განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
330210017001895530
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001895530

საქმე N2ბ/3495-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ოთარ სიჭიანავა

 

აპელანტი – შ---------------------------–-----–------ი“

წარმომადგენლები - ვ----–---------–---–ი, ნ---------------ია

 

მოწინააღმდეგე მხარე _ გ--------–-–---ე

წარმომადგენელი - და-------–----ე

 

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების გადახდა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.03.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 04.05.2018 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.03.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხე, შ---------------------------–-----–------ის" (ს.კ.---------) წინააღმდეგ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; მოპასუხე შ--------------------------–-----–----რს" (ს.კ.---------) მოსარჩელე გ--------–-–---ის (პ.ნ.0-----------) სასარგებლოდ დაეკისრა 107410 (ასშვიდიათას ოთხასათი) ლარისა და 69 (სამოცდაცხრა) თეთრის გადახდა.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

მოცემულ საქმეზე, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 07 მარტს, 11 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე, შ--------------------------–-----–----რს" მოსამზადებელი სხდომის უწყება ჩაბარდა 2018 წლის 16 თებერვალს (ს.ფ.291), მაგრამ მისი წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილი უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი-მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2018 წლის 16 თებერვალს და, ამდენად, მას ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველილი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც გამოტანილი უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

23.03.2018 წელს მოპასუხის წარმომადგენელმა ვ----–---------–---–მა საჩივარი წარადგინა სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების მოთხოვნით.

 

აღნიშნულ საჩივარში მითითებულია შემდეგი:

 

2018 წლის 7 მარტს, 11 საათიდან 14 საათამდე, იგი იმყოფებოდა ქ. რ-------–-----------------–--------–----------------------ში, სადაც იცავდა ა-----–---------–---–ის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე, რაც განპირობებული იყო აუცილებლობით, რადგანაც სწორედ ამ დროს იყო დანიშნული დასახელებული პირის მიმართ განრიდების პროცესთან დაკავშირებული პროცესუალური მოქმედება, რითაც უნდა გადაწყვეტილიყო მასთან მიმართებაში უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საკითხი, სისხლის სამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლებრივი საქმის შეწყვეტის შესახებ. საჩივრის ავტორის განმარტებით, დასახელებული საპროცესო მოქმედება ქ-------------–--------–---------------------ამ დანიშნა მასთან შეთანხმების გარეშე 2018 წლის 7 მარტს 11 საათზე და მასში დაცვის მხარის სავალდებულო მონაწილეობის შესახებ სატელეფონო შეტყობინებით გამომძიებელმა ცნობა წინა დღეს - 6 მარტს, დაახლოებით 19 საათისათვის.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი ვალდებული იყო 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე გამგზავრებულიყო ქ. რ-------–-----------------–--------–----------------------ში ზემოაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მას, როგორც დაცვას, ადვოკატსა და წარმომადგენელს, ფიზიკურად არ ჰქონდა შესაძლებლობა 2018 წლის 7 მარტს 11 საათზე მონაწილეობა მიეღო მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომაში, სადაც წარმოადგენდა მოპასუხე, შ---------------------------–-----–------ის” ინტერესებს, რამდენადაც სამართლებრივა და პროცესუალურად რომელიმე საქმისადმი პრიმატის მინიჭება ყოვლად გამორიცხული და დაუშვებელია, რის გამოც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობაუნდა ჩაითვალოს საპატიოდ. ამასთან, მოცემულ საქმეზე სხვა წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებდა, რამდენადაც იგი ახორციელებდა ამ საქმეზე წარმომადგენლობას და შესაგებელი შეტანილია მის მიერ.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, საჩივრის ავტორმა, ასევე, მიუთია რომ რამდენადაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მითითება, მოპასუხის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ, არ შეეფერება სინამდვილეს, რამდენადაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა შ---------------------------–-----–------ის” დირექტორის მოადგილე, კ--------------------–--ე, რომელმაც სასამართლოს აცნობა, რომ ადვოკატი ვ----–-----------------–---–ი 2018 წლის 7 მარტს მონაწილეობას ღებულობდა ქ-----------–-----------------–---------------------ში სისხლის სამართლის საქმეზე. ანუ, აცნობა მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გადადო სასამართლო სხდომა, კ--------------------–--ე დაითხოვა სასამართლო დარბაზიდან და სრულიად უკანონოდ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ კ--------------------–--ემ სასამართლო პროცესზე მისვლითა და მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის ინფორმირებით, მოპასუხე მხარის პატივისცემა გამოხატა სასამართლოსადმი, რაც სასამართლომ ჯეროვნად არ დააფასა და ფაქტობრივად არ მისცა მოპასუხეს მისი უფლებრივი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.05.2018 წლის განჩინებით სასამართლომ არ გაიზიარა საჩივარში მითითებული გარემოებები, რის გამოც მოპასუხე, შ---------------------------–-----–------ის“ (ს.კ.---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის მოთხოვნაა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 4 მაისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის ფაქტი, რომ შ---------------------------–-----–------ი“-ს წარმომადგენელი, დირექტორის პირველი მოადგილე, კ--------------------–--ე ნამდვილად გამოცხადდა 2018 წლის 7 მარტს 11 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასმართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე უდავოა და ეჭვს არ იწვევს. ამასთან, დადგენილია, რომ მან, როგორც შ---------------------------–-----–------ი“-ს დირექტორის პირველმა მოადგილემ მიიღო რა სასამართლოს უწყება იგი ჩათვალა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე იმ სასამართლო დავაზე დანიშნული სხდომის უწყებად, რომელსაც ელოდებოდა და რომელზეც თავად უნდა მიეღო მონაწილეობა, რის გამოც უშუალოდ მოცემულ საქმეზე საწარმოს საპროცესო წარმომადგენელი, ადვოკატი ვ----–---------–---–ი არ გაუფრთხილებია 7 მარტის სასამართლო სხდომის შესახებ. ეს გარემოება კ--------–--ემ განაცხადა სასამართლო სხდომაზე 2018 წლის 7 მარტს.

2018 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომის ვიდეო ჩანაწერი მოწმობს აღნიშნული სხდომა გაიხსნა 11 სთ-სა 01 წთ-ზე და 52 წმ-ზე. 11 სთ-სა 03წთ-ზე კ--------–--ემ განაცხადა, რომ იგი ამ პროცესზე შეცდომით იყო მისული, რადგან დარწმუნებული იყო რომ მივიდა სხვა დავის ფარგლებში დანიშნულ პროცესზე, სადაც თავად უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ დაადასტურა, რომ იგი მოპასუხე შ----------------------------–-----–------ი“-ს დირექტორის პირველი მოადგილეა, რომელმაც ჩაიბარა სასამართლოს მიერ გამოგზავნილი უწყება. ამასთან, კ--------–--ემ განმარტა, რომ ამ პროცესის შესახებ მას არ მიუწოდებია ინფორმაცია ვ----------–---–-სათვის, რადგან ეგონა, რომ დანიშნული იყო პროცესი სხვა საქმეზე რომელზეც თვითონ უნდა მიეღო მონაწილეობა და მაშასადამე თვითონ იყო მიწვეული. ამრიგად, სასამართლოს, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე შ---------------------------–-----–------ი“-ს დირექტორის პირველი მოადგილე არ იყო საპროცესო წარმომადგენელი პირი განსახილველ საქმეზე, არ გამოუცხადებია შესვენება და არ უცდია, რომ მიეცა შესაძლებლობა პროცესზე მისული, მოპასუხის ერთ–ერთი ხელმძღვანელი პირისთვის გამოესწორებინა ხარვეზი, არ მიუცია გონივრული ვადა შ---------------------------–-----–------ი“-სათვის, რომ ამ საქმეზე უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე.

 

აპელანტის მოსაზრებით, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე შ---------------------------–-----–------ი“-ს პირველმა მოადგილემ ჩაიბარა რა სასამართლოს უწყება გამოცხადდა სასამართლოში დათქმულ დროს, მაგრამ წარმოიშვა წარმომადგენლობითი ხარვეზი (რაც ორ სხვადასხვა სასამართლო დავაზე დანიშნული სხდომების აღრევამ განაპირობა), ამიტომ ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება როგორც სანქცია არ უნდა ყოფილიყო გამოტანილი. ამასთან, დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე შ---------------------------–-----–------ი“-ს წარმომადგენელ ვ----------–---–-სათვის ცნობილი არ იყო 2018 წლის 7 მარტს 11 სთ-ზე პროცესის დანიშვნის შესახებ და იგი ზუსტად იმ დროს, როგორც ადვოკატი მონაწილეობას იღებდა ქ. რ-------–-----------------–--------–----------------------ში, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ა-----–----------–---–ის საქმეზე საპროცესო მოქმედებაში, რა დროსაც დაახლოებით 11-სთ-სა და 09 წთ-ზე მას მობილურზე დაუკავშირდა კ--------------------–--ე, რომელსაც უთხრა, რომ იმყოფებოდა ქ. რ-------–-------–----------------------ში, რის გამოც იმჟამად ვერ შეძლებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უნდა ჩათვლილიყო მოპასუხე შ---------------------------–-----–------ი“-ს წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.

 

აგრეთვე, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ საჩივრის ავტორს (კლინიკას) თავისუფლად შეეძლო 2018 წლის 7 მარტს, 11 საათამდე მოეხდინა სასამართლოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმირება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, ვინაიდან ვ----–---------–---–მა შეტყობინება პროკურატურიდან მიიღო 2018 წლის 6 მარტს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ და შესაბამისად შეუძლებელი იყო ამის თაობაზე იმავე 6 მარტს სასამართლოს შეტყობინება, ხოლო, მეორე დილით, 7 მარტს იგი იძულებული იყო ადრე, სამუშაო საათების დაწყებამდე გამგზავრებულიყო ქალაქ რუსთავში იმისთვის რომ დროულად გამოცხადებულიყო საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, ვ----–---------–---–ისთვის ცნობილი იქნებოდა თუ არა მოცემულ დავაზე სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე, ის მაინც ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას, ზემოხსენებულ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის თაობაზე შეტყობინების გამო, ასეთი შეტყობინების დროისა და თავად საპროცესო მოქმედების დროისა და ხასიათის გამო.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი დამატებით განმარტავს, რომ გ--------–-–---ის სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლისა. კერძოდ, მოცემულ კონკრეტულ საქმეში მოსარჩელე ვ--–-–---ის მოთხოვნა უსაფუძვლოა არა მხოლოდ ვალდებულების არარსებობის გამო, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ იგი ხანდაზმულია თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლისა და ამასთან, არანაირი წერილობითი, შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ არსებობდა, შესაბამისად არ არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანება.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სსკ-ის 385.1. მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლები, რის გამოც შ---------------------------–-----–------ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ხოლო, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 07 მარტს, 11 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, შ--------------------------–-----–----რს" მოსამზადებელი სხდომის უწყება ჩაბარდა 2018 წლის 16 თებერვალს (ს.ფ.291). როგორც საფოსტო უკუგზავნილიდან დგინდება, უწყება ჩაბარდა შ--------------------------–-----–----რის" წარმომადგენელს ა----------–---–ს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოში 07.03.2018 წელს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარის (აპელანტის) წარმომადგენელი, თუმცა, სხდომაზე გამოცხადებულმა შ---------------------------–-----–------ის“ დირექტორის მოადგილემ კ--------------------–--ემ განმარტა, რომ იგი პროცესზე შეცდომით იყო მისული, რადგან მიიჩნია, რომ მივიდა სხვა დავის ფარგლებში დანიშნულ პროცესზე, სადაც თავად უნდა მიეღო მონაწილეობა. მანვე განმარტა, რომ თავად ჩაიბარა სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება და რომ აღნიშნული პროცესის შესახებ მას არ მიუწოდებია ინფორმაცია ვ----–---------–---–ისათვის, რადგან ეგონა, რომ დანიშნული იყო პროცესი სხვა საქმეზე, რომელზეც თვითონ უნდა მიეღო მონაწილეობა. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ---------------------------–-----–------ის“ წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 07 მარტს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, იგი იმყოფებოდა ქ. რ-------–-----------------–--------–----------------------ში, სადაც იცავდა ა-----–---------–---–ის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე. დასახელებული საპროცესო მოქმედება ქ-------------–--------–---------------------ამ დანიშნა მასთან შეთანხმების გარეშე 2018 წლის 07 მარტს 11:00 საათზე და მასში დაცვის მხარის სავალდებულო მონაწილეობის შესახებ სატელეფონო შეტყობინებით გამომძიებელმა აცნობა წინა დღეს - 06 მარტს, დაახლოებით 19:00 საათისათვის, რა დროსაც შეუძლებელი იყო სასამართლოსთვის აღნიშნულის შესახებ შეტყობინება (მტკიცებულება: ს/ფ. 321).

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის ინტერესებს აღძრულ სარჩელთან მიმართებაში წარმოადგენდა ვ----–---------–---–ი, რომელიც საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას 07.03.2018 წელს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სასამართლოს სხდომაზე ვ----–---------–---–ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ 07.03.2018 წელს, სასამართლო სხდომის დროს იგი იმყოფებოდა ქ. რ-------–-----------------–--------–----------------------ში, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის - ა-----–---------–---–ის ინტერესების დაცვის მიზნით. აღნიშნულთან დაკავიშირებით, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს გამომიძიებლის - გ----------------ის მიერ 2018 წლის 07 მარტს გაცემულ ცნობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ განრიდების პროცესს, რომელიც დანიშნული იყო 2018 წლის 07 მარტს N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, ესწრებოდა ა-----–---------–---–ის ადვოკატი ვ----–---------–---–ი. ხოლო, პროცესი მიმდინარეობდა 11:00 საათიდან 14:00 საათამდე (ს/ფ. 321). პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ვ----–---------–---–ისათვის ქ-------------–--------–---------------------აში 7 მარტს დანიშნული განრიდების პროცესის თაობაზე ცნობილი გახდა წინა დღეს, კერძოდ, 6 მარტს 18:30 საათზე ტელეფონის საშუალებით, რაც დასტურდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 11 აპრილის ცნობით (ს/ფ. 331). შესაბამისად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას 2018 წლის 07 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის ვ----–---------–---–ის გამოუცხადებლობა უნდა შეფასდეს საპატიოდ, რაც ქმნის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

შესაბამისად, პალატა იზიარებს საპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.03.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 04.05.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ---------------------------–-----–------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.03.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 04.05.2018 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა