განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 090100119002869846
საქმე №1/ბ-290-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ------ მ-------ის ძე კ-----ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 27 ი----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, მცხოვრები: ამბროლაურის რაიონი წ---–-----ის ქუჩა #3.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ პ------ კ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოიხატა შემდეგში:
პ------ კ-----ემ, წლების განმავლობაში, მათ შორის 2017 წლის 30 ივლისს, 2018 წლის სექტემბერში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელ--), 2019 წლის 10 იანვარს და 2019 წლის 11 იანვარს, ქ. ამბროლაურში, წ---–-----ის ქუჩა N3–ში, სისტემატური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ----- ბ-------–---–ს, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.
2019 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 21 საათზე, ქ. ამბროლაურში წ---–-----ის ქუჩა N3– ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პ------ კ-----ემ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შეკამათებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახის არეში ხელის ორჯერ დარტყმით, სცემა მეუღლე თ----- ბ-------–---–ი, რომელმაც აღნიშნულით განიცდა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 30 ივლისს, ზუსტი დრო დაუდგენელ--, დაბადების დღის მისალოცი ხშირი სატელეფონო ზარებისა და მიმოწერისათვის განაწყენებულმა პ------ კ-----ემ, საწოლის თავზე დარტყმით, განზრახ დააზიანა მეუღლის, თ----- ბ-------–---–ის კუთვნილი ,,სამსუნგი ა–5“–ს მოდელის მობილური ტელეფონი, რამაც 875 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით პ------ კ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,187–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64–ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187–ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 1 000(ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ პ------ კ-----ეს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთავალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ პ------ კ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 11 იანვარიდან - 2019 წლის 23 იანვარის ჩათვლით.
პ------ კ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულ--.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ----- შ--–--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ პ------ კ-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის შეუსაბამოდ მსუბუქი მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებასთან. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პ. კ-----ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე მსჯავრდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ ადგილი აქვს სისტემატიურ შეურაცხოფას და ქონების განზრახ დაზიანებას, რაც მეტყველებს მის იმპულსურობაზე და არაკონტოლირებად ქცევაზე, რომლის ქმედებასაც შესაძლოა უფრო მძიმე შედეგი მოჰყოლოდა. სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი პ------ კ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ პ------ კ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111–187–ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- ბ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით, მოწმეების - თ----- მ---------ის, ე-–---- კ-----ის, ლ-- მ---------–ის, ბ------ ბ------ის, ნ--- თ-----ის და ა--- ხ------–---ის გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღების ოქმით, ამბულატორიული სასამართლო – ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ პ------ კ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111–187–ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ პ------ კ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
პ------ კ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111–187–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187–ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ პ------ კ-----ეს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთავალოს პირობით 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ პ------ კ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 11 იანვარიდან - 2019 წლის 23 იანვარის ჩათვლით.
გაუქმდეს ბრალდებულ პ------ კ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ პ------ კ-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ,,გირაოს” გადახდის უზრუნველსაყოფად პ------ კ-----ის (პ/ნ 0----------)სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთს, მდებარე ამბროლაურის რაიონი, სოფელი ზ-----, ნაკვეთი – 0--, დაზუსტებული ფართობი 1825.00 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი – N------------- რომელიც აუდიტორული დასკვნით შეფასებულ-- 5500 ლარად.
განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში დაცული :
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- მობილური ტელეფონის ყუთი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე დართული შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი CD დისკზე, მობილური ტელეფონის დოკუმენტაცია დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე