განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002515753
საქმე №1ბ/474-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ან-----–-------ს
ადვოკატის: ია----------ს
მსჯავრდებულის: ამ---------–-–---–-ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ამ---------–-–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ია----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ამ---------–-–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პ/N 0----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–-------------------------–----------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--------------–---–---------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით, ამ---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ამ---------–-–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ამ---------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ ამ---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 მაისიდან.
ამ---------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განაჩენით, ამ---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით, საიდანაც 4(ოთხი)წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5(ხუთი)წელი ჩაეთვალა პირობით, 6(ექვის)წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ---------–-–---–ს შეუმცირდა სასჯელი და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 27 იანვარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის განაჩენით, ამ---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით (სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4(ოთი)წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2(ორი)წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ამ---------–-–---–- პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 30 ივნისს.
2018 წლის 22 მაისს, ქ-------–--–---–-----------------–---------------ში მდებარე, სავაჭრო ცენტრ „გა-–-----------–--–ი“ არსებულ მაღაზიაში „ელ---------ი“, დაახლოებით 19:00 საათზე, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ამ---------–-–---–-, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ელ---------ი გეს“ კუთვნილ, 29 ლარად ღირებულ ფეხსაცმელს; 2 ცალ სპორტულ მოსაცმელს, თითოეულს ღირებულს 49 ლარად; 53 ლარად ღირებულ ჟილეტს და 21 ლარად ღირებულ მაისურს. ამ---------–-–---–-ს ქმედებით შპს „ელ---------ი გეს“ მიადგა 201(ორას ერთი)ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ამ---------–-–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ია----------მ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ამ---------–-–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ამოღებული იქნა შვიდი ცალი მუყაოს ქაღალდი მათზე არსებული წარწერებით, რომლებიც არ ემთხვევა იმ ნივთების ინდივიდუალურ ნიშანთვისებებს, რაც ამოღებული იქნა ამ---------–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 ცალი „პლასმასის“ საგანი, ამ---------–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას კი სულ 5 დასახელების ნივთი იქნა ამოღებული. ასევე ერთ-ერთ მუყაოს ქაღალდზე ფეხსაცმლის ზომად მითითებულია 42, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფეხსაცმლის ზომა კი არ არის 42. გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარის განმარტებით, დაზარალებულის წარმომადგენლის - ლე--–---------ს ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს. ამ უკანასკნელმა სასამართლოს წინაშე განმარტა, რომ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში აკვირდებოდა ამ---------–-–---–ს და არ დაუკარგავს იგი თვალთახედვის არედან, თუმცა ეს გარემოება ვერ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. რაც შეეხება სამართალდამცავებს - აბ------–----–---–-ა და და-----------------–ს, აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველები და მათ ამ---------–-–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, მიუთითა ლე--–---------მ.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ამ---------–-–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა ლე--–---------მ განაცხადა, რომ მუშაობს ქ.თ---–--–--------------–---------------ში მდებარე „გა-–-----------–--–ი“ არსებულ შპს „ელ---------ის“ მაღაზიაში მენეჯერის თანამდებობაზე. 2018 წლის 22 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 17:00 საათზე, მაღაზიაში შევიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთ-ერთი მათგანი გავიდა ცალკე განყოფილებაში, ხოლო მეორემ, რომელიც ატარებდა ცისფერ ზურგჩანთას (მიუთითა ბრალდებულ ამ---------–-–---–ზე), აიღო შავი ფერის მაისური, ხელით მოხსნა ე.წ. „ალარმი“ და ჩაიცვა. ამის გამო მოწმემ დაიწყო მასზე დაკვირვება. შემდეგ აღნიშნულმა პირმა აიღო „დუტის“ ჟილეტი და მასაც მოხსნა ე.წ. „ალარმი“. ხსენებული „ალარმები“ მან დახლის ქვემოთ ტანსაცმელში ჩატენა. ამის შემდეგ მან აიღო ორი ცალი სპორტული „ჟაკეტი“, იგივენაირად მოხსნა მათ სასიგნალო მოწყობილობები, რომლებიც იმავე ადგილას განათავსა. ბოლოს კი დაეუფლა ფეხსაცმელს. ამ---------–-–---–ს მაისური და „დუტის“ ჟილეტი ტანთ ეცვა, ხოლო ორი სპორტული „ჟაკეტი“ და ფეხსაცმელი ჩანთაში ჩაიდო. მოწმე მიყვებოდა მას სალაროსაკენ და ფიქრობდა, რომ ეს პირი აღებული ნივთების ღირებულებას გადაიხდიდა, თუმცა ვინაიდან მათი საფასური არ გადაიხადა და მაღაზიის ტერიტორია დატოვა, მოწმემ დაუძახა მოლარეს - თა----------------–---–ს და სთხოვა დახმარება; იგი ამ---------–-–---–ს მიჰყვებოდა ისე, რომ თვალთახედვის არედან არ დაუკარგავს და პარალელურად გამოიძახა პოლიცია. მაღაზიიდან გასული ამ---------–-–---–- შეაჩერა და უთხრა, რომ მის მიერ დაუფლებული ნივთები იყო მათი მაღაზიის საკუთრება. ამ---------–-–---–მა უარი განუცხადა ზურგჩანთის გახსნაზე, რა დროსაც მალევე მივიდა პოლიცია და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მისგან ამოიღეს მაღაზიიდან მოპარული 29 ლარად ღირებული ფეხსაცმელი; ორი ცალი სპორტული მოსაცმელი, თითოეული ღირებული 49 ლარად; 53 ლარად ღირებული ჟილეტი და 21 ლარად ღირებული მაისური. მაღაზიას საერთო ჯამში მიადგა 201 ლარის ოდენობით ზიანი.
მოწმე ლე--–---------მ თანმიმდევრულად და დეტალურად მოახსენა სასამართლოს „გა-–-----------–--–ი“ არსებულ შპს „ელ---------ის“ მაღაზიაში 2018 წლის 22 მაისს 17:00 საათიდან განვითარებული მოვლენები. მიუთითა მსჯავრდებულ ამ---------–-–---–-ს მაღაზიაში შესვლისა და გადაადგილების დეტალებზე, ასევე განმარტა, თუ რატომ მიიქცია მისი ყურადღება მსჯავრდებულმა და ამ უკანასკნელის თითოეული მოქმედების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. მან დეტალურად აღწერა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებსაც ე.წ. სასიგნალო მოწყობილობები მოხსნა მსჯავრდებულმა და დაეუფლა. ასევე მხარეთა შეკითხვებზე დაადასტურა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვალთახედვის არედან არ დაუკარგავს ამ---------–-–---–-, ვინაიდან იგი საეჭვოდ იქცეოდა, დაჰყვებოდა მას უკან და აკვირდებოდა, თუმცა მისი დარბაზში ყოფნისას არაფერი მოიმოქმედა, იმის გამო, რომ შესაძლოა ამ---------–-–---–ს მაღაზიიდან გასვლამდე სალაროსთან გადაეხადა დაუფლებული ნივთების საფასური. საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული მისი მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა, რაც განაპირობებდა სასამართლოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.
ლე--–---------ს ჩვენება ურთიერთთავსებადია და გამყარებულია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმე თა---------------–---–-ს ჩვენებით. მან თანმიმდევრულად და ლე--–---------ს ჩვენების იდენტურად აღწერა ამ---------–-–---–-ს მიერ „ელ---------ის“ მაღაზიიდან ტანსაცმლის და ფეხსაცემლის დანაშაულებრივი გზით დაუფლებასთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები. კერძოდ, აღნიშნა, რომ „გა-–-----------–--–ი“ არსებულ შპს „ელ---------ის“ მაღაზიაში არის მოლარე. 2018 წლის 22 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაუძახა მაღაზიის მენეჯერმა ლე--–---------მ და სთხოვა დახმარება, რადგან შემჩნეული ჰყავდა ერთი პიროვნება, რომელიც მაღაზიიდან იპარავდა ნივთებს. მოწმე და ლე--–--------- გავიდნენ მაღაზიიდან და გაემართნენ აღნიშნული პიროვნებისაკენ, შეაჩერეს იგი და სთხოვეს გაეხსნა თანნაქონი ცისფერი ზურგჩანთა. ასევე უთხრეს, რომ ტანთმოსილი მაისური და „დუტის“ ქურთუკი იყო მათი მაღაზიის საკუთრება. აღნიშნულმა პირმა უარი განაცხადა, ჩანთის გახსნაზე, რის შემდეგაც მალევე მივიდა პოლიციის ეკიპაჟი. ლე--–---------მ მიუთითათ მათ მიერ შეჩერებულ პირზე, რომელსაც პოლიციამ ჩაუტარა ჩხრეკა და ამოიღეს მათი მაღაზიის კუთვნილი პროდუქცია. ესენი იყო მაისური, „დუტის“ ჟილეტი, ორი „ჟაკეტი“ და ფეხსაცმელი. მოწმემ დაადასტურა, რომ მას ამ---------–-–---–-ს მიერ ნივთების დაუფლების ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა მისგან ამოღებული ნივთები ნამდვილად იყო მათი მაღაზიის საკუთრება.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზეც და განმარტავს, რომ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით უტყუარად იქნა დადასტურებული მოწმე ლე--–---------ს ჩვენების სისწორე.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 22 მაისს, 19:20 საათზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---------------------------–--- პატრულ-ინსპექტორ აბ------–----–---–-ს მიერ, ქ-------–--–---–-----------------–---------------ში მდებარე, სავაჭრო ცენტრ „გა-–-----------–--–ი“ არსებულ მაღაზია „ელ---------თან“, დაკავებული იქნა ამ---------–-–---–-, რომლისგანაც პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ტანთცმული, “LCW CASUAL“ იარლიყის მქონე ჟილეტი და მაისური, ასევე, - მისი ზურგჩანთა, მასში არსებული, “LCW//SPORTS“ იარლიყის მქონე ორი სპორტული მოსაცმელით და ერთი წყვილი თასმიანი ფეხსაცმელი, შიდა მხარეს წარწერით “L---------“.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 22 მაისს, 21:40-22:30 სთ. პერიოდში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--- საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ნი---------------ს მიერ, ექსპერტებისა და ლე--–---------ს მონაწილეობით, დათვალიერდა ქ. თბილისში, შო---------------–------------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „გა-–-----------–--–ი“ არსებულ მაღაზია „ელ---------ში“, ლ---------- მიერ მითითებული ადგილები, საიდანაც, მისი განმარტებით, მოპარული იქნა საქონელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, მამაკაცის ტანსაცმლის სექციიდან ამოღებული იქნა ექვსი ცალი პლასტმასის ე.წ. „ალარმი“ და შვიდი ცალი ქაღალდის ნაჭერი წარწერებით - “L---------“, “LCW//SPORTS“ და “LCW CASUAL“, ფასების მაჩვენებლებით - „53 GEL”, „49 GEL”, „29 GEL” და „21 GEL”.
ამდენად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ქაღალდის ნაჭრებზე დაფიქსირებული ფასები სრულად შეესაბამება მოწმე ლე--–---------ს ჩვენებას ამ---------–-–---–-საგან ამოღებული „დუტის“ ჯილეტის, „ჟაკეტის“, ფეხსაცმლის და მაისურის ღირებულების შესახებ. ეს ინფორმაცია ასევე თანხვედრაშია შპს „ელ---------ი გეს“ მომართვის წერილში მითითებული, მათი კუთვნილი მაღაზიიდან ქურდობის შედეგად დაუფლებული ნივთების ღირებულებასთან. აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია თითოეული ნივთის იდენტიფიცირება მისი ღირებულებიდან გამომდინარე. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მუყაოს ქაღალდებისა და სასიგნალო მოწყობილობების რაოდენობები არ ემთხვევა ამ---------–-–---–-საგან ამოღებული ნივთების რაოდენობას. ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ფეხსაცმელსა და მის შესაბამის მუყაოს ქაღალდზე დაფიქსირებული ზომები არ არის იდენტური.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ იქნა დადასტურებული, ერთ ნივთზე ყოველთვის ერთი მუყაოს ქაღალდი და ერთი სასიგნალო მოწყობილობაა განთავსებული თუ რამდენიმე და ამ---------–-–---–მა გარდა დაუფლებულისა, სხვა ნივთებსაც ხომ არ მოხსნა „ალარმები“ ან მუყაოს ქაღალდები. ამასთან, მხოლოდ აღნიშნული უმნიშვნელო შეუსაბამობები ვერ გახდება კანონის სრული დაცვით მოპოვებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი, რომლის თანახმადაც უტყუარად დადასტურდა, რომ ამ---------–-–---–ს ტანზე ეცვა და ასევე ზურგჩანთაში მოთავსებული ჰქონდა მაღაზია „ელ---------ის“ პროდუქცია.
წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; შესაბამისი ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. მათ შორის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს ამ---------–-–---–- და მასში ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა არ დაუფიქსირებია. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და ოქმების სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--- პატრულ-ინსპექტორებმა აბ------–----–---–-ა და და-----------------–-ა, ასევე გამომძიებელმა ნი---------------მ და ექსპერტმა გი----------------ა. მათ თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად აღწერეს როგორც ამ---------–-–---–-ს პირადი ჩხრეკის, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა. დაცვის მხარემ სათანადო არგუმენტაციით ვერ შეძლო დაესაბუთებინა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების პირადი ინტერესი მსჯავრდებულის მიმართ, რის გამოც მათ შესაძლოა მოეხდინათ მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ფორმალურად ეცადათ ქურდობის ჩადენაში ამ---------–-–---–-ს დადანაშაულება.
ამ---------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საბოლოო სიტყვით სარგებლობისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მაღაზიაში იმყოფებოდა, თუმცა, იქ არაფერი მოუპარავს, არც ზურგჩანთა ეკუთვნის მას და არც მასში არსებული ნივთები. მან ირიბად მიანიშნა, რომ დანაშაული მისმა თანმხლებმა პირმა ჩაიდინა, რომლის სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მისი არასრულწლოვნების გამო მოერიდნენ. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ამ---------–-–---–მა კვლავ ახსენა, რომ იმ დღეს მაღაზიაში იმყოფებოდა სხვა პირთან ერთად. რაც შეეხება დაუფლებულ ნივთებს, განმარტა, რომ მას არც ჩანთა ჰქონია თან და არც მაისური და ქურთუკი ეცვა დაკავებისას, ეს ნივთები მისი პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ გამოჩნდა საქმეში. ბრალდებულის მიერ სასამარლოსათვის მიწოდებული ერთმანეთთნ შეუსაბამო ინფორმაციის და ცვალებადი პოზიციის შეჯერების საფუძველზე აშკარაა, რომ მისი ვერსიები არის მხოლდდამხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით მოგონილი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ---------–-–---–-ს აპელირებაზე იმ საკიხთან დაკავშირებითაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ ეფუძნება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ „ელ---------ის“ მაღაზიის ვიდეოჩანაწერებს. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვისას სრულად მოხდა მაღაზია „ელ---------იდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დემონსტრირება, სადაც ასახული იყო გაურკვეველი პიროვნების მიერ მაღაზიიდან სხვადასხვა ნივთების ქურდობის ამსახველი კადრები. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია ხსენებულ ვიდეოჩანაწერზე ჩატარებული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საშუალებითაც დადასტურებული იქნებოდა ქურდობის ჩამდენი პირისა და ამ---------–-–---–-ს იდენტურობა. თუმცა აღნიშნული მტკიცებულების წარმოუდგენლობა არ აკნინებს საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეთა ჩვენებების, გამოკვლეული ნივთების და საგამოძიებო მოქმედებების ოქმების მტკიცებულებით მნიშვნელობას, რომელთა ურთიერთანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულ ამ---------–-–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
დაცვის მხარის მტკიცება კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ამ---------–-–---–-ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.
ამდენად, პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ამ---------–-–---–-ს ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ამ---------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ამ---------–-–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ამ---------–-–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ამ----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ამ---------–-–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნულის სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ამ---------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ამ---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 მაისიდან.
5. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ამ---------–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ჟილეტი, მაისური, 2 ც. სპორტული მოსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს შპს „ელ---------ი გეს“;
- ზურგჩანთა გადაეცეს ამ---------–-–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- DVD დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;
- პლასტმასის საგნები და მუყაოს ქაღალდები განადგურდეს.
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი