განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310--60--406010
საქმე №3ბ/2990-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ს------------- უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - ლ---- ბ---------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – მ------ კ--–-----ია, ე-- ა-----ე, ი-–-- ა-----ე
წარმომადგენელი - რ--------- ფ----ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; სამინისტროს დევნილთა ბაზაში მ------ კ--–-----იას, ე-- ა-----ისა და ი-–-- ა-----ის „კომპენსაციის“ შესახებ განხორციელებულ ჩანაწერში მოხდეს ცვლილების შეტანა და აღნიშნული პირები ცნობილი იქნან არაკომპენსირებულ დევნილ პირებად
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
2.1. მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ------ კ--–-----იას, ე-- ა-----ის, ი-–-- ა-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ს------------- 2--- წლის 3-------- N0------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ს------------- დაევალა დევნილთა მონაცემთა ბაზაში მ------ კ--–-----იას, ე-- ა-----ისა და ი-–-- ა-----ის კომპენსაციის შესახებ განხორციელებულ ჩანაწერში ცვლილების შეტანა, რომლითაც ისინი ცნობილი იქნებიან არაკომპენსირებულ დევნილ პირებად.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
მ------ კ--–-----იას და მის შვილებს: ე-- ა-----ეს (დაბადებული 1-.0-.1---წ.) და ი-–-- ა-----ეს (დაბადებული 2-.0-.2---–.) მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსები. მათ სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები (გაცემის თარიღი 1-.0-.2---–.), რომლებშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე უფიქსირდებათ აფხაზეთი, გ---–-----–-, ს. დ-------, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად - ქ. თბილისი, ვ---, დ. წ------, მ--–-------–-ს ქუჩა, ე-------. ს----. კ-----. N-. ზემოაღნიშნული პირები რეგისტრირებულნი არიან ერთ საოჯახო ნომერზე - 0---0----.
2013 წელს მ------ კ--–-----იამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, საიდანაც გაირკვა, რომ იგი შვილებთან ერთად ს------------- მონაცემთა ბაზაში ირიცხება, როგორც თანხით კომპენსირებული, სასტუმრო „----------“, მამის - ო------ კ--–-----იასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ოჯახის ყველა წევრის მიმართ ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე, ასევე, როგორც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი პირი, ე---------- კ--–-----იასათვის საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში - დ--- წ-----–-.
2016 წლის 1- მ---- მ------ კ--–-----იამ N2------- საჩივრით მიმართა ს------------- მონაცემთა ბაზაში ფულადი კომპენსაციით და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად აღნიშვნის გაუქმების თაობაზე.
ადმინისტრაციული საჩივრის საქმისწარმოების პროცესში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაადგინა, რომ ს------------- მონაცემთა ბაზის მიხედვით, მ------ კ--–-----ია 1--- წლიდან დევნილად რეგისტრირებული იყო ს----------–--- რაიონში, სასტუმრო ,,ა-----–-“ 1--- წლის აპრილამდე -0---0---- სარეგისტრაციო ნომერზე, ხოლო 1--- წლის აპრილიდან - 0---0---- სარეგისტრაციო ნომერზე.
2--- წლის 2--------------ს ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმებულია, ერთი მხრივ, სს სასტუმრო ,,ა-----ს“ გენერალური დირექტორის თ---------- უ----–--ას წარმომადგენელსა და, მეორე მხრივ, ო----- კ--–-----იას შორის დგინდება, რომ ო----- კ--–-----იამ და მისმა ოჯახმა დაკავებული N--- ოთახი (ლ-----) გამოათავისუფლა ერთჯერადი თანხის 1---- აშშ დოლარის, თითოეულ ოთახზე 7 0-- აშშ დოლარის, გაცემის სანაცვლოდ. კომპენსაციით დაკმაყოფილებულად ჩაითვალა სასტუმროს N--- (ლ-----) ოთახში რეგისტრირებული პირები - ო------ კ--–-----ია, ე---------- კ--–-----ია, გ------- კ--–-----ია, მ------ კ--–-----ია, თ------- კ--–-----ია, მ----- კ-------ე, ე-- ა-----ე, ი-–-- ა-----ე.
2--- წლის მ----------, მ------ კ--–-----ია რეგისტრირებულია დ--- წ-----–-, ე------- ს----. კ-----. 1-----------, სარეგისტრაციო ნომრით - 0---0----, რომელიც 2--- წლის ს----------- თვეში შეიცვალა და გადავიდა სარეგისტრაციო ნომერზე - 0---0----.
2009 წლის 2- ა-----–-, ერთი მხრივ, საქართველოს ე-------იკისა და მდგრადი განვითარების ს------------- (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და, მეორე მხრივ, ე---------- კ--–-----იას (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ე---------- კ--–-----იას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: წ------, მ--- წ-------–-- ქ. კ-----უსი N-, ს--------–---, 4-.8 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. დასახელებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ე---------- კ--–-----იამ აიღო ვალდებულება მ------ კ--–-----ია, ე-- ა-----ე და ი-–-- ა-----ე უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში, ხოლო 2.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები, არ არიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონებისა.
2009 წლის 2- ა-----–-, სახელმწიფოსაგან საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, დ--- წ------, მ.წ-------–-- ქ. ე-------. ს----. კ-----. N- (საკადასტრო კოდი: 0-----------------------) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე---------- კ--–-----იას სახელზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მ------ კ--–-----იას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით დანიშნა ზეპირი მოსმენა.
სხდომაზე გამოცხადებულმა მ------ კ--–-----იამ განმარტა, რომ 1--- წლიდან ის და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ და რეგისტრირებულნი იყვნენ ქ. თბილისში, სასტუმრო ,,ა-----–-“. 1--- წელს დაოჯახდა და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის - თ------ ა-----ის ოჯახში (ნ--–------- ფ-----------), მაგრამ დევნილად რეგისტრირებული დარჩა სასტუმროში. 2--- წელს განხორციელდა სასტუმრო ,,ა-----დან“ გამოსახლება, ოჯახმა კომპენსაციის სახით მიიღო ფულადი თანხა 1- 0-- აშშ დოლარი, რომლითაც შეიძინა საცხოვრებელი ბინა ს--------- რაიონში. იგი ამ დროისათვის რეგისტრირებული იყო სასტუმროში და ინვესტორის მიერ მამამისთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თანხით დაკმაყოფილებული აღმოჩნდა ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად, მაშინ, როდესაც იმ დროისათვის მამამისი ოჯახში აღარ ცხოვრობდა, პირადად თანხა არ აუღია, ამასთანავე, არანაირ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. 2--- წელს განქორწინდა მეუღლესთან. 2--- წლამდე ცხოვრობდა ქირით - ვ---------––-. რამდენიმე თვით შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დასთან, წ-----–-.
სხდომაზე გამოცხადებულმა მ------ კ--–-----იას დამ - ე---------- კ--–-----იამ განმარტა, რომ მან, დაახლოებით, 2--- წელს დაიკავა თავისუფალი ფართი წ-----–-. საცხოვრებლად ამ მისამართზე გადავიდა, შესაბამისად, რეგისტრაციაც იქ გაიარა. დამოუკიდებელი ე.წ. საოჯახო ნომრით. მისი და - მ------ კ--–-----იაც შვილებთან ერთად, მეუღლესთან განქორწინების შემდგომ, მასთან დარეგისტრირდა, რადგან სასტუმროდან გამოსახლების შემდგომ ფიქსირდებოდნენ როგორც ,,უმისამართოები“. დის ოჯახსაც მინიჭებული აქვს დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომერი.
საკითხის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასევე დადგინდა, რომ 2009 წლიდან მ------ კ--–-----ია შვილებთან ერთად ცხოვრობს ა--–-----–-, ც------- ქ. N1--ში. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მ------ კ--–-----იას მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სატელეფონო კომუნიკაცია შედგა მის მიერ ნაქირავები ბინის მესაკუთრესთან - გ------ ქ-----–---სთან, რომელმაც დაადასტურა მ. კ--–-----იას ც------- ქ. N1--ში ე.წ. იტალიურ ეზოში ცხოვრების ფაქტი და განმარტა, რომ 2009 წლიდან აღნიშნული პიროვნება შვილებთან ერთად ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებული სამი ოთახიდან ერთ-ერთში, უხდის ქირას 150 ლარის ოდენობით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- წლის 3-------- N0------------- გადაწყვეტილებით მ------ კ--–-----იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამინისტრომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის 13.4. მუხლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებელით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი და დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში ს------------- მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, 2--- წელს სასტუმრო ,,ა-----დან“ გამოსახლების შემდგომ, ოჯახის წევრებთან ერთად, მ------ კ--–-----ია უზრუნველყოფილი იქნა საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით და 2009 წელს, განმეორებით დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, ე---------- კ--–-----იასათვის საკუთრებაში გადაცემული - დ--- წ------, მ--–-------–-ს ქუჩა, კ-----უსი N-, ფართით 4-.8- მ2. საცხოვრებელი ფართის ფარგლებში.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- წლის 3-------- N0------------- გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო - უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
მითითებული ნორმატიული აქტის 2.1. მუხლით, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან. თუ არასრულწლოვანი პირის დაბადების რეგისტრაციისას მისი ორივე მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, პირის საცხოვრებელ ადგილად, ამ კანონის თანახმად, მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს.
ამავე საკანონმდებლო აქტის 5.3. მუხლის შესაბამისად, მისამართის მითითების გარეშე პირის რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველია. პირი ვალდებულია რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
მითითებული ნორმატიული აქტის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-4 მუხლით, განისაზღვრა ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა, სახელდობრ: გ) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი განმარტებულია, როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო; დ) დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ე) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს; თ) დევნილთა რეგისტრაცია – ს------------- მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დევნილის მოწმობის გაცემა; ი) დევნილთა ანკეტირება – ს------------- მიერ დევნილთა პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების აღრიცხვის პროცედურა; კ) მონაცემთა ბაზა – დევნილების მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო ამ კანონის შესაბამისად; ლ) დევნილი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი); მ) შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) – ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას; ნ) სათანადო საცხოვრებელი – დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა; ო) დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) – დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა; პ) მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი – საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს;
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-2 ნაწილით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამასთან, კანონის მე-4 მუხლის ,,ლ“ პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი);
ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. მე-3 ნაწილით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად, ხოლო მე-4 ნაწილით, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები მ------ კ--–-----ია და მისი შვილები: ე-- ა-----ე და ი-–-- ა-----ე წარმოადგენენ ამ კანონით გათვალისწინებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 1--- წლიდან მ------ კ--–-----ია მშობლებთან ერთად დევნილად რეგისტრირებული იყო ს----------–--- რაიონში, სასტუმრო ,,ა-----–-“, N--- (ლ-----) ოთახში, 1--- წლის აპრილამდე -0---0---- სარეგისტრაციო ნომერზე, ხოლო 1--- წლის აპრილიდან - 0---0---- სარეგისტრაციო ნომერზე. 1--- წელს დაოჯახდა, შეეძინა ორი შვილი - ე-- ა-----ე (დ---დებული 1--- წელს) და ი-–-- ა-----ე (დ---დებული 2--- წელს). წლების განმავლობაში ცხოვრობდა მეუღლის ოჯახში ნ--–------- ფ-----------, თუმცა შვილებთან ერთდ რეგისტრირებული დარჩა სასტუმრო ,,ა-----–-“. ამ პერიოდში, კონკრეტულად, 2--- წლის 2--------------ს, მოსარჩელის მამასთან - ო----- კ--–-----იასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, მ------ კ--–-----ია თანხით დაკმაყოფილებული - კომპენსირებული აღმოჩნდა ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად.
მოპასუხის პოზიციის მიხედვით, 2--- წელს სასტუმრო ,,ა-----დან“ გამოსახლების შემდგომ, მ------ კ--–-----ია ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფი-–-- საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით. ამასთან, თუკი მოსარჩელემ დაოჯახებიდან გამომდინარე შეიცვალა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, აღნიშნულთან დაკავშირებით არ განუცხადებია სამინისტროში, რის გამოც მ------ კ--–-----ია და მისი შვილები: ე-- ა-----ე (დ---დებული 1-.0-.1---წ.) და ი-–-- ა-----ე (დ---დებული 2-.0-.2---–.) საფუძვლიანად იქნენ მიჩნეულნი მამის - ო----- კ--–-----იას ოჯახის წევრებად და 2--- წლიდან კომპენსირებულ პირებად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 12.2.„ა“ მუხლის თანახმად, დევნილი ვალდებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს ს------------- საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ. ამავე კანონის მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო ამ კანონის შესაბამისად.
მნიშვნელოვანია, 2014 წლის 01 მარტამდე მოქმედი 1996 წლის 28 ივნისის ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” (2011 წლის 23 დეკემბრის N 5597 კანონით ცვლილებების შეტანამდე ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ") საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია საქართველოს 02/06/2014 წლის N1982 კანონით), რომლითაც დადგენილი არ იყო დევნილის ვალდებულება, რომ ერთი თვის განმავლობაში ეცნობებინა ს------------------ დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე. აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულება წარმოიშვა, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2011 წლის 23 დეკემბერის N5597 კანონით და 5.2.,,ა" მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დევნილი ვალდებულია: ერთი თვის განმავლობაში აცნობოს ს------------- დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ. შესაბამისად, 1--- წელს ქორწინების შედეგად, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცლის გამო, მ------ კ--–-----იას, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირს არ გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება ეცნობებინა სამინისტროსთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 4.,,ლ" და მე-13 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელე მის შვილებთან ერთად ვერ მიიჩნევა მამის - ო------ კ--–-----იას ოჯახის წევრებად და შესაბამისად, 2--- წელს კომპენსირებულ პირებად. მხოლოდ ის გარემოება, რომ შვილებთან ერთად რეგისტრირებული იყო სასტუმრო ,,ა-----–-“, აღნიშნული უპირობად არ ადასტურებს ამ ფართში მათი ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს, რაც გამორიცხავს მათ კომპენსირებულად ცნობას. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მშობლების მიერ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა და შეეფასებინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა დევნილთა (მოსარჩელეთა და მათი არასრულწლოვანი შვილების) ოჯახი, ოჯახის შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა), დევნილთა რეგისტრაციის ადგილი და რეგისტრაცია, დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სათანადო საცხოვრებელი.
ამრიგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 03-------- N0------------- გადაწყვეტილება და ამავე სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში მ------ კ--–-----იას და შვილების: ი-–-- და ე-- ა-----ეების ,,კომპენსაციის” შესახებ განხორციელებულ ჩანაწერი გამოცემულია ზემოთმითითებული საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისად სახეზეა სადავო აქტების (ნაწილის) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- , 58-ე, 63-ე მუხლების საფუძველზე ბათილად ცნობისა და ცვლილების შეტანის საფუძვლები.
მოპასუხე ასევე გასაჩივრებულ აქტში მიუთითებს, რომ მ------ კ--–-----ია შვილებთან: ი-–-- და ე-- ა-----ეებთან ერთად 2009 წელს, განმეორებით დაკმაყოფილებულად არის მიჩნეული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, დის - ე---------- კ--–-----იასათვის საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის ფარგლებში, მდებარე: დ--- წ------, მ--–-------–-ს ქუჩა, კ-----უსი N-, ფართით 4-.8- მ2.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2--- წლის მ---------- მ------ კ--–-----ია, მის შვილებთან ერთად რეგისტრირებულია დ--- წ-----–-, ე------- ს----. კ-----. 1------------ში, სარეგისტრაციო ნომერით - 0---0----, რომელიც 2--- წლის ს----------- თვეში შეიცვალა და გადავიდა სარეგისტრაციო ნომერზე - 0---0----. მითითებულ მისამართზე ასე რეგისტრირებულია მისი და - ე---------- კ--–-----ია. 2009 წლის 2- ა-----–- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება ე---------- კ--–-----იასთან, რომელსაც გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: წ------, მ--- წ-------–-- ქ. კ-----უსი N-, ს--------–---, 4-.8 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. დასახელებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ე---------- კ--–-----იამ აიღო ვალდებულება მ------ კ--–-----ია, ე-- ა----ე და ი-–-- ა-----ე უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. 2009 წლის 2- ა-----–-, სახელმწიფოსაგან საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი (საკადასტრო კოდი: 0-----------------------) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე---------- კ--–-----იას სახელზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.
სასამართლომ განმარტა, რომ უფლების შეზღუდვა შეიძლება გამოიხატოს პირისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით სარგებლობის შეზღუდვაში. ზემოხსენებული ხელშეკრულებით ე---------- კ--–-----იამ აიღო ვალდებულება მ------ კ--–-----ია, ე-- ა----ე და ი-–-- ა-----ე უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა ხელშეკრულების 2.4. პუნქტზე, რომლის შესაბამისად, აღნიშნული პირებს არ აქვთ უფლებამოსილება მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელეებს წართმეული აქვთ უფლება მიიღონ საცხოვრებელი ფართი სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, რაც უდავოდ უნდა იქნას მიჩნეული მათი უფლების შეზღუდვად. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეცნობათ ხელშეკრულების დადებამდე მის შესახებ და მიეცათ საშუალება საკუთარი მოსაზრება წარედგინა ხელშეკრულებაზე, ხსენებული დოკუმენტი გაფორმებულია მათი სავალდებულო თანხმობის გარეშე. შესაბამისად, 2009 წლის 2- ა-----–-- ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში სასამართლომ მოსარჩელეები არ მიიჩნია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ სასამართლოს კონტროლის პირობებში ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორად განმარტა სამართლებრივი ნორმები, რამაც გამოიწვია უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. კერძოდ, არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ სამინისტრომ აქტი გამოსცა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების გარეშე, ვინაიდან სამინისტრომ შეისწავლა მოსარჩელის ოჯახის საკითხი და საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საცხოვრებელი ფართით ან ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გაცემის შემთხვევაში, რა როლი აკისრია სამინისტროს, ან სხვა უწყებებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში, დევნილთა რეგისტრაციას და როგორი პროცედურა იყო დადგენილი დაკანონების თუ ფულადი კომპენსაციის გაცემის შემთხევაში. უფრო მეტიც, სასამართლომ ისე იმსჯელა საქმეში არსებული მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგო ხელშეკრულებებზე, რომ არცერთი ამ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს, სასამართლოს მიერ პროცესში მონაწილეობის მისაღებად ჩაბმული არ ყოფილა და არცერთ მათგანს არ მიეცა თავისი პოზიციის დაცვისა და დაფიქსირების შესაძლებლობა.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლო არასწორ განმარტებას აკეთებს დევნილთა რეგისტრაციის თაობაზე და არასწორად უთითებს საკანონმდებლო ცვლილების ვადას. სამართლებრივი ნორმების თანახმად, რეგისტრაცია დევნილების მიმართ მნიშნელოვანი წინაპირობაა კანონით დადგენილი გარანტიების განსახორციელებლად. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია-საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება (მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი), ხოლო დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი ანუ დევნილის რეგისტრაციიის ადგილი განმარტებულია როგორც დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი იქნა განსახლებული, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა (მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი). მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება სამინისტროს დევნილთა რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული ნორმების საფუძველზე მ------ კ--–-----იას რეგისტრაციის ანუ დროებით საცხოვრებელ ადგილს 2--- წელს წარმოადგენდა სასტუმრო ,,ა-----“, N--- ოთახი (ლ-----), ხოლო 2--- წლიდან - წ------. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს დევნილს აცნობოს სამინისტროს დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ, შესაბამისად, თუკი მოსარჩელე არ ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე, იგი ვალდებული იყო წერილობით ეცნობებინა სამინისტროსთვის საცხოვრებელი ფართის გამოცვლის თაობაზე, რადგან მოქმედი სამართლებრივი ნორმების თანახმად რეგისტრაცია დევნილების მიმართ მნიშნელოვანი წინაპირობაა კანონით დადგენილი გარანტიების განსახორციელებლად. აღნიშნული ცვლილება კანონში შესულია 2005 წლიდან.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელეების და მათი ოჯახის წევრების მიმართ ჯერ სასტუმრო „ა-----ს“ ადმინისტრაციის მხრიდან - 2--- წელს, ხოლო მოგვიანებით ს------------- მხრიდან ხელმეორედ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შედეგად, მოცემულ საქმეში არსებული გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შესაძლო არსებობის შესახებ მინისტრის 1-/0-/2--- წლის N0---------- წერილით საქართველოს მთავარ პროკურორს ეცნობა. კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. მ------ კ--–-----ია, სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, 2--- წელს სასტუმრო „ა-----დან“ გამოსახლების შემდგომ, ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილ იქნა საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით და 2009 წელს განმეორებით დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, ე---------- კ--–-----იასთვის საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის ფარგლებში, რის გამოც შესაბამისი დოკუმენტაცია გადაგზავნილ იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა სამინისტროს უფლებამოსილებას წარმოადგენს და ის ამ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. საჯარო ინტერესების გათვალისწინებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს საჯარო ინტერესებისთვის მიყენებულ სიკეთეს, გამოყენებულ უნდა იქნას პირის კანონიერი უფლებისთვის ყველაზე ნაკლები ზიანის მიმყენებელი საშუალება. არჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, ანუ მიზნის მიღწევის საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს. ინტერესთა ბალანსის მნიშვნელოვან ელემენტს პროპორციულობის კრიტერიუმი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტების შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. ის ემსახურება კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გადაწყვეტილებით. აპელანტი აღნიშნავს, სამინისტრო აცნობიერებს, თუ რა მიზნის მისაღწევად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება, რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა გაითვალისწინოს და შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას, რასაც ასევე ადგილი ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და დაბრუნების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა არსებითად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, თუმცა მიიჩნევს, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რამდენადაც არ იქნა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, არ განისაზღვრა სწორად დავის საგანი, საბოლოოდ, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მ------ კ--–-----იას სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ს------------- 2--- წლის 3-------- N0------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ს------------- დევნილთა ბაზაში მ------ კ--–-----იას, ე-- ა-----ისა და ი-–-- ა-----ის „კომპენსაციის“ შესახებ განხორციელებულ ჩანაწერში მოხდეს ცვლილების შეტანა და აღნიშნული პირები ცნობილ იქნან არაკომპენსირებულ დევნილ პირებად.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. მითითებული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მოსარჩელის მოთხოვნა, ანუ სარჩელის საგანი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოში დავა იწყება სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის გზით, ამასთან, სწორედ მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანს და მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებული იყოს ნათლად, ზუსტად, არაორაზროვნად, ასახავდეს პირის რეალურ ინტერესს და შესაძლებლობას იძლეოდეს განისაზღვროს რას ითხოვს მხარე და რამდენად კანონშესაბამისია მისი მოთხოვნა. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით დადგენილია, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თუკი მოსარჩელის მიერ ვერ მოხდება მოთხოვნის სწორი ფორმულირება, სასამართლო უნდა დაეხმაროს მას მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, რაც უკავშირდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით შემოღებული ადმინისტრაციული სარჩელის სხვადასხვა სახიდან იმ სარჩელის ფორმის ამორჩევას, რომელიც მიზნად ისახავს მოსარჩელის უფლებების სრულყოფილად დაცვასა და რეალიზებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით; ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სწორედ ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად უნდა შეირჩეს წარსადგენი სარჩელის სახე, სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე და დარღვეული კანონიერი უფლების აღდგენის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობის მიხედვით. ამასთანავე, ადმინისტრაციული სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს დასაშვებობის კრიტერიუმებს, რომლებსაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს. მათ შორის, აღიარებითი სარჩელი, რომლის აღძვრის შესაძლებლობასაც ადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, წარმოადგენს მოსარჩელეთა უფლებების პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს, მაგრამ მითითებული მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელი საჭიროებს სამართლებრივი დაცვის ინტერესების არსებობის განსაკუთრებულ დასაბუთებულობას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სასამართლოს არ აძლევს უფლებას, უშედეგოდ აქციოს 25-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო-სამართლებრივი საშუალება და მოსარჩელეს მისცეს შესაძლებლობა, აღძრას სარჩელი იმ მიზნის გარეშე, რომელიც არ იძლევა უფლებათა დაცვის მყარი გარანტიების მიღწევის შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის გათვალისწინებით, აღიარებითი სარჩელი შესაძლოა პირობითად დაიყოს აქტის არარად აღიარების, უფლების არსებობა-არარსებობის, სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ სარჩელებად. ამასთან, საჯარო სამართლებრივი ურთიერთობებთან დაკავშირებული კონფლიქტების არაერთგვაროვანი სამართლებრივი ხასიათი განაპირობებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების მკვეთრ თავისებურებებს, რაც სხვადასხვა საპროცესო წესების და საპროცესო მოქმედებათა დადგენით გამოიხატება, მათ შორის, თვისობრივად განსხვავებულია კანონმდებლის მიდგომა ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
,,აღიარებითი სარჩელი, როგორც სარჩელის ერთ-ერთი სახე, არის პროცესუალური დაცვის სამართლებრივი ინსტიტუტი, მისი მეშვეობით არ ხდება მოსარჩელის მატერიალური უფლებების უშუალო განხორციელება, რამდენადაც აღიარებითი სარჩელით დგინდება უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა. მოცემული სახის სარჩელებთან მიმართებაში პროცესუალური კანონმდებლობით დაწესებულია დასაშვებობის წინაპირობები (ასკ-ის 25.2), კერძოდ, სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა გაირკვეს სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, კანონიერი ინტერესი გამოხატული უნდა იყოს პირის მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში. პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. გარდა ამისა, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობას გამორიცხავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24 მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია მაშინ, როდესაც აღიარების ინტერესი მიმართულია ურთიერთობის მონაწილის მიმართ და ეს ურთიერთობა მოსარჩელის უფლებას ან კანონიერ ინტერესს არღვევს. აღიარებითი სარჩელი არ არის დასაშვები, თუ იგი აბსტრაქტული სამართლებრივი საკითხის, ზოგადი უფლების ან ვალდებულების, ფაქტობრივი გარემოების ან სამართლებრივი ურთიერთობის არადამოუკიდებელ ნაწილს ეხება." (საქართველოს უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის №ბს-510-503 (კს-15) გადაწყვეტილება)
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის №ბს-827-793(კ-06) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას შეცილების ან მავალდებულებელი (მიკუთვნებითი) სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლებით დადგენილი საფუძვლით, ანუ შეცილებისა და მავალდებულებელი სარჩელების აღძვრის შესაძლებლობა გამორიცხავს განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მოთხოვნით აღიარებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. გარდა ამისა, აღიარებითი სარჩელი ყოველთვის გულისხმობს მოდავე მხარეებს, ანუ მოსარჩელისა და შესაბამისი მოპასუხის არსებობას, რომელიც უნდა ედავებოდეს მოსარჩელეს გარკვეულ უფლებაში და სახეზე უნდა იყოს მათ შორის დავა. აღიარებითი სარჩელისგან განუყოფელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესიც, რომლის არსებობაც აუცილებელია აღიარებითი სარჩელის სასამართლოს მიერ მიღებისა და განხილვისთვის. ამასთან, აღიარებითი სამოქალაქო სარჩელისგან განსხვავებით, აღიარებითი ადმინისტრაციული სარჩელის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ იგი დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, აღნიშნული ნაწილის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ კონკრეტული სარჩელი შეუძლებელია იყოს ერთდროულად, როგორც აღიარებითი, ისე მავალდებული (მიკუთვნებითი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით ადმინისტრაციული სარჩელის სხვადასხვა სახის შემოღება მიზნად ისახავს მოსარჩელის უფლებების სრულყოფილად დაცვასა და რეალიზებას. ამასთან, აღიარებითი სარჩელის თავისებურებიდან გამომდინარე, იგი არ უნდა გახდეს სხვა სახის სარჩელების დასაშვებობისგან თავის დაღწევის საშუალება. გარდა ამისა, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა, რომ მიზნის მიღწევა სხვა სახის სარჩელის წარდგენით, კერძოდ კი, საქართველოს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლების შესაბამისად, შეუძლებელი უნდა იყოს.
კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე ითხოვს: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას; 2. სამინისტროს დევნილთა ბაზაში მ------ კ--–-----იას, ე-- ა-----ისა და ი-–-- ა-----ის „კომპენსაციის“ შესახებ განხორციელებულ ჩანაწერში ცვლილების შეტანას და აღნიშნული პირების არაკომპენსირებულ დევნილ პირებად ცნობას. ამდენად, ფაქტობრივად მეორე სასარჩელო მოთხოვნა მხარეს ჩამოყალიბებული აქვს აღიარებითი სარჩელის ფორმით მაშინ, როდესაც მხარის მოთხოვნის ფორმირება და მისი მიზნის მიღწევა შესაძლებელია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლების ფარგლებში. შესაბამისად, მეორე სასარჩელო მოთხოვნა საჭიროებს დაზუსტებას და სწორ სამართლებრივ ჩამოყალიბებას გადაწყვეტილებაში განმარტებული, ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მართალია, ერთი მხრივ, სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებული უნდა იყოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის რომელიმე სახით, თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, შერჩეული სარჩელის ფორმა პასუხობდეს მხარის რეალურ ინტერესს, შესაძლებელს ხდიდეს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. ამრიგად, მოთხოვნა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ისე უნდა იქნას წარდგენილი, რომ მიღწევადი გახდეს მხარის ინტერესი. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია კომბინირებული სარჩელის წარდგენა, როდესაც მხარე ერთდროულად რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნას წარადგენს, რომლითაც შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას როგორც აქტის ან ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ისე ახალი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების დავალება. საყურადღებოა, რომ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელში მხარის მიერ მოთხოვნილ უნდა იქნას ყველა იმ აქტის ბათილად ცნობა, რომელმაც ხელყო მოსარჩელის ინტერესი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 3-------- N0------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მ------ კ--–-----იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მ------ კ--–-----ია ითხოვს ს------------- დევნილთა მონაცემთა ბაზაში კომპენსირებულად მონიშვნის გაუქმებას. თავის მხრივ, მოსარჩელე შვილებთან ერთად სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ირიცხება: 1. როგორც თანხით კომპენსირებული, სასტუმრო „----------“, მამის - ო------ კ--–-----იასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ოჯახის ყველა წევრის მიმართ ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე; 2. როგორც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი პირი, ე---------- კ--–-----იასათვის საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში - დ--- წ-----–-. ამდენად, მოსარჩელე, მართალია, ითხოვს არაკომპენსირებულად ცნობას, თუმცაღა მის კომპენსირებულად მიჩნევას საფუძვლად უდევს ორი ურთიერთდამოუკიდებელი ფაქტი, რომლებიც ო----- კ--–-----იასა და ე---------- კ--–-----იასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე აღმოცენდა, მოსარჩელის მიერ კი მითითებული საფუძვლები გასაჩივრებული არ არის. ,,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებელით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი და დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ამდენად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა უშუალოდ უკავშირდება იმის დადგენას, ხომ არ აქვს პირს უკვე მიღებული საცხოვრებელი და რამდენად კანონიერია ეს საფუძველი - კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულებები.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე შეაფასა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები, რომ მხარეს არ დააზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორმა სწორად აღნიშნა, რომ სასამართლომ ისე იმსჯელა საქმეში არსებული მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგო ხელშეკრულებებზე, რომ არცერთი ამ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს, სასამართლოს მიერ პროცესში მონაწილეობის მისაღებად ჩაბმული არ ყოფილა და არცერთ მათგანს არ მიეცა თავიანთი პოზიციის დაცვისა და დაფიქსირების შესაძლებლობა. პალატა მიუთითებს, რომ, პირველ ყოვლისა, ზუსტად უნდა განისაზღვროს და ჩამოყალიბდეს სასარჩელო მოთხოვნები, ხოლო შემდეგ ასევე უნდა შეფასდეს მითითებულ ხელშეკრულებათა მონაწილე მხარეების განსახილველი დავის ფარგლებში მონაწილეობის საპროცესო სტატუსი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა მოხდეს სასარჩელო მოთხოვნათა ზუსტად განსაზღვრა, რაც გულისხმობს მოთხოვნის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და სახით ჩამოყალიბებას და იმგვარ ფორმულირებას, რომ მხარის ინტერესის მიღწევა, დარღვეული უფლების აღდგენა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, შესაძლებელი იყოს. შემდგომში კი უნდა დაზუსტეს პროცესში მონაწილე მხარეები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასაზუსტებელია სასარჩელო მოთხოვნები, უნდა მოხდეს მათი სწორი ფორმულირება, რასაც უშულოდ უკავშირდება გამოსაყენებელი კანონმდებლობის დადგენა, პროცესის მხარეთა ზუსტად განსაზღვრა, დავის სწორად გადაწყვეტა, მოდავე მხარეთა მიერ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვისა და მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისა უზრუნველსაყოფად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში სასამართლო ხარჯების საკითხი წყდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნდება, სასამართლო ხარჯების საკითხი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყდეს.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 385-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მანანა ჩოხელი