განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
330100118002629932
ინსტანცია
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002629932

საქმე №1ბ/451-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ლ-------------ის,მსჯავრდებულ - ლ-------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ-------------–---–ის და მისი ადვოკატის ნ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლ-----------–--------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------–------–--–-----------–-------------------–--------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–--–-----------–------------–---------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით:

 

ლ--------------–--ლი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

ლ--------------–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 ივლისიდან.

 

ლ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ 2018 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ---–--–-------------–-------------–------------–---------------–------–-----------–--------აში“ ლ-------------–---–ი გამოძიებისათვის ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ერთ ცალ დ------ს, ერთ ცალ მოშავო ფერის იუპიესს, ერთ ცალ პერსონალური კომპიუტერის კლავიატურას, ხუთ ცალ პერსონალური კომპიუტერის პროცესორს, ერთ ცალ „elegance“-ის ფირმის ტელევიზორს, ერთ ცალ „canon-ის“ ფირმის პრინტერს, ერთ ცალ გამათბობელ რადიატორს, ორ ცალ რედუქტორს, ერთ ცალ ელექტროძრავისა და ერთ ცალ ზეთის ნასოსს, ოთხ ცალ პერსონალური კომპიუტერის მონიტორსა და მაღალი ძაბვის ორ ცალ ელექტროჩამრთველს. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „ს----------–------–-----------–--------ას“ შესაძლოა მიდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ-------------–---–მა და მისმა ადვოკატმა ნ-----------–-–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ ლ-------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, არასაპატიმრო სახის სასჯელის დანიშვნა.

 

აპელანტის მტკიცებით, ლ-------------–---–ი აღიარებს, რომ იგი ნამდვილად ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა „ს----------–------–------------–---------დან“ სხვადასხვა ნივთებს, თუმცა მან მარტომ შეაღწია ზემოხსენებული კომპანიის კუთვნილ შენობაში, მარტომ მოაგროვა ნივთები და დამოუკიდებლად ცდილობდა მათ გამოტანას. შემთხვევის ადგილის დათვალიერებითაც დადასტურდა, რომ ლ-------------–---–ის გარდა სხვა პირი ამ უკანასკნელთან ერთად არ ყოფილა. ამოღებული ნივთებიდან არცერთი არ არის იმ ზომის, რომ ერთმა ადამიანმა ვერ შეძლოს მისი დაუფლება და გადატანა, მით უფრო - ნაწილ-ნაწილ. ამასთან, აღებული სუნის კვალი და ბიოლოგიური მასალაც ეკუთვნოდა ლ-------------–---–ს. დაცვის მხარის მტკიცებით, სხდომზე გამოკველული მტკიცებულებებიდან, გარდა ა---–--–-–---–ის და ჯ------–ის ჩვენებებისა, არცერთი სხვა მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილზე იყო ორი პირი; რაც შეეხება ჯ------–ის და ა---–--–-–---–ის ჩვენებებს, აუხსნელი რჩება, თუ რატომ დაედევნა ორივე პირი ერთი და იმავე ადამიანს, ხოლო მესამე დარჩა შემთხვევის ადგილზე; რატომ არ ახსოვს სამართალდამცავი ორგანოს მესამე თანამშრომელს - ჯ-----------–---–ს იქ სხვა პირის არსებობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდნარე, გაურკვეველია, რა მტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო, როდესაც უტყუარად დაადგინა, რომ ლ-------------–---–მა სხვა პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა დანაშაული.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯევრდებულმა ლ-------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა ლ-------------ემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ლ-------------–---–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----- ჯ------–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 27 ივლისს, თანამშრომელმა ს------------–---მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, ლ-------------–---–ის მიერ დაუდგენელ პირთან ერთად, ქ. თბილისში, ჭ---------–-------ში მდებარე ობიექტზე ქურდობის ჩადენის თაობაზე. ჯგუფის წევრებთან - ჯ-----------–---–თან და მ------ ა---–--–-–---–თან ერთად წავიდა მისამართზე, სადაც დაინახეს, რომ შენობის ღია ფანჯრიდან ორ მამაკაცს, მათ შორის - ლ-------------–---–ს, გადმოჰქონდათ „დ------ი“ და კომპიუტერის პროცესორი. პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნულ პირებს მოსთხოვეს შეჩერება, თუმცა არცერთი მათგანი არ დაემორჩილათ და გაიქცნენ. ჯ-----------–---–ი და მ------ ახლკაციშვილი დაედევნენ ბუჩქებისაკენ გაქცეულ ლ-------------–---–ს, ხოლო თავად ი----- ჯ------–ი დარჩა ადგილზე შემთხვევის ადგილის დასაცავად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ა---–--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2018 წლის 27 ივლისს, მათი განყოფილების თანამშრომელმა ს------------–---მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თბილისში, ჭ---------–-------------ში მდებარე საწარმოში ლ-------------–---–ი დაუდგენელ პირთან ერთად ახორციელებდა ქურდობას. თანამშრომლებთან - ჯ-----------–---–თან და ი----- ჯ------–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ფარნის მინათების გზით დაინახეს, რომ შენობის მთავარი კარის გვერდით ფანჯარა იყო ღია, საიდანაც ორ პირს გადმოქონდა ნივთები. მოწმის განმარტებით, ერთი მათგანი იყო ლ-------------–---–ი, მეორე პირი კი დაუდგენელია. მათ მოუწოდეს გ-------–---–ს და მის თანხლებ მამაკაცს, რომ შეჩერებულიყვნენ, თუმცა ორივე მათგანი გაიქცა. ერთ-ერთს გაეკიდნენ თავად და ჯ-----------–---–ი, რომელიც ბუჩქნარისკენ მირბოდა. აღნიშნული პირი დაკავების შემდეგ აღმოჩნდა ლ--------------–--ლი. მოწმემ ასევე დაადასტურა ბრალდებულის პირად ჩხრეკაში მონაწილეობა და განმარტა, რომ ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ-----------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში მონაწილეობა აქვს მიღებული ლ-------------–---–ის პირად ჩხრეკაში, რომელიც განახორციელა თანამშრომელმა მ------ ა---–--–-–---–მა. ზუსტად არ ახსოვს - ბრალდებული უშუალოდ თვითონ დააკავა, თუ მ------ ა---–--–-–---–მა. პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა. მოწმემ დაადასტურა შესაბამისი საგამოძებო მოქმედების ოქმის სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელმა ი---------------მ განაცხადა, რომ არის შპს „ს----------–------–------------–---------ს“ დირექტორი და დამფუძნებელი. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ერთჯერადი პოლიეთილენის პარკებისა და ჭურჭლის დამზადება. კომპანიის ოფისი და საწარმო მდებარეობს ქ. თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭ---------–-------------ში. საწარმოს აქვს ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და საამქრო შენობა, დაახლოებით 1200 კვ.მ. ფართობის, რომელიც მიბმულია ადმინისტრაციის შენობას. 2018 წლის 27 ივლისს, დილის საათებში იმყოფებოდა საწარმოში, თუმცა იქ რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავს. იმავე დღეს, გვიან საღამოს დაუკავშირდნენ პოლიციიდან და აცნობეს, რომ საწარმოში მოხდა ქურდობის მცდელობის ფაქტი და საჭირო იყო შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად მისი ნებართვა. ვინაიდან საწარმო დავალიანების გამო იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დალუქული, ი---------------მ აღმასრულებელს აცნობა, რომ დაყადაღებული ქონების ქურდობის მცდელობას ჰქონდა ადგილი და მისგან აიღო ნებართვა შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად. ამის შემდეგ თავად მიიღო მონაწილეობა საგამძიებო მოქმედებაში და ნახა, რომ საამქრო შენობის რკინის კონსტრუქციის ფანჯარა, რომელიც იღებოდა ქვევიდან ზევით, იყო შეღებული, ფანჯარასთან ახლოს ხის სკამზე ელაგა კომპიუტერის მონიტორი და დ------ი; ასევე, შენობის შიგნით გახსნილი იყო აღმასრულებლის მიერ დალუქული კარი; სამუშაო ოთახებიდან გამოტანილი იყო კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრონივთები ჩამოტანილი იყო ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზე; პირველ სართულზე არსებული ოთახიდან კი გამოტანილი იყო სხვადასხვა ნივთები. შპს „ს----------–------–-----------–--------ას“ ქურდობის შედეგად შესაძლოა მიდგომოდა 2500 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა: ა-–------------------------------------–--------------------–---–-ა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა: ზ---------------–---–----------–-----------–----------------------------------------–--------------------------------მ დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ-------------–---–მა აღიარა ქურდობის მცდელობის ჩადენა, თუმცა განაცხადა, რომ მას აღნიშნული ქმედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად არ ჩაუდენია. მან კატეგორიულად გამორიცხა თანაამსრულებლის მონაწილეობა განსახილველ დანაშაულში; ასევე გამორიცხა მის გარდა სხვა პირის ყოფნა ხსენებული საწარმოს მიტოვებულ შენობაში და განაცხადა, რომ ყველა ნივთი მხოლოდ მან გამოიტანა საწარმოდან, რა დროსაც იგი დააკავეს სამართალდამცავებმა.

 

2018 წლის 17 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დათვალიერდა ქ. თბილისი, ჭ---------–-------------ში შპს „საქართველოს პლასტიკური წარმოება“. აღნიშნული ოქმის თანახმად: ორსართულიანი საწარმოს პირველ სართულზე არსებული ჭიშკარის გვერდით მდებარე ფანჯარა იყო ღია, ხოლო ფანჯრის მიმდებარედ ხის გრძელ სკამზე იდო მონიტორი და ვიდეოკამერების ჩამწერი ე.წ. დივეარი. დიდ საამქრო დარბაზში იდგა სხვადასხვა სახის მაქანა-დანადგარები. აღნიშნული საწარმოს ბოლოში, ღია მდგომარეობაში იყო კარი, რომელიც გადის პირველ სართულზე, ფოიეში. იატაკზე დალაგებული იყო პერსონალური კომპიუტერის მონიტორები (Samsung და hp ფირმების), მოშავო ფერის იუპიესი, კლავიატურა, 5 ცალი პროცესორი, 1 ცალი „elegance“-ის ფირმის ტელევიზორი , „canon“-ის ფირმის პრინტერი, გამათბობელი რადიატორი, მოზრდილი მომწვანო ფერის და მცირე ზომის მოლურჯო ფერის რედუქტორი, ელექტროძრავა და ზეთის ნასოსი და ასევე ორი ელექტროჩამრთველი, რომელზეც ი---------------მ განმარტა, რომ ეს ნივთები იქ არ უნდა დებულიყო, ვინაიდან დალაგებული იყო სხვადასხვა ოთახში. საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, კინოლოგიის ექსპერტის მიერ აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუშები მეორე სართულზე მდებარე ოთახებიდან. ასევე ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დამუშავდა შემთხვევის ადგილზე არსებული ნივთები, ამოღებულ იქნა თითის კვლები ფანჯრიდან, მონიტორებიდან და დ------იდან, აღებულ იქნა ანაწმენდები ჩხირებზე; ასევე ექსპერტების მიერ პირველ სართულზე არსებული ნივთების მიმდებარედ, იატაკზე ნანახი და ამოღებული იქნა ადამიანის თმისმაგვარი ღერი. ასევე ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული ნივთები, რომლებიც დაილუქა დაზარალებულის მონაწილეობით.

 

2018 წლის 22 ოქტომბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები ჩხირებზე 2 (ორი) ნიმუშად...“ მოთავსებულ კონტეინერში, წარწერით: ,,...ანაწმენდი 2 (ორი) ც. სტერილურ ჩხირზე, აღებული პირველ სართულზე, იატაკზე არსებული ტელევიზორის ზედაპირიდან“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე, არსებული ბიომასალის (ობ. №2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------–---–ს (ობ. №4; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში აღებული ბრალდებული ლ-----------–--------------–---–ის (დაბ. 18.02.1988წ) პირის ღრუს მიდამოდან...“. პაკეტში წარწერით „...მოგრძო ფორმის ლითონის საგანი, ამოღებული პირველ სართულზე არსებული იატაკიდან...“ მოთავსებულ მეტალის დეტალზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელიც იდენტიფიცირებისათვის არაინფორმატიულია. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-----------–---–მა.

 

2018 წლის 10 სექტემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ჭ---------–-------------ში მდებარე შპს „ს----------–------–------------–---------ს“ კუთვნილი პოლიეთილენის საწარმოს ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი სუნის კვლის ნიმუშები ვარგისია შემდგომი იდენტიფიკაციისათვის და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ლ-------------–---–ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშისა. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ-----------------მ.

 

2018 წლის 22 აგვისტოს სასაქონლო ექსპერტიზის №1---/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, შეფასებული საქონლის საბაზრო ღირებულებათა ჯამი შეადგენს - 1425 (ერთიათას ოთხასოცდახუთი) ლარს; ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის ნაწილი იყო დაუკომპლექტებელი და ვერ დადგინდა მათი მუშა მდგომარეობა, ხოლო ნაწილის შემოწმების სპეციფიკურობიდან ვერ მოხერხდა შემოწმება და შესაბამისად, მათი საბაზრო ღირებულება ვერ განისაზღვრა. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა რ-------------------–---–მა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ლ-------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, მსუბუქი ხასიათის სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ლ-------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები არც მსჯავრდებულს გაუხდია სადავოდ.

 

რაც შეეხება ლ-------------–---–ის მიმართ წარდეგნილ ბრალდებას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, პალატა აღნიშნავს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერააა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ ლ-------------–---–ი 2018 წლის 27 ივლისს, შპს „ს----------–------–-----------–--------აში“ თანმხლებ პირთან ერთად ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვადასხვა ნივთებს, დადასტურებულია პოლიციის თანამშრომლების - ი----- ჯ------–ის და მ------ ა---–--–-–---–ის ჩვენებებით, რომლებმაც დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს შემთხვევის ადგილზე მათი ჯგუფის მისვლის დეტალები; მიუთითეს, რომ შენობის ღია ფანჯრიდან ორ მამაკაცს გადმოქონდა სხვადასხვა დასახელების ნივთები, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლების მოწოდებას შეჩერებულიყვნენ და გაიქცნენ. მ------ ა---–--–-–---–მა დაადასტურა, რომ ის და ჯ-----------–---–ი გაედევნენ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც დაკავების შემდეგ აღმოჩნდა ლ-------------–---–ი. პალატა მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთი პირისათვის დადევნება, რა თქმა უნდა არ გამორიცხავს შემთხვევის ადგილზე მეორე დამნაშავის ყოფნის ფაქტს, რომელმაც მოახერხა გაქცევა. გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, პირის მიმართ დადევნებას და მის დაკავებას ახორციელებს პოლიციის მინიმუმ ორი თანამშრომელი; ამასთან, სავალდებულოა, რომ ერთი სამართალდამცავი დარჩეს ადგილის დასაცავად. ამ პირობებში კი ნათელია, რომ შემთხვევვის ადგილზე გასული ჯგუფი სამი თანამშრომლის შემადგენლობით, არ იყო საკმარისი ორი პირის მიმართ დევნის განხორციელებისა და მათი დაკავებისათვის. შესაბამისად, როგორც მოწმეებმა დაადსტურეს, ისინი გაედევნენ მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს, როგორც შემდეგომ აღმოჩნდა - ლ-------------–---–ს.

 

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის შეფასებას მოწმე ჯ-----------–---–ის ჩვენებასთან დაკავშირებით, თითქოს ამ უკანასკნელს ლ-------------–---–თან ერთად შემთხვევის ადგილზე არ უნახავს დანაშაულში მონაწილე პირი. მოწმეს პირდაპირი დაკითხვის ფარგლებში დაესვა კითხვა - თუ კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო მონაწილოება და შესაბამისად, მან ისაუბრა ლ-------------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის პროცედურებზე. მხარეებს სხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე და როგორ მივიდა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე, რა ვითარება დახვდათ იქ და იმყოფებოდა თუ არა ლ-------------–---–თან ერთად მეორე პირი, მოწმისათვის კითხვა არ დაუსვამთ. მათ ამ კუთხით არ გამოუკვლევიათ მოწმე ჯ-----------–---–ისათვის ცნობილი გარემოებები. თუმცა აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მისი ჩვენება ეწინააღმდეგება მოწმეების - ი----- ჯ------–ის და მ------ ა---–--–-–---–ის ჩვენებებს და თითქოს ჯ-----------–---–მა გამორიცხა ლ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა თანაამსრულებელთან ერთად.

 

ი----- ჯ------–მა და მ------ ა---–--–-–---–მა თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები და სრულიად დამაჯერებლად განაცხადეს, რომ ლ-------------–---–ი იმყოფებოდა თანამზრახველთან ერთად, რომელიც მათ მოწოდებაზე გაიქცა. სამართალდამცავების ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა. ამასთან, დაცვის მხარემ სათანადო არგუმენტაციით ვერ შეძლო დაესაბუთებინა პოლიციის თანამშრომლების ინტერესი, რომ ლ-------------–---–ი დაედანაშაულებინათ კონკრეტულად წინასწარი შემთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენაში. თუკი ადგილი ექნებოდა დაზარალებული კომპანიიდან ნივთების დაუფლების მცდელობას მხოლოდ ლ-------------–---–ის მიერ, აღნიშნული თავისთავად წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელსაც მოყვებოდა სათანადო რეაგირება და გაურკევევლია, რატომ უნდა ქონოდათ ი----- ჯ------–ს და მ------ ა---–--–-–---–ს სურვილი, ლ-------------–---–ი დასჯილიყო დამამძიმებელ გაემოებებში ქურდობის ჩადენისათვის. ამდენად, პალატის მითითებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების უტყუარი და ურთიერთთანხვედილი ჩვენებები საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ შპს „ს----------–------–-----------–--------აში“ ქურდობის მცდელობა განახორციელა ორმა პირმა, რომელთაგან შესაძლებელი გახდა მხოლოდ ლ-------------–----–ი დაკავება, ხოლო მისმა თანამზრახველმა მოახერხა გაქცევა.

 

დაცვის მხარე აპელირებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზეც და განმარტავს, რომ ლ-------------–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დამოუკიდებლად, სხვა პირების მონაწილოების გარეშე დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე ბიოლოგიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ცალკე გაგრძელდა ლ-------------–---–ის მიმართ. შესაბამისად, საგამოძიებო და სხვა სახის საპროცესო მოქმედებებიც განხორციელდა ლ-------------–---–ის ბრლეულობის დადგენის მიზნით. სწორედ ამიტომ როგორც ოდეროლოგიური, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზების წინაშე კითხვები დასმული იყო იმ ფორმულირებით, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული შესაბამისი ბილოგიური მასალა და სუნის კვალი შესაბამისობაში იყო თუ არა ლ-------------–---–ის სუნისა და ბიოლოგიური მასალის ნიმუშებთან. ამდენად, ლ-------------–---–ის იდენტიფიცირების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნებში განვითარებული მსჯელობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს, რომ შემთხვევის ადილზე აღმოჩენილიყო იმ პირის საკვლევი ნიმუშიც, რომელიც ლ-------------–---–თან ერთად მონაწილეობდა ქურდობის მცდელობაში. მით უფორ იმ პირობებში, როდესაც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მეტალის დეტალზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი არის შერეული. მხოლოდ ის გარემოება, რომ სხვა პირთა იდენტიფიცირება მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენდა ექსპერტიზის წინაშე დასმულ საკითხს, ვერ გახდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობაში ლ-------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი.

 

ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე პალატამ იქონია რა ამომწურავი მსჯელობა, მათი საერთო ანალიზი აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ 2018 წლის 27 ივლისს, ლ-------------–---–ი გამოძიებისათვის დაუდგენელ პირთან ერთად ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით საცავში - შპს „ს----------–------–-----------–--------იის“ შენობაში უკანონო შეღწევით დაუფლებოდა ხსენებული კომპანიის კუთვნილ ნივთებს, რითაც შპს „ს----------–------–-----------–--------ას“ შესაძლოა მიდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით კი პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ ლ-------------–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-------------–---–ის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულ ლ-------------–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), ასევე ის ფაქტი, რომ მისი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედება ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და სახეზე არ გვაქვს მართლსაწინააღმდეგო შედეგი. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით კი მას განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელი, რაც არის ადეკვატური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი ლ-------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ლ-------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი;

 

ლ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

ლ--------------–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 ივლისიდან.

 

მსჯავრდებულ ლ--------------–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ლ--------------–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკია“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მოშავო ფერის სანთებელა და წამლის ფირფიტა; ლ--------------–--ლისგან ამოღებული შარვალი ე.წ. ბრიჯები, მუქი მონაცრისფრო მოკლემკლავიანი მაისური, სპორტული სტილის ფეხსაცმელი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „სამსუნგი“-ს ფირმის მონიტორი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი დ------ი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „hp” ფირმის მონიტორი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 (ორი) ცალი მონიტორი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოშავო ფერის იუპიესი და კლავიატურა მონიტორი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 (ორი) ცალი პროცესორი (ქეისი), დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 3 (სამი) ცალი პროცესორი (ქეისი), დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტელევიზორი „elegance”, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „canon”-ის ფირმის პრინტერი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული გამათბობელი რადიატორი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოლურჯო და მომწვანო ფერის რედუქტორი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მაღალი წნევის ნასოსი და ელ. ძრავი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 (ორი) ელექტროჩამრთველი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თმისმაგვარი ღერი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები, დაქტილოფირებზე, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოგრძო ფორმის ლითონის საგანი, დალუქულ მდგომარეობაში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები 3 (სამი) ქილაში და ლ--------------–--ლის სუნის კვალის ნიმუში, დალუქულ მდგომარეობაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე