განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
820100119002816139
ინსტანცია
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119002816139

საქმე №1/ბ-316-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ა-----– ც---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლების მქონის, მცხოვრების ქ--------–-----------------–--–------------------------------–--------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით:

 

ა-----– ც---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადება, ტარება და გამოყენება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დამატებითი სასჯელის შეჯამებით, საბოლოოდ, ა-----– ც---------ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადება, ტარება და გამოყენება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა-----– ც---------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ა-----– ც---------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადება, ტარება და გამოყენება.

 

ა-----– ც---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 12 დეკემბრიდან.

 

ა-----– ც---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: საქმეზე დართული ორი ცალი დისკი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ ა-----– ც---------ის მიმართ საზოგადოებრივი სასარგებლო შრომის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად უნდა გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს, ხოლო უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----– ც---------ემ ჩაიდინა:

 

_ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისის ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

_ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

_ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

_ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენის მიხედვით, ა-----– ც---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის ნოემბრის თვიდან 2018 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში, ქ--------–------------------–--–---------------------------------–-----------------–- ყოფნისას ა-----– ც---------ე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის _ ნ----–---------ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს _ ს---–-----–------ეს, რაც იწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2018 წლის ნოემბრის თვის ბოლოს, ქ--------–------------------–--–---------------------------------–-----------------–- ყოფნისას, ა-----– ც---------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს _ ს---–-----–------ეს სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია .

 

2018 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ--------–------------------–--–---------------------------------–-----------------–- ყოფნისას, ა-----– ც---------ემ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს _ ს---–------–------ეს თმებში ხელის ჩავლებითა და ძლიერ მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2018 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ--------–------------------–--–---------------------------------–-----------------–- ყოფნისას, ა-----– ც---------ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს _ ს---–-----–------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელმაც ითხოვა ა-----– ც---------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის დანიშვნა და მისთვის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა სასჯელთა მთლიანად შეკრების წესის გამოყენებით, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა-----– ც---------ისთვის დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებებისა და აქედან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ა-----– ც---------ის გამოკითხვის ოქმით; დაზარალებულ ს---–-----–------ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - დ--------------ის, ე------ ბ-----ის, ნ----- გ-------ის და ზ----- ბ---–----ის გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-----– ც---------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ა-----– ც---------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის დანიშვნას და მისთვის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრას სასჯელთა მთლიანად შეკრების წესის გამოყენებით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ა-----– ც---------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით _ დაზარალებულ ს---–-----–------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი შერიგებულია ა-----– ც---------ესთან, მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია მომხდარი კონფლიქტის გამო აღარ გააჩნია და ითხოვს მასზე კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.

 

მართალია, ა-----– ც---------ე წარსულში ნასამართლევია და ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს იყო პირობით მსჯავრდებული, მაგრამ სასჯელის სახის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ მის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედება (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) არ არის ძალადობრივი ხასიათის, რაც შეამცირებდა მის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შანსს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა-----– ც---------ისათვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი. პალატას ასევე მიზანშეუწონლად მიაჩნია ა-----– ც---------ისათვის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა მთლიანად შეკრების წესის გამოყენება.

 

ამასთან, სააპელაციო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ა-----– ც---------ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს სხვადასხვა სახის სასჯელთა შეჯამების წესის უგულებელყოფით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობისა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეესაბამება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი. ამდენად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის თავისუფლების აღკვეთასთან მიმატებისას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შესაბამისობაში უნდა მოსულიყო თავისუფლების აღკვეთასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული გაანგარიშებით, თუმცა სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ მიმართებით შეიტანოს ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში, რადგან ასეთი მოთხოვნით ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი ა-----– ც---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი ა-----– ც---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ა-----– ც---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით; მასვე, 3 (სამი) წლით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადება, ტარება და გამოყენება.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ნოემბრის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა-----– ც---------ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით; მასვე, 3 (სამი) წლით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადება, ტარება და გამოყენება.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ა-----– ც---------ისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცელი ვადით.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-----– ც---------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით; მასვე, 3 (სამი) წლით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადება, ტარება და გამოყენება.

 

7.ა-----– ც---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 დეკემბრიდან.

 

8.ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-----– ც---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

9.ნივთიერი მტკიცებულებები _ ორი ცალი დისკი, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/