განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100117001937991
საქმე №1/ბ-47-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის - ბ---–----–- მ–------ის,ადვოკატის - კ------- ს-----–იას
მსჯავრდებულის - ზ------ კ---––-–--–-–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ რ-----ის ძე კ---––-–--–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: დედოფლისწყარო, თ---------------–-------- ფაქტობრივი მისამართი: დედოფლისწყარო, 9-----------–------------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ზ------ კ---––-–--–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
1.1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა;
1.2 ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1.1. 2017 წლის 06 მაისს, საქართველოს მოქალაქე ზ------ კ---––-–--–-–---–ი, ზ----- კ---––-–--–-–---–ის ელექტრონული პირადობის მოწმობის გამოყენებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ,----------- საბაჟო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის გავლით, შეეცადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
1.2.2 სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------------ს განაჩენით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ნასამართლევმა ზ------ კ---––-–--–-–---–მა, ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, კვლავ განმეორებით უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რაც დაუდგინდა 2016 წლის 06 მაისს, ქ. ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმების შედეგად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ზ------ კ---––-–--–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში; ზ------ კ---––-–--–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ზ------ კ---––-–--–-–---–ი ცნობილ იქნა სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით; სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზ. კ---––-–--–-–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------------ს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით განსაზღვრული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა, წინა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------------ს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, ზ------ კ---––-–--–-–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 თვის ვადით და ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზ------ კ---––-–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 24 ნოემბრიდან, მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -2017 წლის 06 მაისიდან 2017 წლის 08 ივნისის ჩათვლით.
ამავე განაჩენით, ზ------ კ---––-–--–-–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წამომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორი ბ---–----–- მ–------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენში და ზ------ კ---––-–--–-–---–ი დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები იმ ნაწილში, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ. კ---––-–--–-–---–მა ჩაიდინა სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ბრალდების მხარისათვის გაუგებარია, სასამართლოსათვის რატომ არ აღმოჩნდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის საკმარისი მტკიცებულებები.
დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორს ბ---–----–- მ–------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ ზ------ კ---––-–--–-–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს კ------- ს-----–იას, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს, ამასთან, სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვეს, საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში ზ------ კ---––-–--–-–---–ის მიმართ შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ------ კ---––-–--–-–---–ის საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
მოწმე ი--- ს---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ს------ს სასაზღვრო გამტარ პუნქტში კონტროლიორის თანამდებობაზე; 2017 წლის 06 მაისს იმყოფებოდა განაწესით საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ცვლაში; დაახლოებით 15:30 საათზე მივიდა პიროვნება და მიაწოდა აიდი ბარათი; ვიზუალური დაკვირვებით იდენტიფიცირება აიდი ბარათთან პიროვნების ვერ მოახდინა; პიროვნება განსხვავდებოდა აიდი ბართში დაფიქსირებული პიროვნებისაგან, თან იყო ქუდით და შენიშნა, რომ საეჭვოც იყო მისი ქცევა, გამოიძახა ცვლის უფროსი; გაირკვა, რომ იყო ზ------ კ---––-–--–-–---–ი, ხოლო აიდი ბარათი იყო ზ----- კ---––-–--–-–---–ის; თავად ვალდებულია პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინოს და რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს უფლებამოსილ პირს; მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში აიდი ბარათსა და პიროვნებას შორის აშკარა განსხვავება იყო; გასვლას ცდილობდა სულ სხვა პირი და ამიტომაც მოახდინა რეაგირება შეტყობინებით; ამის შემდგომ მას რაიმე სახის მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია;
მოწმე გ------ ყ----–-----ის განმარტებით ირკვევა, რომ შეტყობინების საფუძველზე 2017 წლის 06 მაისს დაიწყო გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე; შეტყობინების მიღების შემდეგ გამოცხადდა ს------ს სასაზღვრო გამტარ პუნქტში; შეჩერებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას; გადაამოწმა ინფორმაცია პიროვნების შესახებ და აღმოჩნდა, რომ შეჩერებული პირი, ზ------ კ---––-–--–-–---–ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში და ასევე იმყოფებოდა აღკვეთის ღონისძიების - გირაოს ქვეშ; რადგან ნასამართლევი იყო ნარკოტიკული დანაშაულისათვის გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით; შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი; ხსენებული პირი მიცემული იქნა პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით;
მოწმის ჩვენებით, გამოძიება დაიწყო თვითონ უშუალოდ; გამოძიება იწყება ფორმა №1-ის შედგენით, თავიდან მიეთითება სავარაუდო დანაშაულის ფაბულა და ამის შემდეგ განახლება ხდება საბოლოო ვერსიით; ყალიბდება დანაშაულის ფაბულა და ერთობლივად აისახება; ინფორმაცია ემატება განახლებით, რომელიც დასაშვებია; მის მიერ სპეციალური ბაზის მეშვეობით გადამოწმებული იქნა ინფორმაცია პიროვნების შესახებ; მანვე გააგზავნა რადიოგრამა ელექტრონულად და მიიღო პასუხი ასევე ელექტრონულად;
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ზ------ კ---––-–--–-–---–ი დაკავებული იქნა 2017 წლის 06 მაისს; დაკავების ზუსტი დრო: 16:45სთ; დაკავების ადგილი: ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ს------; სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლი „ს------“ს ადმინისტრაციული შენობაში; დაკავება მოხდა იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე;
რადიოგრამით №-- დასტურდება, რომ საქართველოს შსს სასაზღვრო მონიტორინგის განყოფილების ხელთარსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით 2----–-–-----------------------–-–------------ ჩათვლით ზ------ კ---––-–--–-–---–ს (პ/ნ1----------) და ზ----- კ---––-–--–-–---–ს (პ/ნ1----------) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა არ უფიქსირდებათ; 2017 წლის 06 მაისს მოქ. ზ----- კ---––-–--–-–--–ს უარი ეთქვა საქართველოდან გასვლაზე;
წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი: დათვალიერების ოქმი, შუამდგომლობა დათვალიერების კანონიერად ცნობის შესახებ; შუამდგომლობა პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, მიმართვა ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე; ზ----- კ---––-–--–-–---–ის სახელზე გაცემული აიდი ბარათი; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინება დათვალიერების კანონიერების შემოწმების შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ------ კ---–-–-–--–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდების ნაწილში, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმ ნაწილში, რომ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით და სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით შესაძლებელია მხოლოდ დადგინდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შეჩერებული და შემდეგ დაკავებული იქნა ზ------ კ---––-–--–-–---–ი, თუმცა პირის მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შესაფასებლად ეს არ არის საკმარისი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ზ------ კ---––-–--–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში გამართლების თაობაზე დასაბუთებული და კანონიერია და ამ ნაწილში განაჩენის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება ზ------ კ---––-–--–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებას (პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან სწორად გადააკვალიფიცირა სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე), აღნიშნული ქმედების ჩადენა სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 2016 წლის 07 მაისის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, მოწმე რ--------- ხ--–--–ის ჩვენებით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------------ს განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
აქვე, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მითითებულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, თუმცა, ვინაიდან, აღნიშნულ სამართლებრივ საკითხს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ აწესრიგებს, რაც წარმოადგენს ხარვეზს, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია გამოყენებული იქნეს კანონის ანალოგია, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და ზ------ კ---––-–--–-–---–ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში. ამასთან, ზ------ კ---––-–--–-–---–ს უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული ყველა უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-270-ე მუხლებით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორის ბ---–----–- მ–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება იმ მიმართებით, რომ ზ------ კ---––-–--–-–---–ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში.
ზ------ კ---––-–--–-–---–ს აღუდგეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წამომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი ზ------ კ---––-–--–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე