განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002081812
საქმე №1ბ/86-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----- მ---------–---–ის
მსჯავრდებულ: დ--------- მ----–--------ის
ადვოკატის: ა---------– ტ--------ას
თარჯიმნების: ი----------------ის და მ-------------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ დ--------- მ----–--------ის და მისი ინტერსების დაცველი ადვოკატის მ--------------–---ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №090110817003) დ--------- მ----–--------ის მიმართ. დ--------- შ--–--ს ძე მ----–--------ი დაბადებულია 1----–-–----------------რს საქართველოს, უკრაინის და საბერძნეთის მოქალაქეა, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული საბერძნეთში, ქ. სალონიკი, ლ-----------------ში. ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–--------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ--------- მ----–--------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა.
დ--------- მ----–--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ--------- მ----–--------მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდეობით - 0,5033 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად. 2017 წლის 11 აგვისტოს საქართველოს შსს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლოს მ--------------------–--- თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ მახლობლად არსებული პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დ--------- მ----–--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით:
დ--------- მ----–--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
დ--------- მ----–--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
დ--------- მ----–--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 აგვისტოდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ--------- მ----–--------მა და მისი ინტერსების დაცველმა ადვოკატმა მ--------------–---ამ.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა დ--------- მ----–--------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტების განმარტებით განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნიათ, რომ მხოლოდ დ--------- მ----–--------ის აღიარებითი ჩვენება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო საქმეში არ არის საკმარისი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ--------- მ----–--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ--------- მ----–--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შემდეგ დაცვის მხარის არგუმენტებს მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობის შესახებ ვერ გაიზიარებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულის სახით დ--------- მ----–--------ის დაკავებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვამდე მსჯავრდეულის ინტერესებს იცავდა ორი ადვოკატი. ასევე დადგენილია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებები გახდა უდავო, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოში აღარ მოხდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, რის გამოც სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მათი შეფასების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ხდის სადავოდ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ მხოლოდ მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე არ უნდა ყოფილიყო გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
პალატა აქვე განმარტავს, რომ ვინაიდან დ--------- მ----–--------ისათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, სახეზე იყო სავალდებულო დაცვის შემთხვევა და დ--------- მ----–--------ი გამოძიების დაწყების ეტაპიდან სამართალწარმოების ყველა მომენტში უზრუნველყოფილი იყო ადვოკატების მომსახურებით და იგი არ დარჩენილა რაელური დაცვის გარეშე. მტკიცებულებების უდავოდ ცნობასთან დაკავშირებით კი პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად მხარეთა მიერ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობისა, საქმის არსებითი განხილვის დროს მათი შეფასება ხდება რელევანტურობის, საკმარისობის, უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო აფასებს, რამდენადაა დაცული საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის მოთხოვნა, მტკიცებულებების მოპოვებისას ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობის არსებით დარღვევას.
სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მაისის #003594118 დასკვნა. დასკვნის თანახმად დ--------- მ----–--------ს დაუდგინდა დიაგნოზი B90.9 სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზის შემდგომი ნარჩენი ცვლილებები. დ--------- მ----–--------ს ამჟამად აქტიური ფთიზიატრიული პათოლოგია არა აქვს, ანტიტუბერკულოზურ მკურნალობას არ საჭიროებს. დ--------- მ----–--------ი, ფთიზიატრიული თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფი არ არის და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა ექსპერტებმა: ლ--–--–------ემ, ვ-------------–---–მა, გ----------–----ემ და ი-------–-–--ამ. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მისი დაავადების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დაიკითხა ასევე მისი მეუღლე მ------------–------ა.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და მოწმის სახით ექსპერტების, გ-–----------- დაწესებულების ექიმის და მსჯავრდებულის მეუღლის დაკითხვით სურდა, ხაზი გაესვა მსჯავრდებულის ჯანმრთლობის მძიმე დაავდებაზე, რაც საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებისა. აღნიშნულზე დაცვის მხარე შუამდგომლობაშიც მიუთითებდა. მაგრამ, როგორც დაკითხული ექსპერტების ჩვენებით გაირკვა, მართალია დ--------- მ----–--------ი დაავადებულია აივ ინფექცია შიდსით, გადატანილი აქვს C ჰეპატიტი და დაუდგინდა დიაგნოზი B90.9 სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზის შემდგომი ნარჩენი ცვლილებები, იგი მაინც არ ითვლება სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მატარებლად და ზოგადად არ ითვლება მძიმე ავადმყოფად. გ-–----------- დაწესებულების ექიმის განამარტებით მსჯავრდებულს გეგმიურად უტარდება გამოკვლევები და სისტემატურად იღებს მედიკამენტებს. აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას დ--------- მ----–--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პალატა ვრცლად აღარ მიმოიხილავს, ვინაიდან დაცვის მხარეს მათი გამოკვლევის შემდეგ დასკვნით სიტყვაში არ ჩამოუყალიბებია მოთხოვნა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან დ--------- მ----–--------ის განთავისუფლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (მძიმე დაავადების გამო). დაცვის მხარე მხოლოდ შემოიფარგლა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხაზგასმით.
როგორც აღინიშნა, დაცვის მხარე თვლის, რომ ბრალდების მხარეს გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, არ ჰქონდა ურთიერთშეთანხმებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა დ--------- მ----–--------ის წარდგენილი კვალიფიკაციით მსჯავრდებისათვის.
პალატა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად ობიექტური პირისთვის დამაჯერებლობის თვალსაზრისით ადგენს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა - არარსებობის საკითხს, რა დროსაც მტკიცებულებების გაანალიზებით ახდენს კონკრეტული გარემოების უტყუარად მიჩნევის საფუძვლებს, რის შემდეგაც ახორციელებს უტყუარ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებს.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დ----------------------–---------------–-–---–----------- პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საბერძნეთის მოქალაქე დ--------- მ----–--------ის მიმართ, რომელიც იყო ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას. იმავე ინფორმაციის თანახმად, იგი იმჟამად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და შესაძლებელი იყო, ჰქონოდა პირადად ნარკოტიკული საშუალება.
2017 წლის 11 აგვისტოს ქ. თბილისში, ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ მახლობლად არსებული პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დ--------- მ----–--------ის მიმართ დ----------------------–---------–---------–---–მა დეტექტივ-თანაშემწეებთან გ-----------–---------ან და პ------------–-–---–თან, თარჯიმან თ-----------–---–თან ერთად ჩაატარა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად სხვა პირად ნივთებთან ერთად დ--------- მ----–--------ისგან ამოღებული იქნა 47 ცალი მოთეთრო ფერის აბი წარწერით ,,B8“, 6 ცალი მოთეთრო ფერის აბი ჩამონატეხით წარწერით ,,B8“ და 25 ცალი მოთეთრო ფერის ნატეხი, ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე და მონაწილეთა მიერ გაკეთდა ხელმოწერები.
ნარკოლოგიური შემოწმების 2017 წლის 11 აგვისტოს №7------ დასკვნით დ--------- მ----–--------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის (მორფინის) ბუპრენორფინის, კოკაინის მოხმარების ფაქტი.
ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 12 აგვისტოს №1-------------- დასკვნის თანახმად, დ--------- მ----–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ფერის ოვალური ფორმის 47 ცალი აბი, ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგოთი ,,B8“ და თეთრი ფერის აბის 31 ნატეხი საერთო წონით 25,18 გრამი, წარმოდგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ და არანარკოტიკული, არაფსიქოტროპული და არაფსიქოაქტიური ინერტული შემავსებელი ნივთიერებების შემცველ აბებს და ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ საერთო წონა შეადგენს 0,5033 გრამს.
მოწმის სახით დეტექტივის თანაშემწეების გ-----------–-------ის და პ------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადასტურებული იქნა, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ მახლობლად არსებული პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დ--------- მ----–--------ის პარადი ჩხრეკისას სხვა პირად ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა 47 ცალი მოთეთრო ფერის აბი წარწერით ,,B8“, 6 ცალი მოთეთრო ფერის აბი ჩამონატეხით წარწერით ,,B8“ და 25 ცალი მოთეთრო ფერის ნატეხი. ჩხრეკას ესწრებოდა თარჯიმანი. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე და მონაწილეთა მიერ გაკეთდა ხელმოწერები.
ბრალდებულის სახით დ--------- მ----–--------ის 2017 წლის 13 ავისტოს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, რომელსაც ესწრებოდა ადვოკატი და თარჯიმანი, დ--------- მ----–--------მა 2017 წლის 11 აგვისტოს ქ. თბილისში, წერეთელის ქუჩაზე იპოვა გარკვეული სახის თეთრი ფერის აბები და როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, მიხვდა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, საიდანაც ერთი ნატეხი მოიხმარა პირადად, დარჩენილი კი შეინახა თანნაქონ ხელჩანთაში. შემდეგ გაემართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ, საიდანაც უნდა წამოეყვანა გაჩერებული ა/მანქანა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაკავებული იქნა პოლიციელების მიერ, განემარტა უფლება-მოვალეობები და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ხელჩანთიდან ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერებები. მსჯავრდებულმა ადგილზევე აღიარა ჩადენილი დანაშაული, თარჯიმნის მონაწილეობით დაესწრო ამოღებული ნივთების დალუქვას და ხელიც მოაწერა. შემდეგ კი გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ კაბინეტში.
სააპელაციო სასამრთლოს სხდომაზე ადვოკატმა ა---------– ტ--------ამ ეჭვის ქვეშ დააყენა დ--------- მ----–--------ის პირადი ჩხრეკის ოქმის შინაარსი და შედეგები. მიუთითა, რომ ოქმში შეინიშნება გადასწორებები, კერძოდ გადასწორებულია თარიღი ”11 აგვისტო”. აშკარაა, რომ მანამდე ეწერა ”01 აგვისტო”. გადასწორებულია საგამოძიებო მოქმედების დაწყების საათში ციფრი ”9”. ასევე გადასწორებულია ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბების რაოდენობის აღმნიშვნელ რიცხვ ”47”-ში ციფრი ”4”. მის ნაცვლად უნდა იყოს ციფრი ”1”. ადვოკატმა მიუთითა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდით გამომძიებელმა შეგნებულად დაუმძიმა მდგომარეობა დ--------- მ----–--------ს. აშკარაა, რომ მან შეცვალა აბები ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების წინ, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში გამოკვლეული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბებისა და აბის ნატეხების განსხვავებული აღწერით, ვიდრე ეს პირადი ჩხრეკის ოქმშია მითითებული.
ადვოკატის აღნიშნულ არგუმენტაციას პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან ოქმში არსებულ გადასწორებები მხოლოდ მექანიკური ხასიათის შეცდომებს წარმოადგენს და მათი ხასიათიდან არ შეიძლება, გამომდინარეობდეს ის დასკვნები, რაც ადვოკატმა მიუთითა. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ--------- მ----–--------ის პირადი ჩხრეკა და დაკავება რეალურად განხორციელდა 2017 წლის 11 აგვისტოს და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილი ვერ იქნებოდა 01 აგვისტოს - სახეზეა აშკარა მექანიკური შეცდომა. საგამოძიებო მოქმედების დაწყების აღმნიშვნელი საათი ასევე შესაბამისობაშია სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების დროსთან. რაც შეეხება აბების რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვის - 47-ის გადასწორებას (47-ის ჩაწერას 17-ის ნაცვლად) გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე 47 აბის არსებობა დაადასტურა თვით მსჯავრდებულმა. მან მხოლოდ მიუთითა, რომ 47 აბიდან მხოლოდ 17 წარმოადგენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველ აბს, დანარჩენი 30 კი იყო გარეგნულად 17 აბის მსგავსი სამკურნალო აბები, რომლებიც არ შეიცავდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ეს გარემოება - ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბის მსგავსი ფორმისა და წარწერის მქონე სამკურნალო აბების არსებობა არ დადასტურებულა საქმეზე მოპოვებული არცერთი სხვა მტკიცებულებით, რის გამოც მსჯავრდებულის განმარტებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ასევე დაცვამ ვერ დააკონკრეტა, რაში გამოიხატა ექპერტ ქიმიკოსის მიერ საკვლევი ობიექტის განსხვავებულად აღწერა, რაც გახდებოდა ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ დ--------- მანუსარიდისის პირადი ჩხრეკისას ამოღებული აბები და ქიმიურ ექპერტიზაზე გამოკვლეული აბები არ არის ერთიდაიგივე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის განაჩენით დ--------- მ----–--------ი (დეომიდ მანუშაროვი) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი 1-ლი ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და დ--------- მ----–--------ს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ დ--------- მ----–--------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემობათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2013 წლის 17 აპრილის კანონის“ საფუძველზე, საქართვველოს სსკ-ის 59-ე მუხლში განხორცილებული ცვლილებით, დ--------- მ----–--------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
დ--------- მ----–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 26 დეკემბრიდან და 2014 წლის 25 ივნისს განთავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.
ზ/აღნიშნული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნასამართლევმა დ--------- მ----–--------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1.თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2.თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა. მისი ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლო არ შეიძლება დუმდეს, ხშირად დამოკიდებულია მხარეთა მოქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეების მიერ წარდგენილ ყველა არგუმენტს შეეხოს ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო არგუმენტები მიმოიხილოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება.
მოცემულ შემთხვევაში პალატის მიერ დეტალურად მოხდა სააპელაციო საჩივარში გაცხადებული არგუმენტების შეფასება, განისაზღვრა საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობა და დამაჯერებლობა წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შეფასება ცხადყოფს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს აწვდიან კონკრეტული/კატეგორიული ხასიათის მქონე ინფორმაციას, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულობის და დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით ადასტურებენ მსჯავრდებულისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულისათვის დამახასიათებელი თითოეული ნიშნის არსებობას. შესაბამისად, ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
მითითებული გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). მიუთითებს რა ევროსასამართლოს მიერ დადგენილ ამგვარ სტანდარტზე, პალატა არ თვლის საჭიროდ, იმსჯელოს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ სხვა მრავალ არგუმენტთან დაკავშირებით (მითითებები ჩხრეკის ოქმის ხარვეზებით შევსებაზე, საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევაზე, სამედიცინო დოკუმენტაციაში ურთიერთგამომრიცხავი ციფრობრივი მაჩვენებლის დაფიქსირებაზე და ა.შ) ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და დაცვის ზემოთ მოყვანილ არგუმენტებში მითითებული შესაძლო ხარვეზები მათი არაარსებითი ხასიათისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით ვერ გამორიცხავენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და დ--------- მ----–--------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ--------- მ----–--------ის მიერ ბრალად შერაცხული - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პალატა განმარტავს, რომ დ--------- მ----–--------ის ქმედება შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მათ პალატა ვერ გაიზიარებს.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება ( ნასამართლევი) და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ--------- მ----–--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ--------- მ----–--------ის და მისი ინტერსების დაცველი ადვოკატის მ--------------–---ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ--------- მ----–--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
დ--------- მ----–--------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ დ--------- მ----–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
დ--------- მ----–--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 აგვისტოდან;
დ--------- მ----–--------ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ნივთმტკიცება:
დ--------- მ----–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ.ლომიძე
მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე
მ.თეთრაული