განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002501030
№1/ბ-807-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - შ----ა ჩ----ის
ადვოკატის - მ------რ გ---------ის
მსჯავრდებულების - გ------ი ზ-------–---–ის და ზ---- ს------–---–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---- გ----ს ძე ს------–---–ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №3----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ოზურგეთის რაიონის, სოფელ შ---------ში და გ------ი გ--ს ძე ზ-------–---–ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №3----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ოზურგეთის რაიონის, სოფელ შ---------ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------ი ზ-------–---–მა ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშულების წინააღმდეგ; სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი აფეთქებით; სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენავა და ტარება, ხოლო ზ---- ს------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სატრანსპორტო საშულების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------ი ზ-------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინა- აღმდეგოდ შეიძინა, ასაფეთქებელი მოწყობილობა, კერძოდ ,,P----"ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა, რომელსაც ასევე მართსაწინაარმდეგოდ ინახავდა და ატარებდა 2018 წლის 11 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შ---------ში ფეხით გადაადგილებისას.
2018 წლის 11 თებერვალს დაახლოებით 23:30 წუთზე, გ------ი ზ-------–---–მა ,,P----"ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის გამოყენებით დააზიანა და გაანადგურა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შ---------ში მდებარე ინდ. მეწარმე ი--- კ--–--ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიის კარფანჯარა და მაღაზიაში არსებული ინვენტარი, აგრეთვე გაანადგურა საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, საერთო ღირებულებით 4182.50 ლარის, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მისი ქმედებით დაზარალებულ ი--- კ--–--ეს მიაყენა 4182 ლარის და 50 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
2018 წლის 29 აპრილს დაახლოებით 24:00 საათზე, გ------ი ზ-------–---–მა და ზ---- ს------–---–მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეაღწიეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ცხემლისხიდში მცხოვრებ ი----- მ–---------ის საცხოვრებელ სახლში და პირველ სართულზე, მისაღები ოთახიდან დაეუფლნენ ,,TCL" მარკის ტელევიზორს ღირებული 500 ლარი, პირველ სართულზე არსებული სათავსოდან მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ ელექტრო ხერხს ღირებული 200 ლარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ჭიდან წყლის საქაჩ ტუმბოს ღირებული 100 ლარი, რის შემდეგაც წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეაღწიეს საცხოვრებელ სახლის გვერდით მდებარე ავტოფარეხში და მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ ი----- მ–---------ის კუთვნილ ,,ოპელ-ვექტრას" მოდელის სახ. ნომრით I------ ავტომანქანას ღირებული 2000 ლრი, რომელშიც გ------ი ზ-------–---–მა და ზ---- ს------–---–მა მოათავსეს ფარულად დაუფლებული ზემოაღნიშნული ნივთები და ავტომანქანით, რომელსაც მართავდა გ------ი ზ-------–---–ი, მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან, აღნიშნული ქმედებით კი დაზარალებულ ი----- მ–---------ეს მიადგა 2800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2018 წლის 30 აპრილს დაახლოებით 01:00 საათზე, გ------ი ზ-------–---–მა და ზ---- ს------–---–მა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შ---------ის ტყეში, გომის დასახლებაში მიიყვანეს ი----- მ–---------ის საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე ავტოფარეხიდან ფარულად დაუფლებული ი----- მ–---------ის კუთვნილი ,,ოპელ-ვექტრას" მოდელის სახ. ნომრით I------ ავტომანქანა ღირებული 2000 ლარი და ჩადენილი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით გ------ი ზ-------–---–მა ცეცხლი წაუკიდა და გაანადგურა ი----- მ–---------ის კუთვნილი ავტომაქანა და ზ---- ს------–---–თან ერთად ფარულად დაუფლებული ნივთებით დატოვა შემთხვევის ადგილი. აღნიშნული ქმედებით კი ი----- მ–---------ეს მიადგა 2000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენით გ------ი ზ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,გ", ,,ა" ქვეპუნტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით (ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,გ" და ,,ა" ქვეპუნტებით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------ი ზ-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ზ---- ს------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,ა", 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,გ", ,,ა" ქვეპუნტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,გ", ,,ა" ქვეპუნტებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----ა ჩ----ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ შ----ა ჩ----ე რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულებს: ზ---- ს------–---–ს, გ------ი ზ-------–---–ს და მათ ინტერესების დამცველ ადვოკატ მ------რ გ---------ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---- ს------–---–ს და გ------ი ზ-------–---–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და ,,გ’’ ქვეპუნტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით (ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარდა მსჯავრდებულთა აღიარებითი ჩვენებებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, 2018 წლის 12 თებერვალს მიღებული შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, დადგენილებით ი--- კ--–--ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმით, შუამდგომლობით ვიდეოთვალის ჩანაწერის ამოღებაზე, განჩინებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე ნებართვის გაცემის შესახებ, ი--- კ--–--ის კუთვნილი მაღაზიიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, დადგენილებით მასალების განსაიდუმლოების შესახებ, მოწმეების: თ------------------–--------------–-------------------------------------------–---------–----------–---–-----–------–-------------------------------------------------–---–---------------------–------------–-----------–-----------------–--------------- ზ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბიოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნით, გ------ი ზ-------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, ტექნიკური და ქიმიური ექსპერტზის დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ---- ს------–---–ს და გ------ი ზ-------–---–ს ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ: გ------ი ზ-------–---–ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და ,,გ’’ ქვეპუნტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით (ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ზ---- ს------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,ა", 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,გ", ,,ა" ქვეპუნტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ზ---- ს------–---–ს და გ------ი ზ-------–---–ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულების პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მათ სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----ა ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ------ი ზ-------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,ა", მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,გ", ,,ა" ქვეპუნტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით (ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
გ------ი ზ-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,გ" და ,,ა" ქვეპუნტებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
გ------ი ზ-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ------ი ზ-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის მე-3 ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
გ------ი ზ-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
გ------ი ზ-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------ი ზ-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------ი ზ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 5 მაისიდან.
ზ---- ს------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,ა", 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,გ", ,,ა" ქვეპუნტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,გ", ,,ა" ქვეპუნტებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ---- ს------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან - 2018 წლის 5 მაისიდან.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8 ცალი ხელის თითის კვალი, დატანილი 8 ცალ დაქტილოფირზე, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ოთხი ცალი თოლიას ფირმის ნაყინის შეფუთვიდან აღებული ანაწმენდები შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სამზარეულო ოთახში შესასვლელი კარების გარეთა სახელურიდან აღებული ანაწმენდები შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
მისაღები ოთახის (სადაც იდგა ტელევიზორი) კარების გარეთა სახელურიდან აღებული ანაწმენდები შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ერთი ცალი დვდ დისკი, რომელზეც ასახულია გ------ი ზ-------–---–თან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამახველი კადრები და ერთი ცალი დვდ დისკი, რომელზეც ასახულია ზ---- ს------–---–თან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამახველი კადრები, რომლებიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის (ი----- მ–---------ის საცხოვრებელი სახლი) დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუში მოთავსებული ორ ქილაში ნახშირის სახით, რომლებიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ორი ცალი დვდ დისკი, რომელზეც ასახულია მაღაზიის აფეთქების კადრები, 16 ცალი დვდ დისკი, რომელზეც ასახულია მაღაზიის ვიდეოთვალის ჩანაწერი და რომლებიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
რ. ს------–---–ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
მაღაზიის კარებიდან აღებული ანაწმენდი, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ქ. ს------–---–ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
კ. ჩ------–---ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ზ---- ს------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
გ------ი ზ-------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
გ------ი ზ-------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანიდან აღებული ნამწვის ნიმუშები, აგრეთვე საბურავის დაწვის ადგილიდან აღებული გრუნტის ნიმუშები, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
,,სანტეს" საფირმო მაცივრიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, ,,ნიკორას" საფირმო მაცივრიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, ,,კოკაკოლას" საფირმო მაცივრიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, იატაკზე არსებული ღრმულებიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, ჭერდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, კედლიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, იატაკიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, სასაწყობე ოთახში შესავლელი კარებიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სალფეთქის ნაჭერი, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
მინის ნამსხვრევი, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ლითონის ნაჭერი (ხელყუმბარის ფალიის ნაჭერი) და ლითონის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ერთი ცალი ,,პლასტმასის" ბოთლი განადგურდეს.
ერთჯერადი სელპაკის ხელსაწმენდის გარეთა პოლიეთილენის შეფუთვის პარკი განადგურდეს.
გადატეხილი დანა თავისი პირით, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
შავი ფერის ერთი წყვილი ნაჭრის ნაქსოვი ხელთათმანი, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ერთი ცალი ხელთათმანი განადგურდეს.
ხის ტარიანი წალდი განადგურდეს.
ტელევიზორის სადენი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ი----- მ–---------ეს.
ტელევიზორი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ი----- მ–---------ეს.
ელექტრო ხერხი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ი----- მ–---------ეს.
წყლის საქაჩი ტუმბო დაუბრუნდეს მესაკუთრეს ი----- მ–---------ეს.
ოპელ-ვექტრას მარკის დაზიანებული ავტომანქანა, რომელიც დგას ოზურგეთის სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ი----- მ–---------ეს.
საბურავი თავისი დისკოთი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ი----- მ–---------ეს.
საბარგულის ხალიჩა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ი----- მ–---------ეს.
საფერფლე, თავისი მუყაოს კოლოფით დაუბრუნდეს მესაკუთრეს ი----- მ–---------ეს.
შემთხვევის ადგილის (ი----- მ–---------ის საცხოვრებელი სახლი) დათვალიერების დროს ამოღებული ბოქლომი, რომლებიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ი----- მ–---------ეს.
ლითონის ჯაჭვი, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ი--- კ--–--ეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე