განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002617281, №1/ბ-165-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზა----–---------ა;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - რო--- კა-–---ი, დაბადებული 198--–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–------------–---–--------;
ადვოკატი - ნა----------–---–ი.
თარჯიმანი - ას--------–--------ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ორი ეპიზოდი) - ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, არაერთგზის;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი -კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
სასჯელი:
დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და რო--- კა-–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა და მოინანია, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან ჰყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები და ავადმყოფი დედა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის პოზიცია - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან სასამართლომ შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით რო--- კა-–---ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, რო--- კა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:
§ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი);
§ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის (ორი ეპიზოდი);
§ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, არაერთგზის;
§ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
რო--- კა-–---ი გასამართლებული იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 28 აპრილს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. იყო რა ნასამართლევი ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის, რო--- კა-–---მა გასაღების მიზნით არაერთგზის უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო წონით 0,0153 გრამი, რომელიც 2018 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.მა-------––--------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე ელ--- იუ-------ზე.
რო--- კა-–---ი გასამართლებული იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 28 აპრილს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. იყო რა ნასამართლევი ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის, რო--- კა-–---მა გასაღების მიზნით არაერთგზის უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო წონით 0,0375 გრამი, რომელიც 2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.მა-------––--------------–-------აზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე ელ--- იუ-------ზე.
რო--- კა-–---ი გასამართლებული იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 28 აპრილს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. იყო რა ნასამართლევი ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო წონით 0,2949 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს, 05:10 საათზე, ქ.მა-------––------------–---–---------ში ჩატარებული რო--- კა-–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
რო--- კა-–---ი გასამართლებული იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 28 აპრილს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე მას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, რო--- კა-–---მა არ შეასრულა განაჩენი და 2018 წლის 21 ივლისს ქ.მარნეულში მართავდა ავტო---ქანა ,,ოპელს“, სახ.NC--------.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, რო--- კა-–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტიდან (2018 წლის 20 ივლისის და 2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
რო--- კა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 20 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 20 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რო--- კა-–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა მოუხდელი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და საბოლოოდ რო--- კა-–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ რო--- კა-–---ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
რო--- კა-–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები რო--- კა-–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რო--- კა-–---ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების: რო--- კა-–---ის აღიარების, მოწმეების: ელ--- იუ-------ის, ჯა-–--– კა-–---ის, დი----------ის, ვა---–-----–--ის, გი----–-----ის გამოკითხვის ოქმებით, რო--- კა-–---ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმით, რო--- კა-–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 30 აგვისტოს გამოკვლევის №7------ დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 21 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის №1-----------/ქრ დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 23 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის №1-----------/ქრ დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის №2-----------/ქრ დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის №2-----------/ქრ დასკვნით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით, ნივთიერი მტკიცებულებებით, საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა პრეიუდიციად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 20 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რო--- კა-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
იმისათვის, რომ განისაზღვროს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს არამხოლოდ პიროვნული მონაცემები, არამედ დამნაშავის ქმედებებიც.
რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან. შესაბამისად, სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც რო--- კა-–---ს დაენიშნა საბოლოო სასჯელი, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე.
მოცემულ შემთხვევაში, რო--- კა-–---მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებას, პალატის მოსაზრებით ასეთ გარემოებას წარმოადგენს გამოსაცდელი ვადის ქვეშ ყოფნის პერიოდში დანაშაულის არაერთი ეპიზოდის ჩადენა და ნასამართლობა ბრალდების გარკვეული ეპიზოდებისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. რო--- კა-–---ი ნასამართლობის მქონეა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის განაჩენით დამნაშავედაა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესი არ ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებას, ვინაიდან ნასამართლობა წარდგენილი აქვს მაკვალიფიცირებელ ნიშნად.
დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებას, წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები რო--- კა-–---ის წარსული ცხოვრება. დანაშაულის ჩადენის დროს რო--- კა-–---ი იმყოფებოდა გამოსაცდელი ვადის მოქმედების ქვეშ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მსჯავრდების გამო. მისთვის ცნობილი იყო, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო გაუქმებულიყო პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად აღნიშნულისა, რო--- კა-–---მა უგულებელყო სახელმწიფოს მხრიდან გაწეული შეღავათები და კვლავ ჩაიდინა დანაშაულის არაერთი ეპიზოდი. პალატას მიაჩნია, რომ რო--- კა-–---ის პიროვნების და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით მიზანშეწონილი არაა მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა. ამასთან, სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემამსუბუქებელი გარემოებები, რასაც წარმოადგენს მისი აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა და ოჯახური მდგომარეობა. ამ პირობებში, პალატას მიაჩნია, რომ რო--- კა-–---ს უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების მეორე, ანუ 2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდისთვის კი უნდა განესაზღვროს წინა ეპიზოდთან შედარებით უფრო მკაცრი სასჯელი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სანქციის გადაცილებით აქვს დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, მაშინ, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ რო--- კა-–---ს უნდა შეუმცირდეს ბრალდების ზოგიერთი ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს 8 (რვა) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. პალატის მოსაზრებით, დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რო--- კა-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ცვლილება შევიდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენში რო--- კა-–---ის მიმართ.
რო--- კა-–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტიდან (2018 წლის 20 ივლისის და 2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდები) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
რო--- კა-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 20 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 20 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რო--- კა-–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, რო--- კა-–---ს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
რო--- კა-–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ რო--- კა-–---ს 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
რო--- კა-–---ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
ნივთიერი მტკიცებულებები:
2018 წლის 20 ივლისს და 2018 წლის 21 ივლისს ელ--- იუ-------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რო--- კა-–---ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომლებიც ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე