განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2019
საქმის ნომერი
130100118002540226
ინსტანცია
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002540226

საქმე №1ბ/143-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ანა გოცირიძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორ - ბ----------------–---–ის,ადვოკატ - ნ-----------ის,მსჯავრდებულ-რ-----------–---–--ნის მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ-----------–---–--ნის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ-----------–---–--ნის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

 

რ-----------–---–--ნი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

რ-----------–---–--ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 აპრილიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ რ-----------–---–--ნმა ჩაიდინა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 აპრილის განაჩენით, უცვლელად დარჩა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც, რ-----------–---–--ნს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 000 ლარი. შემდეგი სასამართლო გადაწყვეტილებებით, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით და თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლდა 2013 წლის 18 ივნისს. ჯარიმა გადახდილი არ აქვს.

 

2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე, ხ-–------------–----–----------------–-----------------–-, შპს „ე-–--------“-ის ადმინისტრაციულ შენობაში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რ-----------–---–--ნი, თავს დაესხა ვ-–----------------–---ს და გასტაცა 40 000 ლარად ღირებული ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი“, სახელმწიფო ნომრით B--------;

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ-----------–---–--ნმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. იგი არ ემყარება მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც უტყუარად დაადასტურებდა რ------------–---–---ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას. მის წინააღმდეგ ყველაფერი დაგეგმა და განახორციელა დაზარალებულად ცნობილმა ვ-–----------------–---მ, რომელსაც აქვს პირადი დაინტერესება და სურდა მისი მოშორება. რეალობა არის ის, რომ ვ-–----------------–---მ მას მანქანა თავისი ნებით ათხოვა; იარაღი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არავის მიმართ მუქარა და ყაჩაღობა არ განუხორციელებია. ვ-–-------- გ------–--ისგან მანქანის თხოვების პრობლემა არასოდეს ჰქონია, სხვა დროსაც უთხოვია მისგან ავტომობილი და უკან დაუბრუნებია. რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე მყოფ იმ მოწმეებს, რომლებმაც მისი მამხილებელი ჩვენება მისცეს სასამართლოს, მსჯავრდებულის განმარტებით, მათ არასოდეს სიამოვნებდათ ვ-–----------------–---სთან მისი მეგობრობა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ისინი დაზარალებულს დაეხმარნენ მასთან ურთიერთობის გაწყვეტაში და მისცეს ცრუ ჩვენებები.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა რ-----------–---–--ნმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----------მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური და ურთიერთშეჯერებული ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები რ-----------–---–--ნს ამხელენ იმ ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში, რაშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი; აღნიშნული მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნებს და ერთობლიობაში საკმარის საფუძველს ქმნიან გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ვ-–----------------–---მ განმარტა, რომ რ-----------–---–--ნი გაიცნო 2009 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის შემდეგაც მასთან ჩამოუყალიბდა ნორმალური ურთიერთობა. სასჯელის მოხდის შემდეგ მან რ-----------–---–--ნი წაიყვანა სოფელ ო-------–- მდებარე საწარმოში და იქ აცხოვრებდა. დაახლოებით 2018 წლის თებერვლის თვეში მათ შორის მოხდა გარკვეული უთანხმოება იმ ფაქტის გამო, რომ რ------- ერთ-ერთ თანამშრომელს მიწერა შეურაცხმყოფელი შეტყობინება. ამ კონფლიქტის გამო რ-----------–---–--ნმა დატოვა მისი საწარმო, თუმცა შემდეგ კიდევ რამდენჯერმე იყო ჩასული სოფელ ო-------–-. 2018 წლის 16 აპრილს იმყოფებოდა გორში, რა დროსაც დაურეკა რ------მ და უთხრა, რომ მისული იყო მასთან და ელოდებოდა. იგი (ვ-–----------------–---) ჩავიდა ხაშურში და შეხვდა რ-----------–---–--ნს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მისი საწარმოს ტერიტორიაზე. საღამოს სავახშმოდ წავიდა რესტორანში და უკან დაბრუნდა დაახლოებით 21 საათზე. მასთან ერთად იყვნენ მისი სიძე და თანამშრომლები - ა------------------–---–ი და სხვები. ოთახში პირველი შევიდა ზ------------ე, რომელიც მოულოდნელად შეცბა. მას მიყვა თავად (ვ-–----------------–---) და დაინახა რ-----------–---–--ნი, რომელმაც მიუშვირა ავტომატი. დააპირა მიახლოვება, რა დროსაც რ-----------–---–--ნმა გადატენა ავტომატი და უთხრა - არ მომეკარო, გესვრიო. ამასთან, იქ მყოფ ზ------------ეს, გ------------------------------------------------–--ლს უბრძანა დამჯდარიყვნენ და თვითონ დადგა კარებში. ავტომატი მისკენ (ვ-–----------------–------ნ) ქონდა დამიზნებული და სთხოვდა მიეცა მანქანის გასაღები. ეუბნებოდა - გასაღები მესროლე, მომეცი, თორემ გესვრი, მოგკლავ და ამათაც ნუ მომაკვლევინებო. მოწმემ დამაჯერებლად განმარტა, რომ რ-----------–---–--ნს ნამდვილად ავტომატი ეკავა ხელში. ამასთან, მის დასარწმუნებლად, რომ მუქარას განახორციელებდა, შეიგინა და უთხრა - ხომ იცი იშვიათად ვიგინებიო. ამის შემდეგ გადაუგდო ავტომობილის გასაღები, თავად კი გახდა ცუდად და წაიყვანეს საავადმყოფოში, რის შედეგადაც მოუწია ორი ოპერაციის გაკეთება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------------მ განაცხადა, რომ მუშაობდა სოფელ ო-------–- მდებარე ასფალტის ქარხანაში. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სამსახურში, ხოლო საღამოს, დაახლოებით 6 საათისთვის გავიდნენ ქარხნიდან და უკან გვიან დაბრუნდნენ. ოთახში შესულებს შიგნით დახვდათ რ-----------–---–--ნი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი. ამ დროს მასთან ერთად იყვნენ ვ-–----------------–--- და ზ------------ე. რ-----------–---–--ნსა და ვ-–--------ს შორის შედგა კონფლიქტური საუბარი, ქონდათ პირადული დაპირისპირება. რ-----------–---–--ნი ავტომატს უმიზნებდა როგორც ვ-–----------------–---ს, ასევე გ-------------------სა და ზ-------ც, ეუბნებოდა - არ გაინძრეთ თორემ გესვრითო. მოგვიანებით რ-----------–---–--ნი ვ-–-------- გ------–--ისგან ითხოვდა მანქანის გასაღებს. ვ-–--------მა გადაუგდო გასაღები და რ------მ მანქანა წაიყვანა. მოწმის განმარტებით, იარაღებში ერკვევა და იცის, რომ რ-----------–---–--ნს ნადვილად ავტომატი ეკავა ხელში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------------------–---–მა განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს საღამოს ვ-–----------------–---სთან ერთად დაბრუნდა ქარხანაში. ოთახში დახვდათ რ-----------–---–--ნი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ხელში. რ------სა და ლ-----ს შორის წარიმართა ხმამაღალი საუბარი. იქ მყოფი სხვა პირები გაჩერებულები იყვნენ, რ------ ეუბნებოდა - არ გაინძრეთ, დაგხოცავთო. იგი ვ-–----------------–---ს თხოვდა მანქანის გასაღებს. ვ-–--------ს არ უნდოდა, მაგრამ არსებული სიტუაციისა და შიშის გამო, მანქანის გასაღები მისცა. რ-----------–---–--ნმა წაიყვანა მანქანა და წავიდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------------ემ განაცხადა, რომ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს ვ-–----------------–---სთან, რომლისგანაც იცობს რ-----------–---–--ნს. 2018 წლის 16 აპრილს საღამოს დაზარალეულთან ერთად გავიდა სავახშმოდ. დაბრუნების შემდეგ კი პირდაპირ გაემართა ოფისისკენ, ვინაიდან წასვლამდე იქ ტელეფონი დარჩა და პირველი თვითონ შევიდა ოთახში, სადაც დახვდა რ-----------–---–--ნი ავტომატით ხელში. რ------- უთხრა - დაჯექი თორემ გესვრიო. ოთახში მალევე შემოვიდნენ ვ-–----------------–--- და მისი თანმხლები პირები - გ---------------------------------------–---–ი. რ-----------–---–--ნი ემუქრებოდათ - დასხედით, მომისმინეთ თორემ გესვრითო. ამასთანავე ლ-----ს ესაუბრებოდა, ლ----- ცდილობდა დაემშვიდებინა, თუმცა მან ავტომატის მუქარით წაართვა მანქანის გასაღები და წაიყვანა ვ-–-------- გ------–--ის კუთვნილი ავტომანქანა. ნამდვილადი იცის, რომ რ------ს ეჭირა მოკლე ზომის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–---------------მ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „ე-–--–-“, რომლის მენეჯერიც არის ვ-–----------------–--- და მისგან იცნობს რ-----------–---–--ნსაც. 2018 წლის 16 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში. საღამოს რესტორნიდან დაბრუნდნენ ვ-–----------------–---, ზ------------ე და თ---------------------–---–ი, რომლებიც ავიდნენ შენობის მეორე სართულზე. თავადაც აპირებდა იქ შესვლას, თუმცა ვინაიდან გაიგო ხმამაღალი საუბარი, გადაიფიქრა შიგნით შესვლა, ჩამობრუნდა და იმავე ეზოში არსებულ მეორე შენობაში შევიდა. იჯდა ფანჯარასთან, საიდანაც ცოტა ხნის შემდეგ დაინახა, რომ ზემოდან ჩამოვიდა რ-----------–---–--ნი მოკლე ზომის ავტომატით ხელში, მივიდა ვ-–-------- გ------–--ის მანქანასთან, იქიდან რაღაც გადმოიღო და ერთ-ერთ თანამშრომელს - კ------ს მიაწოდა, როგორც გაირკვა ეს იყო წამლები. შემდეგ ფ---–---–---- დაჯდა ვ-–-------- გ------–--ის „მერსედესში“, დაძვრისას დაეჯახა ბოძს და ასე გავიდა ეზოდან. მეორე სართულიდან ასევე ჩამოვიდა ზ------------ე, რომელმაც უამბო, რომ ფ---–---–----ა მათ ავტომატი დაუმიზნა, ითხოვდა მანქანას და იმუქრებოდა დახოცვით. რ-----------–---–--ნი დღის განმავლობაშიც ყავდა ნანახი საწარმოს ტერიტორიაზე. მოგვიანებით დაურეკა რ------ს და კითხა - თუ რატომ წაიყვანა მანქანა. ასევე რ------მაც განახორციელა სატელეფონო კომუნიკაცია მასთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე პ------------------მ განაცხადა, რომ ვ-–----------------–--- არის მისი უფროსი, რომელთანაც საწარმოში მუშაობს დარაჯის პოზიციაზე. შემთხვევის დღეს, როდესაც სამსახურში გამოცხადდა, რ-----------–---–--ნი უკვე იქ დახვდა და მთელი დღე საწამოში მოძრაობდა. საღამოს ხელმძღვანელობა გავიდა და გვიან დაბრუნდნენ სამსახურში. პირველად ზ------ ავიდა შენობის მეორე სართულზე, ხოლო შემდეგ - დანარჩენი პირებიც მიყვნენ მას. შიგნით ოფისში რა ხდებოდა, არ იცის, ვინაიდან იმყოფებოდა ქვემოთ, სხვა შენობაში. დაახლოებით ნახევარ საათში ჩამოვიდა რ-----------–---–--ნი, ხელში ეკავა ცეცხლსასროლი იარაღი (ჩვეულებრივი ზომის ავტომატი), ჩაჯდა ვ-–-------- გ------–--ის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, დაძვრისას ბოძს დაეჯახა და სწრაფად გავიდა ეზოდან. იქ მყოფი თანამშრომლისაგან გაიგო, რომ ფ---–---–---- ვ-–----------------–---ს იარაღით ემუქრებოდა. ვ-–----------------–---მ მაღლიდან გადმოსძახა ავტომანქანაში მჯდომ რ-----------–---–--ნს, მაგით ბევრს ინანებო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--–---------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ვ-–----------------–---სთან. შემთხვევის დღეს, საღამოს თვითონ, ზ------------ე, გ------------ძე, ბ--------–---–ი და ვ-–----------------–--- იმყოფებოდნენ სასადილოდ. დაბრუნების შემდეგ შევიდა თავის ოთახში. მოგვინებით გაიგო ხმაური, ფანჯრიდან დაინახა რ------, რის შემდეგაც გამოვიდა გარეთ. რ-----------–---–--ნი იყო ავტომატით ხელში, რაც კარგად დაინახა. რ------მ უთხრა, რომ ახლოს არ მოხვიდე, გესვრიო. თანამშრომელმა ემზარ კ------მ ვ-–-------- გ------–--ის მანქანიდან ამოიღო რაღაც ნივთები და წამლები. ამის შემდეგ რ------ ჩაჯდა ვ-–-------- გ------–--ის „მერსედესის“ მარკის მანქანაში და წავიდა, დაძვრისას მანქანა გამოედო ბოძს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ალ-------–---–---–--------------------------------------------–---------------------------------–----------------------–---–------–-----------–---–----–--------–-------–---–------–-----------------------------–-----------------–-----–---–--------------------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

ბრალდებულმა რ-----------–---–--ნმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს საღამოს ვ-–----------------–---ს ესაუბრებოდა დასაქმების თაობაზე, რის შემდეგაც თბილისში წასვლის მიზნით სთხოვა მანქანა. გ------–--ემ ჯერ უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ არ ქონდა მართვის მოწმობა; ბოლოს დათანხმდა, უთხრა - კარგი რადგან არ იშლიო და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის გასაღები გადაუგდო. ამის შემდეგ აიღო გვერდით, თავის ოთახში შენახული გაფუჭებული ავტომატი, რომლის არსებობა მის გარდა, არავინ იცოდა და თან წაიღო ვ-–-------- გ------–--ის მანქანით. სანამ ეზოდან გავიდოდა, მანქანიდან ვ-–-------- გ------–--ის თხოვნით ამოიღო ნივთები და დაუტოვა ემზარ კ------ს. ავტომატი წამოიღო შეკეთების მიზნით, თუმცა შემდეგ გზაში გადააგდო, რადგან სამართალდამცავების მიერ გაჩერების შემთხვევაში პრობლემები არ შექმნოდა. თბილისში ჩასვლის შემდეგ გაუთავდა საწვავი და მანქანა გააჩერა ორხევში. მეორე დღეს დაურეკა ე--------------ეს და უთხრა, რომ ჩასულიყო თბილისში. ამასთან, ფულადი თანხა წაეღო 20 ლარის ოდენობით, რათა ავტომანქანაში საწვავი ჩაესხათ და წასულიყვნენ ხაშურში ვ-–----------------–---თან მანქანის დასაბრუნებლად.

 

2018 წლის 17 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ხაშურის რაიონის სოფელ ქვემო ო-------–- მდებარე შპს „ე-–--------“-ის კუთვნილი ტერიტორია და იქ განთავსებული ოფისი. ეზოში შესასვლელი კარიდან დაახლოებით 20 მეტრში დგას საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი, რომელზეც აცვენილია საღებავი და შეინიშნება მოშავო ფერის ლაქები. ამავე ნიშნათან განთავსებულია ავტომანქანების ღია ტიპის სადგომი. ეზოში განთავსებულია ერთი ერთსართულიანი კაპიტალური შენობა, ოთხი ცალი დიდი ზომის „ცისტერნა“, დიდი ზომის რკინის კონსტრუქციის ბეტონის ქარხანა, სხვადასხვა ზომის ბეტონის ქარხნები, ტექნიკა და საგზაო სამუშაოებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ინვენტარი. უშუალოდ შპს „ე-–--------“-ის კუთვნილი ოფისი წარმოადგენს ორ სართულიან შენობას, რომლის მეორე სართულზე განთავსებულია მენეჯერის სამუშაო ოთახი.

 

2018 წლის 17 აპრილის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ.თბილისში, კ----------------–--–----------------------------------“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე 15:40 საათზე დაკავებული იქნა რ-----------–---–--ნი. რის შემდეგაც 15:44 საათიდან, 15:58 საათამდე განხორციელდა დაკავებულის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის შავი ფერის ტყავის გასაღებების მოსათავსებელი ჩიხოლი, მასში არსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის გასაღებით, დაილუქა სათანადო წესით. დაკავებული სამართალდამცავი ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში მიყვანილი იქნა 16:40 საათზე. დაკავების ოქმის შედგენა დაწყებულია 15:42 საათზე და დასრულდა 16:48 საათზე, რის შემდეგაც, 16:53 საათზე რ-----------–---–--ნს ჩაბარდა დაკავების ოქმის ასლი.

 

2018 წლის 17 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ქ.თბილისში, ორხევის დასახლებაში, აეროპორტისაკენ მიმავალ საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ნანახი და ამოღებული იქნა ა/მანქანა მერსედეს-ბენცი, სახ. №B--------, შავი ფერის, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა მარცხენა ბამპერი.

 

2018 წლიოს 18 აპრილის ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, რ-----------–---–--ნისგან ნებაყოფლობით იქნა აღებული ნერწყვის ნიმუში და ორივე ხელის ათივე თითის ანაბეჭდი.

 

2018 წლის 28 აპრილის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს „ე-–--------“-ის ტერიტორიაზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 2018 წლის 15 აპრილს 17:00 საათიდან, 2018 წლის 17 აპრილს 03:00 საათამდე. 2018 წლის 16 აპრილს, 22:01:20 საათზე შპს „ე-–--------“-ის ეზოში მდგარ ავტომანქანა „მერსედეს ბენცთან“ მიდის ერთი მამაკაცი, რომელიც აღებს ავტომანქანის კარს და ჯდება საჭესთან. რამდენიმე წამში, კერძოდ, 22:02:16 საათზე ავტომანქანის საბარგულთან მიდის მეორე მამაკაცი, რომელიც იღებს რაღაც ნივთს და ცილდება ავტომანქანას. 22:02:30 საათზე იძვრება ავტომანქანა, რომელიც ეჯახება იქვე მდგარ საგზაო ნიშანს. მძღოლი კვლავ დაძრავს ავტომანქანას, მიემართება ეზოს ჭიშკრისკენ, გვერდს უვლის დარაჯს და ტოვებს შპს „ე-–--------“-ის ტერიტორიას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა შპს „მ--------------“ გამოთხოვილი რ-----------–---–--ნის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების და მოკლეტექსტური შეტყობინებების ნუსხა.

 

2018 წლის 13 ივნისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სს საქმეზე წარმოდგენილი ავტომანქანა „მერსედესიდან“, სახ. №B--------, ამოღებული ხელის თითის კვალი N1 რ-----------–---–--ნის მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის იდენტურია. ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარემ მიიჩნია უდავო მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო რელევანტურ და უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა რ-----------–---–--ნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. დაცვის მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ გამოტანილ დასკვნებს და მოითხოვა რ-----------–---–--ნის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. პალატა მსჯელობას იქონიებს დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილ ძირითად არგუმენტებზე და წარმოაჩენს, თუ რატომ არ იზიარებს მათ პოზიციას.

 

მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადეს, რომ რ-----------–---–--ნს არ ჩაუდენია ყაჩაღობა; მას მეგობარმა ვ-–----------------–---მ საკუთრი ნებით, მისი თხოვნის შედეგად მისცა ავტომანქანის გასაღები. პალატის შეფასებით, დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა იმთავითვე მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებებზე დამყარებულ არგუმენტაციას და სამართლებრივ საფუძველს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ ვ-–-------- გ------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ მან საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა 2018 წლის 16 აპრილს, როგორც დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, ასევე საღამოს, დაახლოებით 21 საათის შემდეგ შპს „ე-–--------“-ის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ვითარება. აღწერა, თუ ზოგადად რა მიზნით იყო მასთან მისული რ-----------–---–--ნი, რაზე ისაუბრეს შემთხვევის საღამოს და როგორ განახორციელა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მისთვის ავტომანქანის გასაღების წართმევა. მან ნათლად განაცხადა, რომ რ-----------–---–--ნმა ავტომატი გადატენა და დამიზნებული ჰქონდა მისი მისამართით; მის თანმხლებ პირებს არ აძლევდა განძრევის საშუალებას, ხოლო მას ეუბნებოდა - გასაღები მესროლე, თორემ გესვრი, მოგკლავ და ამათაც ნუ მომაკვლევინებო. დაზარალებულის განმარტებით, რ-----------–---–--ნის მხრიდან მომდინარე მუქარის გამო იგი იძულებული იყო თავდამსხმელისათვის გადაეგდო თავისი ავტომანქანის გასაღები. მან დაადასტურა, რომ გახდა შეუძლოდ და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ხოლო პოლიციაში განაცხადა მეორე დღეს, როცა მიეცა შესაძლებლობა და ამასთან, იმ პერიოდისათვის რ-----------–---–--ნს მისთვის დაბრუნებული არ ჰქონდა ავტომანქანა.

 

დაზარალებულ ვ-–-------- გ------–--ის ჩვენება სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია და სრულ თანხვედრაშია მოწმეების: გიორგი სეთურიძის, ზ------------ის, თ---------------------–---–ის, ელგუჯა აფაქიძის, პაატა კუპატაძის და ზ--–---------------–---–ის ჩვენებებთან, რომლებმაც იდენტურად აღწერეს რ------------–---–---ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დეტალები. გ-------------------მ, ზ------------ემ და თ---------------------–---–მა, ვ-–-------- გ------–--ის ჩვენების მსგავსად მოახსენეს სასამართლოს, რომ შპს „ე-–--------“-ის ადმინისტრაციულ შენობაში, მეორე სართულზე არსებულ ოფისში პირველი ავიდა ზ------------ე, რომელსაც რამდენიმე წუთში მიყვნენ უკან. მათი განმარტებით, რ-----------–---–--ნს ავტომატი ეკავა ხელში და მოუწოდებდათ არ განძრეულიყო არავინ, თავდაპირველად რ------სა და ვ-–----------------–---ს შორის წარიმართა ხმამაღალი საუბარი, ხოლო მოგვიანებით, იარაღის გამოყენების და მოკვლის მუქარით რ------------–---–---მა ავტომანქანის გასაღები წაართვა ვ-–----------------–---ს და წაიყვანა მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა. მოწმეებმა ყოველგვარი ზეწოლისა და მინიშნების გარეშე დაადასტურეს, რომ სწორედ იარაღის გამოყენების მუქარა გახდა ვ-–-------- გ------–--ის მიერ რ-----------–---–--ნისათვის ავტომანქანის გასაღები გადაგდების საფუძველი.

 

რ-----------–---–--ნის მიერ შენობის დატოვების შემდეგ ეზოში გამოსულმა პირებმა: ე-–---------------მ, პ------------------მ და ზ--–--------------–---–მა დაადასტურეს, რომ მათ დაინახეს შენობის მეორე სართულიდან ქვემოთ ჩამოსული რ------------–---–---ი, რომელსაც ავტომატი ეჭირა ხელში, ჩაჯდა ვ-–-------- გ------–--ის კუთვნილ ავტომანქანაში, დაძვრისას ბოძს დაეჯახა, თუმცა გააგრძელა სვლა და დატოვა საწარმოს ტერიტორია. მოწმეთა ჩვენებებს მეტ დამაჯერებლობას სძენს და განამტკიცებს ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ავტომანქანის ამოღების ოქმებიც. ვიდეოჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ შპს „ე-–--------“-ის ეზოში მდგარი ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ იძვრება 22:02:30 საათზე და ეჯახება იქვე მდგარ საგზაო ნიშანს. მძღოლი კვლავ დაძრავს ავტომანქანას, მიემართება ეზოს ჭიშკრისკენ და ტოვებს შპს „ე-–--------“-ის ტერიტორიას. შემთხვევის ადგილის დავალირების ოქმში მითითებულია, რომ ეზოში შესასვლელი კარიდან დაახლოებით 20 მეტრში დგას საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი, რომელზეც აცვენილია საღებავი და შეინიშნება მოშავო ფერის ლაქები. ხოლო ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ა/მანქანა მერსედეს-ბენცს, სახ. №B--------, დაზიანებული აქვს წინა მარცხენა ბამპერი.

 

მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან რ------------–---–---ის ხელში არსებულ იარაღთან დაკავშირებითაც, ვინაიდან ყველა მათგანმა დამაჯერებლად და აშკარად მიუთითა, რომ ბრალდებულს თან ჰქონდა სწორედ ავტომატი, ხოლო მათმა ნაწილმა მხარეთა დამაზუსტებელ შეკითხვებზე იარაღის ზომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს იყო შედარებით მოკლე ზომის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ავტომატის ფლობის ფაქტს არ უარყოფს თავად ბრალდებული რამაზ ფირცხლიანიც, თუმცა მისი განმარტება, რომ საწარმოდან იარაღის წამოღების ფაქტი არავის შეუმჩნევია და ამასთან, ზ------------ე და ე-–--------------- საერთოდ არ იმყოფებოდნენ იმ დროს საწარმოს ტერიტორიაზე, ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებებს. თითოეულმა მათგანმა ცალსახად დაადასტურა, რომ შემთხვევის დროს იყვნენ შპს „ე-–--------“-ში, მათი ნაწილი შეესწრო, თუ როგორ განახორციელა რ------------–---–---მა ავტომატის საშუალებით ყაჩაღობა; ხოლო ნაწილმა მიუთითა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული იარაღითვე დატოვა შპს „ე-–--------“-ის ტერიტორია. რაც შეეხება მოგვიანებით რ------------–---–---სა და ე--------------ეს შორის შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციას, აღნიშნული არ უარყო თავად მოწმე ე--------------ემაც, თუმცა ავტომობილის უკან დაბრუნების თაობაზე შემდგარი საუბარი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებული სწორედ დანაშაულებრივი გზით, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად დაეუფლა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

 

მოწმეებმა ისაუბრეს ასევე მათ თვალწინ მომხდარი დანაშაულის პოლიციისათვის შეუტყობინებლობის ფაქტზეც და განაცხადეს, რომ ვინაიდან დაუფლებული იყო ვ-–-------- გ------–--ის კუთვნილი ავტომანქანა, სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების გაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება მიანდეს ვ-–----------------–---ს. ეს უკანასკნელი კი გახდა შეუძლოდ, მოუწიათ სასწრაფო სამედიცინო დამხარების გამოძახება და ორიენტირებულები გახდნენ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

 

დაცვის მხარემ სადავო გარემოებად მიიჩნია დაუფლებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება, რასთან დაკავშირებითაც პალატა მიუთითებს, რომ მართალია ვ-–-------- გ------–--ის კუთვნილი „მერსედეს ბენცის“ ავტომობილის ღირებულების დადგენის მიზნით არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ავტომობილი იყო საკმაოდ ძვირადღირებული. მათ მიერ დასახელებული თანხები მერყეობს 20000-დან, 45000 ლარამდე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დიდ ოდენობას.

 

ამდენად, პალატა აფასებს რა წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, მიიჩნევს, რომ მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სასამართლოს მისცეს საკმაოდ გულწრფელი და სარწმუნო ჩვენებები. არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ დაზარალებულმა ვ-–----------------–---მ და მასთან ერთად ყაჩაღობის ფაქტის თვითმხილველმა მოწმეებმა იცრუეს სასამართლოს წინაშე და მათ მსჯავრდებულის მიმართ ამოძრავებთ რაიმე პირადი ინტერესი. მსჯავრდებულის განმარტებები, რომ ვ-–-------- გ------–--ის და მისი თანამშრომლების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ვ-–----------------–---სა და მას შორის არსებული კარგი ურთიერთობის გაწყვეტა, არის უსაფუძვლო და ლოგიკურ მსჯელობას მოკლებული.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა აპელირება გააკეთა რ-----------–---–--ნის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის უკანონობასთან დაკავშირებითაც, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია ზედმიწევნით და სრულყოფილად, მასში ასახული ფაქტობრივი დაკავების, პირადი ჩხრეკის დაწყებისა და დასრულების, დაკავებულის სამართალდამცავ ორგანოში გადაყვანის პროცედურები, შესაბამისი დროების მითითებით, ლოგიკურად და ქრონოლოგიურად ებმის ერთმანეთს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას შესაძლებელია მოხდეს დაკავებულის პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, რა დროსაც ცალკე ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ აღნიშვნა კეთდება დაკავების ოქმში. ამდენად, კანონმდებლის მოთხოვნასთან სრულ შესაბამისობაშია რ------------–---–---ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში ასახული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი დაკავების - 15:40 საათის შემდეგ, 15:44 საათიდან, 15:58 საათამდე განხორციელდა დაკავებულის პირადი ჩხრეკა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს კონტროლს საჭიროებს ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. პირის დაკავების კანონიერად ცნობის ინსტიტუტს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. ამდენად, ხაშურის რაიონული პროკურატურის მიერ სრულიად კანონიერად იქნა მოთხოვნილი სასამართლოს წინაშე, რომ მომხდარიყო არა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში ასახული ინფორმაციის კანონიერად ცნობა, არამედ უშუალოდ საგამოძიებო მოქმედება - პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობა.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს მსჯავრდებულ რ-----------–---–--ნის განმარტებებზე იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომ იგი 2018 წლის 16 აპრილს მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა შპს „ე-–--------“-ის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული იყო ვ-–-------- გ------–--ის კუთვნილი რამდენიმე ავტომობილი და მათი დაუფლების სურვილი თუ ექნებოდა, დაზარალებულის არყოფნის პირობებში გააკეთებდა ამას. მისივე განმარტებით, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დაზარალებულს, თუმცა შემდეგ მისი ჯანმრთელობისათვის აუცილებელი მედიკამენტები სრულიად მშვიდ ვითარებაში გადმოიღო ავტომობილიდან და დაუტოვა თანამშრომელს. მსჯავრდებულის აღნიშნული განმარტებები ვერ იქნება მიჩნეული მისი უდანაშაულობის დამადასტურებელ არგუმენტებად, ვინაიდან პალატის შეფასებით, შესაძლოა საწარმოს ტერიტორიაზე მართლაც იყო გაჩერებული დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანები, თუმცა სასამართლოს წინაშე ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ შემთხვევის დღეს რ-----------–---–--ნს ხელი მიუწვდებოდა რომელიმე ავტომანქანის გასაღებზე. რაც შეეხება მისი მხრიდან დაზარალებულისათვის წამლების დატოვებას, აღსანიშნავია, რომ რ------------–---–---მა სიცოცხლისათვის საშიში ძალ-----ბის მუქარა დაზარალებულის მიმართ გამოიყენა ამ უკანასკნელის კუთვნილი ქონების დაუფლების მიზნით, ხოლო როდესაც შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელება და მით უფრო, მიეცა შესაძლებლობა - საკუთარი სურვილისამებრ განეკარგა ვ-–-------- გ------–--ის კუთვნილი ავტომობილი, არ არის გასაკვირი, რომ მედიკამენტები, რომლებიც მისთვის არ იყო მატერიალური სარგებლის მომტანი, რ-----------–---–--ნს დაეტოვებინა დაზარალებულისათვის.

 

პალატის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ყაჩაღობის დროს ერთდროულად სახეზეა ორი სიკეთის - ადამიანის საკუთრების უფლების და ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფის საშიშროება; ხოლო ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალ-----ბა ან/და ასეთი ძალ-----ბის გამოყენების მუქარა. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, იმის მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ რ-----------–---–--ნის ქმედებით შეშინებულმა ვ-–----------------–---მ ძალ-----ბის მუქარა აღიქვა რეალურად. ასეთ ვითარებაში რ-----------–---–--ნის ქმედებიდან გამომდინარე, სახეზეა ინკრიმინირებული დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანი და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის.

 

რაც შეეხება რ-----------–---–--ნის მიერ ჩადენილი ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს, პირველი ისნტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეთა დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენებები საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად ქმნის, აშკრა, ურთიერთშეთანხმებულ და სანდო მტკციებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა რ-----------–---–--ნმა, 2018 წლის 16 აპრილს, შპს „ე-–--------“-ის ადმინისტრაციულ შენობაში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ვ-–----------------–---ს გასტაცა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ღირებულებაც შეადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შემნიშვნით გათვალისწინებულ დიდ ოდენობას.

 

პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის განმარტებები, რომ საქმეზე გამოძიება წარიმართა ზერელედ და ცალმხრივად, ამასთან ბრალდებულის უფლებების დარღვევას ადგილი ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზეც. წარმოდგენილი საქმის მასალებით ურთიერთშჯერების შედეგად პალატა აღნიშნავს, რომ რ-----------–---–--ნის სს საქმეზე გამოძიება ჩატარდა ობიექტურად და მოპოვებული იქნა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველს. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა.

 

ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ-----------–---–--ნი დამნაშავედ იქნა ცნობილი. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რ-----------–---–--ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი (წარსული ნასამართლობა) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და მსჯავრდებულის პიროვნების, წარსულის, მისი ინდივიდუალური მახასიათებლების და რეციდივის მხედველობაში მიღებით, დადგენილი სანქციის ფარგლებში განსუზღვრა ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რ-----------–---–--ნის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი;

 

რ-----------–---–--ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „გ“ ქვეპუნტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

რ------------–---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 აპრილიდან.

 

რ-----------–---–--ნის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით B--------, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ვ-–----------------–---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

- რ-----------–---–--ნის კუთვნილი ტყავის საფულე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დევნილობის მოწმობა, „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათი, "საქართველოს ბანკის" პლასტიკური ბარათი, მეტრომანის ბარათი და ფულადი თანხა: ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა და 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, სულ 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, "აიფონ" 5S-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მობილური ტელეფონის დამტენი და რ-----------–---–--ნის კუთვნილი ტანსაცმელი, რომლებიც ინახება შსს ხ-–-----------------–--------------–ოს შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

- შპს „ე-–---------ის“ სათვალთვალო კამერიდან ამოღებული და დისკზე დატანილი ჩანაწერი, რომელიც ინახება შსს ხ-–-----------------–--------------–ოს შენობაში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი

 

ლ.თევზაძე