განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002497357
საქმე №1ბ/466-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ზ--------------–-ას,ადვოკატ - მ----------ს,მსჯავრდებულ - ო----------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ო----------------ის და მისი ადვოკატის მ----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ო-----------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ზ------------------–----–----------------–------------------–---------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------------------------------–----------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენით:
ო-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ო-----------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ო-----------------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ო-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 09 მაისიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ო----------------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ო----------------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. 2018 წლის 09 მაისს დაახლოებით 03:30 საათიდან, 03:40 საათამდე პერიოდში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი ო----------------ე, გამოძიებით დადგენილ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ძალაყინის გამოყენებით ცდილობდა ქ-------–--–------------------------------------–-----------–----- კორპუსის მიმდებარედ, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე განთავსებული შპს „დ--------------------------ას“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სეიფიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის დაუფლებას. ო----------------ემ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან დაკავებული იქნა დანაშაულის ჩადენისას. აღნიშნული ქმედებით შპს „დ--------------------------ას“ შესაძლოა მისდგომოდა 300 (სამასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ო----------------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---------ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენის გაუქმება და ო----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ საქმეზე მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო მხოლოდ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომლებმაც მოახდინეს ო----------------ისა და ნ-----------–-------–---–ის დაკავება. ხოლო გაზიარებული არ იქნა ო----------------ის ჩვენება, სადაც მან განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებს მის მიმართ გააჩნდათ პირადი ინტერესი, მათ მიერ ის არაერთხელ იქნა გაჩერებული ქუჩაში და გადაუღეს სურათები, რაც განმეორდა დაკავების ღამესაც. ამ ფაქტს ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული მეორე ბრალდებული ნ-----------–-------–---–იც. ამ უკანასკნელმა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში ახსნა-განმარტება მისცა პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად და იმ პირობით, რომ თუ დაასახელებდა ო----------------ეს თავის თანამონაწილედ, მას გაუკეთებდნენ განრიდებას. ამასთან, უთხრეს ისიც, თითქოს დანაშაულის იარაღზე - ძალაყინზე, აღმოჩენილი იყო ო----------------ის თითის ანაბეჭდები. აპელანტების განმარტებით, ბრალდებულმა ნ-----------–-------–---–მა სასამართლოს სხდომაზე ნათლად განაცხადა, რომ მან მარტომ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება. მის მიერ მიცემულ ჩვენებას ამყარებს დაცვის მხარის მიერ მოწმის სახით დაკითხული მ---–----------------ის ჩვენებაც, რომელიც შემთხვევის ადგილის მოპირდაპირე მხარეს იმყოფებოდა და შეესწრო ფაქტს. კერძოდ დაინახა, რომ ბანკომატის წინ ტრიალებდა მხოლოდ ერთი პიროვნება, როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო ნ-----------–-------–---–ი, რომელიც დააკავეს პოლიციელებმა, ხოლო ო----------------ე არც დაკავებამდე და არც მას შემდეგ არ დაუნახავს. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს არ უზრუნია ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, არ ჩაუტარებია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ბანკომატსა და ძალაყინზე მსჯავრდებულის სავარაუდო კვალის შესახებ. არ ამოუღია შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და დაკმაყოფილდა მხოლოდ დამკავებელი პოლიციელების ახსნა განმარტებებით.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ო----------------ემ და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ო----------------ის მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ო----------------ის მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებული კომპანიის შპს „დ--------------------------ას“ წარმომადგენელმა გ--------------ა განაცხადა, რომ მუშაობს შპს „დ--------------------------ას“ მონიტორინგის სამსახურში და მის მოვალეობაში შედის შპს კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ვიზუალური კონტროლი. 2018 წლის 9 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორიცელებისას, დაახლოებით 03:30 საათზე, მონიტორინგის სამსახურში დაფიქსირდა თ--------------------ნი, პირველი კვარტლის, მ-------------ის მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე არსებული ტერმინალის განგაშის სიგნალი. მიღებული შეტყობინებისთანავე წავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული ორი პიროვნება. სწრაფი ჩარიცხვის აპარატს აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, დაზიანებული იყო კარი და საკეტის ბუდე. დაზიანების ადგილზე აპარატს აღენიშნებოდა ლურჯი ფერის საღებავი, რომელიც კრიმინალისტების მიერ იქნა ამოღებული. მოწმე ასევე დაადასტურა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ნანახი იქნა ძალაყინი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი---------------მ განაცხადა, რომ მუშაობს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-7 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 მაისს ღამის საათებში, მეწყვილე ი----------–---სთან ერთად, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 03:30 საათზე რადიო სადგურის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების თაობაზე. ისინი გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დაინახეს, რომ ორი პირი ცდილობდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვას. ერთ-ერთი მათგანი, როგორც შემდგომ გაირკვა - ნ-----------–-------–---–ი, იყო მოხრილ მდგომარეობაში, ხელში ეჭირა ლურჯი ფერის რკინის ნაჭერი და ცდილობდა აპარატის კარის გაღებას, ხოლო მეორე პირი - ო----------------ე, ასევე იყო მოხრილ მდგომარეობაში და აპარატის კარს ეჯაჯგურებოდა. ამავე დროს ადგილზე მივიდნენ მეორე ჯგუფის თანამშრომლები ი-----–---------------–------------ე; ორივე ჯგუფმა განახორციელა დევნა ხსნებეული პირების მიმართ, რომლებიც მათი მიახლოებისთანავე გაიქცნენ. დაახლოებით 20-25 მეტრში მოხდა მათი დაკავება. კერძოდ, ი---------------მ აღნიშნა, რომ მან და ი----------–---მ დააკავეს ნ-----------–-------–---–ი, რომელმაც გაქცევის ადგილდან ახლო მანძილზე გადააგდო ლურჯი ფერის რკინის ნაჭერი. პოლიციის თანამშრომლების მეორე ჯგუფმა დააკავა ო----------------ე. მოწმე შემთხვევის ადგილზე არ დარჩენილა, დაკავებული გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი----------–---მ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი-----–---------მ განაცხადა, რომ მუშაობს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-7 განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 მაისს, მეწყვილე ლ-------------სთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით 03:00-04:00 საათზე, როდესაც ახორციელებდნენ ტერიტორიის შემოვლას, რადიო სადგურის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება, რომ თ--------------------ნის, პირველ კვარტალში, კორპუსი N8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შესული იყო განგაშის სიგნალი. მეწყვილესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც 4-5 მეტრში, გზის პირთან ახლოს არსებულ ჩასარიცხ აპარატთან დაინახეს ორი პირი. ამ დროს შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მეორე ჯგუფის თანამშრომლები - ი----------–--- და ი---------------ც. მოწმის განმარტებით, ხსენებული ორი პირიდან ერთ-ერთს, შედარებით ახლაგაზრდას ხელში ეჭირა რკინის საგანი და ცდილობდა აპარატის კარის გაღებას, ხოლო მეორე პირი - ო----------------ე ეხმარებოდა კარის გაღებაში. ი-----–---------------–------------ე იყვნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულები, გადავიდნენ ავტომანქანიდან, უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციელები და მოუწოდეს შეჩერებულიყვნენ, თუმცა ისინი გაიქცნენ და გზად გადააგდეს რკინის საგანი. სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ქვემოთ მხარეს დაახლოებით 20-25 მეტრში მათ მიერ მოხდა ო----------------ის დააკვება, ხოლო მეორე, დაახლოებით 20 წლის პიროვნება დააკავეს ი---------------მ და ი----------–---მ. მოწმემ დაადასტურა ასევე მისი მონაწილეობა ო----------------ის პირად ჩხრეკასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ო----------------ემ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. შემთხვევის ადგილზე, ჩასარიცხი აპარატიდან დაახლოებით 7 მეტრში ამოღებული იქნა ძალაყინი, რომელიც იყო ლურჯი ფერის. ხოლო ამავე ფერის ანაფხეკები იქნა ამოღებული ჩასარიცხი აპარატის ზედაპირიდან.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ-------------მ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ-----------–-------–---–მა განაცხადა, რომ 8 მაისს მეტრო „გურამიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ო-----------------ესთან და გ-----------------–---–თან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც ის და ო----------------ე ერთად წავიდნენ. ოთარი თემქაზე ცხოვრობს, თვითონ - სანზონაში. იფიქრა, რომ გააცილებდა და შემდეგ უკან დაბრუნდებოდა. გზაში განიზრახეს აპარატის გატეხვა. მისი იდეა იყო და ოთარიც დაეთანხმა, ნასვამ მდგომარეობაში იყო და ზუსტად არ ახსოვს დეტალები. შეჩერდნენ თემქაზე, მე-11 მკ/რ-ში გზაზე გაჩერებასთან მდებარე ჩასარიცხ აპარატთან და დაიწყეს ისეთი საგნის მოძიება, რომელიც გაუადვილებდათ განზრახვის სისრულეში მოყვნას. მათ მოპირდაპირე მხარეს მდებარე პროფილაქტიკიდან აიღეს ძალაყინი, რომელიც დაარტყეს აპარატს, შემდეგ ძალაყინით დაიწყო კარის გამოწევა, რაშიც ეხმარებოდა ო----------------ე. აპარატზე დარტყმისას ჩაირთო სიგნალიზაცია და გამოჩნდა საპატრულო პოლიცია, რა დროსაც ის და ოთარი აპარატიდან ქვემოთ მხარეს გაიქცნენ, მაგრამ დაახლოებით 20 მეტრში მოხდა მათი დაკავება. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაც. ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში ნ-----------–-------–---–მა თავდაპირველად მიუთითა, რომ ის და ო-----------------ე მოქმედებდნენ ერთად, შემდეგ კი აღნიშნა, რომ მარტო ტეხდა აპარატს და არავინ დახმარებია. მისი განმარტებით, ო----------------ე ამ დროს უკვე სახლში მიდიოდა და უკან დაბრუნდა იმის გამო, რომ გატეხვისას ჩაირთო სიგნალიზაცია. ამის მერე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც. ნ-----------–-------–---–მა მიუთითა, რომ ო----------------ის საწინააღმდეგო ჩვენება პროკურორის მისცა ზეწოლის შედეგად. პროკურორს ესაუბრა დაკითხვის დღესაც და წინა დღესაც, რომელმაც უთხრა, რომ თუ იმას არ იტყოდა, რაც გამოკითხვის ოქმში ეწერა, 4-დან 7 წლამდე წავიდოდა ციხეში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ-----------------–---–-ა განმარტა, რომ ო----------------ესთან, ნ-----------–-------–---–თან, მ-–-------–-------–---–------------------------------ან ერთად მისი სახლის ეზოში მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. როდესაც დალევა დაამთავრეს, ო----------------ემ მ-–-------–-------–---–ებს შესთავაზა, დარჩენილიყვნენ მასთან სახლში. ყველანი ტაქსით მივიდნენ თ--------------------ნის, პირველ კვარტალში, მე-3 საავადმყოფოს მიმდებარედ, სადაც ნ-----------–-------–---–ი გახდა შეუძლოდ, გული ერეოდა და მოფარებულში შევიდა. ო----------------ე და მ-–-------–-------–---–ი კი სახლისკენ წავიდნენ ფეხით. თავად (გ-----------------–---–ი) და გ-------------იძე კი ტაქსში ჩასხდნენ და წავიდნენ სახლებში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ-------------იძემ განმარტა, რომ არის ო----------------ის მეგობარი. შემთხვევის ღამეს ო----------------ესთან, მიხეილ და ნ-----------–-------–---–ებთან და გ-----------------–---–თან ერთად დალია ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც ო----------------ემ ალიმბარაშვილებს შესთავაზა მასთან სახლში წასვლა. ყველანი წავიდნენ ტაქსით, რა დროსაც გზაში ნ-----------–-------–---–ი გახდა ცუდად. ავტომანქნაიდან გადმოსვლის შემდეგ ოთარი და მიხეილი წავიდნენ სახლისკენ, რომელიც იქვე 100 მეტრში მდებარეობდა. მოგვიანებით მათ შეუერთდათ ნ-----------–-------–---–იც, ხოლო თავად და გ-----------------–---–ი წავიდნენ ტაქსით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ---–----------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის საღამოს კუთვნილი ტაქსით იმყოფებოდა მე-3 საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მის მოპირდაპირე მხარეს დაინახა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც გადმოვიდნენ ტაქსიდან. ზოგიერთი მათგანი ქუჩის ზედა მხარეს წავიდა, დანარჩენები ბაღში შევიდნენ, ხოლო მათი ნაწილი კვლავ ტაქსს გაჰყვა უკან. ამის შემდეგ დაინახა, რომ ერთი მსუქანი პირი დადიოდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან. ამ პერიოდში მასთან მივიდა ერთი ქალბატონი და სთხოვა სანზონაში გაყვანა, თუმცა უთხრა, რომ ცოტა ხნით დალოდებოდნენ საავადმყოფოში მყოფ მის მეგობარს. ამ დროს დაინახა, რომ ზემოთხსენებული მსუქანი ბიჭი დააკავეს პოლიციელებმა, თუმცა მას არ დაუნახია რა დააშავა ამ პირმა. მალევე მასთან მივიდა ერთი ბიჭი და ჰკითხა - თუ რა მოხდა. მან მოკლედ აუხსნა, რაც დაინახა. ამასობაში მეორე მგზავრიც გამოვიდა საავადმყოფოდან და მოწმემ ისინი წაიყვანა სანზონის მიმართულებით. ეს ბიჭი და დაკავებულის ძმა (ასე გაეცნო) მეორე დღესაც მივიდნენ მასთან მე-3 საავადმყოფოს მიმდებარედ და სთხოვეს ადვოკატისათვის ეთქვა რაც დაინახა. მოწმემ მოგვიანებით განაცხადა, რომ ტაქსიდან გადმოსული ორი პირი ჩაჯდა ისევ ტაქსში, რამდენიმე წავიდა ქვემოთ, ხოლო ხსენეული მსუქანი ბიჭი წამოვიდა ცოტა წინ და იქვე ტრიალებდა. ზემოთ არავინ წასულა და არც სკვერში შესულა არავინ, ვინაიდან სკვერი მის უკანაა და არა მის წინ. არ დაუნახავს პოლიციის თანამშრომლები როგორ მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე. იმ მსუქანი ბიჭის გარდა მეორე პირი იქ არ დაუნახავს.
ო----------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 09 მაისს 03:38 საათზე, ქ. თბილისში, თ--------------------ნის, პირველი კვარტალის, N8-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ო-----------------ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. იგი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანილ იქნა 2018 წლის 09 მაისს 03:58 საათზე. ო----------------ემ გაურკვეველი მიზეზების გამო უარი განაცხადა ოქმის ხელის მოწერაზე. ოქმის სისწორე დადასტურებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის მე-7 განყოფილების უფროსის გიორგი წამალაშვილის მიერ 2018 წლის 9 მაისს 04:00 საათზე.
ნ-----------–-------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 09 მაისს, 03:39 საათზე, ქ. თბილისში, თ--------------------ნის, პირველი კვარტალის, N8-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ-----------–-------–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. იგი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანილ იქნა 2018 წლის 09 მაისს, 04:00 საათზე. ოქმის სისწორე დადასტურებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის მე-7 განყოფილების უფროსის გიორგი წამალაშვილის მიერ 2018 წლის 9 მაისს, 04:02 საათზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------–--–---------------- მ/რაიონი, პირველი კვარტალი, მ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის გაჩერებასთან, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროის მაჩვენებელი დაფის ქვემოთ დგას „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელსაც ზედა მხარეს აწერია „EXPRESS BANK“, აპარატს წინა მხარეს შუშა აქვს დაზიანებული, ხოლო კარები არის გამოღუნული. კარის მარცხენა გვერდითა მხარეს და კარებთან აპარატის კორპუსზე აღენიშნება დაზიანების კვალი. ასევე არის დაზიანებაზე გადასული ლურჯი ფერის საღებავი, რომელიც იქნა აფხეკილი ექსპერტების მიერ და დაილუქა სპეციალურ პაკეტში. დაზიანების კვალი აღენიშნება ასევე კარების ჩამკეტის ჩარჩოზე, სადაც იყო ლურჯი ფერის საღებავი გადასული და ანაფხეკები მოთავსდა სპეციალურ პაკეტში. აპარატთან დაახლოებით 7 მეტრში ბალახებში დევს რკინის ლურჯი ფერის საგანი ე.წ. ძალაყინი, რომელიც ასევე ამოღებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და დაილუქა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა.
2018 წლის 9 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულ ნ-----------–-------–---–ის მიღებული ჩვენების პროცესში წარმოშობილი ვერსიის გადამოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ნ-----------–-------–---–მა მიუთითა გ-------–---–------------------ის მიმდებარედ არსებული მაგიდა, სადაც სვამდნენ ის, ო----------------ე და გ-----------------–---–ი, შემდეგ გაემართნენ იმ პროფილაქტიკისკენ, სადაც ო----------------ესთან ერთად აიღო ძალაყინი. მას შემდეგ ისინი გავიდნენ თემქა, მე-11 მ/რ, პირველი კვარატალი, კორპუსი #8-ის მიმდებარე ტეროტორიაზე და მიუთითა ავტობუსების გაჩერებასთან განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული აპარატის გაქურდვის დროს დააკავეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა.
2018 წლის 15 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ დასტურდება, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ნ-----------–-------–---–ის მიერ შპს „დ--------------------------ას“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სეიფიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ო----------------ესთან ერთად აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში იმხილებოდა ნ-----------–-------–---–ი, დაბადებული 1998 წლის 31 ივლისს. ვინაიდან, ნ-----------–-------–---–ი იყო 19 წლის, მასზე უნდა გავრცელებულიყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი ნორმები.
ქიმიური ექსპერტიზის N2----- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე წარმოდგენილ ძალაყინის ზედაპირზე არსებული ორშრიანი (ლურჯი - ღია მონაცრისფრო/მოთეთრო) საღებავის დანაშრევი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული საღებავის ნიმუშები (ლურჯი-ღია მონაცრისფრო/მოთეთრო) ხასიათდებიან ერთნაირი მორფოლოგიური ნიშან-თვისებებით და მოლეკულური შემადგენლობით. აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ი------------–---–-ა.
შპს „დ--------------------------ას“ მომართვის თანახმად, ქ. თბილისში, თ--------------------ლი კვარტალი, მ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს „დ--------------------------ას“ კუთვნილი სწრაფი გადახდის აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით (ტერმინალის ნომერი 12083) დაზიანებულია სწრაფი გადახდის აპარატი, ჯამში კომპანიის ზარალი შეადგენს 300 (სამასი) ლარს. 1. ტერმინალის კარკასი (დაზიანებული) – 300 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენით, ო-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოოდ, ო----------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ო----------------ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2013 წლის 7 ივლისიდან; სასჯელაღსრულების დაწესებულების ცნობის თანახმად, ო----------------ე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა 2013 წლის 07 ივლისიდან 2017 წლის 06 ივლისამდე და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად, სასჯელის ვადის გასვლის გამო.
ბრალდებულმა ო----------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს, საღამოს გ-------------იძესთან, გ-----------------–---–თან, მ-–-------–-------–---–თან და ნ-----------–-------–---–თან ერთად მიირთვა ალკოჰოლური სასმელი. ვინაიდან იყვნენ საკმაოდ ნასვამები, მან მ-–-------–-------–---–ს და ნ-----------–------–--ლს შესთავაზა მასთან დარჩენილიყვნენ. აღნიშნულზე გ-----------------–---–-ა და გ-------------იძემ თქვეს, რომ გააცილებდნენ და ყველანი ერთან ტაქსით წავიდნენ მისი სახლისკენ. ნ-----------–-------–---–ი გზაში გახდა ცუდად, რის გამოც კორპუსიდან 100 მეტრში გააჩერეს ტაქსი, ნ--------ი შევიდა სკვერში, ხოლო თავად ბრალდებულმა და მ-–-------–-------–---–მა ფეხით გააგრძელეს გზა სახლისკენ. ამის შემდეგ გავიდა გარკვეული ხანი და ნ--------ი არ ავიდან მასთან სახლში. ო----------------ე პურისა და სიგარეტის საყიდლად ჩავიდა მაღაზიაში და ამასთანავე ათვალიერებდა ნ--------ი ხომ არ იყო სადმე. იგი გააჩერა ორმა პოლიციელმა, გადაამოწმეს მისი პიროვნება და ვინაიდან იყო ნასამართლევი, წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში; უთხრეს, რომ ის და ნ-----------–-------–---–ი ქურდობის მცდელობაზე იყვნენ დაკავებულები, რაც მას არ ჩაუდენია და არის უდანაშაულო.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს მის ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ო----------------ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ი---------------მ, ივანე მიქალაძემ, ი-----–---------მ და ლ-------------მ მისცეს საკამოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. თითოეულმა მათგანმა თანმიმდევრულად და ურთიერთშესაბამისად მოახსენა სასამართლოს მათ მიერ შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები. კერძოდ, პოლიციის თანამშრომლებმა იდენტურად აღწერეს, რომ თ--------------------ნის, პირველ კვარტალში, კორპუსი N8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ თითქმის ერთობლივად, სადაც რამდენიმე მეტრში გზის პირთან ახლოს არსებულ ჩასარიცხ აპარატთან დაინახეს ორი პირი. მათ ნათლად დაადასტურეს, რომ ხსენებული ორივე პირი იღებდა მონაწილეობას სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებაში. კერძოდ, ერთ-ერთს ხელში ეჭირა ლურჯი ფერის რკინის საგანი და ცდილობდა აპარატის კარის გაღებას, ხოლო მეორე ეხმარებოდა. მოწმეთა განმარტებით, ბრალდებულები მათი დანახვისთანავე გაიქცნენ აპარატიდან ქვემოთ მხარეს, რომელთა დაკავებაც 20 მეტრში მოხდა. ასევე მათ განაცხადეს, რომ ლურჯი ფერის რკინის საგანი, რომელიც ერთ-ერთ ბრალდებულს ეჭირა, მის მიერ გადადგებული იქნა გაქცევიდან რამდენიმე მეტრში, მათ დაკავებამდე. პოლიციის თანამშროლებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ასახეს სრულყოფილად და ზედმიწევნით; მათ ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ისეთ არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, როგორიცაა ერთ-ერთი ბრალდებულის ხელში ლურჯი ფერის რკინის საგნის არსებობა და შემდგომ რამდენიმე მეტრში მისი გადაგდება, მეორე ბრალდებულის მიერ მისთვის დახმარების გაწევა ჩასარიცხი აპარატის კარის გაღებაში, ორივე მათგანის გაქცევა ჩასარიცხი აპარატის ქვედა მხარეს და მათი დაკავება შემთხვევის ადგილიდან დაახლობით 20-25 მეტრში. ამდენად, მომხდარი ფაქტის თაობაზე არცერთ დეტალთან დაკავშირებით სამართალდამცავების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ გამოვლენილა წინააღმდეგობები.
პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, აღნიშნული ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ პოლიციის თანამშრომლებს გარკვეული დაინტერესება გააჩნიათ მსჯავრდებულის მიმართ მისი წარსული ნასამართლობიდან გამომდინარე. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები დამაჯერებელი და სარწმუნოა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობების გარეშე, ურთიერთთანხვედრილად და თანმიმდევრულად მოახსენეს სასამართლოს მათთვის ცნობილი ფაქტების და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერ სათანადო არგუმენტებით ვერ იქნა გამყარებული მისი ვერსია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულისადმი რაიმე დაინტერესების არსებობის შესახებ.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11.). განსახილველ შემთხვევაში კი არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებას და სანდოობას, ხოლო სასამართლოს სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.
პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე იქნა გამოტანილი შესაბამისი დასკვნები. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქმეზე წარმოდგენილ ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებებთან, მათ შორის ო----------------ის და ნ-----------–-------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, შემთხვევის ადგილის დათავლიერების და ნ-----------–-------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს წინა მხარეს შუშა აქვს დაზიანებული, ხოლო კარები არის გამოღუნული. ასევე, კარის მარცხენა გვერდითა მხარეს და კარებთან აპარატის კორპუსზე აღენიშნება დაზიანების კვალი. დაზიანებაზე გადასულია ლურჯი ფერის საღებავი. გარდა აღნიშნულისა, აპარატთან დაახლოებით 7 მეტრში ბალახებში ნანახი იქნა რკინის ლურჯი ფერის საგანი ე.წ. ძალაყინი, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებთან, რომ ძალაყინი ეგდო აპარატიდან რამდენიმე მეტრში. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ძალაყინის ზედაპირზე არსებული საღებავის დანაშრევი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული საღებავის ნიმუშები არის ერთნაირი ნიშან-თვისებების და შემადგენლობის მქონე ნივთიერებები. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით კი დგინდება, რომ ბრალდებულმა ნ-----------–-------–---–მა აჩვენა ის ადგილი, საიდანაც დაეუფლა რკინის ძალაყინს და შემდეგ მიუთითა ჩასარიცხ აპარატზე, რომლის გაქურდვასაც ცდილობდა ო----------------ესთან ერთად. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ხოლო ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაში გაკეთებულია შესაბამისი შენიშვნები; ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია ასევე მასში მონაწილე პირთა ხელმოწერებით და ექსპერტების ჩვენებებით.
რაც შეეხება უშუალოდ მოწმე ნ-----------–-------–---–ის ჩვენებას, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თანაბრალდებულების მიერ მიცემული ჩვენებები უფრო სიღრმისეულად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული, რადგანაც ის მდგომარეობა, რომელშიც თანამზრახველები (თანაბრალდებულები) აღმოჩნდებიან ჩვენების მიცემისას, განსხვავდება ჩვეულებრივი მოწმეების მდგომარეობისგან (Romanov v. Russia, § 102). მსგავს შემთხვევებში სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნას მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც რელევანტური იყო ჩვენებების სანდოობის შეფასებისას. მათ შორის სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს თანაბრალდებულის მოტივზე, რის გამოც იგი აძლევს მამხილებელ ჩვენებას, ამასთან, გასათვალისწინებელია მისი დაკითხვის დრო, ვითარება, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის სპონტანური ხასიათი და მის მიმართ ჩვენების მიცემის მიზნით რაიმე იძულების არარსებობა.
აღსანიშნავია, რომ მოწმე ნ-----------–-------–---–მა პირდაპირი დაკითხვის ეტაპზე, სრულიად მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი დაძაბულობისა და ემოციების გარეშე მისცა ჩვენება, რა დროსაც იყო თანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ გამოვლენილა. მან ნათლად დაადასტურა, რომ ო----------------ესთან ერთად მოიძია ძალაყინი და ერთად ცდილობდნენ ჩასარიცხი აპარატის დაზიანებას, თანხის დაუფლების მიზნით. რაც შეეხება ჯვარედინი დაკითხვის დროს ო----------------ის მონაწილეობის გამორიცხვას დანაშაულებრივ ქმედებაში, პალატა მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უშუალოდ დაკითხვის მიმდინარეობას. ადვოკატი დასმული კითხვების ფორმულირებიდან გამომდინარე, მისგან მოითხოვდა მხოლოდ დაცვის მხარისათვის სასარგებლო პასუხების გაცემას. ამ დროს მოწმე ჩავარდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში; ამასთან, არაერთხელ ჰქონდა ადგილი მისი მისამართით თავად ბრალდებულ ო----------------ის მოწოდებებს ხმამაღალი ტონით, რომ მოწმეს ეთქვა „სიმართლე“. ამდენად, პალატა ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ მოწმე ნ-----------–-------–---–ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში ო----------------ე ამხილა მხოლოდდამხოლოდ პროკურორისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული მუქარის შედეგად.
პალატა მოწმის ჩვენების შეფასებისას ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ და ასევე ეროვნული კანონმდებლობით მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რის საფუძველზეც განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ნ-----------–-------–---–ს ხელს არაფერი უშლიდა - თავდაპირველადვე, პირდაპირი დაკითხვის ფარგლებში განეცხადებინა მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, თუკი ასეთს ექნებოდა ადგილი. მოცემულ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს ისეთ ვითარებასთან, როდესაც პირი გამოძიების ეტაპზე დაექვემდებარა მუქარას ან იძლებას და შემდეგ სასამართლოს წინაშე გადაწყვიტა ეთქვა სიმართლე. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე ნ-----------–-------–---–ს ჰქონდა შესაძლებლობა, ნათლად და გარკვევით ჩამოეყალიბებინა მისთვის ცნობილი მოვლენები, განაცხადა, რომ დანაშაული ჩაიდინა ო----------------ესთან ერთად. რაც შეეხება შემდგომში მის მიერ პოზიციის შეცვლას, აშკარაა, რომ აღნიშნული გახდა დაცვის მხარის მიერ დაკითხვისას შერჩეული ტაქტიკის შედეგი, როდესაც მოწმემ ღიად ვეღარ შეძლო მეგობრის დადნაშაულება მასთან ერთად ქურდობის მცდელობის ჩადენაში.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეების გიორგი კუნდუხაშვილის, გ-------------იძის, მ---–----------------ის და თავად ო----------------ის განმარტებებს, პალატა აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებები წინაარმდეგობაში მოდის როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან. ო----------------ემ, გ-----------------–---–-ა და გ-------------იძემ მიუთითეს, რომ მათ ალკოჰოლური სასმელი მიირთვეს მიშიკო და ნ-----------–-------–---–ებთან ერთად, რის შემდეგაც ეს უკანასკნელები უნდა დარჩენილიყვნენ ო----------------ესთან და ისინი ერთობლივად გააცილეს ტაქსით ბაღდავაძის საცხოვრებელ სახლამდე. ხოლო თავად ნ-----------–-------–---–მა განაცხადა, რომ მან ო-----------------ესთან და გ-----------------–---–თან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც ის და ო----------------ე ერთად წავიდნენ; იფიქრა, რომ ოთარს გააცილებდა და შემდეგ უკან დაბრუნდებოდა. ნ-----------–-------–---–ი არ საუბრობს იმ გარემოებაზე, რომ ამ დროს მათთან ერთად იყვნენ სხვა პირებიც; ასევე იგი არ ადასტურებს, რომ გზაში შეუძლოდ გახდა. წინააღმდეგობრივია გიორგი კუნდუხაშვილის, გ-------------იძის და ო----------------ის ჩვენებები იმ ნაწილშიც, რომ კუნდუხაშვილის და კობაიძის განმარტებით, შეუძლოდ მყოფი ნ-----------–-------–---–ი მალევე დაეწია სახლისაკენ წასულ ო----------------ესა და მ-–-------–-------–---–ს. თავად ბაღდავაძემ კი მიუთითა, რომ ის მიხეილ ალიმბარაშვილთან ერთად ავიდა სახლში, ნ--------ი არ მისულა მათთან და მოგვიანებით მაღაზიაში ჩასვლის შემდეგ დაიწყო მისი ძებნა.
სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა პირველი ინსტანციის სასმართლომ მოწმე მევლუდ კიპაროიძის ჩვენებასაც, რომელმაც მიუთითა არაერთ ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებაზე. მოწმე მაქსიმალურად ცდილობდა, რომ გამოერიცხა შემთხვევის ადგილზე ო----------------ის ყოფნის ფაქტი. თუმცა საქმისათვის არსებით სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, როგორიცაა შემთხვევის ადგილზე დანახულ პირთა რაოდენობა, მათი გადაადგილების მიმართულება და უშუალოდ შემთხვევის ადგილზე დარჩენილი პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება, მევლუდ კიპაროიძე აცხადებდა, რომ არ მიუქცევია ყურადღება, არ ახსოვს ან დაკითხვის სხვადასხვა ეტაპზე სცემდა არაერთგვაროვან პასუხებს, რაც მთლიანობაში დამაჯერებლობას უკარგავს მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას.
დაცვის მხარე უთითებს, რომ ბრალდების მხარემ არ დაადგინა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, არ ჩაატარა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ბანკომატსა და ძალაყინზე მსჯავრდებულის სავარაუდო კვალის შესახებ და ამასთანავე, არ ამოუღია შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რაც ნათელს მოჰფენდა შემთხვევის ადგილზე რეალურად განვითარებულ მოვლენებს. პალატა რათქმა უნდა, ბრალდების მტკიცების ტვირთს არ აკისრებს დაცვის მხარეს, თუმცა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. პალატა მიუთითებს, რომ თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობის პირობებშიც, პალატას დადასტურებულად მიჩნია, რომ საქმეზე შეკრებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევიან მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ო----------------ის მიერ შპს „დ--------------------------ას“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სეიფიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტს.
რაც შეეხება ო----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი ო----------------ე, იმ პირობებში, როდესაც ხსენებული განაჩენით განსაზღვრული ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ქონია, 2018 წლის 09 მაისს, დაახლოებით 03:30 საათიდან, 03:40 საათამდე პერიოდში, თანამზრახველ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ძალაყინის გამოყენებით ცდილობდა ქ-------–--–------------------------------------–-----------–----- კორპუსის მიმდებარედ, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე განთავსებული შპს „დ--------------------------ას“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სეიფიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის დაუფლებას, რითაც შპს „დ--------------------------ას“ შესაძლოა მისდგომოდა 300 (სამასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თამნასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე; სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ო----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რომ ო----------------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ო----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი (პირობით გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენა) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ჩადენილი ქმედების მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრადებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება და რეციდივის მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ო----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი.
ო-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ო-----------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ო-----------------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ო-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მიმენტიდან - 2018 წლის 09 მაისიდან.
ო-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ლურჯი ფერის ძალაყინი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
- სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული საღებავის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, ნ-----------–-------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე