განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
110100118002568827
ინსტანცია
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-635-2018წ.

(110100118002568827)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---- ბ-–--ის ძე ბ----–---–-ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, ჩიკ-–-------------------------------–----------–-----------–--

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ---- ბ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებული ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1996 წლიდან, მ--- ე---------ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება რ---- ბ----–---–თან, ისინი ერთად ცხოვრობენ ქალაქ ზესტაფონში, დ----------–------------------–-. თანაცხოვრების პერიოდში, მათ შეეძინათ შვილები - მ------ ბ----–---–- (---------------–- და ლ-–- ბ----–---–- (დ------------–). 2018 წლის მაისის თვის

ბოლოს

(ზუსტი დრო დაუდგენელია), ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ---- ბ----–---–მა, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ--- ე---------ის, რის შემდეგაც მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა მარჯვენა მხარეს, ბეჭის არეში, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი მ------ ბ----–---–-. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ--- ე---------იმ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

1996 წლიდან, მ--- ე---------ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება რ---- ბ----–---–თან, ისინი ერთად ცხოვრობენ ქალაქ ზესტაფონში, დ----------–------------------–-. თანაცხოვრების პერიოდში, მათ შეეძინათ შვილები - მ------ ბ----–---–- (---------------–- და ლ-–- ბ----–---–- (დ------------–). მათთან ერთად, ასევე, ცხოვრობს მ--- ე---------ის ძმა - დ----- ე---------ი. 2018 წლის მაისის თვის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ---- ბ----–---–მა, უმიზეზოდ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ--- ე---------ის. აღნიშნულ კონფლიქტში, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჩაერთო მ--- ე---------ის ძმა - დ----- ე---------ი, რომელსაც რ---- ბ----–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ დაარტყა ხელი ტუჩის არეში, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად, დ----- ე---------იმ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით რ---- ბ----–--–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, რ---- ბ----–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რ---- ბ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) ერთი წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

რ---- ბ----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

რ---- ბ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 ივნისიდან, 2018 წლის 19 ივლისის ჩათვლით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ რ---- ბ------–---–ის მიმართ მაქსიმალური სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს აქვთ კონფლიქტური დამოკიდებულება. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მსჯავრდებულ რ---- ბ----–---–-ს მიმართ დამამძიმებელი გარემოების არსებობა, კერძოდ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ჩადენის სახე და ამ ქმედების ხასიათი, ის რომ მათ შორის ხშირია კონფლიკტური დამოკიდებულებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე მსუბუქი სასჯელის დანიშვნა შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მსჯავრდებულისათვის შემდგომი განზრახი დანაშაულის ჩასადენად, იმ პირობებში, როდესაც რ---- ბ----–---–მა ძალადობრივი ქმდება განახორციელა ჯერ მეუღლის, ხოლო შემდეგ მეუღლის ძმის მიმართ. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ---- ბ----–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ---- ბ----–---–-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - მ--- ე---------ისა და და დ----- ე---------ის ჩვენებებით; მოწმეების ე-–----- კ---------ის, ლ-–- ბ----–---–-ს, ი-----–- თ----ის, მ----- ე---------ის და მ------ ბ----–---–-ს ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათები; დაბადების სააქტო ჩანაწერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ რ---- ბ----–---–-ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ---- ბ----–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ---- ბ----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

რ---- ბ----–--–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, რ---- ბ----–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რ---- ბ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) ერთი წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

რ---- ბ----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში- აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

რ---- ბ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 ივნისიდან, 2018 წლის 19 ივლისის ჩათვლით;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, რ---- ბ----–---–ს დაეკისროს მოვალეობა: 1) პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2) ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

 

საქართველო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ასევე, დამატებით სასჯელზე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე