განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100119002918606
საქმე №1/ბ-355-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- დ----–--ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ოზურგეთის რაიონი, სოფელი ვ---------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ფ------------–--–--------------------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი----- დ----–--ემ ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 1-------------–- ქ. ბათუმში ფრ-----------–--–--------------------ში, ე.წ. ,,ო–---------–--ში“ სახლი N----ში ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ი----- დ----–--ემ მასთან მცხოვრებ ძმის შვილს, არასრულწლოვან დ----- ო-----ას რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახეში, ფიზიკური ძალადობის შედეგად დ----- ო-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- ი----- დ----–--ე თანაცხოვრების პერიოდში, ქ.ბათუმში ფ------------–--–------------------ში, ე.წ. ,,ო–---------–--ში“ სახლი N----ში ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტებისას, მასთან მცხოვრებ ძმის შვილს, არასრულწლოვან დ----- ო-----ას აყენებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და ამცირებდა მას, რამაც გამოიწვია დ----- ო-----ას ტანჯვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით ი----- დ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, ი----- დ----–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 17 თებერვლიდან 2019 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა---- მ-------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენში და მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ი----- დ----–--ის პიროვნება, არასრულწლოვნის ინტერესები და სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულ ი----- დ----–--ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი----- დ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი----- დ----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ზ------ შ-------ის, დ----- ო-----ას, ლ--–- ხ-------ის, ლ---- ვ-–-----ის, მ---- ჩ---–--–---–-ს, ჯ---- ხ------------ის, გ------ დ-------ის, თ----- დ----–--ის, მ--------- კ----------ის, ლ---- კ----ის, მ------ ლ--------------ის, ი----- დ----–--ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმითა და ფოტო-ცხრილით, შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, დაკავების ოქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დ----- ო-----ას განცხადებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ი----- დ----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ი----- დ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ი----- დ----–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, პალატას მიაჩნია, რომ ი----- დ----–--ის მიმართ დანაშაულათა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სამართლიანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მსჯავრდებულ ი----- დ----–--ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი----- დ----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ი----- დ----–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ი----- დ----–--ეს დანიშნულ სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2019 წლის 17 თებერვლიდან 2019 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
ი----- დ----–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე