განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-783-2018წ.
(110100118002565430)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–---- ე-–------ს ძე გ---–-------ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომ----: 1----------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, უ--------------------
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ--–---- გ---–------მა ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისვე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ; 4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; 5. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; 6.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; 7. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; 8. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; რაც გამოიხატა შემდეგში:
1. 1998 წლიდან ი--- ჩ-----–--ე ქორწინებაში იმყოფება მ--–---- გ---–------თან. ისინი ერთად ცხოვრობენ ზესტაფონში, უ--------------------ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები ლ. გ---–------- (---------------- და ა-- გ---–------- (დ-------------). მათთან ერთად, ასევე, ცხოვრობს ი--- ჩ-----–--ის დედა - მ---- ჩ-----–--ე. 2018 წლის იანვრის თვიდან, 2018 წლის 12 ივნისამდე (ზუსტი თარიღები დაუდგენელია), ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ--–---- გ---–-------, მეუღლეს - ი--- ჩ-----–--ე და ი--- ჩ-----–--ის დედას - მ---- ჩ-----–--ეს, ასევე შვილს - ლ. გ---–------ს, მისივე ოჯახის წევრის, არასრულწლოვანი შვილის - ა-- გ---–-------ს თანდასწრებით, ასევე, ამ უკანასკნელსაც, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ი--- ჩ-----–--ე, მ---- ჩ-----–--ე, ლ. გ---–------- და ა-- გ---–------- განიცდიდნენ ტანჯვას.
2. 2018 წლის იანვრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), შუადღის საათებში, ზესტაფონში, უ--------------------ში, სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- გ---–------მა, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის - ი--- ჩ-----–--ის დედას - მ---- ჩ-----–--ეს. ეს უკანასკნელი შეეცადა განრიდებოდა მას და შეტრიალდა, რათა გასულიყო სხვა ოთახში, რა დროსაც მ--–---- გ---–------მა ორჯერ ჩაარტყა ხელი ზურგის არეში. დარტყმის შედეგად, მ---- ჩ-----–--ე წაიქცა და დაკარგა გონება. მ--–---- გ---–-------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ---- ჩ-----–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
3. 2018 წლის თებერვლის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), შუადღის საათებში, ზესტაფონში, უ--------------------ში, სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- გ---–------მა, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ი--- ჩ-----–--ეს და მის დედას - მ---- ჩ-----–--ეს, რის შემდეგაც ჩამოწყვიტა სახლის აივანეზე არსებული ელექტრო სადენი, რაც ერთ რგოლად კისერზე მოუჭირა მ---- ჩ-----–--ეს, ხოლო ამ უკანასკნელის დასახმარებლად მისულ ი--- ჩ-----–--ეს, სადენის მეორე ბოლო, ასევე, ერთ რგოლად მოუჭირა კისერზე, ამავდროულად ორივე მათგანს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ი--- და მ---- ჩ-----–--ისაგან, მ--–---- გ---–-------ს მოშორება შეძლეს დასახმარებლად მისულმა მეზობლებმა. მ--–---- გ---–-------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ი--- და მ---- ჩ-----–--ეებმა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
4. 2018 წლის 5 ივნისს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, უ--------------------ში, სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- გ---–------მა, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ი--- ჩ-----–--ეს, რის შემდეგაც მარცხენა ხელი ერთხელ დაარტყა მარჯვენა ლოყის არეში, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ა-- გ---–------- (დ-------------). მ--–---- გ---–-------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ი--- ჩ-----–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
5. 2018 წლის 11 ივნისს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, უ--------------------ში, სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- გ---–------მა, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს ა-- გ---–------ს (დ-------------). მის მოწოდებაზე დამშვიდებულიყო, მ--–---- გ---–------- გახდა აგრესიული და მარცხენა ხელი ერთხელ გაარტყა მარჯვენა ლოყის არეში. მ--–---- გ---–-------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ა-- გ---–------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
6. 2018 წლის 11 ივნისს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, უ--------------------ში, სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- გ---–------მა, უმიზეზოდ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს ა-- გ---–------ს (დ-------------) და შვილს ლ. გ---–------ს (დაბ.2--------- ), რის შემდეგაც სამზარეულოს მაგიდიდან აიღო საოჯახო ტიპის დანა და გამოედევნა არასრულწლოვან ა-- გ---–------ს და ლ. გ---–------ს. ამავდროულად მათ დაემუქრა მოკვლით. აღნიშნული ა-- გ---–------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დატოვა საცხოვრებელი სახლი.
7. 2018 წლის 11 ივნისს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, უ--------------------ში, სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- გ---–------მა, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილს ლ. გ---–------ს, რის შემდეგაც ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში, რასაც შეესწრო ლ. გ---–-------ს არასრულწლოვანი და, ა-- გ---–------- (დ-------------). მ--–---- გ---–-------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ლ. გ---–------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
8. 2018 წლის 11 ივნისს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, უ--------------------ში, სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- გ---–------მა, უმიზეზოდ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს ა-- გ---–------ს (დ-------------) და შვილს ლ. გ---–------ს (----------------, რის შემდეგაც სამზარეულოს მაგიდიდან აიღო საოჯახო ტიპის და-- და გამოედევნა არასრულწლოვან ა-- გ---–------ს და ლ. გ---–------ს. ამავდროულად მათ დაემუქრა მოკვლით. აღნიშნული ლ. გ---–------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დატოვა საცხოვრებელი სახლი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენით მ--–---- გ---–-------ს ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის თებერვლის თვის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 5 ივნისის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია)- თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისის, ა-- გ---–-------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63- ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისის, ა-- გ---–-------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, მ--–---- გ---–------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისის, ლ. გ---–-------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 11 ივნისის, ლ. გ---–-------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა, საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ მ--–---- გ---–------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი;
მ--–---- გ---–-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 ივნისიდან, 2018 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით;
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ--–---- გ---–-------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას საერთოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულ მ--–---- გ---–-------ს მიმართ დამამიძმებელი გარემოების არსებობა, კერძოდ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ჩადენის სახე და ამ ქმედების სისტემატიური ხასიათი, ის რომ ცოლ-ქმარს შორის ხშირია კონფლიქტური დამოკიდებულება. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ--–---- გ---–-------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ--–---- გ---–-------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის თებერვლის თვის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 5 ივნისის ი--- ჩ-----–--ის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისის, ა-- გ---–-------ს ეპიზოდი), სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისის, ა-- გ---–-------ს ეპიზოდი), სსკ 126 1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისის, ლია გ---–-------ს ეპიზოდი), სსკ 111.151 - ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 11ივნისის, ლია გ---–-------ს ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ი--- ჩ-----–--ის, მ---- ჩ-----–--ის, ლ. გ---–-------ს და ა-- გ---–-------ს ჩვენებებით; მოწმეების მ------ ბ-----–---–-ს და ლ. მ----–--ის ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ა-- გ---–-------ს მიმართ; ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მ---- ჩ-----–--ის მიმართ; დაბადების სააქტო ჩანაწერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ--–---- გ---–-------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ 111.151 - ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ--–---- გ---–-------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ--–---- გ---–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის თებერვლის თვის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 5 ივნისის ი--- ჩ-----–--ის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11ივნისის, ა-- გ---–-------ს ეპიზოდი), სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისის, ა-- გ---–-------ს ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისის, ლია გ---–-------ს ეპიზოდი), სსკ 111.151 - ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ივნისის, ლ. გ---–-------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის თებერვლის თვის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 5 ივნისის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია)- თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისის, ა-- გ---–-------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63- ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისის, ა-- გ---–-------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, მ--–---- გ---–------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისის, ლ. გ---–-------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 11 ივნისის, ლ. გ---–-------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა, საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ მ--–---- გ---–------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი;
მ--–---- გ---–-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 ივნისიდან, 2018 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით;
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, მ--–---- გ---–------ს დაეკისროს მოვალეობა: 1) პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2) ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;
საქართველო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ასევე, დამატებით სასჯელზე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ელექტრო სადენი და დანა, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ,,CD’’ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე