განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002603631
საქმე №1/ბ-683-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- გ------ის ძე ნ-----ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 15 ო----------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხულოს რაიონი სოფელი წ---–-,გ------ ა-–---–ას ძე ნ-----ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 06 ი-----, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხულოს რაიონი სოფელი წ---–-,მ----–--- ა-----–ის ასული ნ-----ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 01 თ--------–ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხულოს რაიონი სოფელი წ---–-,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ 1. დ----- ნ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად. 2. გ------ ნ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად. 3. მ----–--- ნ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად.
რაც გამოიხატა შემდეგში:
1. 2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–-ნაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, დ----- ნ-----ემ ოჯახის წევრს, მ--–--ო ნ-----ეს ყელის არეში ხელის მოჭერით, ჩუსტის სხეულის სხვადასხვა ადგილას რამოდენიმე დარტყმითა და თმებით თრევით მიაყენა ფიზიკური ტკივილი .
2017 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 13 მაისამდე პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–-ნაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, მამამთილის გ------ ნ-----ის, მეუღლის დ----- ნ-----ის და დედამთილ მ----–--- ნ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე ოჯახის წევრი მ--–--ო ნ-----ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას , რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა .
2. 2017 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 13 მაისამდე პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–-ნაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, მამამთილის გ------ ნ-----ის, მეუღლის დ----- ნ-----ის და დედამთილ მ----–--- ნ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე ოჯახის წევრი მ--–--ო ნ-----ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას , რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა .
3. 2017 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 13 მაისამდე პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–-ნაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, მამამთილის გ------ ნ-----ის, მეუღლის დ----- ნ-----ის და დედამთილ მ----–--- ნ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე ოჯახის წევრი მ--–--ო ნ-----ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას , რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:
1. დ----- ნ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით დ----- ნ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ დ----- ნ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
2. გ------ ნ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ გ------ ნ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
3. მ----–--- ნ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ მ----–--- ნ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულების დ-----, გ------ და მ----–--- ნ-----ეების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულთა პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ ის გარემოება, რომ დ-----, გ------ და მ----–--- ნ-----ეები არაკანონმორჩილი პირები არიან. მათ მიერ ჩადენილი ქმედება დაკავშირებულია ოჯახურ ძალადობასთან, რასაც შესაძლოა გამოეწვია უფრო მძიმე შედეგი. მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი განზრახი ქმედებები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკილი პირები არიან და მათგან მოსალოდნელია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის განმეორებით ჩადენა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე ის გარემოება, რომ დ-----, გ------ და მ----–--- ნ-----ეებს ქმედებები პირდაპირი განზრახვით ჰქონდათ ჩადენილი და მათ გაცნობიერებული ჰქონდათ ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაუშვეს კიდეც არსებული შედეგიის განხორციელების გარდაუვალობა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----- ნ-----ის, გ------ ნ-----ის და მ----–--- ნ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ----- ნ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გ------ ნ-----ის და მ----–--- ნ-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ--–--ო ნ-----ის ჩვენებით, მოწმეების - თ----- ხ-----ის და ხ------ა ხ-----ის ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ დ----- ნ-----ის, გ------ ნ-----ის და მ----–--- ნ-----ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულებს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მათ მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებენ ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მათი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულებს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულების დ----- ნ-----ის, გ------ ნ-----ის და მ----–--- ნ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
1. დ----- ნ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით დ----- ნ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელ ვადით.
მსჯავრდებულ დ----- ნ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
პირობით მსჯავრდებულის დ----- ნ-----ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
2. გ------ ნ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ გ------ ნ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
3. მ----–--- ნ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ მ----–--- ნ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე