განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002093698
საქმე №1ბ/196-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ--------–---------ს
ადვოკატების: ს--–--------–-–---–ის, ფ---------------–---–ის
მსჯავრდებულის: ი-–----------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი-–----------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს--–--------–-–---–ისა და ფ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ი-–----------–--ის, დაბადებულის 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #3----------), ტექნიკური განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ს------------------------------–--------------–ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-–----------–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 29 აგვისტოს, ქ-------–--–----------------------–---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-–----------–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მ----------------ს. კერძოდ, ხელი დაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც მ----------------ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
ი-–----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი-–----------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ს--–--------–-–---–მა და ფ---------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ი-–----------–--ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი-–----------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს--–--------–-–---–ისა და ფ---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ი-–----------–--ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა ი-–----------–--ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-–----------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.
სააპელაციო საჩივრის ავტორები წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად ვერ დასტურდება ი-–----------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაული ჩადენა. აპელანტები მიიჩნევენ, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, სასამართლოზე მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებაში გამოკითხვისას მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს, გამოძიებამ არ მოიძია და არ დაკითხა ი-–----------–--ესა და მ----------------ს შორის კონფლიქტის შემსწრე პირები, დაზარალებულს სხეულის დაზიანებები არ მიუღია შემთხვევის ადგილზე, მან მოგვიანებით გამოიძახა პოლიცია, მართალია, ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება მ----------------სთვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, მაგრამ არ დასტურდება, რომ სწორედ ი-–----------–--ემ მიაყენა ნასარაიას სხეულის დაზიანება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, არ ეთანხმება რა აპელანტების პოზიციას, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ი-–----------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ----------------მ აჩვენა, რომ 2015 წლის მაისში ი-–----------–--ეს მიჰყიდა ნაყინის აპარატი. შეთანხმდნენ, რომ ი-–----------–--ე ნაყინის აპარატის საფასურს ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა. ჯამში ი-–----------–--ეს მისთვის (დაზარალებულისთვის) ნაწილ-ნაწილ და ისიც დაგვიანებით, გადახდილი აქვს 2300 დოლარი, თუმცა დარჩენილი თანხა კიდევ ჰქონდა მისაცემი. 2015 წლის 29 აგვისტოს, თავის მეუღლესთან ერთად ი-–----------–--ეს მიაკითხა მეტრო ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ლომბარდში, სადაც მუშაობდა ი-–----------–--ე, რომელსაც სთხოვა გადაეხადა დარჩენილი თანხა, ვინაიდან ძალიან სჭირდებოდა, ი-–----------–--ემ უპასუხა, რომ ვიდრე აპარატის ერთ-ერთ დეტალს არ უყიდდა, მანამდე არ მისცემდა ფულს. მისი (დაზარალებულის) აზრით, ეს იყო მიზეზი კ------–--ისთვის, რათა თანხა არ გადაეხადა, ამიტომ იგი (მ----------------) გავიდა გვერდით ჯიხურში და გამორთო ნაყინის აპარატი, თან უთხრა ი-–----------–--ეს, ვიდრე თანხას არ მისცემდა, აპარატს არ აამუშავებინებდა. აღნიშნულის გამო მათ შორის მოხდა კინკლაობა. ი-–----------–--ემ იგი (დაზარალებული) შეაჯანჯღარა, რის შემდეგაც მიზანმიმართულად რამდენჯერმე ხელი დაარტყა ცხვირში და წააქცია, მისმა მეუღლემ კი გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ასევე მოვიდა სასწრაფო დახმარება და ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, შემდეგ კი გადაიყვანეს „არამიანცის“ საავადმყოფოში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--------------მ (დაზარალებულის მეუღლე) დაადასტურა, რომ ი-–----------–--ეს მიჰყიდეს ნაყინის აპარატი, რაზეც კ------–--ესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა მისი (მოწმის) მეუღლე მ----------------. ი-–----------–--ე თანხას ორი თვის განმავლობაში იხდიდა, თუმცა მესამე თვეს დაიწყო მიზეზების ძებნა, რომ აპარატის ნაწილი არ ვარგოდა. იგი (ე-–--------------) მეუღლესთან ერთად წავიდა ვაგზლის მოედანზე ვალუტის გადამცვლელ ოფისში, რათა მოეთხოვათ კ------–--ისთვის თანხის გადახდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, სანამ ნაყინის აპარატის ნაწილს არ უყიდდნენ. ამის საპასუხოდ მ----------------მ აპარატი გამორთო და ი-–----------–--ეს უთხრა, რომ არ ამუშავებინებდა აპარატს, ვიდრე თანხას არ გადაუხდიდა. ამის შემდეგ მან (მოწმემ) დაინახა, რომ ი-–----------–--ე მ----------------ს მიზანმიმართულად ხელს ურტყამდა, დაახლოებით 10-ჯერ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მის მეუღლეს სისხლი წამოუვიდა, იმავდროულად, ორივენი აგინებდნენ ერთმანეთს. ვინაიდან მათ არავინ აშველებდა, დაურეკა პატრულს.
სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის ოცეულის პატრულ-ინსპექტორებმა - გ---------–---–მა და ლ--------------–---–მა განმარტეს, რომ 2015 წლის 29 აგვისტოს, ცემის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე დახვდათ მოქ. მ----------------, რომელმაც განუცხადა მათ, რომ ი-–----------–--ემ ცხვირის არეში მუშტის დარტყმით მიაყენა დაზიანება, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო. ექიმებმა ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება ნასარაიას, შემდეგ კი გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში. ადგილზე გამოიძახეს საგამოძიებო სამსახურიც, ვინაიდან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკის ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1-----ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. მ---------------- მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 29.08.15 წ-ს, 15:57 სთ-ზე (გაეწერა იმავე დღეს, 20:15 სთ-ზე). დაუდგინდა დიაგნოზი: ცხვირის ძვლების მოტეხილობა - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 29.08.15წ. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------------ემ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–----------–--ემ დაზარალებულ მ----------------ს მიმართ განახორციელა ძალადობრივი ქმედება (ურთიერთშელაპარაკებისას ხელი დაარტყა ცხვირის არეში), რითაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ი-–----------–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ი-–----------–--ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
სააპელაციო საჩივარში აპელანტები მიუთითებენ, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულ მ----------------ს და მოწმე ე-–--------------ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა გამოძიებაში გამოკითხვისას მათ მიერვე მოწოდებულ ინფორმაციებთან. სააპელაციო პალატა თავდაპირველად განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. აგრეთვე, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ,,,,,, მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა ..... სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოცემული საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულ მ----------------ს და მოწმე ე-–--------------ს ჩვენების მიცემის დროს დაცვის მხარეს არ მოუთხოვია გამოძიებაში ამ პირების გამოკითხვის ოქმების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, შესაბამისად, მ----------------ს და ე-–--------------ს გამოკითხვის ოქმები სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეულა, ხოლო მტკიცებულება, რომელიც კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში აპელანტების პრეტენზიას, რომ გამოძიებამ არ მოიძია და არ დაკითხა ი-–----------–--ესა და მ----------------ს შორის კონფლიქტის შემსწრე გარეშე პირები, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა, მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს მოიპოვოს ან არ მოიპოვოს ესა თუ ის მტკიცებულება, შესაბამისად ვერავინ აუკრძალავს მხარეს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ამა თუ იმ მტკიცებულების მოპოვებას. ამასთან, დაცვის მხარეს შეეძლო ესარგებლა მტკიცებულებათა მოპოვების უფლებით და თვითონ მოეძია და გამოეკითხა ი-–----------–--ესა და მ----------------ს შორის კონფლიქტის შემსწრე გარეშე პირები, რომელთა ჩვენებებსაც სასამართლო შემდგომ გახდიდა მსჯელობის (შეფასების) საგნად.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-–----------–--ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. სასჯელის დანიშვნისას პალატა იმავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი-–----------–--ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ი-–----------–--ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი-–----------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს--–--------–-–---–ისა და ფ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ი-–----------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ი-–----------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე