განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
100100118002572524
ინსტანცია
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-630-2018წ.

(100100118002572524)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- ა-–---–-ს ძე ც---–---ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტირებული ჭიათურის მ----–----–---------------–----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ჭიათურა, დ-------–-----–-------------

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ----- ც---–---ემ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 ივნისს, ჭიათურაში, დ------–-----–----------ში მცხოვრებმა მ-----ი ც---–---ემ, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშეკამათების ნიადაგზე, გულმკერდის არეში ფეხი დაარტყა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ------ ა------–---–ს, რა დროსაც ლ------ ა------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 27 ივნიასმდე, ჭიათურაში, დ------–-----–----------ში მცხოვრები მ-----ი ც---–---ე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ------ ა------–---–ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რამაც ლ------ ა------–---–ის ტანჯვა გამოიწვია;

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენით მ-----ი ც---–---ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----ი ც---–---ეს საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

მ-----ი ც---–---ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 13 ივლისის ჩათვლით -13 დღე;

 

მ-----ი ც---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ფ-------- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ----- ც---–---ის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მ----- ც---–---ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ქმედების ხასიათი და საშიშროება, მსჯავრდებულის პიროვნება, ის რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მ----- ც---–---ე სისტემატურად ახორციელებდა მეუღლის მიმართ შერაცხყოფას, მსჯავრდებული მეუღლის მიმართ არის აგრესიული და ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, რაც ზრდის მ----- ც---–---ის საზოგადოებრივ საშიშროებას და ქმნის ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, რასაც შესაძლოა უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს. დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია და ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეული იქნას სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ----- ც---–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ----- ც---–---ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ- ლ------ ა------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: ზ-----ი ც---–---ის და ნ--–- ღ--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოაბულით, მ-----ი ც---–---ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ალკოჰოლური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ მ----- ც---–---ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ----- ც---–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ფ-------- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

მ-----ი ც---–---ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, მ-----ი ც---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

მსჯავრდებულ მ-----ი ც---–---ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 13 ივლისის ჩათვლით - 13 დღე;

 

მსჯავრდებულ მ-----ი ც---–---ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ მ-----ი ც---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გათავისუფლდეს ყადაღისაგან ნონა მეცხოვრიშვილის (პ/ნ 5----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზ----------------------------------–----------------------------–---------------------------------------------------------------–---------------------------–--------------–--

 

ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნამწვავები, გაზეთის ნაწილი დალუქული სპეციალურ პაკეტში F-------- და ნახევრად დამწვარი ლეიბი მოთავსებული ტილოს ტომარაში, რაც დალუქული სახით ინახება შსს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე