განაჩენი

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
330100117002128873
ინსტანცია
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002128873

საქმე №1ბ/818-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

ლევან თევზაძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნი----–------–-ს

მსჯავრდებულების: გო-----------–-----ს, მე------------------ს და გი----------–---ს

ადვოკატების: გო--------------ს, რა-----------–---ს და მა------------ს

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულების მერაბ ხაბურძანიას და გი----------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატების, ასევე მსჯავრდებულ გო-----------–-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულების: გო------------------------–----ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------- საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: მ--------–--------------------–---------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–---------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

მე---------------------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: თ---–--–---------------------------------–--------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------–----–---–---------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

გი---------------–---------–---ს მიმართ, დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თ---–--–-------------–---------------------–------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–---------------------–------------------------------------------------------ში მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენით, გი----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, გი----------–---ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გი----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 სექტემბრიდან.

გო-----------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, გო-----------–-----ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გო-----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა ვადით.

მსჯავრდებულ გო-----------–-----ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 12 მაისიდან - იმავე წლის 15 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 სექტემბრიდან.

მე------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ მე------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 სექტემბრის 04:00 საათიდან.

ამავე განაჩენით, ირ---–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ირ---–-----------–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ირ---–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა)წლის ვადით.

მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 სექტემბრის 04:00 საათიდან.

გი----------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის;

მე------------------ს და გო-----------–-----ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 03:50 საათზე, გი----------–--ე მე------------------სთან, გო------------–-----------------------–------------–---–--ან ერთად, თბილისში, ე---------------------------–--- ქუჩის მიმდებარედ არსებულ გაზგასამართ სადგურ „სი--------–-----ს“ მოლარე-ოპერატორ ვა------------–--–ს თავს დაესხნენ და იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით, მუქარით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, მართლსაწინააღმდეგოდ გასტაცეს ხუთ ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული ამ უკანასკნელის კუთვნილი 30 ლარით და შპს „სი--------–-----ს“ კუთვნილი ფულადი თანხით 700 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულების მე------------------ს და გი----------–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მოითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ გი----------–---ს ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო მე------------------ს მიმართ სასჯელის შემსუბუქება. მსჯავრდებულმა გო-----------–-----მ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულებმა მე------------------მ და გო-----------–-----მ დააზუსტეს თავიანთი მოთხოვნები და მოითხოვეს დანიშნულ სასჯელზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით სასჯელის განსაზღვრა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მსჯავრდებულების, გო-----------–-----ს, მე------------------ს და გი----------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებისა, უტყუარად დასტურდება დაზარალებულის ი-----–------------ს ჩვენებით, ასევე, მოწმეების: ლ-–--------–-–---–--------------–--------–---–----------------–-----–---–---------------------–---–-- ჩვენებებით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდა არ გაუხდით და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა, კერძო, დაზარალებულ ვა-----------–--–-ს, მოწმეების: ზა------------–---–------------------------------------–----–---–---------------–--------–---–----------–--------–---–-ს დაკითხვისოქმებით, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, გაზგასამართი სადგურის - შპს „სი--------–-----ს“ ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების გო-----------–-----ს, მე------------------ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნას, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, დამდგარი შედეგი, დანაშაულის მოტივი, მიზანი, ასევე მსჯავრდებულის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და რაც მთავარია, მათ დანაშაულის ჩადენისთანავ წაასწრეს და დააკავეს, რაც გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენების შესაძლებლობას.

 

2. აპელანტის - მსჯავრდებულ გი----------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მტკიცებით, გი----------–---ს ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში რეალურად სახეზეა „არაერთგზისობა“, თუმცა სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სახეზე იყო რეციდივიც და გი----------–--ეს წინა დანაშაული ჩადენილი ჰქონდა არასრულწლოვნობის დროს. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 მუხლის თანახად კი დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, შესაბამისად, სასამართლოს მისი ნასამართლობა არ უნდა მიეღო მხედველობაში და ქმედება უნდა დაეკვალიფიცირებია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლი -„არაერთგზისობა“ და საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლი -„რეციდივი“ სხვადასხვა კატეგორიის სამართლებრივი რეგულაციაა, ორივე ზოგადი ნორმაა და ერთი მეორესთან სპეციალური ნორმის სტატუსის უპირატესობით ვერ ისარგებლებს. საქართველოს სსკ-ის მე 17-ე მუხლი რეციდივის ცნებას განსაზღვრავს, ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ თვრამეტ წლამდე ნასამართლობა არ მიიღება მხედველობაში უშუალოდ რეციდივის დადგენისას, რასაც პალატის აზრით კვალიფიკაციის დადგენასთან შემხებლობა არ აქვს და მოცემულ შემთხვევაში არც პირველი ინსტანციის სასამართლო აპელირებს რეციდივის არსებობაზე. მოქმედი სისხლის სამართლის კანონი არეგულირებს რეციდივის დროს მხოლოდ სასჯელის დადგენის პრინციპს, განსხვავება ამ ორ ნორმას შორის სწორედ ის არის, რომ „რეციდივი“ სახეზეა მაშინ, როდესაც პირი წინათ ნასამართლევია ნებისმიერი განზრახი დანაშაულისათვის, ხოლო „არაერთგზისობა“, როცა პირი იმავე მუხლით არის ნასამართლევი, რაც თავის მხრივ ქმედების კვალიფიკაციის განმსაზღვრელია.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გი----------–---ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების მე------------------ს და გი----------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატების, ასევე მსჯავრდებულ გო-----------–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულების მე------------------ს და გი----------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატების, ასევე მსჯავრდებულ გო-----------–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენი მსჯავრდებულების მე------------------ს, გი----------–---ს და გო-----------–-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად;

3. გი----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, გი----------–---ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.მსჯავრდებულ გი----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 სექტემბრიდან.

5.გო-----------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, გო-----------–-----ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გო-----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 6 (ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა ვადით.

6.მსჯავრდებულ გო-----------–-----ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 12 მაისიდან - იმავე წლის 15 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 სექტემბრიდან.

7.მე------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

8.მსჯავრდებულ მე------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 სექტემბრის 04:00 საათიდან.

9. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მე------------------ს, გი----------–---ს და გო-----------–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

10. ნივთმტკიცებები:

- მე------------------სგან ამოღებული: ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, მაისური და შორტი; ირ---–-----------–---–ისგან ამოღებული სპორტული შარვალი; გო-----------–-----სგან ამოღებული საფულე და ფულადი თანხა 730 ლარის ოდენობით, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, ასევე გე---------------ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ტანსაცმელი, რაც გადაგზავნილი იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

- გო-----------–-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სათამაშო პისტოლეტი და ირ---–-----------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პნევმატური პისტოლეტი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, ასევე გო-----------–-----ს, მე------------------ს, გი----------–---ს და ირ---–-----------–---–ის ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილი იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- გო-----------–-----ს, მე------------------ს, გი----------–---ს და ირ---–-----------–---–ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი ოთხ დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, მოთავსებული ერთ დისკზე და შპს „სი--------–-----დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ერთ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

11. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

12. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

 

მ. კაპანაძე