განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100119002937943
საქმე №1/ბ-339-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 ივნისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ------–--- პ------ს ძე ა--------–--ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: ვანი, სოფელი ა-----–---;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ------–--- ა--------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი);
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2019 წლის 06 თებერვალს, დილის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ------–--- ა--------–--ემ, ვანის რაიონის სოფელ ა-----–---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხელის მარცხენა თვალბუდის არეში რამოდენიმეჯერ დარტყმით სცემა მეუღლეს ე–-- ა--------–--ეს, რომელმაც აღნიშნულით მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 27 თებერვალს, დილის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ------–--- ა--------–--ემ, ვანის რაიონის სოფელ ა-----–---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხელებით სხეულის სხვადასხვა ადგილებზე დარტყმით სცემა მეუღლეს ე–-- ა--------–--ეს, რომელმაც აღნიშნულით მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენით დ------–--- ა--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ -ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 06 თებერვლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 06 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 თვე, 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 06 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 თვე, 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, დ------–--- ა--------–--ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 06 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 თვე, 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2019 წლის 27 თებერვლიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული დ. ა--------–--ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. ჟ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ცვლილება იქნეს შეტანილი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენში და მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი 01 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით. სასამართლოს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს.
პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ. ა--------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ. ა--------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
დაზარალებულ ე–-- ა--------–--ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ დ------–--- ა--------–--ე არის მისი მეუღლე, ბოლო 4-5 წელია იგი ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს და მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ეჩხუბება ცოლ-შვილს, ჩხუბი გამოიხატება როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფაში, მიზეზად ასახალებდა იმას, რომ მისი ცოლ-შვილი არაფერს აკეთებდა და ისინი უსაქმურები იყვნენ. 2019 წლის 26 თებერვალს, დ. ა--------–--ე დილიდან იყო ნასვამი, მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, უკვე 27 თებერვალს ღამის 01:00 საათზე, ე–-- ა--------–--ე ჩამომჯდარი იყო საწოლზე, რა დროსაც დ. ა--------–--ე ისევ აგინებდა მას, უცებ მივიდა მასთან, ორივე ფეხის წვივის არეში მუშტები დაარტყა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ამის შემდეგ დ. ა--------–--ემ თავის არეში ერთხელ ჩაარტყა მუშტი, ხოლო შემდეგ თმებში ხელის მოჭიდებით მოქაჩა, აღნიშნულს ესწრებოდა მათი შვილი პ----- ა--------–--ე, რომელმაც მამამისი გაიყვანა მოშორებით.
დაზარალებულ ე–-- ა--------–--ის განმარტებით, მისმა მეუღლემ, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ, დილის 05:00 საათზე, დ------–--- ა--------–--ემ თვალის არეში დაარტყა მუშტი ორჯერ, რა დროსაც გაუსკდა წარბი და წამოუვიდა სისხლი, ასევე დარტყმისგან ჩაულურჯდა მარცხენა თვალი და განიცადა ძლიერი ტკივილი.
მოწმე პ----- ა--------–--ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ის არის დ------–--- და ე–-- ა--------–--ეების შვილი. მამა, დ------–--- ა--------–--ე სისტემატურად სვამს აკლოჰოლს, ხშირად აგინებს მას და დედას, ეძახის უსაქმურებს. 2019 წლის 27 თებერვალს იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით 01:00 საათზე იწვა ლოგინში, ხოლო დედა ე–-- ა--------–--ე კი იქვე ჩამომჯდარი იყო თავის საწოლზე, დ------–--- ა--------–--ე იყო მთვრალი და აგინებდა მათ, შემდეგ მიუახლოვდა ე–-- ა--------–--ეს, წვდა თმებში და მოქაჩა, ასევე მუჭი ჩაარტყა თავში და ფეხების, კერძოდ, წვივების არეში, რის გამოც ე–-- ა--------–--ემ ტკივილისგან იყვირა, თვითონ ჩაერია ჩხუბში და დ------–--- ა--------–--ე მოაცილა დედამისს. მოწმის განმარტებით ასევე ირკვევა, რომ 2019 წლის 06 თებერვალს მამა, დ. ა--------–--ე, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში ეჩხუბა დედას, ე. ა--------–--ეს, აგინებდა და ცემდა მას, რის გამოც ე–-- ა--------–--ე წავიდა სახლიდან მის დასთან ხ------- ჩ-----სთან.
მოწმე გ------–- ბ---------–---–ის (ხ------- ჩ-----ს) გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ არის ე–-- ა--------–--ის და. მისი დისგან ცნობილია, რომ დ------–--- ა--------–--ემ მოუხშირა სმას და სიმთვრალეში არის აგრესიული, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ცოლ-შვილს. 2019 წლის 6 თებერვალს, ე–-- ა--------–--ე მივიდა მასთან სახლში, მარცხენა წარბზე ჰქონდა დაზიანება და სდიოდა სისხლი, ასევე ჩალურჯებული ჰქონდა მარცხენა თვალის ბუდე. ე–--მ უამბო, რომ აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მეუღლემ დ------–---მა, რომელიც იყო მთვრალი. მისთვის ასევე ცნობილია, რომ 2019 წლის 27 თებერვალს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ------–---მა ცემა მისი და ე–--.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დგინდდბა მოწმის სახით გამოკითხული ზ---- ჩ-----ს ჩვენებით.
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით N--------რკვევა, რომ 2019 წლის 27 თებერვალს ვანის რაიონის სოფელ ა-----–---ში მცხოვრებმა დ------–--- ა--------–--ემ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა მეუღლის, ე–-- ა--------–--ის მიმართ.
მსჯავრდებულ დ. ა--------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა (2 ეპიზოდი) ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მოწმეების: კ---- ჭ--------–--ის, ლ-–- ჯ---–----ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
ამდენად, მსჯავრდებულ დ. ა--------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი) ითხოვენ მსჯავრდებულს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი მთლიანად ჩაეთვალოს პირობით.
დ------–--- ა--------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
პალატა დ------–--- ა--------–--ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას; სასამართლომ მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, რაც დასტურდება დაზარალებულ ე–-- ა--------–--ის მიერ წარმოდგენილი განცხადებით; ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, დ------–--- ა--------–--ე სისტემატურად მოიხმარდა აკლოჰოლს და მძიმე მდგომარეობაში აყენებდა ოჯახს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად მიაჩნია, რომ დ. ა--------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის მიმართ სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ------–--- ა--------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------ ჟ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
დ------–--- ა--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 06 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 06 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 06 (ექვი) თვე, საქართველოს სსკ-ის63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცვდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად 06 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 06 (ექვი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე,64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ დ------–--- ა--------–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად 06 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 06 (ექვი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე,64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
დ------–--- ა--------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 თებერვლიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ დ------–--- ა--------–--ის ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; დაევალოს დ------–--- ა--------–--ეს პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
სამეურნეო იარაღი წალდი, რაც ინახება შს ვანის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დ------–--- ა--------–--ის ოჯახს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე