განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117001897988
საქმე №1/ბ 801-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მსჯავრდებულ ვა–---------–-–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლე-------------ს სააპელაციო საჩივრი საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ვა–-----–-------------------–-–---–-ს მიმართ, დაბადებული 1------–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–----–------–----------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენით, ვა–---------–-–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განაესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 3 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 3 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვა–----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნული პირობითი სასჯელი - 4(ოთხი)წლით თავისუფლების და საბოლოოდ, ვა–----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვა–---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 9 ოქტომბრიდან - 2018 წლის 9 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 2 აპრილიდან.
ვა–---------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის (5 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი ვა–---------–-–---–-, 2017 წლის 17 თებერვალს, თბილისში, წე-------–--------------------- კორპუსში მდებარე შპს „ნ-----------------ს“ მაღაზიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 0,2 მ/ლიტრი ტევადობის კონიაკ „ივერიონს“, რითაც შპს „ნ-----------------ს“ მიაყენა 7 ლარის და 90 თეთრის მატერიალური ზიანი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი ვა–---------–-–---–-, 2017 წლის 21 თებერვალს, თბილისში, წე-------–--------------------- კორპუსში მდებარე შპს „ნ-----------------ს“ მაღაზიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 0,5 მ/ლიტრი ტევადობის ორ ბოთლ ლუდს, რითაც შპს „ნ-----------------ს“ მიაყენა 6 ლარის და 60 თეთრის მატერიალური ზიანი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი ვა–---------–-–---–-, 2017 წლის 26 თებერვალს, თბილისში, წე-------–--------------------- კორპუსში მდებარე შპს „ნ-----------------ს“ მაღაზიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 0,5 მ/ლიტრი ტევადობის არაყს „პრაზდნიჩნაიას“, რითაც შპს „ნ-----------------ს“ მიაყენა 17 ლარის და 50 თეთრის მატერიალური ზიანი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი ვა–---------–-–---–-, 2017 წლის 1 მარტს, თბილისში, წ--------–------------------- კორპუსში მდებარე შპს „ნ-----------------ს“ მაღაზიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 0,5 მ/ლიტრი ტევადობის არაყს „პრაზდნიჩნაიას“, რითაც შპს „ნ-----------------ს“ მიაყენა 17 ლარის და 50 თეთრის მატერიალური ზიანი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი ვა–---------–-–---–-, 2017 წლის 3 მარტს, თბილისში, წ--------–------------------ში მდებარე სს „ფ-----------ს“ მაღაზიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ერთ ბოთლ „კაიზერის“ ლუდს, რითაც სს „ფ-----------“ მიაყენა 3 ლარის და 80 თეთრის მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვა–---------–-–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლე-------------მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ვა–---------–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული მოწმეების: თემ-------–--------–---–---------------------–--–----------------------ს, გამოკითხვის ოქმებით, ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ვა–---------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მაგრამ პალატა მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მძიმე სოციალურ ხასიათს, ჩადენის ხერხს და დამდგარ შედეგს, დანასაულის სიმრავლეს, ასევე დამნაშავის პიროვნებას და იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული წარსულში ანალოგიური დანაშსაულისთვის ნასამართლევია, ასეთ პირობებში კი სასჯელის შემსუბუქება, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი. დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი ვა–---------–-–---–-ს მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვა–---------–-–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლე-------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ვა–---------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განაესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 3 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 3 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვა–----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნული პირობითი სასჯელი - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ვა–---------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვა–---------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია;
5. მსჯავრდებულ ვა–---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 9 ოქტომბრიდან - 2018 წლის 9 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 2 აპრილიდან.
6. ნივთმტკიცებები:
- ვა–---------–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული გაუხსნელი ლუდის ბოთლი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;
-ფოტოგამოსახულების ნიმუშები, ჩაწერილი ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ნ-----------------ს“ ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული ერთ კომპიუტერულ დისკზე და სს „ფ-----------ს“ ვიდეოჩანაწერები, გადატანილი ერთ კომპიუტერულ დისკზე, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი დადგენისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი დადგენიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი