განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
050100119002886571
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119002886571

საქმე №1/ბ-341-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 ივნისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ ნ--------ის ძე ჭ--–--ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი ბ----;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ ჭ--–--ემ ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის დამცირება, ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით;

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ,გ’’ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი);

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2009 წლის 20 მარტს ზ------ ჭ--–--ემ ცოლად შეირთო ლ-- ა-----ე, რომლებიც იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახების შემდეგ ლ-- ა-----ემ თავის მეუღლეს შეამჩნია გულგრილი დამოკიდებელება, ეჭვიანობა, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ უპატივცემულობა, აგრესია. ლ-- ა-----ესა და ზ------ ჭ--–--ეს შორის არსებული ეჭვიანობის, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაძაბულმა ურთიერთობამ გამოიწვია არაერთი ურთიერთკამათი, რა დროსაც ზ------ ჭ--–--ე ლ-- ა-----ეს აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით და აგინებდა დედის მისამართით. არსებულ კონფლიქტებს ხშირად ესწრებოდა ლ-- ა-----ის დედა - ნ----- ა-----ე, რომელიც ესარჩლებოდა თავის შვილს და მოუწოდებდა სიძეს - ზ------ ჭ--–--ეს, თავი შეეკავებინა და არ გაელანძღა მისი შვილი. რა დროსაც ზ------ ჭ--–--ე გაბრაზებული, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ნ----- ა-----ეს და ლ-- ა-----ეს, მათი არასრულწლოვანი შვილების: 0--------- წელს დაბადებული ს--- ჭ--–--ის და 1--------- წელს დაბადებული ნ-----–---- ჭ--–--ის თანდასწრებით, ოზურგეთის მუნციპლიტეტის სოფელ ბ---ში, საცხოვრებელ სახლში, 2009 წლიდან 2019 წლის 04 თებერვლამდე, განსაკუთრებით კი 2018 წლიდან 2019 წლის 04 თებერვლამდე დროის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, რა დროსაც დაზარალებულები განიცდიდნენ დამცირებას და ტანჯვას.

 

1.2. 2019 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ---ში, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ზ------ ჭ--–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 0--------- წელს დაბადებულ, არასრულწლოვან შვილს - ს--- ჭ--–--ეს, კერძოდ, თავისი მეუღლის ლ-- ა-----ის სახლში მისული ზ------ ჭ--–--ე ეკამათა ლ-- ა-----ეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ იმ მოტივით, თითქოს ს--- ჭ--–--ე არ სწავლობდა გაკვეთილებს, 1--------- წელს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- ჭ--–--ის თანდასწრებით, ს--- ჭ--–--ეს ერთხელ დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2019 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ---ში, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ზ------ ჭ--–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 0--------- წელს დაბადებულ, არასრულწლოვან შვილს ს--- ჭ--–--ეს, კერძოდ, თავისი მეუღლის ლ-- ა-----ის სახლში მისული ზ------ ჭ--–--ე, ალიმენტთან დაკავშირებული საკითხების გამო, ეკამათა ლ-- ა-----ეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ იმ მოტივით, თითქოს ს--- ჭ--–--ე არ სწავლობდა გაკვეთილებს, 1--------- წელს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- ჭ--–--ის თანდასწრებით, ს--- ჭ--–--ეს ხელით მძლავრად მოქაჩა ყურზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით ზ------ ჭ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათის ვადით; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, ზ------ ჭ--–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენში და მსჯავრდებულს დაუმძიმდეს დანიშნული სასჯელი, კერძოდ, განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

მსჯავრდებული ზ------ ჭ--–--ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------ ჭ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ------ ჭ--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ლ-- ა-----ის, ნ----- ა-----ის, ნ----- ა-----ის, ს--- ჭ--–--ის, დ--–- ა-----ის, ნ-----–---- ჭ--–--ის, ს------ რ-----ის, კ------- ს--------–--ის, მ------ ო------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ------ ჭ--–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ზ------ ჭ--–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ზ------ ჭ--–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ნაწილობრივ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, პალატას მიაჩნია, რომ ზ------ ჭ--–--ის მიმართ დანაშაულათა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით სამართლიანია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მსჯავრდებულ ზ------ ჭ--–--ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ზ------ ჭ--–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ", "გ" ქვეპუნქტებით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ", "გ" ქვეპუნქტებით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით (2019 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით (2019 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ ზ------ ჭ--–--ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ------ ჭ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; ზ------ ჭ--–--ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული მ------ ო------–---–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხ----------------––----, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ჩ------------------------------------------------------–-----–----------------------–------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

მსჯავრდებულ ზ------ ჭ--–--ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს პრობაციის ბიუროს,მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

"CD" დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე