განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2019
საქმის ნომერი
330100118002654127
ინსტანცია
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002654127

საქმე №1/ბ 285-19

g ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის:მა---–-----ს

ადვოკატის: ირ---–--------ს

მსჯავრდებულის: ნო-------------–---ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნო-------------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნო----------------–-------------–---ს მიმართ, პ/№0----------- დაბადებული: 1----–-–-------------- რეგისტრირებული: ქ------–--------------–---------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: საქართველოში, მისამართის გარეშე; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის განაჩენით, ნო-------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლისა და 6(ექვსი)თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნო-------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

მსჯავრდებულ ნო--------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2018 წლის 1 სექტემბრიდან.

ნო-------------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გასამართლებული ნო-------------–--ე 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 21:26 საათიდან 23:26 საათამდე პერიოდში, თბილისი, ტ---------–-----------ში მდებარე სუპერმარკეტ სს „ნ------------------“ N1---ე ფილიალიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 5 ლარისა და 45 თეთრის ღირებულების 1 შეკვრა 5 ცალიან „ტვიქსი“-ს, 16 ლარისა და 35 თეთრის ღირებულების 3 შეკვრა 5 ცალიან „მილქივეი“-ს, 12 ლარისა და 50 თეთრის ღირებულების 10 ცალ როშენის ბატონს, 2 ლარისა და 65 თეთრის ღირებულების 1 ცალ ბარამბოს სეზონის ვაფლ „ჰარმონია“-ს და 4 ლარისა და 65 თეთრის ღირებულების 1 ცალ ბარნი“-ს შოკოლადს. ნო-------------–---ს ქმედებით სს „ნიკორა ტრეიდს“ მიადგა 41 ლარისა და 60 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნო-------------–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება.

2019 წლის 5 ივნისს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მა---–-----მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ ნო-------------–---ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ ნო-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წელი და 6(ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი ნაწილი - 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვეჩაეთვალოს პირობით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთიდან 1(ერთი)წელი, რაც ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ნო-------------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვეჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4(ოთხი)წელი.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ნო-------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ირ---–--------მ.

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნო-------------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ა---------------------------------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ვიდეოჩანაწერით და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ ნო-------------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ მა---–-----სა და მსჯავრდებულ ნო-------------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ნო-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი ნაწილი - 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთიდან 1(ერთი)წელი, რაც ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ნო-------------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4(ოთხი)წელი.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

4.მსჯავრდებულ ნო--------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2018 წლის 1 სექტემბრიდან;

5.პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ნო-------------–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნო-------------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა- გაუქმებულია;

7.ნივთიერი მტკიცებულებები:

-საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

-სს „ნ------------------“-ის N1---ე ფილიალის სამეთვალყურეო ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად გადაღებული ვიდეოჩანაწერი 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

-შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი