განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
820100118002598258
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002598258

საქმე №1/ბ-682-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ ლ------ ძე ც-–--–--ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 02 მ------, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: შუახევის რაიონი, სოფელი მ----–---------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ ც-–--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117 -ე, 118 -ე ან 120 -ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზ------ ც-–--–--ემ 2018 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–-------ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, სახრახნისის გულმკერდის მარცხენა ნახევარში იღლიის უკანა ხაზზე მე-4 ნეკნის დონეზე დარტყმით, მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით მიაყენა თ----- ფ----------ეს.

 

ზ------ ც-–--–--ემ, 2016 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–-------ში, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ხელის დარტყმით ჩადენილი ძალადობით, თავისი ოჯახის წევრს - მეუღლეს მ----- გ--------ეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა მარცხენა მხრის არეში.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ზ------ ც-–--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის 120-ე მუხლით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ზ------ ც-–--–--ეს დაკავების და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოხმოცი) საათის ვადით და ზ------ ც-–--–--ეს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოხმოცი) საათის ვადით.

 

ზ------ ც-–--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ------ ც-–--–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზ------ ც-–--–--ე არ არის კანონმორჩილი პირი, ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ყოველთვის აყენებდა სისტემატიურ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ფიზიკურ ტკივილს, ფსიქოლოგიურ დამცირებას და ტაჯვას. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღოის რომ მსჯავრდებული არასტაბილური პირია და მიდრეკილება გააჩნია ახალი დანაშაულის ჩადენის, რასაც ასევე ცხადყოფს მისი განზრახ და განსაკუთრებუით მძიმე დანაშაულის ჩაენის გამო არაერთხელ ნასამართლობის ფაქტი.

ზ------ ც-–--–--ეს სასამართლომ დაუნიშნა ისეთი სახის სასჯელი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------ ც-–--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ------ ც-–--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების თ----- ფ----------ის და მ----- გ--------ის ჩვენებებით, მოწმეების: რ---- ბ-----ის, ნ-------–ი დ-------ის, გ------- მ-------ის, ი----- ბ-----ის, ი-----–- ს---------ის, ტ------– გ--------ის, შ--–-- ც-–--–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ფოტო-ცხრილებით, ამოღების ოქმებით, დაკავების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ------ ც-–--–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ------ ც-–--–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ზ------ ც-–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ზ------ ც-–--–--ეს დაკავების და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოხმოცი) საათის ვადით და ზ------ ც-–--–--ეს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოხმოცი) საათის ვადით.

 

გაუქმდეს ზ------ ც-–--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას ზ------ ც-–--–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბათუმი, ლ-------- ქ. №15, ბინა №-- საკადასტრო კოდი №--------------------

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ტანსაცმელი (შარვალი, პერანგი, მაისურები) საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, სისხლის ნიმუშები - განადგურდეს, ხოლო ერთი ცალი დისკი - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე