განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2019
საქმის ნომერი
110100117001981727
ინსტანცია
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100117001981727

საქმე №1/ბ-291-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-------- ი------- ძე კ-------ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 06 ო----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომ----: 1----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ზესტაფონის რაიონი სოფელი ქ-------------- , მ------------.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

დ-------- კ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი(2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (2017 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 9 მაისს, დაახლოებით 08:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ-------- კ-------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას - ი----- კ-------ეს ორივე ხელი მოუჭირა კისერში, ჩამოკაწრა სახე და უკბინა მარჯვენა ყურზე. დ-------- კ-------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, ი----- კ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის 9 მაისს, დილის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ-------- კ-------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას - ი----- კ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მომხდარი ჩხუბის დროს, დ-------- კ-------ემ, მამას - ი----- კ-------ეს დაარტყა დიდი ზომის ლურსმანი ერთხელ წელის არეში მარცხნივ, მეთორმეტე ნეკნის პროექციაზე, რის შედეგადაც ი----- კ-------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენით დ-------- კ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში;

 

დ-------- კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლით (2017 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 9 მაისიდან, 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ დ-------- კ-------ეს მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

დ-------- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს------ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას და დ-------- კ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი და 111,120-ე მუხლით დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის დანიშვნას თავისუფლების აღკვეთის სახით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეზე შეკრებილი ერთმანეთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულია, რომ დ-------- კ-------ემ განხორციელებული ქმედებით ი----- კ-------ის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მიუხედავა იმისა, რომ სასამართლოს ქონდა პირდაპირი მტკიცებულებები, რომელთა სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მაინც არასაკმარისად მიიჩნია წარმოდგენილი მტკიცებულებები და დ-------- კ-------ე გაამართლა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის, მაშინ როცა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა შესაბამისი ანალიზით აშკარად და უტყუარად დასტურდება დ-------- კ-------ის მიერ გამოძიებისას ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

აპელანტი - მსჯავრდებული დ-------- კ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გაარემოებათა გამო: სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებენ მის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, რადგან დ. კ-------ის მიერ ი----- კ-------ისათვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს დ-------- კ-------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ი----- კ-------ემ და მოწმე ხ------- ჭ-----------მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

მოწმის სახით დაკითხულ ი----- კ-------ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს სოფელ ქ--------------ში, მამასთან - ჯ----– კ-------ესთან, ძმასთან - ი----- კ-------ესთან, რძალთან - ხ------- ჭ-----------სთან და ძმისშვილთან - დ-------- კ-------ესთან ერთად. 2017 წლის 9 მაისს, დილით, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მამა შვილს ი----- და დ--------ს შორის მოხდა ჩხუბი. დ--------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას, ი----- კ-------ეს. ჩაერია ჩხუბში და გააშველა ისინი, ასევე ჩხუბში, გაშველების მიზნით ჩაერთო ხ------- ჭ-----------. როდესაც სიტუაცია დაწყნარდა, დ-------- შევიდა დასაძინებლად, ხოლო ი-----ი შევიდა მეორე ოთახში. სახლში ყოფნის დროს, ი-----ი ხმაურობდა, რის გამოც დ--------მ გაიღვიძა და მამასა და შვილს შორის ისევ დაიწყო კონფლიქტი, რა დროსაც დ--------მ კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ი-----ს, როგორც სახის, ასევე, ტანის არეში, მაგრამ კონკრეტულად სად, არ იცის. კვლავ, ის და ხ------- ჩაერივნენ ჩხუბში და გააშველეს დ-------- და ი-----ი. ჩხუბი დაახლოებით 1 წუთი გაგრძელდა. ჩხუბის დასრულების შემდეგ, ი-----ი და ხ------- გავიდნენ აივანზე, ი-----ი იძახდა გვერდი მტკივაო, ხოლო დ-------- ტიროდა, მამაჩემი გავლახეო. როდესაც ადგილზე პოლიცია მივიდა, მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა რაღაც ბლაგვი, წვრილი, „ფიწლის თითის“ მაგვარი, წვეტიანი საგანი. მოწმის განმარტებით, სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ი----- კ-------ე სახლში საავადმყოფოდან და მისთვის არ უკითხავს არაფერი. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმე ი----- კ-------ის მიერ გამოძიებაში 2017 წლის 9 მაისს მიცემული ჩვენების (ტომი 1, ს.ფ. 3-5) ამონარიდები, თუმცა მოწმემ არ დაადასტურა მასში მითითებული გარემოებები.

 

მოწმის სახით დაკითხულ ჯ----– კ-------ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს სოფელ ქ--------------ში, შვილებთან - ი----- და ი----- კ-------ეებთან, რძალთან - ხ------- ჭ-----------სთან და შვილიშვილთან - დ-------- კ-------ესთან ერთად. 2017 წლის 9 მაისს, დილის საათებში იმყოფებოდა სახლში, ეზოში, ბოსელში და უვლიდა საქონელს. შემოესმა ხმაური, დაინახა, რომ მამა-შვილი კამათობდნენ და იქ იყო მისი რძალიც. სახლში, აივანზე, დ-------- და ი-----ი ხელებით „ეკონწიალებოდნენ“ ერთმანეთს. ჩხუბში, კონფლიქტში ჩართული იყვნენ ხ------- და ი-----, აშველებდნენ. ჩხუბი დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. შემდეგ კი დ--------მ გამოიძახა სასწრაფო. დ-------- დაღონებული იყო, იძახდა, მგონი დავჭერი ი-----იო. ი-----ს, სასწრაფომ ადგილზე გაუწია დახმარება და შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ი-----ი იძახდა გვერდი მტკივაო, დაზიანება დ------ მომაყენაო. მოწმის განმარტებით, დაზიანება რით ჰქონდა მიყენებული ი-----ს, მისთვის უცნობია.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ--–---- კ-------ის ჩვენების თანახმად, რომ 2017 წლის 8 მაისს, შვილიშვილი გამოიყვანა სამშობიაროდან და აღნიშნულის გამო ჰქონდა სუფრა, სადაც იმყოფებოდა დ-------- კ-------ე, რომელმაც რამდენიმე ჭიქა დალია. მეორე დღეს, 9 მაისს, წამლების საყიდლად იყო წასული და როდესაც დაბრუნდა სახლში, დაინახა, რომ დ.კ-------ის სახლთან იდგა სასწრაფოს და პოლიციის მანქანები. ადგილზე მისულმა, ნახა, რომ დ-------- კ-------ე პოლიციას ჰყავდა დაკავებული, ხოლო მამამისი, იწვა სასწრაფოს მანქანაში, იყო დაჭრილი. მოწმის განმარტებით როგორც ადგილზე გაიგო, დ--------სა და მამამისს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც შუაში ჩადგა დ--------ს დედა, ხ-------, რომელმაც, ასევე, მიიღო დაზიანებები.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ---- კ-------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 9მაისს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხ------- ჭ----------ის ტირილი და ხმაური. როდესაც ადგილზე მივიდა, იქ უკვე პოლიცია და სასწრაფო მისული იყო. ადგილზე გაიგო, რომ ს----- (იგივე ი----- კ-------ე) დაჭრილი იყო და წაიყვანა სასწრაფომ. როგორც გაარკვია, მამასა და შვილს შორის მოხდა შელაპარაკება, თუმცა რის გამო მისთვის უცნობია.

მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჭ----–-–---–ის ჩვენების თანახმად, დ-------- კ-------ე მუშაობს მის მაღაზიაში დამხმარედ. 2017 წლის 9 მაისს, მაღაზიაში უნდა მიეტანა სასუქი, თუმცა ვერ შეძლო. ამიტომ, დილით, დ-------- გაუშვა სახლში. მეორე დღეს, როდესაც დ-------- არ მივიდა სამსახურში, დაურეკა ტელეფონზე, თუმცა გამორთული ჰქონდა. ამის შემდეგ, დაურეკა დ--------ს მამას, რომელმაც უთხრა, რომ მას და დ--------ს მოუვიდა კონფლიქტი და იყო საავადმყოფოში. დეტალები თუ რა მოხდა და რატომ იყო საავადმყოფოში, ი----- კ-------ისთვის არ უკითხავს.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ----- კ--------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს „ჯ--------------–-ში“. 2017 წლის 9 მაისს, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მიყვანილი იქნა პაციენტი ი----- კ-------ე, რომელსაც აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარცხნივ, თირკმლის არეში. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, დადგენილი იქნა, რომ დაზიანებული იყო თირკმელი. პაციენტს გაეწია შესაბამისი დახმარება, მკურნალობა და გაწერილი იქნა ბინაზე. მოწმის განმარტებით, როგორც პაციენტისგან იცის, მას ჩხუბი მოუვიდა შვილთან, რომელმაც გაუყარა ლურსმანი.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ------ ა-–-----–---–ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს „ჯ--------------–-ში“ ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელად. 2017 წლის 9 მაისს, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, მიყვანილი იქნა პაციენტი ი----- კ-------ე, რომელსაც აღენიშნებოდა ჭრილობა წელის არეში. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, დადგენილი იქნა, რომ დაზიანებული იყო თირკმელი. მოწმის განმარტებით, პაციენტმა უთხრა, რომ დაზიანება მიაყენა შვილმა ე.წ. „ლურსმანით“.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ--- გ------–--ის ჩვენების თანახმად, მუშაობს „ჯ-------------–-ში“, მედდად. 2017 წლის 9 მაისს, სამსახურში ყოფნის დროს, მიყვანილი იქნა პაციენტი ი----- კ-------ე, რომელსაც წელის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, ნაჩხვლეტის სახით. სანიტარული დამუშავების დროს, მან გახადა ი.კ-------ეს ზედა, რომელსაც, ასევე, აღენიშნებოდა დაზიანება ნაჩხვლეტის სახით. ი.კ-------ის მაისურს ის ინახავდა. რამდენიმე ხანში, მასთან მივიდა გამომძიებელი ლ-–- პ------–-–---–ი, რომელმაც მისგან ამოიღო ი.კ-------ის მაისური. ადგილზე შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა ამოღებული მაისური. მოწმის განმარტებით, როგორც ი----- კ-------ისგან გაიგო, მას უთანხმოება მოუვიდა ოჯახის წევრთან, თუმცა დაზიანება ვინ მიაყენა, არ იცის, არ უკითხავს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ზ------ გ--–-–---–-ს ჩვენების თანახმად, მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 9 მაისს, ზესტაფონის რაიონულ ს-----------–--ში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა დაჭრის ფაქტს, გამომძიებელ კ-----------თან ერთად გამოცხადდა სოფელ ქ--------------ში, სადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, როგორც ექსპერტმა. დათვალიერების დროს, ამოღებული იქნა დასაკეცი დანა და რკინის, მოგრძო ფორმის და მრგვალი დეტალი. ასევე, მოახდინა ფოტოგადაღება. ადგილზე, შედგენილი იქნა დათვალიერების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

მოწმის სახით დაკითხულ პ----- ჭ---–--ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ზესტაფონის რაიონულ ს-----------–--ში, უბნის ინსპექტორ-გ----------–-დ. 2017 წლის 9 მაისს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 08:30 საათზე მიღებული იქნა შეტყობინება, რომ სოფელ ქ--------------ში, დ-------- კ-------ემ დაჭრა მამა. აღნიშნულზე, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისულებს, დახვდათ დ.კ-------ის მამიდა, ი----- კ-------ე, რომელმაც განუმარტათ, რომ დ.კ-------ემ დაჭრა მამა, ი----- კ-------ე. ადგილზე, დაკავებული იქნა დ.კ-------ე, რომელსაც ასევე, ჩაუტარდა პირადი ჩრეკა. დ.კ-------ემ, დაკავების ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. შემდეგ, დ.კ-------ე გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ ს-----------–--ში.

 

მოწმის სახით დაკითხულ ლ-–- პ------–-–---–ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ზესტაფონის რაიონულ ს-----------–--ში, დეტექტივის თანაშემწე-გ----------–-დ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა დაზარალებული ი----- კ-------ე და მოწმე მ.გ------–--ე. ასევე, ამოიღო დაზარალებულის ტანსაცმელი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ზესტაფონის რაიონულ ს-----------–--ში, დეტექტივ- გ----------–-დ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ექსპერტების მონაწილეობით, ნიმუშები აუღო ბრალდებულს და დაზარალებულს, შეადგინა შესაბამისი ოქმები. ასევე, დაკითხა ბრალდებული დ-------- კ-------ე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ა------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის მაისის თვეში მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ ს-----------–--ში,დეტექტივის თანაშემწე-გ----------–-დ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 9 მაისს, მოწმის სახით დაკითხა გ------ ა-–-----–---–ი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ფ--–--- ა----–---–-ს ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ზესტაფონის რაიონულ ს-----------–--ში, უფროსის მოადგილედ, დეტექტივების განყოფილების უფროსად. 2017 წლის 9 მაისს, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ--------------ში, შემთხვევის ადგილზე. მამიდის მითითებით, რომ დაზიანება მიაყენა მამას, ბასრი საგნით, ადგილზე დაკავებული იქნა დ-------- კ-------ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, თუმცა არაფერი ამოღებულა.

 

მოწმის სახით დაკითხულ კ--- ღ------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ზესტაფონის რაიონულ ს-----------–--ში, დეტექტივის თანაშემწე- გ----------–-დ. იყი დ-------- კ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო ტანსაცმელები, დანიშნა ექსპერტიზები, შეადგინა ნიმუშის აღების ოქმები, დადგენილება ბრალდების შესახებ გააცნო დ.კ-------ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვასხვადასხვა სახის ინფორმაცია.

 

2017 წლის 9 მაისის, ი----- კ-------ის საცხოვრებელი სახლის და ეზოს დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ--------------ში ი----- კ-------ის საცხოვრებელი სახლი და ეზო..... ოთახში დ-----–--- მხარეს, კედელთან დგას ხის საწოლი, რომელზედაც გადაფარებულია ადიელა. ი----- კ-------ის მითითებით, აღნიშნულ საწოლზე ეძინა დ-------- კ-------ეს..... დარბაზიდან ხის კარი გადის სამზარეულო ოთახში, სადაც ი----- კ-------ემ მიუთითა კარადის წინ ადგილი და განმარტა, რომ დანის წართმევის შემდეგ დ--------მ მამამისს, ი-----ს ამ ადგილზე დაარტყა რაღაც საგანი ფერდში, მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც გარეთ ეზოში, მეორე სართულის კიბესა და დამხმარე სათავსოს შორის მიუთითა ადგილი, სადაც ბალახებში ეგდო ლითონის ღერო და განმარტა, რომ ი-----ს გამოაძრო ეს საგანი ფერდიდან მისმა მეუღლემ და დააგდო ამ ადგილზე. დათვალიერების დროს, სახლის ეზოში, მეორე სართულის კიბესა და დამხმარე სათავსოს შორის, ამოღებული იქნა მიწაზე დაგდებული ლითონის წვერიანი ღერო.

 

2017 წლის 9 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ მედდა მ--- გ------–--ისგან, ამოღებული იქნა ი----- კ-------ის ტანსაცმელი შავი ფერის სვიტერი, რომელიც მას ტანზე ეცვა საავადმყოფოში მიყვანისას. სვიტერს უკანა ქვემოთა მხარეს აღენიშნება მცირე ზომის დაზიანება. სვიტერი ამოღებულ იქნა და დაილუქა პოლიეთილენის პარკში №----- (აღნიშნული სვიტერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დ-----–--- საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 09.05.2017წ. 23:47სთ-23:55სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. დ-------- კ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევისა და ნაკაწრის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).

დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო

დაზიანება ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანება ნაკაწრის სახით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა.

 

2017 წლის 9 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, მოწმე ხ------- ჭ----------ის ჩვენების მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები გავიდნენ ზესტაფონის შს რაიონული ს-----------–--ს შენობიდან, სოფელ ქ--------------ს მიმართულებით. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ მივიდნენ ხ------- ჭ----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ხ------- ჭ-----------მ მიუთითა სახლის მეორე სართულზე ოთახი, სადაც ის იყო დაწოლილი და დილით გაიგონა პირველი სართულიდან მისი შვილისა და მისი მეუღლის ჩხუბის ხმა. ამის შემდეგ, მიუთითა მისაღებ დარბაზში და განმარტა, რომ ამ ადგილზე მოხდა დ--------სა და ი------- ჩხუბი, სადაც გააშველეს. შემდეგ მიუთითა სახლის წინ ბეტონიანი აივანი და განმარტა, რომ ამ ადგილზე გამოსული ი-----ი იძახდა, დ--------მ დამჭრაო და აქ ამოაძრო ფერდიდან მან ი-----ს ლურსმანი, რომელიც გადააგდო იქვე და მიუთითა ადგილი, მეორე სართულის კიბესა და სახლის სამხრეთ მხარეს არსებულ დამხმარე სათავსოს შორის მიწაზე და განმარტა, რომ ამ ადგილზე დაეცა მის მიერ გადაგდებული ი------- ფერდიდან ამომძვრალი ლურსმანი.

 

2017 წლის 9 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საზანოში მოწმე ი----- კ-------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ი----- კ-------ემ მიუთითა სახლის პირველ სართულზე, მისაღებ დარბაზში ადგილი, სადაც მოხდა ი-------ა და დ--------ს ფიზიკური დაპირისპირება და განმარტა, რომ იმ ადგილზე გააშველა მან და ხ-------მ ისინი. შემდეგ მიუთითა ადგილი, სახლის უკანა მხარეს, სამზარეულოს მხარეს, ღია აივანზე და განმარტა, რომ იმ ადგილზე წაართვა პატარა ზომის დასაკეცი დანა დ--------ს ხელიდან. შემდეგ მიუთითა მისაღებ დარბაზში საწოლი და განმარტა, რომ იმ საწოლზე დაწვა ისევ გაშველების შემდეგ დ--------. ამის შემდეგ, მიუთითა სამზარეულო ოთახში კარადის წინ ადგილი, სადაც დგას მაცივარი და ხის კარადა, რომლის კედლებზე რაიმე წამახვილებული საგანი ან რაიმე ლურსმნის მაგვარი არ იყო. ასევე, კედლებზეც არაფერი იყო ლურსმნისა და წამახვილებული საგნის მსგავსი. ამ ადგილზე განმარტა, რომ მარცხენა ფერდში დაარტყა ხელით რაღაც დ--------მ ი-----ს, მაგრამ რა დაარტყა ვერ დაინახა. რის შემდეგაც ი-----ი გავიდა გარეთ, ბეტონის აივანზე და იქ შეხვდა ხ-------, სადაც მისი განმარტებით გამოაძრო ფერდიდან ლურსმანი და გადააგდო იქვე მიწაზე.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დ-----–--- საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ჯ--------------–-“-ის ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი №-----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა №---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 11.05.2017) წელის არეში, მარცხნივ, 12 ნეკნის პროექციაზე, ხერხემალთან 5 სანტიმეტრში აღენიშნება 0.5X0.5სმ ზომის უსწოროკიდეებიანი ჭრილობა) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ი----- კ-------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 09.05.2017წ-ს 09:49სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 11.05.2017წ-ს 10:00სთ-ზე. დიაგნოზით: თირკმლის ტრავმა, ზურგის ქვედა ნაწილის ღია ჭრილობა, თავის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას, ასევე, აღენიშნებოდა ნაჭდევები სახის და შუბლის არეში.

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ნაჭდევების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ჭრილობის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ.

 

2017 წლის 16 ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ კ--- ღ------ის მიერ, დათვალიერებული იქნა სსიპ 112-დან გამოგზავნილი ორი აუდიო ჩანაწერი, რომელიც განხორციელებულია 2017 წლის 9 მაისს, ი----- კ-------ეს და 112- ის ოპერატორს და ქალბატონსა და 112-ის ოპერატორს შორის. საუბრის დროს როგორც ი----- კ-------ე, ასევე, ქალბატონი უცხადებენ 112-ის ოპერატორს, რომ ი----- კ-------ე დაჭრილია დანით, არის მძიმე მდგომარეობაში და ითხოვენ სასწრაფო დახმარებას.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისიკური დეპარტამენტის, ი--------- საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის №------------ საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ:

 

- ი----- კ-------ის სვიტერზე არსებული გამჭოლი მექანიკური დაზიანების კვალი წარმოადგენს ქსოვილის გლეჯას, რაც შესაძლებელია მიყენებული იყოს 5მმ განივი პარამეტრების მქონე დამაზიანებელი საგნის შედეგად, არ ეწინააღმდეგება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტ №2-ში არსებული ლითონის ღეროს ხაზობრივ პარამეტრებს, ან სხვა მახვილწვერიანი (საგანი), რომელსაც არ გააჩნია მჭრელი პირი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--- ხ------მ.

 

დ-------- კ-------ის განმარტებით, ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ--------------ში, მამასთან - დ-------- კ-------ესთან, დედასთან - ხ------- ჭ-----------სთან, ბაბუასთან -ჯ----– კ-------ესთან და მამიდასთან - ი----- კ-------ესთან ერთად. 2017 წლის 9 მაისს, დილის საათებში, იმყოფებოდა სახლში და ეძინა, რა დროსაც მასთან ოთახში შევიდა მამა - ი----- კ-------ე, რომელსაც თან შეჰყვა ბაბუა - ჯ----– კ-------ე. ი-----მა უთხრა, რომ დაჭრილი იყო, ამდგარიყო და მიეხედა ძაღლისათვის. იგივე მითითება მიიღო ბაბუისგანაც. როდესაც გარეთ გამოვიდა, დაინახა, რომ ეზოში იყო პოლიციისა და სასწრაფოს მანქანები. მივიდა ძაღლთან და ნახა, რომ ის დაბმული იყო. ამის შემდეგ, პოლიციელებმა წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ვინაიდან იყო ძალიან ცუდად, წინა დღის ნასვამი, ამასთან საჭმელი არ ჰქონდა მიღებული გახდა ცუდად, რის გამოც გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას გაეწია შესაბამისი დახმარება. აღნიშნულის შემდეგ კვლავ დააბრუნეს განყოფილებაში, სადაც დაკითხეს. შემდეგ გააცნეს დაკავების ოქმი, დოკუმენტები და დააკავეს. 2017 წლის 9 მაისს, მას ი----- კ-------ისთვის დაზიანება არ მიუყენებია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას, საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ-------- კ-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით დ-------- კ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ი----- კ-------ეს და მოწმე ხ------- ჭ-----------ს სასამართლოსათვის არ მიუციათ ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დ-------- კ-------ის მიმართ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი სხვა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებებიც, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარეს დ-------- კ-------ის უდანაშაულობის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაზეც სასამართლო იმსჯელებდა, წარმოდგენილი არ არის.

 

ამდენად, ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-------- კ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (2017 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და გასაჩივრებული განაჩენით მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და დ-------- კ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.

 

მსჯავრდებულ დ-------- კ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დ-------- კ-------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ დ-------- კ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

დ-------- კ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში;

 

დ-------- კ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლით (2017 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 9 მაისიდან, 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ დ-------- კ-------ეს მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

დ-------- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის N---------- განჩინებით, ი----- კ-------ის (პ/ნ 1----------), მ----- კ-------ის (პ/ნ1----------) და ჯ----– კ-------ის (პ/ნ1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზესტაფონის რაიონი სოფელი ქ--------------, საკადასტრო კოდით N------------);

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პატარა ზომის გასაშლელი დანა, ეზოში მეორე სართულის კიბისა და დამხმარე სათავსოს შორის ამოღებული ლითონის წვეტიანი ღერო, დ-------- კ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის დასაკეცი დანა, დ-------- კ-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, ი----- კ-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, დ-------- კ-------ის მარჯვენა და მარცხენა ხელებიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ ს-----------–--ში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შპს ,,ჯ--------------–-ის’’ საავადმყოფოში, მ--- გ------–--ისგან ამოღებული - ი----- კ-------ის შავი ფერის სვიტერი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ ს-----------–--ში - დაუბრუნდეს დაზარალებულ ი----- კ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ხ------- ჭ----------ისგან ამოღებული - შავი ფერის კაბა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ ს-----------–--ში - დაუბრუნდეს ხ------- ჭ-----------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

დ-------- კ-------ისგან ამოღებული - ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქამარი, შავი ფერის კაპიშონიანი, ელვაშესაკრავიანი, ქსოვილის მოსაცმელი, შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ ს-----------–--ში, დაუბრუნდეს დ-------- კ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

სსიპ 112-ის ჩანაწერი დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე