განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2019
საქმის ნომერი
140210018002455209
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები, ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210018002455209

საქმე №2ბ/1410-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

 

სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი

 

I აპელანტი - ე------ ზ-------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს----------–----------–----------------------------ი“

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

II აპელანტი - შპს „ს----------–----------–----------------------------ი“

წარმომადგენელი - გ--------------–---–ი, გ------- ჯ--------ა

მოწინააღმდეგე მხარეები - გ------- გ--------–---–ი, ე------ ზ-------–---–ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ანაზღაურების დაყოვნებისათვის შესაბამისი პროცენტის გადახდის დაკისრება, დავალებით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელეებმა ე------ ზ-------–---–მა და გ------- გ--------–---–მა სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების, ანაზღაურების დაყოვნებისათვის შესაბამისი პროცენტის გადახდის დაკისრებისა და დავალებით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. გორის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 

3.1. მოპასუხე შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ მოსარჩელე გ------- გ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

 

3.2. მოპასუხე შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ მოსარჩელე გ------- გ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველდღიური დაყოვნებული თანხის 0,07% - არაუმეტეს 7332 (შვიდი ათას სამას ოცდათორმეტი) ლარი;

 

3.3. მოპასუხე შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ მოსარჩელე ე------ ზ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

 

3.4. მოპასუხე შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ მოსარჩელე ე------ ზ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველდღიური დაყოვნებული თანხის 0,07% - არაუმეტეს 7332 (შვიდი ათას სამას ოცდათორმეტი) ლარი;

 

3.5. სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

 

3.6. მოპასუხე შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 991.90 (ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. აპელანტის - ე------ ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელფასო მოთხოვნა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, საქართველოს უზენაესი სასამართლო ამგვარი კატეგორიის დავებზე თავის არაერთ გადაწყვეტილებაში არ ავრცელებს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სასამართლოს ხანდაზმულობის ვადა. ასევე, აღსანიშნავია, რომ პირველად წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე - შპს „ს----------–----------–----------------------------ი“ ცნობდა სარჩელს, ხოლო შემდეგ საქმის განხილვის მთავარ სხდომაზე წარმოადგინა დაზუსტებული შესაგებელი, სადაც მიუთითა ხანდაზმულობაზე. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხის პოზიცია, რადგან ამგვარ პროცესუალურ რეგულაციას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს, ნაწილობრივ გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სახელფასო მოთხოვნის ნაწილში, კერძოდ, 2----–-–---------------იდან 2----–-–-----------ამდე მიუღებელ ხელფასთან დაკავშირებით.

 

6. აპელანტის - შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა 3.2.2 ფაქტობრივი გარემოება, სადაც განმარტა შემდეგი: „სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ მოსარჩელეები არც ზეპირსიტყვიერად ყოფილან გაფრთხილებულნი ორგანიზაციიდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და არც გათავისუფლების ბრძანება ჩაბარებიათ. 2----–-–---------------ის ხელშეკრულების, 2----–-–---------–--იდან შეწყვეტის თაობაზე ეცნობათ მხოლოდ 2--- წლის აგვისტოს შემდგომ“. აპელანტი განმარტავს, რომ შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ დ-----------ის გ. ბოჭორიშვილის პასუხი ე------ ზ-------–---–ის 2-.0-.2--- წლის წერილზე ვერანაირად ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოპასუხეები აპელანტთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2----–-–---------------იდან 2--- წლის მაისამდე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2-.0-.2--- წლის წერილზე პასუხის ადრესატები არ იყვნენ მხოლოდ მოპასუხეები, არამედ მათთან ერთად იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ასევე წარმოადგენდნენ მოსარჩელეებს, სანამ მათ მიერ არ მოხდა სარჩელის გამოხობა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ე------ ზ-------–---–ის და გ------- გ--------–---–ის თავდაპირველ თანამოსარჩელეებს ყველას გააჩნდა 2015-2017 წლების ხელშეკრულებები, რომლებთანაც წელიწადში ერთხელ ან ექვს თვეში ერთხელ გრძელდებოდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა. მსგავსი ხელშეკრულება კი არცერთ სააპელაციო მოპასუხეს არ გააჩნდა და ბუნებრივია ვერც ექნებოდათ, ვინაიდან მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2----–-–----------------ს და მათ აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებს არ ჰქონიათ განცდა, რომ ისინი დღემდე დასაქმებულები არიან, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება და ბუნებაში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეების მხრიდან შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ან მათი მხრიდან შრომითი უფლებების რეალიზების ფაქტს.

 

6.2. ე------ ზ-------–---–სა და შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება 6 თვის ვადით 2----–-–-------------------------–-–----------ამდე, აღნიშნული ხელშეკრულების 1.7 პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება მანამ, სანამ მხარეები არ გამოთქვამენ სურვილს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება 6 თვის ვადითა და ავტომატური გაგრძელების პირობით, თუმცა მისი შეწყვეტის საფუძველი შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი მხარის სურვილი ხელშეკრულების გაუგრძელებლობაზე, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების გაგრძელების ავტომატური გაგრძელების პირობას.

 

2----–-–-----------------ეში შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ დ-----------ის მიერ მოხდა ე------ ზ-------–---–ის შეტყობინება იმის შესახებ, რომ მას აღარ სურდა ხელშეკრულების გაგრძელების ავტომატური პირობის გამოყენება, შესაბამისად, 1 დეკემბერს შეწყდა მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ავტომატური გაგრძელების პირობით გაგრძელდა ერთჯერადად და ძალაში იყო 2----–-–----------------დე.

 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წერილობით არ გამოსცა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება, ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ ე------ ზ-------–---–ი სამსახურეობრივ მოვალეობებს აღარ ასრულებდა, შესაბამისად, მასთან შრომითი ურთიერთობა კომპანიამ დაასრულა 2----–-–----------------ს. ამ საკითხის აღნიშვნისას, მთავარ სხდომაზე მოსარჩელეების მხრიდან მხარეთა ახსნა-განმარტებების და შეკითხვების ეტაპზე, რამდენჯერმე იყო გაცხადებული, რომ თითქოსდა კომპანიის სხვა თანამშრომლებთან დადებული ხელშეკრულებები აღნიშნული სასამართლო პროცესისათვის იყო შედგენილი და არ იდებოდა როგორც მათთან, ისევე სხვებთან შრომითი ხელშეკრულებები. ე------ ზ-------–---–ი და გ------- გ--------–---–ი მიზანმიმართულად ცდილობდნენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, რადგან მათ მთავარ სხდომაზე არაერთგზის ახსენეს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები კონკრეტულად სასამართლოსათვის წარმოადგინა მოპასუხე მხარემ და აქამდე ისინი არ არსებობდნენ. მოსარჩელეები აპელირებდნენ, რომ ისინი სასამართლოში საქმის განხილვის პროცესამდე კომპანიაში მუშაობდნენ, რაც ასევე სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაა.

 

შპს „ს----------–----------–----------------------------ი“, რომელმაც 2015 წლის ნოემბერში განუცხადა მოსარჩელეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შეწყვეტის შესახებ, თვლიდა, რომ აღნიშნულ პირებთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო და შემდგომ წლებში, როგორც ადვოკატებს ისე სთხოვდა მათ სასამართლო პროცესებზე ადვოკატის სახით კომპანიის ინტერესების დაცვას. ასევე, გაუგებარია ის ფაქტიც, რომ არ შეიტანეს მოსარჩელეებმა განცხადება კომპანიაში ამ პერიოდის განმავლობაში, სადაც ისინი მათ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებას მოითხოვდნენ (სახელფასო დავალიანების, ხელშეკრულების არსებობის პირობებს და ა.შ). ბატონმა ე------ ზ-------–---–მა მხოლოდ 2--- წლის მეორე ნახევარში მიმართ კომპანიას განცხადებით მისი ფინანსური მდგომარეობის დასადგენად, რის პასუხადაც დ-----------მა გ--------------–---–მა საპასუხო წერილში მიუთითა, რომ 2015 წლამდე იყო ის აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებული და ამის შემდგომ ერთჯერადად, კონკრეტულ შემთხვევებში ასრულებდა დავალებებს.

 

რაც შეეხება 10 000 აშშ დოლარის გადახდას, დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარე აყენებდა მოთხოვნას თითქოსდა დავალების ხელშეკრულებით, რომელიც მოიცავდა შპს-ს საკუთრებაში მყოფი შენობის უკანონო მოვაჭრეებისაგან გათავისუფლებისათვის საჭირო სამართლებრივი ღონისძიებების შესრულებას, კომპანიას უნდა გადაეხადა 10 000 აშშ დოლარი. მტკიცების ტვირთი აღნიშნული ხელშეკრულების არსებობის თაობაზე არის მათზე ვინც ამტკიცებს და არა მათზე ვინც უარყოფს, შესაბამისად, მათზე იყო მტკიცების ტვირთი ემტკიცებინათ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მხარეთა შორის მართლაც არსებობდა. სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა 2----–-–----------ს. გამოდის, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2----–-–---------------იდან 2015 წლის 21 მაისამდე არის ხანდაზმული. აპელანტი ეთანხმება მოსარჩელეთა მოთხოვნას იმ ნაწილში, რომ მათ მოთხოვნის უფლება აქვთ 2----–-–---------------------–-–-----------------დე არსებულ მიუღებელ შემოსავალზე. შესაბამისად, თითოეულ მოსარჩელეს უნდა გადაეცეს 6 თვის სამუშაოს ანაზღაურება (2400-2400 ლარი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება ე------ ზ-------–---–ისა და გ------- გ--------–---–ისათვის თითოეულზე 14 000 ლარის ოდენობის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს თითოეულზე 7332 ლარის დაკისრების ნაწილში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ზოგადად არ უმსჯელია პირგასამტეხლოს ზუსტ ოდენობაზე, მეტიც ის მოსარჩელე მხარის წარმოდგენილ პირგასამტეხლოს კალკულაციასაც დეტალურად არ გაცნობია, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათ მიერ აღნიშნული კალკულაციით თითოეულ მოსარჩელეს ეკუთვნის 7232.4 ლარი და არა 7332 ლარი, რაც 96.6 ლარით მეტია რეალურისგან.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

7. მოსარჩელე ე------ ზ-------–---–ი და გ------- გ--------–---–ი 2----–-–---------------იდან შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხე შპს „ს----------–----------–----------------------------თან“, დასაქმებული იყვნენ ი-----------------–იაზე და მათი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 500 ლარს (დარიცხული). 2----–-–---------------ის შრომითი ხელშეკრულების 1.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება გაფორმებული იყო 6 თვის ვადით 2----–-–-----------ამდე და ხელშეკრულება პერიოდულად ავტომატურად გრძელდებოდა იმავე ვადით მანამ, სანამ მხარეები არ გამოთქვამდნენ სურვილს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. (შპს „ს----------–----------–----------------------------ის ბრძანება N-- (ტომი I, გვ. 18); 2----–-–---------------ის შრომითი ხელშეკრულება (ტომი I, გვ. 2--30).

 

8. ე------ ზ-------–---–ი და გ------- გ--------–---–ი 2014 წლის 01 დეკებრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ორგანიზაციასთან იმყოფებოდნენ შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში სადავო პერიოდში - 2014 წლის დეკემბრიდან 2--- წლის მაისამდე (მხარეთა ახსნა-განმარტებები; 2--- წლის 02, აპრილის, 16 აპრილისა და 25 აპრილის ე------ ზ-------–---–ის სახელზე გაცემული მინდობილობები; სალაროს გასავლის ორდერები).

 

9. კუთვნილი ხელფასიდან, შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ ე------ ზ-------–---–ისა და გ------- გ--------–---–ისათვის არ აუნაზღაურებია 2----–-–---------------იდან 2--- წლის 01 მაისამდე გასაცემი ხელფასი (მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

10. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2----–-–---------------იდან 2----–-–-----------ამდე სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია და ვერ გაიზიარებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აპელანტის - ე------ ზ-------–---–ის პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი შრომის ანაზღაურების მოთხოვნებისათვის ხანდაზმულობის რაიმე სპეციალურ ვადას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12--ე მუხლით დადგენილი, სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12--ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

პალატის განმარტებით, რამდენადაც შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, დამსაქმებლის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენდა დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, რაც უნდა განხორციელებულიყო გარკვეული პერიოდულობით, ამდენად, თავისი სამართლებრივი ბუნებით დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის შრომის ანაზღაურება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. შესაბამისად, მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ე------ ზ-------–---–სა და შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება 6 თვის ვადით - 2----–-–---------------იდან 2015 წლის 1 ივნისამდე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება გაგრძელდებოდა ავტომატურად მანამ, სანამ მხარეები არ გამოთქვამდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სურვილს. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდა და ძალაში იყო 2--- წლის მაისამდე.

 

ე------ ზ-------–---–ის მიერ სარჩელი გორის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2----–-–----------ს, რაც ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, დასტურია იმისა, რომ ე------ ზ-------–---–ის მოთხოვნა 2----–-–---------------იდან 2----–-–-----------ამდე პერიოდში არის ხანდაზმული და არ წარმოშობს მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან გასულია 3 წლიანი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. საწინააღმდგეო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი აპელანტს - ე------ ზ-------–---–ს არ წარმოუდგენია სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს. მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ზოგადი განმარტება, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ხანდაზმულობის ვადა, დაუსაბუთებელია და არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან ე------ ზ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა 2----–-–---------------იდან 2----–-–-----------ამდე პერიოდში ხანდაზმულია, ამ მოთხოვნიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნაც შესაბამისად ხანდაზმულია და ამ ნაწილში არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

12. პალატა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების, ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებისა და შესაბამისად, შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და გაგრძელდა ზეპირი ფორმით ავტომატურად, რაც თავის მხრივ წარმოშობს დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2----–-–---------------იდან 2----–-–-----------ამდე პერიოდში ე------ ზ-------–---–ის მოთხოვნა ხანდაზმულია და არ წარმოშობს მოთხოვნის უფლებას, ხოლო რაც შეეხება 2----–-–-----------ის შემდგომ პერიოდს, პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია განცხადება, რომლითაც ე------ ზ-------–---–ი და გ------- გ--------–---–ი სხვა თანამშრომლებთან ერთად მიმართავენ შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ დ-----------ს რამდენიმე წლის მიუღებელი ხელფასის მიღების მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებაზე შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ დ-----------მა 2----–-–----------ის წერილით უპასუხა და განუმარტა განმცხადებლებს, რომ კომპანია ოთხი წელია განიცდის მძიმე ფინანსურ კრიზისულ მდგომარეობას, აღნიშნული მდგომარეობის დასაძლევად ესაჭიროება დამატებითი კაპიტალი და განმცხადებლებს მითითებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ მიმართონ კომპანიის დამფუძნებლებს (ტომი I, ს.ფ. 86-88).

 

პალატა განმარტავს, რომ შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ დ-----------ის წერილის თანახმად, დგინდება, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა ატარებდა განგრძობად ხასიათს და შეწყვეტილი არ ყოფილა, ვინაიდან კომპანიის დ-----------მა აღნიშნული წერილით კი არ აღნიშნა, რომ განმცხადებლები ე------ ზ-------–---–ი და გ------- გ--------–---–ი აღარ იყვნენ შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ თანამშრომლები და არ ჰქონდათ ხელფასის მოთხოვნის უფლება, არამედ განუმარტა მათ, თუ რატომ, რა მიზეზით ვერ ახერხებდა კომპანია მათთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, რაც დასტურია იმისა, რომ საწარმოს დ-----------ი განმცხადებლებს მიიჩნევდა შპს „ს----------–----------–----------------------------ში“ დასაქმებულ პირებად და საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება არც უცდია. მხარეთა უწყვეტი თანამშრომლობის ფაქტს ასევე ადასტურებს, შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ მიერ ე------ ზ-------–---–ისა და გ------- გ--------–---–ის სახელზე გაცემული მინდობილობები და სადავო პერიოდში აღნიშნული პირების მიერ სასამართლოში კომპანიის სახელით განხორციელებული მოქმედებები (ტომი I, ს.ფ. 149-175). საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულება კი აპელანტს - შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე არ წარმოუდგენია. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს და შესაბამისად, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2----–-–---------------ის ხელშეკრულება დადებული იყო განსაზღვრული ვადით და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დასაქმებულებს სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლება არ გააჩნიათ, ვინაიდან აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. აპელანტს არ მიუთითებია და შესაბამისად არ წარმოუდგენია ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ე------ ზ-------–---–ს, გ------- გ--------–---–სა და შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი.

 

პალატა, აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2----–-–-----------------ეში შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ დ-----------ის მიერ მოხდა ე------ ზ-------–---–ის შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მას აღარ სურდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების გაგრძელების ავტომატური პირობის გამოყენება, ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება აპელანტს - შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ წარმოუდგენია და აღნიშნულის შესახებ მხოლოდ ზეპირი მითითება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შესაბამის მტკიცებულებად. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებაზე დამსაქმებლის უარის თქმის თაობაზე ე------ ზ-------–---–ის ინფორმირებულობა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ 2----–-–-----------იდან 2--- წლის მაისის თვემდე მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებული იყო ავტომატურად და შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდზე ე------ ზ-------–---–ისათვის და გ------- გ--------–---–ისათვის ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით სახელფასო დავალიანება შეადგენს თითოეულზე 14 000 ლარს (400 ლარი X 35 თვე).

 

რაც შეეხება ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2----–-–-----------იდან 2--- წლის მაისამდე სახელფასო დავალიანების სახით შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ ე------ ზ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 14 000 ლარის გადახდა. აღნიშნული დაყოვნებული თანხის 0.07 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გაცილებით უფრო დიდ თანხას (10 2-0 ლარი), ვიდრე მოთხოვნილია მოსარჩელის მიერ (7332 ლარი). შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ სახელფასო დავალიანებაზე პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა მიერ მითითებული თანხის ფარგლებში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ სააპელაციო საჩივარს და ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და არ არსებობს მისი შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით. შესაბამისად, აპელანტის - შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1706.56 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე------ ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. სამოქალაქო საქმეზე N2/951-18, უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

4. აპელანტის - შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: რევაზ ნადარაია