განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
820100116001536835
ინსტანცია
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100116001536835

საქმე №1/ბ-567-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - დ----- ხ------–---–ის,ადვოკატების - ს---–--- კ------ის, პ----- დ-------ის,მსჯავრდებულების - თ----- ხ----------ის, კ------- ხ----ის მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

თ----- ე-–-----ის ასული ხ----------ის მიმართ, დაბადებული 0---------წ. პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-----------–------–--------------------

 

კ------- ს---–----ს ძე ხ----ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. თბილისი, მ--------------------------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. თ----- ხ----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად;

 

1.2. კ------- ხ----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში :

 

2015 წელს, თ---–----------–----------------–----------------–- გ------- მ----------მ თ---–----------–----------------–--ში განიხილა თ----- ხ----------ის ადმინისტრაციული საჩივარი და არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის გამო თ----- ხ----------ე მ-----------–-ს სოციალური ქსელის ,,ფ-------ის’’ მეშვეობით საჯაროდ აყენებდა შეურაცხყოფას.

 

2016 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ------ს დასახლებაში, ა------- პ------––---------–-ს ქუჩა №82-ში არსებულ სასტუმრო ,,ს-------ს’’ მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე, გ------- მ---------- იმყოფებოდა თავის ოჯახის წევრებთან ერთად. იქვე იმყოფებოდა თ----- ხ----------ე და მისი მეუღლე კ------- ხ----ე შვილებთან ერთად. თ---–----------–----------------–--ში, თ----- ხ----------ის საჩივრის საფუძველზე განხილულ ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით განაწყენებულმა თ----- ხ----------ემ და კ------- ხ----ემ, თ---–----------–----------------–--ს თავმჯდომარეს გ------- მ----------ს დაუწყეს ყვირილი და მიმართავდნენ უცენზურო სიტყვებით, ასევე ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან და მუქარასთან ერთად, თ----- ხ----------ე, კ------- ხ----ე და მათი არასრულწლოვანი შვილი დ----- ხ----ე ცდილობდნენ გ------- მ---------ისთვის მიეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც კ------- ხ----ემ გ------- მ----------ზე ხელის დარტყმით ჩაიდინა ძალადობა, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის. ასევე, დაზარალებულს ხელი და ფეხი დაარტყა დ----- ხ----ემ. შემთხვევის განმუხტვა მოხერხდა იქ მყოფი გარეშე პირების მეშვეობით, რომლებიც თ----- ხ----------ეს, კ------- ხ----ეს და დ----- ხ----ეს არ აძლევდნენ დაზარალებულთან მიახლოების საშუალებას, რითაც ფიზიკური ანგარიშსწორებისაგან გადაარჩინეს დაზარალებული გ------- მ----------. მიუხედავად ამისა, თ----- ხ----------ე, კ------- ხ----ე და მათი შვილი დ----- ხ----ე, კვლავ აგრძელებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას, რის გამოც გ------- მ---------- იძულებული გახდა დაეტოვებინა ზღვის სანაპირო და თავისი არასრულწლოვანი შვილები განერიდებინა აგრესიას.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ----- ხ----------ემ და კ------- ხ----ემ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ------ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო ,,ს-------ს’’ მიმდებარედ,ზღვის სანაპიროზე, თ----- ხ----------ე და კ------- ხ----ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არასრულწლოვან 13 წლის შვილთან ერთად თავს დაესხნენ დასასვენებლად მყოფ გ------- მ----------ს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამავდროულად კ------- ხ----ის და მისი 13 წლის შვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა გ------- მ---------ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ხოლო თ----- ხ----------ე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რითიც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს სანაპიროზე მყოფი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. მართალია, შემთხვევის შემსწრე დამსვენებლები ცდილობდნენ გ------- მ---------- დაეცვათ თავდასხმისგან, მაგრამ თ----- ხ----------ე აგრძელებდა მუქარას და გ------- მ---------ის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო კ------- ხ----ე არასრულწლოვან 13 წლის შვილთან ერთად ფიზიკურ ძალადობას, რის გამოც გ------- მ---------- ოჯახის წევრებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა ზღვის სანაპირო.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით

 

1. თ----- ხ----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

თ----- ხ----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თ----- ხ----------ეს დანიშნული სასჯელი, თანახმად საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. კ------- ხ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მესამე ნაწილით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

კ------- ხ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

კ------- ხ----ეს დანიშნული სასჯელი, თანახმად საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

3.1 აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ----- ხ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულების საუარესო ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებულების დამნაშავედ იქნან ცნობილი საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მესამე ნაწილითა და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და დაენიშნოთ მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდებას მიაჩნია, რომ საქმეზე მიღებული განაჩენი არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და უკანონო, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდების მხარემ შეძლო და დაადასტურა შერაცხული ბრალდების საფუძვლიანობა, თუმცაღა პირველი ინტანციის სასმართლომ ვერ შეაფასა სათანადოდ მოპოვებულ და გამოკვლეულ ინფორმაციათა ერთობლიობა და საქმეზე მიიღო არასამართლიანი, უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლომ სხვა შეფასება და კვალიფიკაცია მისცა საქმის გარემოებებს და დაადგინა, რომ მსჯავრდებულთა მხრიდან განხორციელდა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც აპელანტი არ ეთანხმება. სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით თვალსაჩინოდ დადგინდა, რომ მსჯავრდებულების ქმედება არ მოიცავდა და არ იყო დაკავშირებული საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვის სურვილთან და გამოწვეული იყო მხოლოდ პირადი მოტივით და დაკავშირებული იყო მ-----------–- გ------- მ---------ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან. ესე იგი, საქმეზე მსჯავრდებულებს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი და მათ ქცევაში არ არსებობდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვის სურვილი, ესე იგი, მოცემული სრულიად გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას.

 

აპელანტის მოსაზრებით, თ----- ხ----------ის და კ------- ხ----ის ქმედება აშკარად მიმართული იყო მოსამართლისადმი მისი სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ითვლება მსხვერპლის მიმართ უშუალოდ მუქარის წარმოთქმის მომენტიდან, მუქარის ფაქტი კი თვალსაჩინოდაა ასახული გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერით და არსებულს არც მსჯავრდებული უარყოფს, რომ მან ეს სიტყვები გამოიყენა და ის მოქმედებდა თითქოსდა შვილის ინტერესების დაცვის გამო. აშკარაა, რომ ზემოაღნიშნული დანაშაული მსჯავრდებულებს ჩადენილი აქვთ პირდაპირი განზრახვით და მათ გათვიცნობიერებული ჰქონდათ, რომ ისინი ემუქრებოდნენ მ-----------–-ს, მათვის ცნობილი იყო გ------- მ---------ის თანამდებობა, დანაშაულის მოტივიც სახეზეა, კერძოდ, სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვასთან დაკავშირებით, რაც მსჯავრდებულისთვის წარუმატებლად დასრულდა. ესე იგი, მათი მოტივი პირადულია და ასევე მდგომარეობდა სასამართლოში საქმის განხილვისას მოსამართლის საქმიანობით უკმაყოფილების გრძნობა და შურისძიება. მსჯავრდებულთა ქმედება განხორციელებულია ფიზიკური შეურაცხყოფით, ესე იგი ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის ადამინის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის.

 

ამდენად, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა, თ----- ხ----------ის და კ------- ხ----ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

3.2 აპელანტები - მსჯავრდებულ თ----- ხ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- დ-------ე, ასევე, მსჯავრდებულების: კ------- ხ----ის და თ----- ხ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ს---–--- კ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვენ გაუქმდეს კ------- ხ----ის და თ----- ხ----------ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი ცნობილ იქნან უდანაშაულოდ და გამართლდნენ, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სწორად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულებს არ ჩაუდენიათ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. რაც შეეხება ხულიგნობით მსჯავრდებას, აღნიშნული არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაკითხული მოწმეების ჩვენებებით და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ იქნა დადასტურებული თ----- ხ----------ის და კ------- ხ----ის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძლად დაუდო მხოლოდ საჯაროდ წაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რითაც დაირღვა საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ სსსკ-ის 243-ე მუხლი, ამასთანავე, სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 114-ე მუხლის მოთხოვნები მოწმეების ჩვენებების საჯაროდ წაკითხვასთან დაკავშირებით და უკანონოდ იქნა მათი ჩვენებები გამოქვეყნებული. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როდესაც გამამტყუნებელ განაჩეს საფუძვლად დაედო საჯაროდ წაკითხული ჩვენებები, როგორც მტკიცებულებები, ამით მსჯავრდებულების მიმართ დარღვეულ იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლება. რაც შეეხება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლოს გადმოცემული აქვს არასწორად. სასამართლომ ასევე სრულიად უსაფუძვლოდ არ დაკითხა არასრულწლოვანი მოწმე დ----- ხ----ე. გასაჩივრებულ განაჩენში სრულად არ არის გადმოცემული სასამართლოში გამოკვლეული აუდიო ვიდეო ჩანაწერი, მისი წარმოდგენა მ--- კ-------–---–ის მიერ მოხდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დარღვევით. საქმეზე დაკითხული ძირითადი მოწმეები არიან მიკერძოებული პირები.

 

აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად შეუზღუდა დაცვის მხარეს მტკიცებულებათა წარმოდგენის შესაძლებლობა, აღნიშნული მტკიცებულებები კი ძირითადი მტკიცებულეები იყო საქმის გარემოებების სრულყოფილად დასადგენად. ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევისას სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევაში, რის გამოც სასამართლო სხდომა წარიმართა შეჯიბრებითობის პრინციპის არსებით დარღვევით.

 

დაცვის მხარე განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი გულისხმობს ხულიგნობას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც არ ადასტურებს გამოკვლეული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები. ზღვაზე დასვენების დროს ერთად მყოფი ოჯახის წევრები არ წარმოადგენენ წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფს, თ. ხ----------ეს წინასწარ ვერავისთან ვერ ექნებოდა შეთანხმება, მას წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ გ------- მ----------ს შეხვდებოდა ზღვაზე. სასამართლოს განაჩენში არ არის აღნიშნული, რომ კონფლიქტი დაიწყო გ. მ---------ის მხრიდან. საქმეზე დაკითხულ არცერთ მოწმეს არ უხსენებია, რომ თ. ხ----------ის და კ. ხ----ის ქმედებამ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და რომ ისინი გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ასევე არ დასტურდება კ. ხ----ის მხრიდან მუქარა, ვიდეომასალებით დასტურდება, რომ კ------- ხ----ე ინციდენტის დროს იყო მშვიდი, არავის ემუქრებოდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება, რომ კ. ხ----ის და თ. ხ----------ის ქმედებით არ მომხდარა ზღვის სანაპიროზე იქ მყოფი უამრავი დამსვენებლის მყურდოების დარღვევა და მათი სხვა ადგილზე გადასვლა.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორს დ----- ხ------–---–ს, რომელიც დაეთანხმა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტებს - მსჯავრდებულებს თ----- ხ----------ეს, კ------- ხ----ეს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს, ს---–--- კ------ეს და პ----- დ-------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ხ------–---–ის, მსჯავრდებულების: თ----- ხ----------ის და კ------- ხ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---–--- კ------ის სააპელაციო საჩივარი და მსჯავრდებულ თ----- ხ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ----- დ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების თ----- ხ----------ის და კ------- ხ----ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მსჯავრდებულების მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ გ------- მ---------ის ჩვენებით დგინდება, რომ მან, როგორც თ---–----------–----------------–----------------–--, 2015 წელს განიხილა თ----- ხ----------ის საჩივარი, მას შემდეგ თ----- ხ----------ის მხრიდან ხორციელდებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელება, რაზეც არასდროს უპასუხია.

 

2016 წლის 26 აგვისტოს მეუღლესთან, ორ არასრულწლოვან შვილთან და მეგობრის არასრულწლოვან შვილებთან ერთად დილის საათებში იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, გ------ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარე სანაპიროზე. ზღვაში არასრულწლოვან შვილებთან ერთად ყოფნის დროს მას თ----- ხ----------ემ შეაფურთხა და დაუწყო ხმამაღლა გინება და მუქარა, ამავდროულად ზღვაში შევიდნენ თ----- ხ----------ის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი. კ------- ხ----ემ ასევე დაუწყო გინება და მუქარა, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილი ცდილობდა მისთვის ხელის დარტყმას. აღნიშნულს ისმენდნენ და უყურებდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები და იქ მყოფი დამსვენებლები, რომელთა ნაწილი ჩაერია კონფლიქტში და ცდილობდნენ თ----- ხ----------ის არასრულწლოვანი შვილის დაჭერას და ხელის მოკიდებით გაყვანას. ვინაიდან ზღვაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები, რომელთაგან ერთმა ცურვა არ იცოდა, იგი ჩავარდა ცუდ მდგომარეობაში, ცდილობდა ყველანაირად აერიდებინა თავი და როგორმე წაეყვანა შვილები სასტუმროში. მას არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არცერთი მათგანისთვის არ მიუყენებია. თავდასხმა გაგრძელდა სანაპიროზე გამოსვლის შემდეგაც, კ------- ხ----ე აგინებდა, აწვებოდა და ხელს კრავდა, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილი, თ----- ხ----------ის წაქეზებით, 10-15 წუთის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე მყოფი პირები ცდილობდნენ მის დაჭერას, მაინც ახერხებდა სხვადასხვა მხრიდან შემორბენას და მისთვის ხელის და ფეხის დარტყმას, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა სანაპირო და ოჯახის წევრებთან და მასთან ერთად მყოფ მეგობრის შვილებთან ერთად დაბრუნებულიყო სასტუმროში.

 

გ------- მ---------ის განმარტებით, ხსენებულ თავდასხმას იგი უკავშირებს მის მიერ განხილულ ადმინისტრაციულ საჩივარს, რასაც თ----- ხ----------ეც ადასტურებდა მისი მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ--- კ-------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს მეუღლესთან გ------- მ----------სთან, ორ არასრულწლოვან შვილთან და მეგობრის არასრულწლოვან შვილებთან ერთად დილის საათებში იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, გ------ს დასახლებაში, სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარე სანაპიროზე. მისი მეუღლე ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა ზღვაში, თვითონ კი იჯდა ნაპირზე. ამ დროს შენიშნა, რომ მისთვის იმ დროს უცნობი ქალბატონი თ----- ხ----------ე და მისი მეუღლე მივიდნენ ნაპირთან, ხელს იშვერდნენ და იყურებოდნენ გ------- მ---------ის მიმართულებით და გინებით გაემართნენ მისკენ, ამ დროს ამოიღო მობილური ტელეფონი ჩასაწერად. ამასობაში ხსენებული პირები და მათთან ერთად მყოფი მათი ვაჟიშვილი შევარდნენ ზღვაში და დაუწყეს მის მეუღლეს ხმამაღალი ლანძღვა-გინება და მუქარა, აგინებდნენ როგორც მ-----------–-ს, რომელმაც თითქოს დაანგრია მათი ოჯახი და ეს ყველას უნდა გაეგო. ამავდროულად ცდილობდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. სანაპიროზე მყოფი დამსვენებლების ნაწილი ჩაერია და ცდილობდნენ მისი მეუღლის დაცვას, ამ მიზნით ცდილობდნენ ბავშვის დაჭერას და ხელის მოკიდებით გაყვანას, მაგრამ იგი იყო აგრესიული და მის შეკავებას ვერ ახერხებდნენ, ბავშვის დედა კი თავისი საქციელით პირიქით აქეზებდა და იძახდა, აბა რა უნდა ქნას, ოჯახი დაუნგრიაო. მათი მხრიდან გინება და მუქარა იყო იმდენად ხმამაღალი, რომ მთელი სანაპირო შეგროვდა. მას შემდეგ რაც სანაპიროზე მყოფმა პირებმა შეძლეს თავდამსხმელების შეკავება, თ----- ხ----------ე კვლავ ხმამაღლა აგრძელებდა გ------- მ---------ის გინებას და ემუქრებოდა დანით აჩეხვით. აღნიშნულის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა სანაპირო და ოჯახის წევრებთან და მათთან ერთად მყოფ მეგობრის ბავშვებთან ერთად დაბრუნებულიყო სასტუმროში.

 

მისივე განმარტებით, მან შეძლო მომხდარის ჩაწერა მობილური ტელეფონით და აღნიშნული ჩანაწერები სასამართლო განჩინების საფუძველზე გადასცა გამომძიებელს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–- ბ-------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს არასრულწლოვან შვილებთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა ქალაქ ბათუმში. მეორე დღეს, მასთან ერთად დასასვენებლად მყოფი მეგობარი გ------- მ---------- არასრულწლოვან შვილებთან და მეუღლესთან ერთად გავიდნენ ზღვაზე საბანაოდ, მათთან ერთად ზღვაზე წავიდნენ მისი შვილებიც. თვითონ კი ცოტა მოგვიანებით გავიდა და როდესაც მიუახლოვდა სანაპიროს, დაინახა, რომ გ------- მ---------- იმყოფებოდა ზღვაში, ხოლო მისთვის უცნობი მამაკაცი და ბავშვი იწევდნენ გ------- მ---------ისკენ დასარტყამად. ამის დანახვაზე ტანსაცმლის გაუხდელად შევარდა ზღვაში გ------- მ---------ის დასახმარებლად, იქვე იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც ასევე ცდილობდნენ თავდამსხმელების და განსაკუთრებით იმ ბავშვის დაჭერას და ხელის მოკიდებით გაყვანას. გ------- მ----------მ შეძლო წყლიდან გამოსვლა, თუმცა ნაპირზე კვლავ გაგრძელდა ხსენებული მამაკაცის და განსაკუთრებით ბავშვის მხრიდან გ------- მ----------ზე თავდასხმა. მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე მყოფ სხვა პირებთან ერთად ისიც ცდილობდა ამ ბავშვის დაჭერას, ის მაინც ახერხებდა სხვადასხვა მხრიდან შემორბენას და გ------- მ---------ისთვის ხელის და ფეხის დარტყმას. მას შემდეგ კი, რაც შეძლეს თავდამსხმელების შეჩერება, შეზლონგზე მჯდარმა ქალბატონმა კვლავ განაგრძო გ------- მ---------ის ლანძღვა-გინება და მუქარა. აღნიშნულის გამო გ------- მ---------- იძულებული გახდა დაეტოვებინა სანაპირო ოჯახის წევრებთან ერთად.სანაპიროს დატოვება ოუწია მასაც არასრულწლოვან შვილებთან ერთად.

 

მოწმის სახით დაკითხული ნ---- გ------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს 112 სამსახურში შესული გამოძახების საფუძველზემისული იყო გ------ს სანაპიროზე, სადაც დახვდათ ცოლ-ქმარი და ბავშვი. მამაკაცს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ქალბატონს ფეხის ფრჩხილიდან სდიოდა სისხლი, რომელიც მისი განმარტებით ბავშვის დაცვის დროს ქვაზე ფეხის წამოკვრით მიიღო. ბავშვს კი აღენიშნებოდა ტუჩის შიგნით მცირედი მაცერაცია. ქალბატონის მოთხოვა იყო მხოლოდ ფაქტის დაფიქსირება, რომ მათ გ------- მ----------მ მიაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფა, და ბავშვსაც გაშველების დროს მოხვდა მუშტი.

 

მოწმის სახით დაკითხული მ------ მ----–-- ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობდა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სეზონურ მაშველად და 2016 წლის 26 აგვისტოს იმყოფებოდა სამოქმედო ტერიტორიაზე ქ. ბათუმში, გ------ს დასახლებაში სასტუმრო ‘ს-------ს“ მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე. დილის საათებში შემოესმა ხმაური და შეხლა-შემოხლის ხმა, დაინახა ნაპირთან შეკრებილი ხალხი და გაიგონა მისთვის უცნობი ქალბატონის მხრიდან მუქარის სიტყვები, დანით დაგჩეხავო. მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა ინციდენტს და სანაპიროზე მყოფი მოქალაქეების მიერ მოხდა გაშველება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ა-–---------- გ--–------ის 2016 წლის 26 აგვისტოს გამოძიების დროს გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს დილის დაახლოებით 10.00 საათზე იმყოფებოდა ქ. ბათუმში, გ------ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარე ზღვის სანაპიროზე. ზღვაში ბანაობის დროს დაინახა ნაპირთან შეკრებილი ხალხი, მიხვდა, რომ მათ შორის ხდებოდა ინციდენტი, ამიტომ გაცურა ნაპირის მიმართულებით, ამოვიდა ნაპირზე და დაინახა, რომ ქალბატონი, მამაკაცი და დაახლოებით 15 წლის ბიჭი ხმამაღლა ყვიროდნენ, თუმცა ენის არ ცოდნის გამო შინაარსი ვერ გაიგო. ისინი უყვიროდნენ ზღვაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს და ცდილობდნენ მისთვის მიეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფა, ხსენებული მამაკაცი კი არ შედიოდა მათთან კონფლიქტში და ცდილობდა თავიდან მოეშორებინა ისინი. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი და სანაპიროზე მყოფმა მოქალაქეებმა შეძლეს გაშველება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ლ----- გ--–------ას 2016 წლის 26 აგვისტოს გამოძიების დროს გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს დილის დაახლოებით 10.00 საათზე იმყოფებოდა ქ. ბათუმში, გ------ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარე ზღვის სანაპიროზე. ზღვაში ბანაობის დროს გაიგო ხმაური, თუმცა ენის არ ცოდნის გამო შინაარსი ვერ გაიგო და დაინახა ნაპირთან შეკრებილი ხალხი, ჩანდა, რომ მათ შორის ხდებოდა ინციდენტი. როდესაც ამოვიდა წყლიდან, დაინახა, რომ დაახლოებით 14-16 წლის შორტებში ჩაცმული ბიჭი ხელს უქნევდა ზღვაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს, ის კი ცდილობდა მოქნეული ხელის აცილებას. მომხდარი ინციდენტის დროს აქტიურობდა ქალბატონი და ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც იწევდნენ ხსენებული მამაკაცისკენ და ცდილობდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. მამაკაცი, რომელზეც ხორციელდებოდა თავდასხმა, იყო მშვიდად და პასუხს არ სცემდა. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი და შეგროვილმა ხალხმა შეძლო მათი გააშველება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ტ------- ა-–-------–---–ის 2016 წლის 26 აგვისტოს გამოძიების დროს გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს დილის დაახლოებით 10.00 საათზე იმყოფებოდა ქ. ბათუმში, გ------ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარე ზღვის სანაპიროზე. მისგან დაახლოებით 5 მეტრში დაინახა საცურაო კოსტუმში მყოფი ქალბატონი, რომელიც იდგა ზღვის პირას და წყალში მყოფი მამაკაცის მისამართით ხმამაღლა ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით. მათ შორის გაიგო ზოგიერთი ქართული სიტყვა „დაგჭრი“, „არ გაცოცხლებო“. იქვე იმყოფებოდა დაახლოებით 15 წლის ბიჭი, რომელიც იქცეოდა ძალიან აგრესიულად, იგინებოდა მამაკაცის მისამართით და ცდილობდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რაც გამოუვიდა და რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი და ფეხი. ინციდენტში ასევე მონაწილეობდა მამაკაცი, რომელიც მისი აზრით იყო ხსენებული ქალბატონის მეუღლე, რომელიც ასევე ემუქრებოდა და იწევდა მისკენ. მამაკაცს კი, რომელზეც ხორციელდებოდა თავდასხმა, რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა არცერთი მათგანისთვის არ მიუყენებია, პირიქით, იყო მშვიდად და პასუხსაც არ სცემდა. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი და სანაპიროზე შეგროვილმა ხალხმა მოახერხა მათი გაშველება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ლ---- ა-------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად 2016 წლის 26 აგვისტოს დილის 9 საათიდან იმყოფებოდა ქ. ბათუმში, გ------ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო ,,ს-------ს’’ მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე, დაახლოებით 10 საათზე მას შემოესმა ხმამაღალი საუბარი და დაინახა, რომ სანაპიროზე მდგარი ქალბატონი ზღვაში მყოფ მამაკაცს ხმამაღლა უყვიროდა და გამოხატავდა აგრესიას, ამავდროულად ქალბატონთან ერთად მყოფმა მამაკაცმა წყალში მყოფს დაარტყა ხელი. ხსენებული პირების ქმედებამ მას შეუქმნა დისკომფორტი, რის გამოც გადავიდა სხვა ადგილზე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ბ--–- ჭ----–---–ის 2016 წლის 27 აგვისტოს გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენებით ასევე დგინდება, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს დილით იგი გახდა შემსწრე ქ. ბათუმში, გ------ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე გ------- მ---------ის მიმართ თ----- ხ----------ის, მისი მეუღლის და შვილის მხრიდან განხორციელებული ძალადობის, რა დროსაც ხსენებული პირები იქცეოდნენ აგრესიულად, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ მას, ამავდროულად ცდილობდნენ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი და ხმაურზე შეგროვილმა ხალხმა შეძლეს მათი გააშველება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ზ------ ჭ----–--ის მიერ 2016 წლის 26 აგვისტოს გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენებით ასევე დგინდება, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს იგი გახდა შემსწრე ქ. ბათუმში, გ------ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე გ------- მ---------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის, რამაც გამოიწვია სანაპიროზე მყოფი დამსვენებლების ჩოჩქოლი, ადგილზე მისვლის დროს კი ნახა, რომ გ------- მ---------- იყო დათრგუნული და მას აყენებდნენ შეურაცხყოფას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს მათ მიერ მოპოვებული და შექმნილი წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებების თაობაზე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით, დგინდება, რომ შემთხვევის ადგილია ზღვის სანაპირო, სადაც იმყოფებიან დამსვენებლები. პირველ ჩანაწერში ჩანს, რომ ზღვიდან გამოსვლის დროს გ------- მ----------ს წინ ხვდება კ------- ხ----ე და ხელების მოძრაობით იწყებს მასთან კონფლიქტს, ამავდროულად ზღვაში შერბის კ------- ხ----ის მეუღლე თ----- ხ----------ე და მათი არასრულწლოვანი შვილი. კადრში ჩანს, რომ სამივე პიროვნება სხვადასხვა მხრიდან გ------- მ----------ს დასარტყამად უქნევს ხელს, ისმის გინების და მუქარის ხმა. ზღვაში შერბიან მოქალაქეები გ------- მ---------ის დასაცავად და ცდილობენ შეაკავონ თ----- ხ----------ე და პირველ რიგში კი, მისი არასრულწლოვანი შვილი. მეორე ჩანაწერში კი ჩანს თ----- ხ----------ე, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს გ------- მ----------ს და ემუქრება დანით აჩეხვით. იქ მყოფი მოქალაქეები კი მოუწოდებენ დამშვიდებისკენ.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას თ. ხ----------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) და კ------- ხ----ის საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) დაკვალიფიცირების შესახებ და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს.

 

საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიმართულია მოსამართლის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით და მისი ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, დამატებითი ობიექტი კი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება.

 

ზემოაღნიშნული დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნას მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი ემუქრება სამართალდამცავ ორგანოების წარმომადგენლებს ან მათ ახლო ნათესავს ჯანმრთელობის დაზიანებით, ქონების განადგურებით ან დაზიანებით და სურს, რომ სასამართლო განხილვის დროს მან მუქარის ზეგავლენით განახორციელოს მისთვის სასარგებლო მოქმედება.

 

პალატა ერთხელ კიდევ მიუთითებს სპეციალურ მიზანზე, რომელიც დამნაშავეს გააჩნია - იგი მიისწრაფვის მუქარის მეშვეობით ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოში საქმის მსვლელობაზე, დააჩქაროს ან შეაყოვნოს იგი, მიაღწიოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ---–----------–----------------–----------------–- გ------- მ----------მ 2----–-–----------- განიხილა თ----- ხ----------ის ადმინისტრაციული საჩივარი და იგი არ დააკმაყოფილა, მიღებული დადგენილება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა, შესაბამისად, 2016 წლის 26 აგვისტოს ქ. ბათუმში ზღვის სანაპიროზე თ----- ხ----------ის და კ------- ხ----ის მხრიდან განხორციელებული ქმედებები (მუქარა, ძალადობა) ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენდა სასამართლოში განსახილველი საქმის მსვლელობაზე, რადგან აღნიშნული საქმის განხილვა დასრულებული იყო (2015 წლის მაისში) და საქმე აღარ განიხილებოდა სასამართლოში.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას თ. ხ----------ის და კ. ხ----ის გამართლების თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დარღვეული იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომ ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევას, კერძოდ, სასამართლომ დაუსაბუთებლად და უკანონოდ გაიზიარა სასამართლო სხდომაზე გამოუკვლეველი და დაუკითხავ მოწმეთა ჩვენებები, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოვლად უკანონოდ და დაუსაბუთებლად გამოიყენა სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესის დარღვევით საჯაროდ წაკითხული მოწმეთა ჩვენებები; აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს. დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და მათ სააპელაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს. ისინი დეტალურად აღწერენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მათი ჩვენებებით დგინდება, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2016 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ------ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო ,,ს-------ს’’ მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლომ მხარეებს თავიანთი უფლებების და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნა თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთი მხარისათვის არ მიუნიჭებია უპირატესობა, დაცვის მხარეს არ შეზღუდვია უფლება თავიანთი მტკიცებულებების წარმოდგენისათვის, შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში საჯაროდ წაკითხულ მოწმეთა (ა. გ--–------ის, ლ. გ--–------ას, ტ. ა-–-------–---–ის, ლ. ა-------ის, ბ. ჭ----–---–ის, ზ. ჭ----–--ის) ჩვენებებს, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის დროს სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრავს გამოკითხვის ოქმისა და გამოძიების დროს მიცემული ჩვენებების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის წესს და საფუძვლებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა თვითმხილველი მოწმე ადასტურებს ერთსადაიმავე ფაქტს, ერთნაიდარად აღწერენ ზღვაზე და სანაპიროზე განვითარებულ მოვლენებს, რომ ჩხუბში მონაწილეობდა სამი პირი, კერძოდ, შევარდნენ ზღვაში და დაუწყეს გ------- მ----------ს ხმამაღალი ლანძღვა-გინება და მუქარა, ცდილობდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, მათ შორის დაახლოებით 15 წლის ბიჭმა დაარტყა რამდენჯერმა ფეხი და ხელი, მათი მხრიდან გინება და მუქარა იყო იმდენად ხმამაღალი, რომ მთელი სანაპირო შეგროვდა, ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი და სანაპიროზე შეგროვილმა ხალხმა მოახერხა მათი გაშველება. მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე დადგენილია, რომ მსჯავრდებულები ერთობლივად მოქმედებდნენ, ერთდროულად დაესხნენ ზღვაში საბანაოდ შესულ გ------- მ----------ს; მსჯავრდებულების თ. ხ----------ის და კ. ხ----ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება ასევე დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული აუდიო-ჩანაწერით, რომელიც თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ და გამოკვლეულ დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებებთან, კერძოდ, ჩანაწერებში ჩანს, რომ ზღვიდან გამოსვლის დროს გ------- მ----------ს წინ ხვდება კ------- ხ----ე და ხელების მოძრაობით იწყებს მასთან კონფლიქტს. ამავდროულად ზღვაში შერბის კ------- ხ----ის მეუღლე თ----- ხ----------ე და მათი არასრულწლოვანი შვილი. სამივე პიროვნება სხვადასხვა მხრიდან გ------- მ----------ს დასარტყამად უქნევს ხელს, ისმის გინების და მუქარის ხმა. ზღვაში შერბიან მოქალაქეები გ. მ---------ის დასაცავად და ცდილობენ შეაკავონ თ. ხ----------ე და მისი არასრულწლოვანი შვილი. მეორე ჩანაწერში კი ჩანს თ. ხ----------ე, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს გ. მ----------ს და ემუქრება დანით აჩეხვით. იქ მყოფი მოქალაქეები კი მოუწოდებენ დამშვიდებისკენ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხულიგნობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. მისი დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. ხულიგნობის შემადგენლობის არსებობისთვის სავალდებულო ნიშნებია ძალადობა ან ძალადობის მუქარა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა კი უნდა იყოს უხეში და გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

აქვე, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 618-აპ-15 გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატამ ხსენებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა, მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომინიკაციაშიც- ჟესტებას და მიმიკებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თ. ხ----------ის და კ. ხ----ის მიერ ხულიგნური ქმედების ჩადენის ფაქტი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მათ შორის აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით. დადგენილია, რომ მსჯავრდებულების ძალადობრივი ქმედების შედეგად, რაც საზოგადოებისადმის აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდა, გამოიწვია ზღვის სანაპიროზე იქ მყოფი უამრავი დამსვენებლის მყუდროების დარღვევა, მათ შორის ნაწილს მოუწია სხვა ადგილზე გადასვლა, ხოლო გ. მ---------- ოჯახთან ერთად და იქ მყოფი ვ. ბ-------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სანაპირო.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ თ----- ხ----------ემ და კ------- ხ----ემ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე, 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ხ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულების: თ----- ხ----------ის და კ------- ხ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---–--- კ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ თ----- ხ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ----- დ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი თ----- ხ----------ისა და კ------- ხ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

1. თ----- ხ----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

თ----- ხ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თ----- ხ----------ეს დანიშნული სასჯელი, თანახმად საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თ----- ხ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; მოეხსნას ყადაღა თ----- ხ----------ის (პ/ნ 0----------- სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, დასახლება თ--------------------------------------------------- - საკადასტრო კოდი №------------------------

 

2. კ------- ხ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მესამე ნაწილით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

კ------- ხ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით,სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

კ------- ხ----ეს დანიშნული სასჯელი, თანახმად საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

კ------- ხ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; მოეხსნას ყადაღა თ----- ხ----------ის (პ/ნ 0----------- სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე თბილისი, დასახლება თ--------------------------------------------------- - საკადასტრო კოდი №------------------------

 

ნივთიერი მტკიცებულებები - საქმეზე დართული DVD დისკები, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

 

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

 

თეიმურაზ სვანიძე