განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002527795
საქმე №1/ბ-554-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ხ---- კ--------ის მიმართ (პირადი №4----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–----------------, საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებელის, მცხოვრების ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემოხეთში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით:
ხ---- კ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ხ---- კ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ხ---- კ--------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 მაისიდან 2018 წლის 31 მაისამდე.
ხ---- კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული მ------ კ--------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ჩ-------------------–----–----------------–-----------–---------------------------------–---------------------–----–-------–------------------------------------------------), განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში უნდა გათავისუფლდეს ყადაღისგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ხ---- კ--------ის ყოფაქცევის კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ერთი ცალი გატეხილი ონკანი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში და ხ---- კ--------ისათვის ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ხ---- კ--------ეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ---- კ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი ორი პირის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანრმთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ხ---- კ--------ე 2013 წლიდან 2018 წლის 28 მაისის ჩათვლით, ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, განაწყენებული იმით, რომ მშობლებმა ვერ უზრუნველყვეს მისი მოთხოვნის _ სოფლიდან საცხოვრებლად ქალაქში გადაყვანა, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მათ, რითაც მშობლები განიცდიდნენ სულიერ ტანჯვას. 2018 წლის 28 მაისს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ხ---- კ--------ემ, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს სრულიად უმიზეზოდ კვლავ იძალადა მშობლებზე _ ლ--–- და რ----- კ--------ეებზე. კერძოდ, დაუწყო მათ გინება მშობლების მისამართით, ასევე დააზიანა სამზარეულო ოთახის კარები და საცხოვრებელი სახლის აივანზე ონკანი, რითაც დაზარალებულებმა განიცადეს სულიერი ტანჯვა.
მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ხ---- კ--------ე 2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, მივიდა სახლში და სრულიად უმიზეზოდ იძალადა მშობლებზე, კერძოდ, დაუწყო მათ გინება, დააზიანა სამზარეულოს ოთახის კარები და ონკანი, რის შემდეგაც მშობლებს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ლ--–- და რ----- კ--------ეებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ ხ---- კ--------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით ისეთი სასჯელის დანიშვნა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა ხ---- კ--------ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, ის გარემოებები, რომ ხ---- კ--------ეს ბრალდება წარდგენილი აქვს მშობლების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე. როგორც საქმის მასალებითაა დადგენილია, იგი არის ოჯახური დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკილი პირი, მას ბოლო პერიოდში ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული მშობლებზე ფსიქოლოგიური ძალადობა. გარდა ამისა, მოსამართლეს სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოებაც, რომ ხ---- კ--------ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული იქნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ მსჯავრდებული არ არის კანონმორჩილი პირი და მიდრეკილება აქვს დანაშაულის ჩადენისაკენ. ასეთი პიროვნების მიმართ კი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას _ სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულების - ლ--–- და რ----- კ--------ეების გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - გ------- ჯ--------ის, ვ---- გ------–---ს, ხ------- ტ-------ის და გ------- კ--------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოცხრილით; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ხ---- კ--------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა ხ---- კ--------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით ისეთი სასჯელის დანიშვნა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ხ---- კ--------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედებები. ხ---- კ--------ე ნასამართლობის არმქონეა და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა ლ--–- კ--------ემ და რ----- კ--------ემ განმარტეს, რომ ბრალდებულთან შერიგებულნი არიან და სურთ მისი სახლში დაბრუნება.
რაც შეეხება აპელანტის _ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ ხ---- კ--------ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული იქნა ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანის) უკანონო მოხმარების ფაქტზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ხ---- კ--------ეს ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა და ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების, მათ შორის, სასჯელის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. შესაბამისად, დაუშვებელია განაჩენში რაიმე ფორმით აისახოს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების ზოგადად შეფასების კონტექსტში, ვინაიდან, იგი სწორედ სასჯელის საკითხის შეფასებას უკავშირდება და აღნიშნულზე ხაზგასმა, თუნდაც ირიბად, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენი №322აპ-14 სისხლის სამართლის საქმეზე).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ხ---- კ--------ისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ ხ---- კ--------ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ამდენად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი ხ---- კ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი ხ---- კ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ხ---- კ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ---- კ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.მსჯავრდებულ ხ---- კ--------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 მაისიდან 2018 წლის 31 მაისამდე.
6.ხ---- კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში ყადაღისგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული მ------ კ--------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ჩ-------------------–----–----------------–-----------–---------------------------------–---------------------–----–-------–------------------------------------------------) და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.პირობით მსჯავრდებულ ხ---- კ--------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ერთი ცალი გატეხილი ონკანი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში და ხ---- კ--------ისათვის ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ხ---- კ--------ეს.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/