-------ის შენობის, რომლის ღირებულებაა 8--- ლარი, „ბიჯის“ ოდენობა დადგინდა საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 10%-ის ოდენობით და აუქციონზე დასწრების ბილეთის საფასური - 50 ლარის ოდენობით. (ტ. 1, ს.ფ. 210-214)

 

4.10. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–-- 4 ივნისის წერილით შპს „ტ--–--------------------“ ეთხოვა 4---------------------- ჩათვლით წარდგენილი განცხადების გამოცხადება, რომელიც შეეხებოდა 2----–-–-- 2-------- ღია აუქციონის ჩატარებას და მასზე გატანილი ქონების ნუსხას, მათ შორის, სოფელ ჭ------ში მდებარე მიწის ნაკვეთი (1-- კვ.მ.) და მასზე დამაგრებული კ-–--------–-------ის შენობა, რომლის გასაყიდი ფასი არის 8--- ლარი. (ტ. 1, ს.ფ. 208-209)

 

4.11. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სააუქციონო კომისიის 2----–-–-- 2------------ სხდომის ოქმის თანახმად, 2----–-–-- 2-------- ჩატარდა აუქციონი, რომელზეც, სხვა ქონებასთან ერთად, გატანილი იყო სოფელ ჭ------ში მდებარე მიწის ნაკვეთი (1-- კვ.მ.) და მასზე დამაგრებული კ-–--------–-------ის შენობა. (ტ. 1, ს.ფ. 198-201).

 

4.12. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–-- 25 ივნისის წერილით შპს „ტ--–--------------------“ ეთხოვა 2------------ წარდგენილი განცხადების გამოცხადება, რომელიც შეეხებოდა 2----–-–-- 1-----–--- ღია აუქციონის ჩატარებას და მასზე გატანილი ქონების ნუსხას, მათ შორის, სოფელ ჭ------ში მდებარე მიწის ნაკვეთი (1-- კვ.მ.) და მასზე დამაგრებული კ-–--------–-------ის შენობა, რომლის გასაყიდი ფასი არის 8--- ლარი. (ტ. 1, ს.ფ. 264-265).

 

4.13. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2----–-–-- 2------------------- წერილით აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ 2----–-–-- 2-------- კ-------------–--ის მიერ დ-------------–---–ის სახელზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს უზრუნველყოფის ანგარიშზე, სს „ლ-------------ში“ შეტანილ იქნა 9------ ლარი. აღნიშნული თანხიდან 9------ ლარის გადარიცხვა მოთხოვნილი იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე, თანხის დანიშნულება - აუქციონის წესით გასაყიდი ქონება. (ტ. 1, ს.ფ. 66).

 

4.14. 2----–-–-- 2-------- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში გადაირიცხა 9------ ლარი, გადარიცხვა შესრულდა დ-------------–---–ის სახელით. საგადახდო დავალებაში გადარიცხვის დანიშნულებად მიეთითა „აუქციონის წესით გასაყიდი ქონება“. (ტ. 1, ს.ფ. 164-165).

 

4.15. 2----–-–-- 1-----–--- შპს ,,ბ-----ის" დირექტორის დ-------------–---–ის მიერ გაიცა რწმუნებულება, რომლის თანახმადაც, მ---------------–---–ს მიეცა უფლებამოსილება წარმოადგინოს და დაიცვას მარწმუნებლის ინტერესები სახელმწიფოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოსა და დაწესებულებაში, ქალაქების მერიაში თუ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე მიიღოს მონაწილეობა უძრავი ქონების შეძენის მიზნით, მარწმუნებლის სახელით სახელმწიფოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ დაწესებულების მიერ გამოცხადებულ აუქციონში. (ტ. 1, ს.ფ. 258).

 

4.16. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სააუქციონო კომისიაში 2----–-–-- 1-----–--- წარდგენილია შპს „ბ-----ის“ წარმომადგენლის მ---------------–---–ის განცხადება 2----–-–-- 1-----–---, N------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთთან დაკავშირებით აუქციონში მონაწილეობის თაობაზე. განცხადებას თან ერთვოდა გადახდის ქვითრები. კერძოდ, 2----–-–-- 4----–---- საგადახდო დავალების შესაბამისად, დ-------------–---–ის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში გადახდილია 7------ ლარი, 2----–-–-- 5----–---- საგადახდო დავალების საფუძველზე - 2------ ლარი. ორივე შემთხვევაში გადახდის დანიშნულებად მითითებულია „აუქციონის წესით გასაყიდი ქონება“. (ტ. 1, ს.ფ. 174-176).

 

4.17. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სააუქციონო კომისიის 2----–-–-- 1-----–-------- სხდომის ოქმის თანახმად, 2----–-–-- 1-----–--- ჩატარდა აუქციონი, რომელზეც, სხვა ქონებასთან ერთად, გატანილი იყო სოფელ ჭ------ში მდებარე მიწის ნაკვეთი (1-- კვ.მ.) და მასზე დამაგრებული კ-–--------–-------ის შენობა. მითითებულ ქონებასთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა ერთი განცხადება შპს ,,ბ-----ის“ მიერ (წარმომადგენელი - მ---------------–---–ი), რომელსაც ბე-ს სახით ჩარიცხული აქვს ერთი მილიონი ლარი. ოქმის შესაბამისად, მ---------------–---–მა დაფის აწევით განაცხადა ობიექტის შეძენაზე თანხმობა და განაცხადა, რომ ობიექტზე იხდის 1-------- ლარს. შედეგად, მოცემული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი დადგინა 1-------- ლარად, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ბ-----ი“. (ტ. 1, ს.ფ. 168-170).

 

4.18. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სააუქციონო კომისიის 2----–-–-- 1-----–-------- სხდომის ოქმის შესაბამისად, სააუქციონო კომისიის მიერ ამავე დღეს გაიცა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №--, ხოლო 2----–-–-- 1------------ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №-- (ტ. 1, ს.ფ. 163; 171-172).

 

4.19. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 2-------- განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორის შუამდგომლობა და დ-------------–---–ს, ზ---–---------ესა და ლ-–-----–--ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო მათი ფაქტობრივი დაკავებიდან - 2----–-–-- 1-----------. (ტ. 1, ს.ფ. 44).

 

4.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 8-------- განჩინებით დაკმაყოფილდა დ-------------–---–ისა და მისი ადვოკატის შუამდგომლობა და ბრალდებულ - დ-------------–---–ს პატიმრობა შეეცვალა 1----- ლარის ოდენობით გირაოთი. (ტ. 1, ს.ფ. 45).

 

4.21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 7----–---- განჩინებით დაკმაყოფილდა ზ---–---------ისა და ლ-–-----–--ის ადვოკატის შუამდგომლობა და მათ პატიმრობა შეეცვალათ გირაოთი (ლ-–-----–--ის მიმართ გირაოს ოდენობა განისაზღვრა 1---- ლარით, ხოლო ზ---–---------ის მიმართ - 4------ ლარით). (ტ. 1, ს.ფ. 46-49).

 

4.22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2------------- განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა, ბრალდების ნაწილზე უარის თქმის გამო, ზ---–---------ის, დ-------------–---–ისა და ლ-–-----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1----------–----------–--–------------------------------ გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. (ტ. 1, ს.ფ. 52-53).

 

4.23. პროკურატურის 2014 წლის 1---------- დადგენილებით შეწყდა N------------ საქმის გამოძიება განრიდების გამოყენების გამო. (ტ. 1, ს.ფ. 54-55).

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.24. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებებს საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

4.25. მოსარჩელე სადავოდ ხდის ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 2----–-–-- 1-----–--- ჩატარებული აუქციონის შედეგებს, რომლის საფუძველზეც შპს ,,ბ-----ს“ საკუთრებაში გადაეცა ახალციხის რაიონის სოფელ ჭ------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1-- კვმ. მიწის ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (კ-–--------–-------ა). აუქციონის შედეგების გაუქმებასთან ერთად, აპელანტი ითხოვს მოპასუხეებისთვის მის მიერ უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი თანხის - 1-------- ლარის დაკისრებას, ასევე ზიანის ანაზღაურებას 4------ ლარის ოდენობით და 2015 წლის 12 მაისის შემდგომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 1-------- ლარის გადახდამდე შპს ,,ბ-----ის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით ამ თანხის ყოველწლიური 10 %-ის დაკისრებას.

 

4.26. განსახილველ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ 2----–-–-- 1------- სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებულ იქნენ დ-------------–---–ი და ზ---–---------ე, რომლებიც შპს „ბ-----ის“ დირექტორებსა და პარტნიორებს წარმოადგენენ. მათვე სასამართლოს 2----–-–-- 2-------- განჩინებით შეეფარდათ პატიმრობა, რომელიც მოგვიანებით (2----–-–-- 8------------------–---) შეცვლილი იქნა გირაოთი. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 2014 წლის 1-------------, როდესაც პროკურატურის დადგენილებით საქმის გამოძიება შეწყდა. ამრიგად, აუქციონის მიმდინარეობის პერიოდში აპელანტის დირექტორებისა და იმავდროულად საწარმოს პარტნიორების მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

4.27. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის აზრით საქართველოს პროკურატურის უკანონო ქმედებებს, ხოლო მოცემული ორგანო საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არ ყოფილა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირის სტატუსს, მისი ჩაბმისა და სავალდებულო მოწვევის საკითხს, მის საპროცესო უფლება-მოვალეობებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

 

4.28. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განმარტებაზე (საქმე №ბს-143-136(კს-13)), რომ „ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის მიზნით საქმისწარმოების პროცესს, რომელიც მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების რეალიზების პროცესუალური საშუალებაა. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმა უზრუნველყოფს ამ პირის სამართლებრივი (სამართლის ნორმებით დაცული) ინტერესებისა და უფლებების დაცვას, საქმის ყოველმხრივ განხილვას, პროცესის ეკონომიურობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას. საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება მისი როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივი დაინტერესებით საქმის მსვლელობისადმი. მესამე პირთა ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვან ინსტიტუტს განეკუთვნება, შესაძლებლობას ანიჭებს საქმეში ამ სტატუსით მონაწილე პირებს მოახდინონ თვიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირთა ინსტიტუტი მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის მხარეებს, მაგრამ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირთა ორ კატეგორიას - მარტივ და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს.“

 

4.29. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირთა მარტივი მოწვევა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულო მოწვევა - სასამართლოს ვალდებულებას. მესამე პირების ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს, მოახდინოს საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში, ამასთანავე, უზრუნველყოფს საქმის ყოველმხრივ გამოკვლევას, პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპების განხორციელებას. ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს მესამე პირის მოწვევის საკითხი, ზუსტად განსაზღვროს მისი სტატუსი - სავალდებულო თუ არასავალდებულო მოწვევის მესამე პირია სახეზე, ვინაიდან განსხვავდება საქმეში მესამე პირების მარტივი და აუცილებელი ჩაბმის როგორც სამართლებრივი წინაპირობები, ისე სამართლებრივი შედეგი. კერძოდ, კანონმდებელი სავალდებულო მოწვევის მესამე პირს გაცილებით მეტ უფლება-მოვალეობას ანიჭებს. მათ შორის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმის ფორმა სახეზეა, თუ მესამე პირი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს კი გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესები, ხოლო რაც შეეხება აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობებიც შეიძლება განისაზღვროს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირების იურიდიულ ინტერესებს სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს პოტენციურად, სავარაუდოდ. მესამე პირთა ასეთ დიფერენციაციას განაპირობებს ის გარემოება, რომ სავალდებულო მოწვევის მესამე პირის საქმეში ჩაბმა იმპერატიულად არის რეგლამენტირებული, ანუ პირი იმ სამართალურთიერთობის სუბიექტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანის არეალში.

 

4.30. განსახილველ შემთხვევაში კი საქმის ობიექტური განხილვა, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად დადგენა და საქმის სწორად გადაწყვეტა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქმეში მესამე პირად საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევაზე. ამდენად, მოცემული ორგანო პირველი ინსტანციის სასამართლოს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად უნდა ჩაება. აღნიშნულის განხორციელება პირდაპირ უკავშირდება მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფასა და საქმის სრულყოფილად გამოკვლევასა და შესწავლას. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ თუკი სასამართლო პროცესში მოწვეული არ იქნება და უზრუნველყოფილი არ იქნება იმ პირთა მონაწილეობა, რომლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებული სასამართლო წარმოების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება კანონიერი.

 

4.31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ„ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩაბმული მესამე პირები სარგებლობენ მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრებათ მოსარჩელის ყველა მოვალეობა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სუბიექტის მესამე პირად აუცილებელი მოწვევა, ასეთი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის პირობებში სახეზეა საპროცესო დარღვევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საქმეში მესამე პირის ჩართვის საკითხი, ხოლო შემდეგ, ყველა პირის ინფორმირების შედეგად უზრუნველყოს საკითხის გამოკვლევა და გადაწყვეტა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში სასამართლო ხარჯების საკითხი წყდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნდება, სასამართლო ხარჯების საკითხი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 385-ე, 385-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ბ-----ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე გიორგი ტყავაძე

 

მოსამართლეები თამარ ონიანი

 

მანანა ჩოხელი