განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002634313
საქმე №1/ბ-345-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- ვ-–-ს ძე ს--–----ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი №5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი მ----–---;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----–- ს--–----ემ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით;
1.2. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1 2018 წლის 01 აგვისტოს, დაახლოებით 01:15 საათზე, ქ. ბათუმში, ლ-------------------–-----–----- ქუჩების კვეთაში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-----–- ს--–----ემ არასრუწლოვანი მ------ი გ--------ის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სახის არეში დარტყმითა და წაქცევით, მეუღლეს ს-------- დ-------ეს (ოჯახის წევრს), მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ს-------- დ-------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.2 2018 წლის 01 აგვისტოს, დაახლოებით 03:05 საათზე, ი-----–- ს--–----ე სააბონენტო ნომრიდან - 5-------- დაუკავშირდა, ქ. ბათუმში, ლ---------------------- სახლში მყოფ, თავის მეუღლეს ს-------- დ-------ეს (ოჯახის წევრს), ნომერზე 5--------, რა დროსაც მისი მხრიდან ს-------- დ-------ის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამაც ს-------- დ-------ეს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენით ი-----–- ს--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 320 საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ი-----–- ს--–----ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 320 საათის ვადით; სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ი-----–- ს--–----ეს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2018 წლის 07 აგვისტოდან 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით (14 დღე) გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- რ---–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ ი-----–- ს--–----ეს განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებასთან.
მსჯავრდებულ ი-----–- ს--–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---–---- შ----- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- ს--–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ი-----–- ს--–----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, სასამართლოში გამოკვლეულ, ასევე მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ს-------- დ-------ის, გული დ-------ის, მზია ჩირუკბას, მ------ გ--------ის, ნინო გ--------ის, ცირა ცინცაძის გამოკითხვის ოქმებით, მოწმე რამაზ კახაძის ჩვენებით, ს-------- დ-------ის და ი-----–- ს--–----ის ქორწინების აქტის ჩანაწერით, შემაკავებელი ორდერითა და ორდერის ოქმით, დაკავების ოქმით, მობილური ტელეფონის და დოკუმენტის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
შესაბამისად, მსჯავრდებულ ი-----–- ს--–----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.
ი-----–- ს--–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ი-----–- ს--–----ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ი-----–- ს--–----ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ნასამართლობის არმქონეა, ხასიათდება დადებითად, დაზარალებული მასთან შერიგებულია, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შესაბისად, დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა მუხლის სანქციით გათავლისწინებული სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ი-----–- ს--–----ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დამაყოფილება და მსჯავრდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნა პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- რ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენი ი-----–- ს--–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ი-----–- ს--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 320 (სამასოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ი-----–- ს--–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 320 (სამასოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ი-----–- ს--–----ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2018 წლის 07 აგვისტოდან 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით (14 დღე), გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 70 (სამოცდაათი) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–- ს--–----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს N---------- განჩინებით შეფარდებული გირაო გაუქმებულია, ყადაღა მოეხსნას - რ---–---- შ-----ს (პ/ნ 0----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მისამართი: სენაკი, სოფელი ფ--–---- დაზუსტებული ფართობი 5 000 კვ.მ, საკადასტრო კოდი N----------------) 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112-დან მოპოვებული აუდიო ფაილები ერთ ცალ CD-R კომპაქტდისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონის დათვალიერების ფოტოცხრილი 1 ცალ DVD-დისკი, დალუქული მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე