განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310117001882990 (3ბ/2241-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ბ------“
წარმომადგენლები - დ------------------ე, დ-------–-----ა, ი--------------–---–ი (დირექტორი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი
მესამე პირები - ი-----–-------ა, ნ-----–-------–-–---–ი, ს----------------ა, ი--------------–--–--ე, თ---------------–--ე, მ------------–--ე, შპს ,,ი-------–-------“, კერძო აღმასრულებელი ე-----–------------ე
ს----------------ას, თ---------------–--ის, მ------------–--ის წარმომადგენელი ც-–--------------–---–ი
მესამე პირი - ხ----------ა
წარმომადგენელი - ხ-------------–--–--ა
მესამე პირები - თ------------ა, შპს ,,ლ----–------“
მესამე პირი - ა---------–------–--ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 10 მაისს შპს ,,ბ-----მა“ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ გაცემული N---------, N---------, N--------- და N--------- სააღსრულებო ფურცლების იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა შპს ,,ბ------“, ხოლო მოვალეებს ა-–----------------ა და ი-----–-------ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლები გაცემული იყო 2015 წლის 6 ნოემბერს, 2015 წლის 1 დეკემბერს, 2015 წლის 19 დეკემბერსა და 2016 წლის 29 თებერვალს შპს ,,ბ-----სა“ და ა-–----------------ასა და ი-----–-------ას შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, შპს ,,ბ-----მა“ ა-–----------------ას ასესხა 30 000 აშშ დოლარი, 15 000 აშშ დოლარი, 20 000 აშშ დოლარი და 40 000 აშშ დოლარი. ამასთან, ოთხივე შემთხვევაში თავდებს წარმოადგენდა ი-----–-------ა. კერძო აღმასრულებელსა და შპს ,,ბ-----ს“ შორის გაფორმებული სააღსრულებო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცლების მიხედვით გაერთიანებული A--------, A--------, A-------- და A-------- სააღსრულებო წარმოებების საფუძველზე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, განახორციელა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ, 2016 წლის 10 მაისს მოვალეებს ა-–----------------ასა და ი-----–-------ას მიეცათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია. ამასთან, დადგენილია, რომ ხსენებული ოთხი სააღსრულებო ფურცლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა 2016 წლის 10 მაისის N--------- და N--------- სააღსრულებო ფურცლების მოქმედება, შესაბამისად შეჩერებული იქნა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებები.
2.2. 2016 წლის 28 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ა-–----------------ას გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მეუღლემ, შვილებმა და დედამ თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე თანხა და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ და პასივები, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისთვის. მემკვიდრეთა განცხადებით სამკვიდრო ქონება შეფასებული იყო 1 500 000 ლარად, აქედან ი--------------ს წილი შეფასებული იყო 375 000 ლარად, ლ-----------ს წილი შეფასებული იყო 375 000 ლარად, ი-----–-------ას წილი შეფასებული იქნა 375 000 ლარად და ლ--–--------ს წილი ასევე შეფასებული იყო 375 000 ლარად.
2.3. 2016 წლის 29 დეკემბერს თ------------ამ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა თ------------ა, ხოლო მოვალეებს ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის და შესწორების აქტის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების ი--------------ს, ლ-----------ს, ი-----–-------ასა და ლ--–--------ს მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
2.4. 2017 წლის 10 იანვარს მ------------–--ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 6 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა მ------------–--ე, ხოლო მოვალეებს ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
2.5. 2017 წლის 11 იანვარს ა---------–------–--ემ განცხადებებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 10 იანვარს გაცემული N---------, N---------, N1--------- N--------- და N--------- სააღსრულებო ფურცლების იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს ხუთივე შემთხვევაში წარმოადგენდა ა---------–------–--ე, ხოლო მოვალეებს ა-–----------------ა, ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლებისა და მათში შეტანილი ჩასწორების აქტის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის ა-–----------------ას უფლებამონაცვლეების ი--------------ს, ლ-----------ს, ი-----–-------ას და ლ--–--------ს მიერ მამკვიდრებლისგან - ა-–----------------ასგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში, უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A--------, A--------, A--------, A-------- და A-------- სააღსრულებო წარმოებები და განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, ი-----–-------ას სახელზე რიცხულ შპს ,,ი-------–-------ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
2.6. 2017 წლის 12 იანვარს თ---------------–--ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 11 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა თ---------------–--ე, ხოლო მოვალეებს ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და მასში შეტანილი ჩასწორების აქტის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების მიერ, მიღებული სამკვიდროს აქტივის ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და არაერთხელ მიეცათ წინადადება მოვალეებს ი-------------ს, ლ-----------ს, ი-----–-------ას და ლ--–--------ს ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ასევე განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, ი-----–-------ას სახელზე რიცხულ შპს ,,ი-------–-------ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
2.7. 2017 წლის 13 იანვარს ი--------------–--–--ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 1 მარტს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ი--------------–--–--ე, ხოლო მოვალეს ა-–----------------ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და მასში შეტანილი ცვლილების თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების მიერ, მამკვიდრებლისგან ა-–----------------ასგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
2.8. 2017 წლის 23 იანვარს შპს ,,ლ----–------“-მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 20 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა შპს ,,ლ----–------“, ხოლო მოვალეებს ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, ი-----–-------ას სახელზე რიცხულ შპს ,,ი-------–-------ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
2.9. 2017 წლის 30 იანვარს ს----------------ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 8 ნოემბერს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ს----------------ა, ხოლო მოვალეებს ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და მასში შეტანილი ჩასწორების აქტის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების მიერ, მხოლოდ მიღებული სამკვიდროს აქტივის ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
2.10. 2017 წლის 1 თებერვალს ნ-----–-------–-–---–მა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 1 თებერვალს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ნ-----–-------–-–---–ი, ხოლო მოვალეებს ა-–----------------ა, ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და მასში შეტანილი შესწორების აქტის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო მოვალის ა-–----------------ას უფლებამონაცვლეების ი--------------ს, ლ-----------ს, ი-----–-------ას და ლ--–--------ს მიერ მამკვიდრებლისგან ა-–----------------ასგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
2.11. 2017 წლის 27 თებერვალს ხ----------ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 25 თებერვალს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ხ----------ა, ხოლო მოვალეებს ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო მოვალის ა-–----------------ას უფლებამონაცვლეების ი--------------ს, ლ-----------ს, ი-----–-------ას და ლ--–--------ს მიერ მამკვიდრებლისგან ა-–----------------ასგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და არაერთხელ მისცა წინადადება მოვალეებს ი-------------ს, ლ-----------ს, ი-----–-------ას და ლ--–--------ს ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ასევე განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, ი-----–-------ას სახელზე რიცხულ შპს ,,ი-------–-------ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
2.12. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 4 აპრილის წერილით შპს ,,ბ-----ს“ ეცნობა, რომ გარდა იმ საქმეებისა, სადაც შპს ,,ბ------“ წარმოადგენდა კრედიტორ მხარეს, ი-----–-------ა NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA-------- და NA-------- სააღსრულებო საქმეებში ასევე წარმოდგენილი იყო მოვალედ, როგორც ა-–----------------ას მემკვიდრე. ამასთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებული ყველა სააღსრულებო საქმე წარმოადგენდა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის კატეგორიას და აღმასრულებელი უზრუნველყოფდა აუქციონის ჩატარებას ყველა იმ კრედიტორთა სასარგებლოდ, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ ფულადი მოთხოვნა მოვალის მიმართ აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე, გარდა შეჩერებული სააღსრულებო საქმეებისა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.13. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების, ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი) მოთხოვნით. ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ბ------ს“ სასარჩელო მოთხოვნის მიზანია თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების დავალება, კერძოდ, მოპასუხემ შპს ,,ი-------–------–ი“ მოვალე ი-----–-------ას საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაცია აუქციონზე არ განახორციელოს შპს ,,ბ------ს“ გარდა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA-------- და NA-------- სააღსრულებო საქმეებზე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელის მიერ მითითებულ სააღსრულებო საქმეებზე განხორციელებულია ყადაღის რეგისტრაცია მოვალე ი-----–-------ას საკუთრებაში არსებული შპს ,,ი-------–-------ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში - აღსრულების ეროვნული ბიურო), ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით, ხოლო მე-3 პუნქტის საფუძველზე, აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს კერძო აღმასრულებელი, რომელიც მე-146 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას - სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მითითებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო მე-147 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ბ-----მა“ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ გაცემული ოთხი სხვადასხვა სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, რომელთაგან ორი სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერებული იქნა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა შპს ,,ბ-----სა“ და ა-–----------------ასა და ი-----–-------ას შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. ამდენად, მოვალეს ოთხივე შემთხვევაში ა-–----------------ასთან ერთად წარმოადგენდა ი-----–-------ა. ასევე დადგენილია, რომ ა-–----------------ა ერთპიროვნულად წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს და მოვალეს მთელი რიგი კრედიტორების - ნ-----–-------–-–---–ის, ს----------------ას, ი--------------–--–--ის, თ---------------–--ის, მ------------–--ის, თ------------ას, შპს ,,ლ----–------“-ის, ხ----------ასა და ა---------–------–--ის მიმართ, თუმცა მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მეუღლემ, შვილებმა და დედამ თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე თანხა და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ და პასივები, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისთვის. ამდენად, აღნიშნული კრედიტორების მიმართ მამკვიდრებლისგან მიღებული აქტივის ფარგლებში ერთ-ერთ მოვალეს წარმოადგენდა ი-----–-------ა.
2.15. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ამასთან, ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ბ------სა“ და სხვა კრედიტორების მოთხოვნები სააღსრულებო საქმეებზე მიეკუთვნებოდა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის კატეგორიას და თითოეულის დაკმაყოფილების მიზნით, რიგ შემთხვევაში კერძო აღმასრულებელმა, რიგ შემთხვევებში თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდა სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ, მოვალეებს მიეცათ წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის დაყადებული იქნა მოვალე ი-----–-------ას 45%-იანი წილი შპს ,,ი-------–------–ი“, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაცია განხორციელდება იმგვარად, რომ NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA-------- და NA-------- სააღსრულებო საქმეებზე კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მოვალე ი-----–-------ას იმ ქონებიდან, რომელიც მემკვიდრეობის მიღებამდე ჰქონდა საკუთრებაში და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის საფუძველზე მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შეზღუდულია, კერძოდ, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამდენად, მიღებული აქტივის ფარგლებში პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს აღმასრულებლის შესაძლებლობას, მოიძიოს მოვალის მთლიანი ქონება და დაადოს ყადაღა, თუმცა საბოლოოდ ა-–----------------ას კრედიტორებისთვის გასაცემი პასივი ვერ იქნება მემკვიდრეობით მიღებულ აქტივზე მეტი. NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA-------- და NA-------- სააღსრულებო საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლები მათში შეტანილ ცვლილებებთან ერთად ცხადყოფს, რომ სარეალიზაციოდ მიქცეული უნდა იქნეს მხოლოდ მამკვიდრებლისგან მიღებული ქონება კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რაც გამორიცხავს ი-----–-------ას სხვა ქონებიდან მამკვიდრებლის კრედიტორების დაკმაყოფილებას. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, ქონებას ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ. ყადაღადადებულ ქონებას შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. თუ ქონებას პირველი ყადაღა დაადო სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა ეცნობოს ყადაღის დადების რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობით განპირობებულ სააღსრულებო საქმეებზე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების რიგითობას კანონი არ ითვალისწინებს, ხოლო შპს ,,ბ------სა“ და სხვა კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დაწყებული სააღსრულებო წარმოების გაერთიანების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის და აღნიშნული ვერ გახდება მოცემული დავის საგანი. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონებაზე ერთდროულად მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ ყადაღის დადება და აღმასრულებლის მიერ აუქციონის ჩატარება ყველა იმ კრედიტორთა სასარგებლოდ, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ ფულადი მოთხოვნა მოვალის მიმართ, მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული მხოლოდ აქტივის ფარგლებში, საფუძვლიანია და ამ ეტაპზე არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
2.16. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოს მოპასუხის მიერ მოვალე ი-----–-------ას სახელზე რიცხულ წილზე განხორციელებული ყადაღის რეგისტრაცია დასაბუთებულად მიაჩნია, ამასთან, საბოლოოდ NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA-------- და NA-------- სააღსრულებო საქმეებზე კრედიტორებისთვის გასაცემი პასივი ვერ იქნება მემკვიდრეობით მიღებულ აქტივზე მეტი, მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, დაევალოს მოპასუხეს ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება, კერძოდ, შპს ,,ი-------–------–ი“ მოვალე ი-----–-------ას საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაცია აუქციონზე არ განახორციელოს შპს ,,ბ------ს“ გარდა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მეტიც, გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი სამოტივაციო ნაწილსა და სარეზოლუციო ნაწილს შორის. კონკრეტული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები კი შემდეგია: გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის. მართებულია გადაწყვეტილების 4.1.1.-4.1.12. პუნქტებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ ამომწურავად არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც აუცილებელი იყო საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად, აღნიშული ფაქტების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა და იქნება სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის ან დაუსაბუთებლობის დადგენა.
3.2. აპელანტის განმარტებით, მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს საქმეში არსებული შპს "ბ------ს" წარმომადგენლის 23.01.2018 წლის განცხადება კერძო აღმასრულებლის (ვ----–-------------ს) სახელზე, რომლის შინაარსის თანახმადაც, შპს "ბ------", როგორც კრედიტორი, აღსასრულებლად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლებით N---------, N---------, N---------, N--------- აღსრულების გაგრძელებას ითხოვდა მოვალე ი-----–-------ას ნაწილში, ხოლო მოვალე ა-–----------------ას ნაწილში ითხოვდა აღსრულების შეჩერებას. აპელანტი მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, თუ რომელი თარიღით დაარეგისტრირა აღმასრულებელმა ყადაღა შპს "ბ------"-ს სასარგებლოდ, მოვალე ი-----–-------ას და ა-–----------------ას ქონებაზე და საქმეში მესამე პირად ჩართული სხვა კრედიტორების სასარგებლოდ - რომელი თარიღით. აპელანტის მოსაზრებით, შპს "ბ------ს" სასარგებლოდ მიმდინარე სააღსრულებო საქმის ფარგლებში კერძო აღმასრულებელმა ვ----–-------------მ მოვალეების ი-----–-------ას და ა-–----------------ას ქონებებზე ყადაღები დაარეგისტრირა უფრო ადრე, ვიდრე სხვა კრედიტორების სასარგებლოდ სხვა აღმასრულებლებმა. შპს "ბ------ს“ სასარგებლოდ ყადაღები დარეგისტრირებული იქნა 10.05.2016 წელს, (იხ. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 20 ივნისს წარმოდგენილი აღსრულების წარმოების მასალის ასლების გვვერდი 919, გვერდი 1344) ხოლო სხვა სააღსრულებო საქმეეზე კი ყადაღები აღმასრულებლის მიერ რეგისტრირებული იქნა 2017 წლის დასაწყისში. ამდენად, საქმის მასალებით, უდავოდ დგინდება ის გარემოება, რომ მოვალეების - ი-----–-------ას და ა-–----------------ას ქონებებზე, ყადაღა პირველად დაარეგისტრირა აღმასრულებელმა შპს "ბ------"-ს სასარგებლოდ. ყოველივე აღნიშნული ორი გარემოების შესახებ მტკიცებულებები წარმოდგენილია საქმეზე, კერძოდ, მტკიცებულებები ერთვის მიმდინარე სააღსრულებოს საქმის წარმოების მასალებს, რომელიც წარდგენილი იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 20 ივნისს.
3.3. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუვლიანობის შემოწმება. მეტიც, გადაწყვეტილების სამოტივაცია ნაწილი და სარეზოლუციო ნაწილი წინააღმდეგობრივია. როგორც სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს, დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, არ განახორციელოს მოქმედება (მოქმედებისგან თავის შეკავება), რომელსაც ის ახორციელებდა. კერძოდ NA-------- და NA-------- სააღსრულებო საქმეებზე შპს "ი-------–------"-ში ს/კ N--------- მოვალე ი-----–-------ას (პ/ნ N-----------) საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაცია აუქციონზე არ მოახდინოს შპს "ბ------"-ს გარდა სხვა კრედიტორთა სასარგებლოდაც, რომლებიც წარმოდგენილი არიან შემდეგ სააღსრულებო საქმეებში: A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები კი არის ის, რომ მოვალე ი-----–-------ას მემკვიდრეობის მიღებამდე გააჩნდა საკუთრებაში 30%-იანი წილი შპს "ი-------–------–ი". ამასთან ერთად ი-----–-------ას მიმართ შპს "ბ------" აღსრულებას ითხოვდა, როგორც პირადი მოვალის მიმართ, ხოლო სხვა სააღსრულებო საქმეებში ი-----–-------ა წარმოდგენილი იყო, როგორც მამის ა-–----------------ას, მემკვიდრე, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო მამის სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილი, მათ შორის 15%-იანი წილი შპს "ი-------–------–ი". ამდენად, აპელანტი უკანონოდ მიიჩნევს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განსახორციელებელ ქმედებას, რომლის თანახმადაც, ის აპირებს ი-----–-------ას ქონებაზე - 30%-იან წილზე შპს "ი-------–------–ი" იძულებითი აუქციონი ჩაატაროს, როგორც შპს "ბ------"-ს სასარგებლოდ ასევე ი-----–-------ას, როგორც ა-–----------------ას მემკვიდრის, კრედიტორების სასარგებლოდ და ამორებული თანხა გაანაწილოს ყველა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ მოთხოვნების პროპორციულად. აღნიშული განსახორციელებელი ქმედება ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ უკანონოა.
3.4. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას იგი მიუთითებდა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ განსახორციელებული ქმედება ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. თბილისის სააღსრულებო ბიურო არღვევდა აღნიშნულ მუხლს, რომელიც განსაზღვრავს მამკვიდრებლის კრედიტორების დაკმაყოფილების ფარგლებს მემკვიდრის მიერ. ეს ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ მემკვიდრემ მამკვიდრებლის კრედიტორები უნდა დააკმაყოფილოს მიღებული აქტივის ფარგლებში, თითოეულის წილის პროპორციულად. "მიღებული აქტივი" კი, ნიშნავს კონკრეტულ აქტივს, ნატურას. მაგ: მიღებული ქონება, იქნება ეს მოძრავი თუ უძრავი წილი სამეწარმეო საზოგადოებაში (როგორც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში) და ა.შ. ამდენად, ი-----–-------ამ მემკვიდრეობით მიიღო სამკვიდროს 1/4 ნაწილი, მათ შორის 15%-იანი წილი შპს "ი-------–------–ი". მამკვიდრებლის კრედიტორებს უფლება აქვთ მათი დავალიანების გადახდევინება მოითხოვონ 15%-იანი წილიდან შპს "ი-------–------–ი" და სხვა იმ ქონებიდან, რომელი ქონებაც ი-----–-------ამ მიიღო მემკვიდრეობით და არა სამკვიდროს გახსნამდე ი-----–-------ას საკუტრებაში არსებული ქონებიდან, როემლიც გახლდათ 30%-ი შპს "ი-------–------–ი". მოთხოვნის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი სწორედ ზემოაღნიშული ნორმაა, რომლის განმარტებაზე და გამოყენებაზე უნდა ემსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა სასამართლომ აბსოლუტურად გაუგებარი პოზიცია ჩამოაყალიბა გადაწყვეტილებაში და არ განმარტა აღნიშული ნორმა. ასე, მაგალითად: მოსარჩელის აღნიშულ პოზიციაზე მსჯელობისას სასამართლო პასუხობს: "ამდენად, მიღებული აქტივის ფარგლებში პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს აღმასრულებლის შესაძლებლობას, მოიძიოს მოვალის მთლიანი ქონება და დაადოს ყადაღა, თუმცა საბოლოოდ ა-–----------------ას კრედიტორებისათვის გასაცემი პასივი ვერ იქნება მემკვიდრეობით მიღებულ აქტივზე მეტი". (იხ. გადაწყვეტილების მე-12 გვერდი, პირველი აბზაცი). აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ეს პოზიცია ჩვენს არგუმეტს ვერ აბათილებს და არის ძალიან სუსტი. სასამართლო იმპერატიულად ადგენს, რომ "საბოლოოდ ა-–----------------ას კრედიტორებისათვის გასაცემი პასივი ვერ იქნება მემკვიდრეობით მიღებულ აქტივზე მეტი". ეს პოზიცია გასაგებია მოსარჩელისათვის და სადავო არ არის. რატომ გამოყო სსამართლომ ასე ხასგასმით ეს პოზიცია, გაუგებარია. სადავო საკითხთან მიმართებაში კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს ბუნდოვანი, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი პოზიცია აქვს. მაგალითად, სასამართლო აღნიშნავს: “მიღებული აქტივის ფარგლებში პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს აღმასრულებლის შესაძლებლობას, მოიძიოს მოვალის მთლიანი ქონება და დაადოს ყადაღა. ამავე აბზაცის ბოლო წინადადებაში კი სასამართლო მსჯელობს: "A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A--------; A-------- სააღსრუელებო საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლები მათში შეტანილი ცვლილებებთან ერთად ცხადყოფს, რომ სარეალიზაციოდ მიქცეული უნდა იქნეს მხოლოდ მამკვიდრებლისგან მიღებული ქონება კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რაც გამორიცხავს ი-----–-------ას სხვა ქონებიდან მამკვიდრებლის კრედიტორების დაკმაყოფილებას". ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით, გატარებული ორი წინააღმდეგობრივი აზრი, ერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ მიღებული აქტივის ფარგლებში პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს აღმასრულებლის შესაძლებლობას, მოიძიოს მოვალის მთლიანი ქონება და დაადოს ყადაღა, ხოლო მეორე შემთხვევაში აღნიშნავს, სააღსრუელებო საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლები მათში შეტანილი ცვლილებებთან ერთად ცხადყოფს, რომ სარეალიზაციოდ მიქცეული უნდა იქნეს მხოლოდ მამკვიდრებლისგან მიღებული ქონება კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რაც გამორიცხავს ი-----–-------ას სხვა ქონებიდან მამკვიდრებლის კრედიტორების დაკმაყოფილებას. საბოლოოდ სარეზოლუციო ნაწილში კი ადგენს, რომ შპს "ბ------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.5. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციი სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლზე მსჯელობის ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია, რის გამოც გადაწყვეტილება იქმნება უკანონოდ. გარდა ზემოაღნიშული მსჯელობისა (რომ სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, სარეალიაციოდ არ უნდა მიექცეს მამკვიდრებლის ვალების დასაფარად მემკვიდრის პირადი საკუთრება, რომელიც მას მემკვიდრეობის განსნამდე ქონდა საკუთრებაში), შპს "ბ------" მის სარჩელს საფუძვლად უდებდა სხვა სამართლებრივ საფუძველსაც. ეს არის "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მრავალჯერადი ყადაღის დადების და ფულად მოთხოვნათა აღსრულების რიგითობას. აღნიშული ნორმის თანახმად: 1. ქონებას ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ. დაყადაღებულ ქონებას შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. თუ ქონებას პირველი ყადაღა დაადო სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა ეცნობოს ყადაღის დადების რეგისტრაციის შესახებ. 2. ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე საარსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა". ამდენად, ეს ნორმა განსაზღვრავს ერთი და იმავე მოვალის მიმართ რამდენიმე კრედიტორის მიერ წაყენებული ფულადი მოთხოვნების აღსრულების წესს და პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მოსაზრებით, თბილისის სააღსრულებო ბიურო მომავალში დაარღვევს აღნიშული ნორმით დადგენილ წესს, იმ შემთხვევაში, თუ განახორციელებს იმ ქმედებას, რომლისგან თავის შეკავებაც არის მოთხოვნილი მოპასუხის მიმართ. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შპს „ბ------ს“ განცხადების საფუძველზე დაწყებულ სააღსრულებო საქმეზე კერძო აღმასრულებელმა ვ----–-------------მ უფრო ადრე დაარეგისტრირა ყადაღები მოვალეების ი-----–-------ას და ა-–----------------ას უძრავ-მოძრავ ქონებებზე, ვიდრე საქმეში მესამე პირებად ჩართულ სხვა კრედიტორების სააღსრულებო საქმეებზე აღმასრულებელმა. ამდენად, თუ პირველ პოზიციას სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, თბილისის სააღსრულებო ბიურო არ გაიზიარებდა და მიჩნეული იქნება, რომ ი-----–-------ას 30% წილთან მიმართებით სხვა კრედიტორებსაც იგივე უფლებები აქვთ, როგორც შპს "“ბ-----ს“, როგორც ი-----–-------ას პირად მოვალეს, ასეთ შემთხვევაშიც კი, თბილისის სააღშრულებო ბიურომ ი-----–-------ას 30%-იანი წილი შპს "ი-------–------–ი" არ უნდა მიაქციოს იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ, შპს "ბ------ს" გარდა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა. ვინაიდან შპს "ბ------ს“ სასარგებლოდ დაწყებულ სააღსრულებო საქმეებზე აღმასრულებელმა უფრო ადრე დაარეგისტრირა ყადაღა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, მხოლოდ ბ------ს სასარგებლოდ უნდა განხორციელდეს ი-----–-------ას 30%-იანი წილის რეალიზაცია შპს "ი-------–------–ი", და წილის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა პირველ რიგში მიექცეს შპს "ბ------ს“ დავალიანების დასაფარად, ხოლო ამის შემდეგ, მიექცეს იგი დანარჩენი კრედიტორების დავალიანების დასაფარად. ამის საპირისპიროდ, თბილისის სააღსრულებო ბიურო აპირებს განახორციელოს ქმედება და ი-----–-------ას საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის რეალიზაცია უნდა მოახდინოს სხვა დანარჩენი კრედიტორების სასარგებლოდაც და ამონაგები თანხა გაანაწილოს კრედიტორებს შორის პროპორციულად, რაც ზემოაღნიშული ნორმების თანახმად, არის უკანონო ქმედება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სარჩელი პირველ ინსტანციაში იყო დასაბუთებული, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და გადაწყვეტილებით ვერ დაასაბუთა თავისი პოზიცია. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაკმაყოფილდეს შპს "ბ------ს“ სარჩელი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 10 მაისს შპს ,,ბ-----მა“ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ გაცემული N---------, N---------, N--------- და N--------- სააღსრულებო ფურცლების იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა შპს ,,ბ------“, ხოლო მოვალეებს ა-–----------------ა და ი-----–-------ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლები გაცემული იყო 2015 წლის 6 ნოემბერს, 2015 წლის 1 დეკემბერს, 2015 წლის 19 დეკემბერსა და 2016 წლის 29 თებერვალს შპს ,,ბ-----სა“ და ა-–----------------ასა და ი-----–-------ას შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, შპს ,,ბ-----მა“ ა-–----------------ას ასესხა 30 000 აშშ დოლარი, 15 000 აშშ დოლარი, 20 000 აშშ დოლარი და 40 000 აშშ დოლარი. ამასთან, ოთხივე შემთხვევაში თავდებს წარმოადგენდა ი-----–-------ა. კერძო აღმასრულებელსა და შპს ,,ბ-----ს“ შორის გაფორმებული სააღსრულებო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცლების მიხედვით გაერთიანებული A--------, A--------, A-------- და A-------- სააღსრულებო წარმოებების საფუძველზე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, განახორციელა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ, 2016 წლის 10 მაისს მოვალეებს ა-–----------------ასა და ი-----–-------ას მიეცათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია. ამასთან, დადგენილია, რომ ხსენებული ოთხი სააღსრულებო ფურცლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა 2016 წლის 10 მაისის N--------- და N--------- სააღსრულებო ფურცლების მოქმედება, შესაბამისად შეჩერებული იქნა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებები.
4.3. 2016 წლის 28 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ა-–----------------ას გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მეუღლემ, შვილებმა და დედამ თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე თანხა და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ და პასივები, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისთვის. მემკვიდრეთა განცხადებით სამკვიდრო ქონება შეფასებული იყო 1 500 000 ლარად, აქედან ი--------------ს წილი შეფასებული იყო 375 000 ლარად, ლ-----------ს წილი შეფასებული იყო 375 000 ლარად, ი-----–-------ას წილი შეფასებული იქნა 375 000 ლარად და ლ--–--------ს წილი ასევე შეფასებული იყო 375 000 ლარად.
4.4. 2016 წლის 29 დეკემბერს თ------------ამ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა თ------------ა, ხოლო მოვალეებს ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის და შესწორების აქტის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების ი--------------ს, ლ-----------ს, ი-----–-------ასა და ლ--–--------ს მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
4.5. 2017 წლის 10 იანვარს მ------------–--ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 6 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა მ------------–--ე, ხოლო მოვალეებს ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
4.6. 2017 წლის 11 იანვარს ა---------–------–--ემ განცხადებებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 10 იანვარს გაცემული N---------, N---------, N---------- N--------- და N--------- სააღსრულებო ფურცლების იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს ხუთივე შემთხვევაში წარმოადგენდა ა---------–------–--ე, ხოლო მოვალეებს ა-–----------------ა, ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლებისა და მათში შეტანილი ჩასწორების აქტის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის ა-–----------------ას უფლებამონაცვლეების ი--------------ს, ლ-----------ს, ი-----–-------ას და ლ--–--------ს მიერ მამკვიდრებლისგან - ა-–----------------ასგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში, უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A--------, A--------, A--------, A-------- და A-------- სააღსრულებო წარმოებები და განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, ი-----–-------ას სახელზე რიცხულ შპს ,,ი-------–-------ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
4.7. 2017 წლის 12 იანვარს თ---------------–--ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 11 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა თ---------------–--ე, ხოლო მოვალეებს ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და მასში შეტანილი ჩასწორების აქტის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების მიერ, მიღებული სამკვიდროს აქტივის ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და არაერთხელ მიეცათ წინადადება მოვალეებს ი-------------ს, ლ-----------ს, ი-----–-------ას და ლ--–--------ს ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ასევე განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, ი-----–-------ას სახელზე რიცხულ შპს ,,ი-------–-------ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
4.8. 2017 წლის 13 იანვარს ი--------------–--–--ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 1 მარტს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ი--------------–--–--ე, ხოლო მოვალეს ა-–----------------ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და მასში შეტანილი ცვლილების თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების მიერ, მამკვიდრებლისგან ა-–----------------ასგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
4.9. 2017 წლის 23 იანვარს შპს ,,ლ----–------“-მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 20 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა შპს ,,ლ----–------“, ხოლო მოვალეებს ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, ი-----–-------ას სახელზე რიცხულ შპს ,,ი-------–-------ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
4.10. 2017 წლის 30 იანვარს ს----------------ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 8 ნოემბერს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ს----------------ა, ხოლო მოვალეებს ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და მასში შეტანილი ჩასწორების აქტის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების მიერ, მხოლოდ მიღებული სამკვიდროს აქტივის ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
4.11. 2017 წლის 1 თებერვალს ნ-----–-------–-–---–მა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 1 თებერვალს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ნ-----–-------–-–---–ი, ხოლო მოვალეებს ა-–----------------ა, ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და მასში შეტანილი შესწორების აქტის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო მოვალის ა-–----------------ას უფლებამონაცვლეების ი--------------ს, ლ-----------ს, ი-----–-------ას და ლ--–--------ს მიერ მამკვიდრებლისგან ა-–----------------ასგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
4.12. 2017 წლის 27 თებერვალს ხ----------ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 25 თებერვალს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ხ----------ა, ხოლო მოვალეებს ი--------------, ლ-----------, ი-----–-------ა და ლ--–--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო მოვალის ა-–----------------ას უფლებამონაცვლეების ი--------------ს, ლ-----------ს, ი-----–-------ას და ლ--–--------ს მიერ მამკვიდრებლისგან ა-–----------------ასგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A-------- სააღსრულებო წარმოება და არაერთხელ მისცა წინადადება მოვალეებს ი-------------ს, ლ-----------ს, ი-----–-------ას და ლ--–--------ს ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ასევე განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, ი-----–-------ას სახელზე რიცხულ შპს ,,ი-------–-------ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
4.13. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 4 აპრილის წერილით შპს ,,ბ-----ს“ ეცნობა, რომ გარდა იმ საქმეებისა, სადაც შპს ,,ბ------“ წარმოადგენდა კრედიტორ მხარეს, ი-----–-------ა NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA-------- და NA-------- სააღსრულებო საქმეებში ასევე წარმოდგენილი იყო მოვალედ, როგორც ა-–----------------ას მემკვიდრე. ამასთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებული ყველა სააღსრულებო საქმე წარმოადგენდა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის კატეგორიას და აღმასრულებელი უზრუნველყოფდა აუქციონის ჩატარებას ყველა იმ კრედიტორთა სასარგებლოდ, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ ფულადი მოთხოვნა მოვალის მიმართ აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე, გარდა შეჩერებული სააღსრულებო საქმეებისა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.14. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.15. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების, ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი) მოთხოვნით. ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ბ------ს“ სასარჩელო მოთხოვნის მიზანია თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების დავალება, კერძოდ, მოპასუხემ შპს ,,ი-------–------–ი“ მოვალე ი-----–-------ას საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაცია აუქციონზე არ განახორციელოს შპს ,,ბ------ს“ გარდა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA-------- და NA-------- სააღსრულებო საქმეებზე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელის მიერ მითითებულ სააღსრულებო საქმეებზე განხორციელებულია ყადაღის რეგისტრაცია მოვალე ი-----–-------ას საკუთრებაში არსებული შპს ,,ი-------–-------ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
4.16. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში - აღსრულების ეროვნული ბიურო), ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით, ხოლო მე-3 პუნქტის საფუძველზე, აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს კერძო აღმასრულებელი, რომელიც მე-146 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას - სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მითითებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო მე-147 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ბ-----მა“ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ გაცემული ოთხი სხვადასხვა სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, რომელთაგან ორი სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერებული იქნა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა შპს ,,ბ-----სა“ და ა-–----------------ასა და ი-----–-------ას შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. ამდენად, მოვალეს ოთხივე შემთხვევაში ა-–----------------ასთან ერთად წარმოადგენდა ი-----–-------ა. ასევე დადგენილია, რომ ა-–----------------ა ერთპიროვნულად წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს და მოვალეს მთელი რიგი კრედიტორების - ნ-----–-------–-–---–ის, ს----------------ას, ი--------------–--–--ის, თ---------------–--ის, მ------------–--ის, თ------------ას, შპს ,,ლ----–------“-ის, ხ----------ასა და ა---------–------–--ის მიმართ, თუმცა მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მეუღლემ, შვილებმა და დედამ თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე თანხა და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ და პასივები, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისთვის. ამდენად, აღნიშნული კრედიტორების მიმართ მამკვიდრებლისგან მიღებული აქტივის ფარგლებში ერთ-ერთ მოვალეს წარმოადგენდა ი-----–-------ა.
4.17. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ამასთან, ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ბ------სა“ და სხვა კრედიტორების მოთხოვნები სააღსრულებო საქმეებზე მიეკუთვნებოდა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის კატეგორიას და თითოეულის დაკმაყოფილების მიზნით, რიგ შემთხვევაში კერძო აღმასრულებელმა, რიგ შემთხვევებში თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდა სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ, მოვალეებს მიეცათ წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის დაყადებული იქნა მოვალე ი-----–-------ას 45%-იანი წილი შპს ,,ი-------–------–ი“, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაცია განხორციელდება იმგვარად, რომ NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA-------- და NA-------- სააღსრულებო საქმეებზე კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მოვალე ი-----–-------ას იმ ქონებიდან, რომელიც მემკვიდრეობის მიღებამდე ჰქონდა საკუთრებაში. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის საფუძველზე მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შეზღუდულია, კერძოდ, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამდენად, მიღებული აქტივის ფარგლებში პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს აღმასრულებლის შესაძლებლობას, მოიძიოს მოვალის მთლიანი ქონება და დაადოს ყადაღა, თუმცა საბოლოოდ ა-–----------------ას კრედიტორებისთვის გასაცემი პასივი ვერ იქნება მემკვიდრეობით მიღებულ აქტივზე მეტი. NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA-------- და NA-------- სააღსრულებო საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლები მათში შეტანილ ცვლილებებთან ერთად ცხადყოფს, რომ სარეალიზაციოდ მიქცეული უნდა იქნეს მხოლოდ მამკვიდრებლისგან მიღებული ქონება კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რაც გამორიცხავს ი-----–-------ას სხვა ქონებიდან მამკვიდრებლის კრედიტორების დაკმაყოფილებას. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, ქონებას ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ. ყადაღადადებულ ქონებას შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. თუ ქონებას პირველი ყადაღა დაადო სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა ეცნობოს ყადაღის დადების რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობით განპირობებულ სააღსრულებო საქმეებზე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების რიგითობას კანონი არ ითვალისწინებს, ხოლო შპს ,,ბ------სა“ და სხვა კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დაწყებული სააღსრულებო წარმოების გაერთიანების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის და აღნიშნული ვერ გახდება მოცემული დავის საგანი. ამასთან, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ქონებაზე ერთდროულად მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ ყადაღის დადება და აღმასრულებლის მიერ აუქციონის ჩატარება ყველა იმ კრედიტორთა სასარგებლოდ, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ ფულადი მოთხოვნა მოვალის მიმართ, მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული მხოლოდ აქტივის ფარგლებში, საფუძვლიანია და ამ ეტაპზე არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
4.18. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოს მოპასუხის მიერ მოვალე ი-----–-------ას სახელზე რიცხულ წილზე განხორციელებული ყადაღის რეგისტრაცია დასაბუთებულად მიაჩნია, ამასთან, საბოლოოდ NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA--------, NA-------- და NA-------- სააღსრულებო საქმეებზე კრედიტორებისთვის გასაცემი პასივი ვერ იქნება მემკვიდრეობით მიღებულ აქტივზე მეტი, სწორად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაევალოს მოპასუხეს ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება, კერძოდ, შპს ,,ი-------–------–ი“ მოვალე ი-----–-------ას საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაცია აუქციონზე არ განახორციელოს შპს ,,ბ------ს“ გარდა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე