განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002640706
საქმე №1/ბ-742-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის და მსჯავრდებულ რ----- გ-----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ----- გ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), ნასამართლევის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის ქ.------------–----------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ-------------–-------------------------–----------–ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:
რ----- გ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს _ თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი _ 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, რ----- გ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
რ----- გ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან _ 2018 წლის 23 ივნისიდან.
რ----- გ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში _ უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე და დაზარალებულ ლ--–- ც---–---ის მიერ წარმოდგენილი CD დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- გ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლიდან რ----- გ-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ--–- ც---–---ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები გ----- გ-----ე (დაბ. 31.05.2006 წ.) და მ------ გ-----ე (დაბ. 17.07.2008 წ.). 2018 წლის 17 აპრილიდან 2018 წლის 23 ივნისის ჩათვლით, რ----- გ-----ე მეუღლეს _ ლ--–- ც---–---ეს მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ--–- ც---–---ე განიცდიდა ტანჯვას.
2018 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ზესტაფონში, თ-----------------------–------------------------–-“, რ----- გ-----ემ პოლიციაში გაკეთებული შეტყობინების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს _ ლ--–- ც---–---ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმავდროულად მარცხენა ხელი ერთხელ გაარტყა მარჯვენა ლოყაში. რ----- გ-----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ--–- ც---–---ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
მსჯავრდებულმა რ----- გ-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების ნაცვლად შთანთქმის პრინციპის გამოყენება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების მოხსნა.
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---- ს-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ----- გ-----ისათვის, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და საშიშროების გათვალისწინებით, მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობა, რომელიც გულისხმობს პირის მსჯავრდებას ჩადენილი ქმედებისათვის და ამ ქმედებისათვის ადეკვატურ სასჯელს, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს ერთმანეთთან აქვთ კონფლიქტური დამოკიდებულება. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მსჯავრდებულ რ----- გ-----ის მიმართ დამამძიმებელი გარემოების არსებობა, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ჩადენის სახე და ამ ქმედების სისტემატური ხასიათი, ის, რომ ცოლ-ქმარს შორის ხშირია კონფლიქტური სიტუაცია. ამასთან, მხედველობაშია მისაღები რ----- გ-----ის წარსული ნასამართლობა ანალოგიური სახის დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოში ოჯახური ძალადობის მომრავლების ფაქტი, რაც წარმოადგენს სოციალურ პრობლემას და მისი აღმოფხვრის მიზნით, ნაცვლად იმისა, რომ განესაზღვრა ადეკვატური სასჯელი, რომელიც გავლენას მოახდენდა როგორც მსჯავრდებულზე, ასევე სხვა პირებზე, რ----- გ-----ეს დაუნიშნა მინიმალური სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ისა და მსჯავრდებულ რ----- გ-----ის სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ--–- ც---–---ის ჩვენებით, მოწმეების - გ----- გ-----ის, მ------ გ-----ის, კ------- ლ--–--ის და ქ-----–- კ-----------ს ჩვენებებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის და 2016 წლის 4 თებერვლის განაჩენებით, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, CD დისკის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ----- გ-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ რ----- გ-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების მოხსნის თაობაზე და პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, რ----- გ-----ეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რის გამოც მათ მიენიჭათ პრეიუდიციული ძალა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რომლის მოხსნასაც ითხოვს აპელანტი, დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ქმედების ჩადენა არაერთგზის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წინასასამართლო სხდომის დროს, როდესაც რ----- გ-----ეს დეტალურად განემარტა წარდგენილი ბრალდების არსი, მას არაერთგზისობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.
ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განაჩენით, რ----- გ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ერთი წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის განაჩენით, რ----- გ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განაჩენით რ----- გ-----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას ორი წლის ვადით ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, რ----- გ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის და ექვსი თვის ვადით. რ----- გ-----ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 17 აპრილს, შესაბამისად, ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს მას ნასამართლობა გაქარწყლებული არ ჰქონია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ რ----- გ-----ე ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით და ამჟამადაც ბრალად ედება იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის და აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენით მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ რ----- გ-----ისთვის სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ რ----- გ-----ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რ----- გ-----ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, შესაბამისად, არ არსებობს მისი შემსუბუქების ან გამკაცრების საფუძველი. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ რ----- გ-----ე წინათ ორჯერ არის ნასამართლევი ანალოგიური დანაშაულების ჩადენისათვის, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი რ----- გ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის და მსჯავრდებულ რ----- გ-----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის და მსჯავრდებულ რ----- გ-----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი რ----- გ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.რ----- გ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს _ 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას მიემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის _ 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი _ 06 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- გ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
5.მსჯავრდებულ რ----- გ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 23 ივნისიდან.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ----- გ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე და დაზარალებულ ლ--–- ც---–---ის მიერ წარმოდგენილი CD დისკი, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/